სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი..." - რაზე ესაუბრა დაკავებული მამა გიორგი მამალაძე სახალხო დამცველს
"ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი..." - რაზე ესაუბრა დაკავებული მამა გიორგი მამალაძე სახალხო დამცველს

სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მე-6 და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის სა­ხით და­კა­ვე­ბუ­ლი მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მო­ი­ნა­ხუ­ლა.

რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტებს უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და, დე­კა­ნო­ზი ბრალს არ აღი­ა­რებს და ამ­ბობს, რომ ეს არის აბ­სურ­დუ­ლი ბრალ­დე­ბა. მისი თქმით, დე­კა­ნო­ზი აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას იმის­თვის, რომ სი­მარ­თლე გა­ირ­კვეს.

"ის ამ­ბობს, რომ სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზე და უმაღ­ლე­სი იერ­არ­ქი­ის მქო­ნე სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზე სა­ერ­თოდ არ არის სა­უ­ბა­რი ბრალ­ში, რო­მე­ლიც მას წა­რედ­გი­ნა. მე ყვე­ლა დე­ტალს ვერ ვი­ტყვი და თვი­თო­ნაც არ უსა­უბ­რია ამა­ზე, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირ­ზეა სა­უ­ბა­რი და გა­მიზ­ნუ­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, ამა­ზე ბრალ­ში სა­ერ­თოდ არ არის სა­უ­ბა­რი", - გა­ნა­ცხა­და ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

"ის ასე­ვე ითხოვს, რომ არ მი­ე­ცეს ამ სა­კითხს პო­ლი­ტი­ზე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა. დე­კა­ნო­ზი ითხოვს მისი ოჯა­ხის უსაფრ­თხო­ე­ბას და მე ცალ­კე მო­ვი­თხოვ, რომ მისი უსაფრ­თხო­ე­ბა იყოს და­ცუ­ლი. დე­კა­ნო­ზი სი­მარ­თლის დად­გე­ნა­ში დახ­მა­რე­ბას სთხოვს ყვე­ლას", - გა­ნა­ცხა­და ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის თქმით, არის სა­კი­თხე­ბი, რო­მე­ლიც ეხე­ბა გარ­კვე­ულ პრო­ცე­დუ­რულ დარ­ღვე­ვებს.

"სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი იქ­ნე­ბა ჩარ­თუ­ლი, რომ დე­ტა­ლუ­რად შე­ვის­წავ­ლოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი საქ­მე. პრო­ცე­დუ­რუ­ლი დარ­ღვე­ვე­ბი იყო თუნ­დაც ის, რომ და­კა­ვე­ბის დროს არ მი­ე­ცა ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა, არ გა­ნუ­მარ­ტეს და­კა­ვე­ბის მი­ზე­ზი და ა.შ. ასე­ვე ირ­ღვე­ვა უდა­ნა­შა­უ­ლო­ბის პრე­ზუმფცია მის მი­მართ, მათ შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან. მე ალ­ბათ არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში, ვი­საც არ ექ­ნე­ბა კი­თხვის ნიშ­ნე­ბი ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით. ბევ­რი დე­ტა­ლი უნდა გა­ირ­კვეს, მათ შო­რის, რა­ტომ მი­დის მხო­ლოდ ერთი მი­მარ­თუ­ლე­ბით საქ­მე. მას აქვს ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კი­თხვის ნიშ­ნე­ბი, ის სა­უბ­რობს იმა­ზე, რომ ამ საქ­მეს ეტყო­ბა მომ­ზა­დე­ბის ნიშ­ნე­ბი - დიდი ხნის წინ იყო და­გეგ­მი­ლი, რაც მოხ­და და ის ფიქ­რობს, რომ არის მსხვერ­პლი. ვისი მხრი­დან არის მსხვერ­პლი, ამა­ზე არ სა­უბ­რობს. სა­ნამ პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ მი­აწ­ვდის მეტ ინ­ფორ­მა­ცი­ას, კი­თხვის ნიშ­ნე­ბი იარ­სე­ბებს. რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ წარ­მო­ად­გი­ნა, ლო­გი­კა­ში რა­ღა­ცე­ბი არ ჯდე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი..." - რაზე ესაუბრა დაკავებული მამა გიორგი მამალაძე სახალხო დამცველს

"ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი..." - რაზე ესაუბრა დაკავებული მამა გიორგი მამალაძე სახალხო დამცველს

სახალხო დამცველმა სასჯელაღსრულების მე-6 დაწესებულებაში მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული მამა გიორგი მამალაძე მოინახულა.

როგორც ჟურნალისტებს უჩა ნანუაშვილმა განუცხადა, დეკანოზი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ ეს არის აბსურდული ბრალდება. მისი თქმით, დეკანოზი აგრძელებს ბრძოლას იმისთვის, რომ სიმართლე გაირკვეს.

"ის ამბობს, რომ სასულიერო პირზე და უმაღლესი იერარქიის მქონე სასულიერო პირზე საერთოდ არ არის საუბარი ბრალში, რომელიც მას წარედგინა. მე ყველა დეტალს ვერ ვიტყვი და თვითონაც არ უსაუბრია ამაზე, თუმცა ამბობს, რომ გაჟღერებული ინფორმაცია, თითქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირზეა საუბარი და გამიზნული იყო კონკრეტული დანაშაული, ამაზე ბრალში საერთოდ არ არის საუბარი", - განაცხადა ნანუაშვილმა.

"ის ასევე ითხოვს, რომ არ მიეცეს ამ საკითხს პოლიტიზების შესაძლებლობა. დეკანოზი ითხოვს მისი ოჯახის უსაფრთხოებას და მე ცალკე მოვითხოვ, რომ მისი უსაფრთხოება იყოს დაცული. დეკანოზი სიმართლის დადგენაში დახმარებას სთხოვს ყველას", - განაცხადა ნანუაშვილმა.

სახალხო დამცველის თქმით, არის საკითხები, რომელიც ეხება გარკვეულ პროცედურულ დარღვევებს.

"სახალხო დამცველი იქნება ჩართული, რომ დეტალურად შევისწავლოთ აღნიშნული საქმე. პროცედურული დარღვევები იყო თუნდაც ის, რომ დაკავების დროს არ მიეცა ზარის განხორციელების საშუალება, არ განუმარტეს დაკავების მიზეზი და ა.შ. ასევე ირღვევა უდანაშაულობის პრეზუმფცია მის მიმართ, მათ შორის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. მე ალბათ არ მეგულება ადამიანი საქართველოში, ვისაც არ ექნება კითხვის ნიშნები ამ საქმესთან დაკავშირებით. ბევრი დეტალი უნდა გაირკვეს, მათ შორის, რატომ მიდის მხოლოდ ერთი მიმართულებით საქმე. მას აქვს ამ საქმესთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები, ის საუბრობს იმაზე, რომ ამ საქმეს ეტყობა მომზადების ნიშნები - დიდი ხნის წინ იყო დაგეგმილი, რაც მოხდა და ის ფიქრობს, რომ არის მსხვერპლი. ვისი მხრიდან არის მსხვერპლი, ამაზე არ საუბრობს. სანამ პროკურატურა საზოგადოებას არ მიაწვდის მეტ ინფორმაციას, კითხვის ნიშნები იარსებებს. რაც პროკურატურამ წარმოადგინა, ლოგიკაში რაღაცები არ ჯდება", - განაცხადა ნანუაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."