პენსილვანიის შტატში, ფილადელფიიდან რამდენიმე საათის სავალზე, ათობით ათასი ადამიანი ცხოვრობს, რომელიც XXI საუკუნის მიღწევებს პირდაპირი მნიშვნელობით, არ აღიარებს. ამერიკის ყველაზე ხალხმრავალ შტატებში დასახლებული სათვისტომო ელექტროენერგიას ჭრაქის შუქს ამჯობინებს, კომუნიკაციის არანაირ საშუალებას არ იყენებს და ტრანსპორტის განვითარებული სახეობის ნაცვლად, უპირატესობას ეტლში შებმულ ცხენს ანიჭებს. ეს ადამიანები ცხოვრების უბრალო წესით გამოირჩევიან და საჯარო სტრუქტურებში მუშაობას საოჯახო მეურნეობა ურჩევნიათ.
ადამიანები, რომელთაც მარტივადნაშენები სახლები და რვაკლასიანი განათლება ჰყოფნით, ამიშების სახელით არიან ცნობილი და მენონიტების რელიგიური საზოგადოებრივი ჯგუფის ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენენ. რელიგიური ერთობა 1693 წელს, იაკობ ამანის ხელმძღვანელობით, შვეიცარიაში ჩამოყალიბდა და ამერიკიდან ევროპაში დევნის შედეგად გადმოინაცვლა... განაგრძეთ კითხვა