სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქუთაისი-დიდი ბრიტანეთი 105 ლარი - "ვიზეარი" პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს
ქუთაისი-დიდი ბრიტანეთი 105 ლარი - "ვიზეარი" პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

"ვი­ზე­ა­რი" ქუ­თა­ი­სი­დან დიდი ბრი­ტა­ნე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით პირ­და­პი­რი ავი­ა­რე­ი­სის შეს­რუ­ლე­ბას იწყებს. ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის სა­მი­ნის­ტროს შპს "სა­ქარ­თვე­ლოს აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ავი­ა­რე­ი­სე­ბის ოპე­რი­რე­ბა 18 ივ­ნი­სი­დან და­ი­წყე­ბა, კვი­რა­ში ორი სიხ­ში­რით, ყო­ველ ხუთ­შა­ბათს და კვი­რას, ყვე­ლა ავი­ა­რე­ი­სი სრულ­დე­ბა 180 ად­გი­ლი­ა­ნი "აირ­ბას A320" და 230 ად­გი­ლი­ა­ნი "აირ­ბას A321" ტი­პის სა­ჰა­ე­რო ხო­მალ­დე­ბით.

კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მგზავ­რებს უკვე შე­უძ­ლი­ათ ავი­ა­ბი­ლე­თე­ბის შე­ძე­ნა ავი­ა­კომ­პა­ნი­ის სა­იტ­ზე www.wizzair.com მხო­ლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

რო­გორც აე­რო­პორ­ტე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში აცხა­დე­ბენ, და­ბალ­ბი­უ­ჯე­ტუ­რი ავი­ა­რე­ი­სი ხელს შე­უ­წყობს სა­ქარ­თვე­ლო­სა და დიდ ბრი­ტა­ნეთს შო­რის ტუ­რის­ტუ­ლი, სა­ვაჭ­რო და საქ­მი­ა­ნი ორ­მხრი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაღ­რმა­ვე­ბას და შე­სა­ნიშ­ნა­ვი არ­ჩე­ვა­ნია რო­გორც ტუ­რის­ტუ­ლი, ასე­ვე ბიზ­ნესმგზავ­რე­ბის­თვის.

"რე­გი­ო­ნის მი­მართ ჩვე­ნი ინ­ტე­რე­სის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, კვლა­ვაც გა­ვაგ­რძე­ლებთ ნა­ყო­ფი­ერ თა­ნამ­შრომ­ლო­ბას ქუ­თა­ი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორტთან და სა­მო­მავ­ლოდ ქარ­თველ მგზავ­რებს, მათი მო­თხოვ­ნე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შევ­თა­ვა­ზებთ კი­დევ უფრო მეტ სა­ინ­ტე­რე­სო შე­საძ­ლებ­ლო­ბას", - გა­ნა­ცხა­და "ვი­ზე­ა­რის" კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მე­ნე­ჯერ­მა სო­რი­ნა რა­ციმ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ქუთაისი-დიდი ბრიტანეთი 105 ლარი - "ვიზეარი" პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

ქუთაისი-დიდი ბრიტანეთი 105 ლარი - "ვიზეარი" პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს

"ვიზეარი" ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს "საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" ინფორმაციით, ავიარეისების ოპერირება 18 ივნისიდან დაიწყება, კვირაში ორი სიხშირით, ყოველ ხუთშაბათს და კვირას, ყველა ავიარეისი სრულდება 180 ადგილიანი "აირბას A320" და 230 ადგილიანი "აირბას A321" ტიპის საჰაერო ხომალდებით.

კომპანიის ინფორმაციით, მგზავრებს უკვე შეუძლიათ ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის საიტზე www.wizzair.com მხოლოდ 105.99* ლარი/£ 34.99*-დან.

როგორც აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, დაბალბიუჯეტური ავიარეისი ხელს შეუწყობს საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის ტურისტული, სავაჭრო და საქმიანი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებას და შესანიშნავი არჩევანია როგორც ტურისტული, ასევე ბიზნესმგზავრებისთვის.

"რეგიონის მიმართ ჩვენი ინტერესის გათვალისწინებით, კვლავაც გავაგრძელებთ ნაყოფიერ თანამშრომლობას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან და სამომავლოდ ქართველ მგზავრებს, მათი მოთხოვნების გათვალისწინებით, შევთავაზებთ კიდევ უფრო მეტ საინტერესო შესაძლებლობას", - განაცხადა "ვიზეარის" კომუნიკაციების მენეჯერმა სორინა რაციმ.

"დღეს განსაკუთრებული დღეა!" - თბილისში ახალგაზრდა ქალმა 4 ტყუპი გააჩინა

"ვმუშაობთ მონოკლონური ანტიხეულის შემოტანაზე... პროცესის დასრულებას რამდენიმე კვირა დასჭირდება" - თამარ გაბუნია

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სათხეში ქალს მეხი საკუთარ სახლში დაეცა