საზოგადოება
Faceამბები

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნიკა გვარამია დაკავებას ელოდება? - "მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი"
ნიკა გვარამია დაკავებას ელოდება? - "მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი"

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვის 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია გა­მო­კი­თხვა­ზეა და­ბა­რე­ბუ­ლი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში ის დღეს, 18:00 სა­ა­თამ­დე უნდა მი­ვი­დეს. უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე ეხე­ბა გვა­რა­მი­ა­სა და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის მა­მუ­კა ახვლე­დი­ა­ნის სა­უბ­რის ჩა­ნა­წერს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ გავ­რცელ­და.

"რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი გა­მო­კი­თხვა­ზე მის­ვლას არ აპი­რებს. რო­გორც გვა­რა­მი­ამ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, შსს-ს მიერ წარ­მო­ე­ბულ გა­მო­ძი­ე­ბას არ ენ­დო­ბა. "მე გა­მო­კი­თხვა­ზე არ მივ­დი­ვარ. მე არ ვენ­დო­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს, მე არ ვენ­დო­ბი იმ სა­მი­ნის­ტროს, რო­მე­ლიც აყალ­ბებს ექ­სპე­ტი­ზის მო­ნა­ცე­მებს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დაკ­ვე­თით. მე ვი­ყე­ნებ უფ­ლე­ბას სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბით მო­ნი­ჭე­ბულს და ვი­თხოვ და­კი­თხვას სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით. თუ სა­სა­მარ­თლო ჩათ­ვლის ამას სა­ჭი­როდ, მე მზად ვარ გა­მოვ­ცხად­დე და მივ­ცე ჩვე­ნე­ბა სა­სა­მარ­თლოს მეშ­ვე­ო­ბით",- გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი არც იმას გა­მო­რი­ცხავს, რომ დღეს მისი და­კა­ვე­ბა მოხ­დეს, რა შემ­თხვე­ვა­შიც მის მო­ვა­ლე­ო­ბას ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს.

"თუ არ გე­ყო­ფათ საღი აზრი და მე დღეს და­მა­კა­ვებთ, "რუს­თა­ვი 2" მა­ინც იდ­გე­ბა ფეხ­ზე. აქ­ცია მა­ინც ჩა­ტარ­დე­ბა. მე მინ­დო­ბი­ლო­ბა უკვე გა­ცე­მუ­ლი მაქვს, ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას უხელ­მძღვა­ნე­ლებს ჩემი პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლე ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­ზე არა­ნაკ­ლებ გულ­მხურ­ვა­ლე პატ­რი­ო­ტია რო­გორც ქვეყ­ნის, ასე­ვე, "რუს­თა­ვი 2"-ის", - გა­ნა­ცხა­და ნიკა გვა­რა­მი­ამ.

ამას­თან, "რუს­თა­ვი 2"-ელე­ბი აქ­ცი­ის გა­მარ­თვას გეგ­მა­ვენ, სა­დაც გვა­რა­მი­ას თქმით მო­ი­თხო­ვენ "სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, იმას, რაც გვე­კუთ­ვნის კონ­სტი­ტუ­ცი­ით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით":

"რუს­თა­ვი 2"-ის თავ­ზე შავი ღრუ­ბე­ლი შეკ­რუ­ლია და გა­დამ­წყვე­ტი ბრძო­ლის­თვის ვემ­ზა­დე­ბით. ამ დღე­ებ­ში გა­და­წყდე­ბა, "რუს­თა­ვი 2"-ის, თა­ვი­სუ­ფა­ლი სი­ტყვის და ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის ბედი. ძა­ლი­ან მძი­მე ზე­წო­ლა მიმ­დი­ნა­რე­ობს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე. დღე­ვან­დე­ლი და ბოლო პე­რი­ო­დის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო კამ­პა­ნია იქეთ­კენ არის მი­მარ­თუ­ლი. ამი­ტომ ჩვენ, "რუს­თა­ვი 2"-ელებ­მა მი­ვი­ღეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა - კვი­რას, 14:30 სა­ათ­ზე, ძვე­ლი პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბას­თან ვიკ­რი­ბე­ბით, ვიდ­გე­ბით იქ ყვე­ლა­ნი და მო­ვი­თხოვთ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბას, ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას, იმას, რაც გვე­კუთ­ვნის კონ­სტი­ტუ­ცი­ით, კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. ჩვენ ვიქ­ნე­ბით ბევ­რნი, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ნი ვინც აქ ვმუ­შა­ობთ, ჩვე­ნი ოჯა­ხის წევ­რე­ბით და გე­პა­ტი­ჟე­ბით ყვე­ლას - პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს და რაც მთა­ვა­რია, სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბას, ვის­თვი­საც ძვირ­ფა­სია "რუს­თა­ვი 2", მაგ­რამ მა­თაც, ვი­საც "რუს­თა­ვი 2" არ მოს­წონს, მაგ­რამ მი­აჩ­ნია, რომ მე­დი­ი­სა და სი­ტყვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ქვეყ­ნის­თვის. გიწ­ვევთ ყვე­ლას, ერ­თად გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ უკა­ნო­ნო­ბა. მე აუ­ცი­ლებ­ლად ვიდ­გე­ბი ამ მი­ტინგზე, თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს რომ ეს ასე არ მოხ­დეს, იდ­გე­ბა ყვე­ლა მი­ნუს მე - ჩვენ მა­ინც ვიქ­ნე­ბით ბევ­რნი", - გა­ნა­ცხა­და გვა­რა­მი­ამ.

ნიკა გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბას არ გა­მო­რი­ცხავს "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი. რო­გორც უდუ­მაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბის, ან დრო­ე­ბი­თი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­შიც, ტე­ლე­კომ­პა­ნია "სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე და­ი­ცავს თავს".

"დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის შემ­დეგ უკვე აღა­რა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, მი­თუ­მე­ტეს, იმ ფონ­ზე, როცა ყვე­ლა ხვდე­ბა, რომ "რუს­თა­ვი 2"-ის სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა დღე­ე­ბის ამ­ბა­ვია. ამი­ტომ არა­ფერს გა­მოვ­რი­ცხავ, მათ შო­რის არც "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის და­კა­ვე­ბას, ისე­თი აბ­სურ­დუ­ლი საქ­მით, რო­გო­რიც დღეს არის. ამ შემ­თხვე­ვა­ში მინ­და მივ­მარ­თო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და იმ პრი­მი­ტი­ულ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლებ­მაც ეს და­გეგ­მეს - ბა­ტო­ნე­ბო, თქვენ თუ გგო­ნი­ათ, რომ გვა­რა­მი­ას და­კა­ვე­ბით ან დრო­ე­ბი­თი გა­ნე­იტ­რა­ლე­ბით "რუს­თა­ვი 2"-ს ხონ­ჩა­ზე მი­ი­ღებთ, ძა­ლი­ან ცდე­ბით. "რუს­თა­ვი 2"-ში 1000-მდე ადა­მი­ა­ნი მუ­შა­ობს, რო­მე­ლიც სის­ხლის ბოლო წვე­თამ­დე იბ­რძო­ლებს "რუს­თა­ვი 2"-სთვის. არც ერთი, არც ერთი ნა­ბი­ჯით არ და­ი­ხევს უკან. ამის პი­რო­ბას ვდებ მე, ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი. ეს ტე­ლე­ვი­ზია იმუ­შა­ვებს ისე, რო­გორც აქამ­დე მუ­შა­ობ­და. ამ სცე­ნა­რის და­სას­რუ­ლი მინ­და გი­თხრათ წი­ნას­წარ, "რუს­თა­ვი 2" ისევ ეთერ­ში იქ­ნე­ბა, ნიკა გვა­რა­მია - თა­ვი­სუ­ფა­ლი და თქვენ სად იქ­ნე­ბით, ამა­ზე ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს", - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

ნიკა გვარამია დაკავებას ელოდება? - "მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი"

ნიკა გვარამია დაკავებას ელოდება? - "მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ზაალ უდუმაშვილი"

ტელეკომპანია "რუსთავის 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია გამოკითხვაზეა დაბარებული. შინაგან საქმეთა სამინისტროში ის დღეს, 18:00 საათამდე უნდა მივიდეს. უწყების განცხადებით, საქმე ეხება გვარამიასა და თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის საუბრის ჩანაწერს, რომელიც რამდენიმე თვის წინ გავრცელდა.

"რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც გვარამიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს-ს მიერ წარმოებულ გამოძიებას არ ენდობა. "მე გამოკითხვაზე არ მივდივარ. მე არ ვენდობი შინაგან საქმეთა სამინისტროს, მე არ ვენდობი იმ სამინისტროს, რომელიც აყალბებს ექსპეტიზის მონაცემებს ხელისუფლების დაკვეთით. მე ვიყენებ უფლებას საქართველოს კანონმდებლობით მონიჭებულს და ვითხოვ დაკითხვას სასამართლოს მეშვეობით. თუ სასამართლო ჩათვლის ამას საჭიროდ, მე მზად ვარ გამოვცხადდე და მივცე ჩვენება სასამართლოს მეშვეობით",- განაცხადა გვარამიამ.

იხილეთ ვიდეო

ტელეკომპანიის ხელმძღვანელი არც იმას გამორიცხავს, რომ დღეს მისი დაკავება მოხდეს, რა შემთხვევაშიც მის მოვალეობას ზაალ უდუმაშვილი შეასრულებს.

"თუ არ გეყოფათ საღი აზრი და მე დღეს დამაკავებთ, "რუსთავი 2" მაინც იდგება ფეხზე. აქცია მაინც ჩატარდება. მე მინდობილობა უკვე გაცემული მაქვს, ტელეკომპანიას უხელმძღვანელებს ჩემი პირველი მოადგილე ზაალ უდუმაშვილი, რომელიც ჩემზე არანაკლებ გულმხურვალე პატრიოტია როგორც ქვეყნის, ასევე, "რუსთავი 2"-ის", - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ამასთან, "რუსთავი 2"-ელები აქციის გამართვას გეგმავენ, სადაც გვარამიას თქმით მოითხოვენ "სამართლიანობას, ჩვენი უფლებების დაცვას, იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით":

"რუსთავი 2"-ის თავზე შავი ღრუბელი შეკრულია და გადამწყვეტი ბრძოლისთვის ვემზადებით. ამ დღეებში გადაწყდება, "რუსთავი 2"-ის, თავისუფალი სიტყვის და ქართული დემოკრატიის ბედი. ძალიან მძიმე ზეწოლა მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე. დღევანდელი და ბოლო პერიოდის სახელისუფლებო კამპანია იქეთკენ არის მიმართული. ამიტომ ჩვენ, "რუსთავი 2"-ელებმა მივიღეთ გადაწყვეტილება - კვირას, 14:30 საათზე, ძველი პარლამენტის შენობასთან ვიკრიბებით, ვიდგებით იქ ყველანი და მოვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენი უფლებების დაცვას, იმას, რაც გვეკუთვნის კონსტიტუციით, კანონმდებლობით. ჩვენ ვიქნებით ბევრნი, პრაქტიკულად ყველანი ვინც აქ ვმუშაობთ, ჩვენი ოჯახის წევრებით და გეპატიჟებით ყველას - პოლიტიკურ პარტიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და რაც მთავარია, საქართველოს მოსახლეობას, ვისთვისაც ძვირფასია "რუსთავი 2", მაგრამ მათაც, ვისაც "რუსთავი 2" არ მოსწონს, მაგრამ მიაჩნია, რომ მედიისა და სიტყვის თავისუფლება არის მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის. გიწვევთ ყველას, ერთად გავაპროტესტოთ უკანონობა. მე აუცილებლად ვიდგები ამ მიტინგზე, თუ ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს რომ ეს ასე არ მოხდეს, იდგება ყველა მინუს მე - ჩვენ მაინც ვიქნებით ბევრნი", - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. როგორც უდუმაშვილმა განაცხადა, გვარამიას დაკავების, ან დროებითი განეიტრალების შემთხვევაშიც, ტელეკომპანია "სისხლის ბოლო წვეთამდე დაიცავს თავს".

"დღევანდელი განცხადებების შემდეგ უკვე აღარაფერს გამოვრიცხავ, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ყველა ხვდება, რომ "რუსთავი 2"-ის საკითხის გადაწყვეტა დღეების ამბავია. ამიტომ არაფერს გამოვრიცხავ, მათ შორის არც "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის დაკავებას, ისეთი აბსურდული საქმით, როგორიც დღეს არის. ამ შემთხვევაში მინდა მივმართო ხელისუფლებას და იმ პრიმიტიულ ადამიანებს, რომლებმაც ეს დაგეგმეს - ბატონებო, თქვენ თუ გგონიათ, რომ გვარამიას დაკავებით ან დროებითი განეიტრალებით "რუსთავი 2"-ს ხონჩაზე მიიღებთ, ძალიან ცდებით. "რუსთავი 2"-ში 1000-მდე ადამიანი მუშაობს, რომელიც სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლებს "რუსთავი 2"-სთვის. არც ერთი, არც ერთი ნაბიჯით არ დაიხევს უკან. ამის პირობას ვდებ მე, ზაალ უდუმაშვილი. ეს ტელევიზია იმუშავებს ისე, როგორც აქამდე მუშაობდა. ამ სცენარის დასასრული მინდა გითხრათ წინასწარ, "რუსთავი 2" ისევ ეთერში იქნება, ნიკა გვარამია - თავისუფალი და თქვენ სად იქნებით, ამაზე ინფორმაცია არ მაქვს", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."