მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ნიშნულს მიაღწევს საწვავის ფასი?
რა ნიშნულს მიაღწევს საწვავის ფასი?

საწ­ვა­ვის ფასი ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რად იც­ვლე­ბა. იან­ვრი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, საწ­ვა­ვი 35 თეთ­რით გაძ­ვირ­და. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, გარ­და ამი­სა, ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფას­მა და ლა­რის კურ­სმა, რა­მაც გარ­კვე­ულ­წი­ლად მოხ­მა­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა გა­მო­იწ­ვია, რა­საც იმ­პორ­ტი­ო­რე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ.

კომ­პა­ნი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ლარი თუ არ გამ­ყარ­და, საწ­ვა­ვი გაძ­ვი­რე­ბას გა­აგ­რძე­ლებს. ჯერ­ჯე­რო­ბით ბა­ზარ­ზე ამის სა­ჭი­რო­ე­ბა არ არის, რამ­დე­ნა­დაც ლა­რის კურ­სი მეტ-ნაკ­ლე­ბად სტა­ბი­ლუ­რია, მაგ­რამ ფა­სის ზრდა ნე­ბის­მი­ერ დროს მო­სა­ლოდ­ნე­ლია.

სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე 1 ბა­რე­ლი ნავ­თო­ბი 56 დო­ლა­რი ღირს. "პლატ­ცის" ფასი 1 ტონა ბენ­ზინ­ზე 573 დო­ლარს შე­ად­გენს, 1 ტონა დი­ზელ­ზე კი - 487,5 დო­ლარს. რაც შე­ე­ხე­ბა ად­გი­ლობ­რივ ბა­ზარს, 1 ლიტ­რი ბენ­ზი­ნის სა­ბი­თუ­მო ფასი და­ახ­ლო­ე­ბით 1,88 ლა­რია, ხოლო იმა­ვე მო­ცუ­ლო­ბის დი­ზე­ლი 1,75 ლა­რის ფარ­გლებ­შია.

აქ­ცი­ზის ზრდის გარ­და, საწ­ვა­ვის ღი­რე­ბუ­ლე­ბა­ზე რო­გორც ბენ­ზინ­გა­სა­მარ­თი სად­გუ­რე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, დო­ლა­რის კურ­სის მერ­ყე­ო­ბა და მსოფ­ლიო ბა­ზარ­ზე ნავ­თო­ბის ფა­სე­ბის ცვლი­ლე­ბა მოქ­მე­დებს.

ნავ­თო­ბპ­რო­დუქ­ტე­ბის იმ­პორ­ტი­ორ­თა კავ­ში­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი ვანო მთვრა­ლაშ­ვი­ლი არ მა­ლავს, რომ ბა­ზარ­ზე არას­ტა­ბი­ლუ­რი ვი­თა­რე­ბაა, რაც ერ­თმა­ნე­თის­გან და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მი­ზე­ზე­ბი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი და ფას­ზე ნე­გა­ტი­ურ გავ­ლე­ნას ახ­დენს.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

სსდ
0

რა დრო იყო 1,88 ძვირი რომ გვეგონა აბა ეხლააა დედამოუვა ავიდა 4 ლარზე

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა ნიშნულს მიაღწევს საწვავის ფასი?

რა ნიშნულს მიაღწევს საწვავის ფასი?

საწვავის ფასი ლამის ყოველდღიურად იცვლება. იანვრიდან მოყოლებული, საწვავი 35 თეთრით გაძვირდა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გარდა ამისა, ნავთობპროდუქტების ღირებულებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საერთაშორისო ფასმა და ლარის კურსმა, რამაც გარკვეულწილად მოხმარების შემცირება გამოიწვია, რასაც იმპორტიორებიც ადასტურებენ.

კომპანიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ლარი თუ არ გამყარდა, საწვავი გაძვირებას გააგრძელებს. ჯერჯერობით ბაზარზე ამის საჭიროება არ არის, რამდენადაც ლარის კურსი მეტ-ნაკლებად სტაბილურია, მაგრამ ფასის ზრდა ნებისმიერ დროს მოსალოდნელია.

საერთაშორისო ბაზარზე 1 ბარელი ნავთობი 56 დოლარი ღირს. "პლატცის" ფასი 1 ტონა ბენზინზე 573 დოლარს შეადგენს, 1 ტონა დიზელზე კი - 487,5 დოლარს. რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, 1 ლიტრი ბენზინის საბითუმო ფასი დაახლოებით 1,88 ლარია, ხოლო იმავე მოცულობის დიზელი 1,75 ლარის ფარგლებშია.

აქციზის ზრდის გარდა, საწვავის ღირებულებაზე როგორც ბენზინგასამართი სადგურების წარმომადგენლები აცხადებენ, დოლარის კურსის მერყეობა და მსოფლიო ბაზარზე ნავთობის ფასების ცვლილება მოქმედებს.

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი არ მალავს, რომ ბაზარზე არასტაბილური ვითარებაა, რაც ერთმანეთისგან დამოუკიდებელი მიზეზებითაა გამოწვეული და ფასზე ნეგატიურ გავლენას ახდენს.

განაგრძეთ კითხვა