მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღნიშნავენ ცნობილი ქართველი წყვილები ვალენტინობას
როგორ აღნიშნავენ ცნობილი ქართველი წყვილები ვალენტინობას

მსოფ­ლიო დღეს სიყ­ვა­რუ­ლის დღეს აღ­ნიშ­ნავს. 14 თე­ბერ­ვა­ლი კა­თო­ლი­კე მღვდე­ლი ვა­ლენ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღეა, რო­მე­ლიც შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს ჩუ­მად აუღ­ლებ­და. ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კა­ში 14 თე­ბერ­ვალს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­სიყ­ვა­რუ­ლო ბა­რა­თებს, სა­ჩუქ­რებს, ყვა­ვი­ლებს, ტკბი­ლე­ულს უგ­ზავ­ნი­ან. და­ვინ­ტე­რეს­დით, აღ­ნიშ­ნა­ვენ თუ არა ქარ­თვე­ლი წყვი­ლე­ბი ვა­ლენ­ტო­ნო­ბას და რა სა­ჩუ­ქა­რი გა­უ­კე­თეს მათ ერ­თმა­ნეთს:

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა და რა­მაზ ნო­ზა­ძე

ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას და რა­მაზ ნო­ზა­ძის წყვი­ლი რო­მან­ტი­უ­ლო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია. ისი­ნი ერ­თმა­ნეთს უჩ­ვე­უ­ლო სი­ურპრი­ზებს ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­უ­ლის გა­რე­შეც უკე­თე­ბენ. "ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი დღე სიყ­ვა­რუ­ლის დღე არის და ამის­თვის ვა­ლენ­ტი­ნო­ბა არ გვჭირ­დე­ბა. რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ, ნა­ნომ ისე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­მი­კე­თა (რა­მაზ ნო­ზა­ძემ ცოლს "პორ­შეს" ჯიპი აჩუ­ქა), მი­ნი­მუმ ოთხი წელი დას­ვე­ნე­ბუ­ლია ვა­ლენ­ტი­ნო­ბის­გან. გუ­შინ ჩემ­მა ქმარ­მა მომ­წე­რა ჩემი პას­პორ­ტის ასლი გა­მეგ­ზავ­ნა, კი მივ­ხვდი, მო­რიგ სი­ურპრიზს რომ მი­წყობ­და, მაგ­რამ როცა ვკი­თხე, მი­თხრა, რა­ღა­ცის შე­სა­მოწ­მებ­ლად დამ­ჭირ­დაო, დღეს კი მომ­წე­რა, ბარ­გი ჩა­ა­ლა­გე, ერთი კვი­რით პრა­ღა­ში მივ­დი­ვართ სა­მოგ­ზა­უ­რო­დო. ასე რომ, დღეს სა­ღა­მოს მივფრი­ნავთ პრა­ღა­ში. ეს იყო მისი სიურ-პრი­ზი ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით. რაც შე­ე­ხე­ბა ყვა­ვი­ლებს, არ მიყ­ვარს ყვა­ვი­ლე­ბი, მკვდარ­თან ასო­ცირ­დე­ბა, შე­სა­ბა­მი­სად როცა მოვ­კვდე­ბი მა­ში­ნაც მე­ყო­ფა გულ­ზე ყვა­ვი­ლე­ბი, ჩემ­მა ქმარ­მა ეს იცის და არას­დროს მჩუქ­ნის ყვა­ვი­ლებს.

სოფო ბე­დია და მიშა მეს­ხი

სოფო ბე­დი­ას და მიშა მეს­ხის ოჯა­ხი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი არ წყდე­ბა. მათ და­ქორ­წი­ნე­ბა გაც­ნო­ბი­დან მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში გა­და­წყვი­ტეს.

"ჩვენ სიყ­ვა­რუ­ლის­თვის ვა­ლენ­ტი­ნო­ბა არ გვჭირ­დე­ბა, ყო­ვე­ლი დღე სიყ­ვა­რუ­ლის დღეა. გა­მოკ­ვე­თი­ლად არ აღ­ვნიშ­ნავთ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას. ისე­დაც ხში­რად ვუ­წყობთ ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზებს, ეს არ გვეშ­ლე­ბა. დღე­საც ვუ­წყობ სო­ფოს სი­ურპრიზს, სა­ღა­მოს ვახ­შამ­ზე შე­ვიკ­რი­ბე­ბით და მის საყ­ვა­რელ სუ­ნა­მოს, შა­ნე­ლის "შანსს" ვა­ჩუ­ქებ, რო­მელ­საც სა­ღა­მოს შე­ვი­ძენ",- გა­ნა­ცხა­და მი­შამ.

ნინი ზარ­ქუა და ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი

მო­დე­ლი და დი­ზა­ი­ნე­რი ნინი ზარ­ქუა და ფეხ­ბურ­თე­ლი ალექ­სან­დრე ამი­სუ­ლაშ­ვი­ლი სამ შვილს ზრდი­ან. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს ხში­რად ანე­ბივ­რებს სა­ჩუქ­რე­ბით.

"ყო­ვე­ლი დღე, ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი წყვი­ლის­თვის ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა. ქრის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობთ და ჩემი აზ­რით ისე­დაც არ აქვს, ამ დღეს ქარ­თვე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თვა. ერთხელ გა­მო­მიგ­ზავ­ნა ამიმ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას სა­ჩუქ­რად ყვა­ვი­ლე­ბის თა­ი­გუ­ლი, მა­შინ 5 თვის ორ­სუ­ლი ვი­ყა­ვი, მა­შინ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იყო და თავი მარ­ტო რომ არ მეგ­რძნო, მისი ძმის ხე­ლით ეს სი­ურპრი­ზი გა­მი­კე­თა", - გვი­ამ­ბო ნი­ნიმ.

ნინო ორ­დე­ნი­ძე და ლე­ვან გვა­ზა­ვა

წარ­სულ­ში ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი ნინო ორ­დე­ნი­ძე, რამ­დე­ნი­მე წლის წინ შსს-ს მა­ღალ­ჩი­ნო­სან­ზე, ლე­ვან გვა­ზა­ვა­ზე და­ქორ­წინ­და. წყვი­ლი ორ ქა­ლიშ­ვილს ზრდის.

"არ ვგიჟ­დე­ბით ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღე­სას­წა­ულ­ზე, ჩვენ­თვის აღ­დგო­მა, ახა­ლი წელი, და­ბა­დე­ბის დღე უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დღე­სას­წა­უ­ლია, ამი­ტომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად გვიყ­ვარს. ვა­ლენ­ტი­ნო­ბას ალ­ბათ უფრო მა­ნამ­დე აღ­ნიშ­ნა­ვენ წყვი­ლე­ბი, სა­ნამ და­ო­ჯახ­დე­ბი­ან. მახ­სოვს შეყ­ვა­რე­ბუ­ლო­ბის დროს, ლე­ვან­მა რო­მან­ტი­უ­ლი ვახ­შა­მი მო­მი­წყო და საყ­ვა­რე­ლი სუ­ნა­მო მა­ჩუ­ქა. შემ­დეგ ვი­ქორ­წი­ნეთ და მას შემ­დეგ ჩვენ­თვის ყო­ვე­ლი დღე ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა", - გა­ნა­ცხა­და ნინო ორ­დე­ნი­ძემ.

ვახო ბი­ჭი­კაშ­ვი­ლი და სოფო რე­ვია

იუ­მო­რისტ ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილს და სოფო რე­ვი­ას სა­მა­გა­ლი­თო სიყ­ვა­რუ­ლი აქვთ. წყვი­ლი ერ­თმა­ნეთს მუდ­მი­ვად ანე­ბივ­რებს სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ურპრი­ზე­ბით. მარ­თა­ლია ორი­ვეს დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო გრა­ფი­კი აქვს, მაგ­რამ ყუ­რა­დღე­ბას არც მათ სიყ­ვა­რულს აკ­ლე­ბენ და არც პა­ტა­რა ან­დრი­ას, რო­მე­ლიც მათი სიყ­ვა­რუ­ლის ნა­ყო­ფია.

"ბა­ნა­ლუ­რი ვიქ­ნე­ბი და გე­ტყვით, ყვე­ლა დღე ვა­ლენ­ტი­ნო­ბაა ჩვენ­თვის. რო­გორც ჭი­ა­კო­კო­ნო­ბას შევ­ხვდით, ისე შევ­ხვდით წლე­ვან­დელ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას. ამ ორი დღე­სას­წა­უ­ლის გარ­და, სხვას არ ვა­ღი­ა­რებთ. ორი­ვე ვმუ­შა­ობთ, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჯერ სა­ჩუქ­რის­თვის არ გვცა­ლია. სა­ღა­მოს თუ ადრე გავ­თა­ვი­სუფ­ლდით, ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლე­ბი არ ვიქ­ნე­ბით, სიმ­ბო­ლუ­რად წა­ვალთ სად­მე, ჩვენს ან­დრი­ას­თან ერ­თად და სა­ჩუქ­რებ­საც ვა­ჩუ­ქებთ ერ­თმა­ნეთს", - გვი­თხრა ვახო ბი­ჭი­კაშ­ვილ­მა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ აღნიშნავენ ცნობილი ქართველი წყვილები ვალენტინობას

როგორ აღნიშნავენ ცნობილი ქართველი წყვილები ვალენტინობას

მსოფლიო დღეს სიყვარულის დღეს აღნიშნავს. 14 თებერვალი კათოლიკე მღვდელი ვალენტინის ხსენების დღეა, რომელიც შეყვარებულებს ჩუმად აუღლებდა. ევროპასა და ამერიკაში 14 თებერვალს შეყვარებულები ერთმანეთს სასიყვარულო ბარათებს, საჩუქრებს, ყვავილებს, ტკბილეულს უგზავნიან. დავინტერესდით, აღნიშნავენ თუ არა ქართველი წყვილები ვალენტონობას და რა საჩუქარი გაუკეთეს მათ ერთმანეთს:

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე

ხატია სიჭინავას და რამაზ ნოზაძის წყვილი რომანტიულობით გამორჩეულია. ისინი ერთმანეთს უჩვეულო სიურპრიზებს ვალენტინობის დღესასწაულის გარეშეც უკეთებენ. "ჩვენთვის ყოველი დღე სიყვარულის დღე არის და ამისთვის ვალენტინობა არ გვჭირდება. რამდენიმე კვირის წინ, ნანომ ისეთი საჩუქარი გამიკეთა (რამაზ ნოზაძემ ცოლს "პორშეს" ჯიპი აჩუქა), მინიმუმ ოთხი წელი დასვენებულია ვალენტინობისგან. გუშინ ჩემმა ქმარმა მომწერა ჩემი პასპორტის ასლი გამეგზავნა, კი მივხვდი, მორიგ სიურპრიზს რომ მიწყობდა, მაგრამ როცა ვკითხე, მითხრა, რაღაცის შესამოწმებლად დამჭირდაო, დღეს კი მომწერა, ბარგი ჩაალაგე, ერთი კვირით პრაღაში მივდივართ სამოგზაუროდო. ასე რომ, დღეს საღამოს მივფრინავთ პრაღაში. ეს იყო მისი სიურ-პრიზი ვალენტინობის დღესასწაულთან დაკავშირებით. რაც შეეხება ყვავილებს, არ მიყვარს ყვავილები, მკვდართან ასოცირდება, შესაბამისად როცა მოვკვდები მაშინაც მეყოფა გულზე ყვავილები, ჩემმა ქმარმა ეს იცის და არასდროს მჩუქნის ყვავილებს.

სოფო ბედია და მიშა მესხი

სოფო ბედიას და მიშა მესხის ოჯახისადმი საზოგადოების ინტერესი არ წყდება. მათ დაქორწინება გაცნობიდან მოკლე პერიოდში გადაწყვიტეს.

"ჩვენ სიყვარულისთვის ვალენტინობა არ გვჭირდება, ყოველი დღე სიყვარულის დღეა. გამოკვეთილად არ აღვნიშნავთ ვალენტინობას. ისედაც ხშირად ვუწყობთ ერთმანეთს სიურპრიზებს, ეს არ გვეშლება. დღესაც ვუწყობ სოფოს სიურპრიზს, საღამოს ვახშამზე შევიკრიბებით და მის საყვარელ სუნამოს, შანელის "შანსს" ვაჩუქებ, რომელსაც საღამოს შევიძენ",- განაცხადა მიშამ.

ნინი ზარქუა და ალექსანდრე ამისულაშვილი

მოდელი და დიზაინერი ნინი ზარქუა და ფეხბურთელი ალექსანდრე ამისულაშვილი სამ შვილს ზრდიან. წყვილი ერთმანეთს ხშირად ანებივრებს საჩუქრებით.

"ყოველი დღე, ყველა შეყვარებული წყვილისთვის ვალენტინობაა. ქრისტიანულ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ჩემი აზრით ისედაც არ აქვს, ამ დღეს ქართველებისთვის განსაკუთრებული დატვირთვა. ერთხელ გამომიგზავნა ამიმ ვალენტინობას საჩუქრად ყვავილების თაიგული, მაშინ 5 თვის ორსული ვიყავი, მაშინ საქართველოში არ იყო და თავი მარტო რომ არ მეგრძნო, მისი ძმის ხელით ეს სიურპრიზი გამიკეთა", - გვიამბო ნინიმ.

ნინო ორდენიძე და ლევან გვაზავა

წარსულში ცნობილი მოდელი ნინო ორდენიძე, რამდენიმე წლის წინ შსს-ს მაღალჩინოსანზე, ლევან გვაზავაზე დაქორწინდა. წყვილი ორ ქალიშვილს ზრდის.

"არ ვგიჟდებით ვალენტინობის დღესასწაულზე, ჩვენთვის აღდგომა, ახალი წელი, დაბადების დღე უფრო მნიშვნელოვანი დღესასწაულია, ამიტომ განსაკუთრებულად გვიყვარს. ვალენტინობას ალბათ უფრო მანამდე აღნიშნავენ წყვილები, სანამ დაოჯახდებიან. მახსოვს შეყვარებულობის დროს, ლევანმა რომანტიული ვახშამი მომიწყო და საყვარელი სუნამო მაჩუქა. შემდეგ ვიქორწინეთ და მას შემდეგ ჩვენთვის ყოველი დღე ვალენტინობაა", - განაცხადა ნინო ორდენიძემ.

ვახო ბიჭიკაშვილი და სოფო რევია

იუმორისტ ვახო ბიჭიკაშვილს და სოფო რევიას სამაგალითო სიყვარული აქვთ. წყვილი ერთმანეთს მუდმივად ანებივრებს სასიამოვნო სიურპრიზებით. მართალია ორივეს დატვირთული სამუშაო გრაფიკი აქვს, მაგრამ ყურადღებას არც მათ სიყვარულს აკლებენ და არც პატარა ანდრიას, რომელიც მათი სიყვარულის ნაყოფია.

"ბანალური ვიქნები და გეტყვით, ყველა დღე ვალენტინობაა ჩვენთვის. როგორც ჭიაკოკონობას შევხვდით, ისე შევხვდით წლევანდელ ვალენტინობას. ამ ორი დღესასწაულის გარდა, სხვას არ ვაღიარებთ. ორივე ვმუშაობთ, აქედან გამომდინარე ჯერ საჩუქრისთვის არ გვცალია. საღამოს თუ ადრე გავთავისუფლდით, ძალიან დაღლილები არ ვიქნებით, სიმბოლურად წავალთ სადმე, ჩვენს ანდრიასთან ერთად და საჩუქრებსაც ვაჩუქებთ ერთმანეთს", - გვითხრა ვახო ბიჭიკაშვილმა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ჰოლივუდი ოპერაში

სტილის მასტერკლასი 51 წლის ჯენიფერ ენისტონისგან - ახალი ფოტოსესია, სადაც მსახიობი თინეიჯერს ჰგავს

საქართველოს გუნდი და ქართული გასტრონომია ბოკუს დ’ორ ევროპის კონტინენტურ ჩემპიონატზე წარდგება