პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცანით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც თავის სკოლის მასწავლებელზე - 24 წლით უფროს ქალზეა დაქორწინებული
გაიცანით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც თავის სკოლის მასწავლებელზე - 24 წლით უფროს ქალზეა დაქორწინებული

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, საფ­რან­გე­თის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 23,75% მი­ი­ღო, მა­რინ ლე პენ­მა - 21,53% საფ­რან­გეთ­ში ჩა­ტა­რე­ბულ საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პირ­ველ ტურ­ში პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "წინ"-ის ლი­დერ­მა ემა­ნუ­ელ მაკ­რონ­მა ამომ­რჩე­ველ­თა ხმე­ბის 23,75% მი­ი­ღო, "ეროვ­ნუ­ლი ფრონ­ტის" ლი­დერ­მა მა­რინ ლე პენ­მა - 21,53%.

საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის ყვე­ლა­ზე დიდი შან­სი სწო­რედ ემა­ნუ­ელ მაკ­რონს აქვს - ქა­რიზ­მა­ტულ, ახალ­გაზ­რდა, სიმ­პა­თი­ურ ლი­დერს, რო­მელ­ზეც არა­ნა­ი­რი კომ­პრო­მა­ტი არ არ­სე­ბობს...

საფ­რან­გე­თის ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი და პო­ლი­ტი­კუ­რი მოძ­რა­ო­ბა "წინ"-ის საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტი ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნი რე­ი­ტინ­გებ­ში საგ­რძნობ­ლად უს­წრებს მთა­ვარ კონ­კუ­რენ­ტებს და დიდი შან­სია, ის საფ­რან­გე­თის მო­მა­ვალ პრე­ზი­დენ­ტად მოგ­ვევ­ლი­ნოს.

იხი­ლეთ ვი­დეო

ერ­თა­დერ­თი ჭორი, რო­მე­ლიც 39 წლის მაკ­რონ­ზე საპ­რე­ზი­დენ­ტო კამ­პა­ნი­ის პე­რი­ოდ­ში გავ­რცელ­და, არის ის, რომ ასა­კით ორ­ჯერ უფ­როს ქალ­ზე სა­კუ­თა­რი ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბის და­სა­ფა­რად იქორ­წი­ნა. მაგ­რამ ეს მხო­ლოდ ჭო­რე­ბია, ფაქ­ტე­ბი კი ასე­თია: 15 წლის მაკ­რონს თა­ვი­სი სკო­ლის ფრან­გუ­ლის მას­წავ­ლე­ბე­ლი ბრი­ჯი­ტი შე­უყ­ვარ­და. ის მოთ­მი­ნე­ბით ელო­და სა­ჭი­რო დროს და მრა­ვა­ლი წლის შემ­დეგ და­ქორ­წინ­და კი­დეც საყ­ვა­რელ ქალ­ზე.

სიმ­პა­თი­ურ­მა და ამ­ბი­ცი­ურ­მა პო­ლი­ტი­კოს­მა თა­ვის­ზე 24 წლით უფ­როს ქალ­თან 2007 წელს შექ­მნა ოჯა­ხი, როცა ბრი­ჯი­ტის შვი­ლე­ბი მისი ტო­ლე­ბი იყ­ვნენ. და­დის ხმე­ბი, რომ რო­დე­საც ემა­ნუ­ე­ლი 17 წლის გახ­და, ბრი­ჯიტს უთხრა, რო­გორც არ უნდა ეცა­დოთ ზურ­გი მაქ­ცი­ოთ, მა­ინც მო­გიყ­ვანთ ცო­ლა­დო. მე­დი­ა­ში წე­რენ, რომ ამის გამ­გო­ნე ქალს გა­ე­ცი­ნა, ის ხომ გა­თხო­ვი­ლი იყო და სამ შვილს ზრდი­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე წელ­ში, 2007 წელს ბრი­ჯი­ტი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­ე­ყა­რა ქმარს და ემა­ნუ­ელს გაყ­ვა ცო­ლად. რად­გან სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი ემა­ნუ­ელს არ ყავს, ცო­ლის შვი­ლიშ­ვი­ლებს უვ­ლის და ამ­ბო­ბენ, რომ აღ­მერ­თებს მათ.

ალ­ბათ სწო­რედ ამ ფაქ­ტის გამო, პრე­ზი­დენ­ტო­ბის კან­დი­დატს ამომ­რჩე­ველ ქალ­თა ნა­წი­ლი უბ­რძოლ­ვე­ლად "და­ნებ­და".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები კიევიდან - რუსებმა ქალაქს დრონებით და რაკეტებით დაარტყეს

გაიცანით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც თავის სკოლის მასწავლებელზე - 24 წლით უფროს ქალზეა დაქორწინებული

გაიცანით საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატი, რომელიც თავის სკოლის მასწავლებელზე - 24 წლით უფროს ქალზეა დაქორწინებული

ბოლო მონაცემებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, მარინ ლე პენმა - 21,53% საფრანგეთში ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა ამომრჩეველთა ხმების 23,75% მიიღო, "ეროვნული ფრონტის" ლიდერმა მარინ ლე პენმა - 21,53%.

საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი სწორედ ემანუელ მაკრონს აქვს - ქარიზმატულ, ახალგაზრდა, სიმპათიურ ლიდერს, რომელზეც არანაირი კომპრომატი არ არსებობს...

საფრანგეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და პოლიტიკური მოძრაობა "წინ"-ის საპრეზიდენტო კანდიდატი ემანუელ მაკრონი რეიტინგებში საგრძნობლად უსწრებს მთავარ კონკურენტებს და დიდი შანსია, ის საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტად მოგვევლინოს.

იხილეთ ვიდეო

ერთადერთი ჭორი, რომელიც 39 წლის მაკრონზე საპრეზიდენტო კამპანიის პერიოდში გავრცელდა, არის ის, რომ ასაკით ორჯერ უფროს ქალზე საკუთარი ჰომოსექსუალობის დასაფარად იქორწინა. მაგრამ ეს მხოლოდ ჭორებია, ფაქტები კი ასეთია: 15 წლის მაკრონს თავისი სკოლის ფრანგულის მასწავლებელი ბრიჯიტი შეუყვარდა. ის მოთმინებით ელოდა საჭირო დროს და მრავალი წლის შემდეგ დაქორწინდა კიდეც საყვარელ ქალზე.

სიმპათიურმა და ამბიციურმა პოლიტიკოსმა თავისზე 24 წლით უფროს ქალთან 2007 წელს შექმნა ოჯახი, როცა ბრიჯიტის შვილები მისი ტოლები იყვნენ. დადის ხმები, რომ როდესაც ემანუელი 17 წლის გახდა, ბრიჯიტს უთხრა, როგორც არ უნდა ეცადოთ ზურგი მაქციოთ, მაინც მოგიყვანთ ცოლადო. მედიაში წერენ, რომ ამის გამგონე ქალს გაეცინა, ის ხომ გათხოვილი იყო და სამ შვილს ზრდიდა. თუმცა, რამდენიმე წელში, 2007 წელს ბრიჯიტი მოულოდნელად გაეყარა ქმარს და ემანუელს გაყვა ცოლად. რადგან საკუთარი შვილები ემანუელს არ ყავს, ცოლის შვილიშვილებს უვლის და ამბობენ, რომ აღმერთებს მათ.

ალბათ სწორედ ამ ფაქტის გამო, პრეზიდენტობის კანდიდატს ამომრჩეველ ქალთა ნაწილი უბრძოლველად "დანებდა".

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"