მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთთან ახლო ურთიერთობაში შემჩნეული ფლინი გადადგა
რუსეთთან ახლო ურთიერთობაში შემჩნეული ფლინი გადადგა

აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტის მრჩე­ველ­მა ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში, მა­იკლ ფლინ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა. BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან აღი­ა­რა, რომ აშშ-ში რუ­სე­თის ელჩს, სერ­გეი კის­ლი­აკს დე­კემ­ბრის ბო­ლოს არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და და მომ­ხდა­რის გამო დო­ნალდ ტრამპს ბო­დი­ში მო­უ­ხა­და.

"პრე­ზი­დენ­ტსა და ვიცე-პრე­ზი­დენტს გულ­წრფელ ბო­დიშს ვუხ­დი," - ნათ­ქვა­მია ფლი­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში. მა­იკლ ფლინ­სა და ვა­შინგტონ­ში რუ­სე­თის ელჩს, სერ­გეი კის­ლი­აკს შო­რის სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი დე­კემ­ბერ­ში შედ­გა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ყო­ფი­ლი არ­მი­ის გე­ნე­რალ­მა უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, რომ სა­უ­ბა­რი სან­ქცი­ებს ეხე­ბო­და, თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტმა მაიკ პენ­სმა გა­ნა­ცხა­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ფლინ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ სან­ქცი­ე­ბის სა­კი­თხი კვლავ გან­ხი­ლუ­ლი იქ­ნე­ბო­და...

მა­იკლ ფლინს გე­ნე­რა­ლი ჯო­ზეფ კე­ლო­გი ჩა­ა­ნაც­ვლებს. გა­დად­გო­მამ­დე მა­იკლ ფლინ­მა აღი­ა­რა, რომ დო­ნალდ ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ამ­დე იმის გამო, რომ მოვ­ლე­ნე­ბი სწა­რა­ფად ვი­თარ­დე­ბო­და, უნებ­ლი­ედ სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას რუ­სე­თის ელჩს არას­რუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ა­წო­და.

ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში დო­ნალდ ტრამ­პის მრჩე­ვე­ლი, გე­ნე­რა­ლი ჯო­ზეფ კეიტ კე­ლო­გი გახ­დე­ბა, რო­მელ­საც მა­ნამ­დე აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. მან ჯარ­ში 30 წელ­ზე მეტი იმუ­შა­ვა. იგი მსა­ხუ­რობ­და ვი­ეტ­ნამ­ში, კამ­ბო­ჯა­ში, პა­ნა­მი­სა და სპარ­სე­თის ყუ­რე­ში.

ფლი­ნის გა­დად­გო­მას, რუ­სე­თის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა მოჰ­ყვა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის საბ­ჭოს სე­ნა­ტო­რის ალექ­სეი პუშ­კო­ვის თქმით, შე­საძ­ლოა, ამ ფაქ­ტმა სე­რი­ო­ზუ­ლად იმოქ­მე­დოს რუ­სეთ-ამე­რი­კის ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე. ცოტა ხნით ადრე, Fox News წერ­და, რომ მა­იკლ ფლინ­მა ბო­დი­ში ამე­რი­კის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტსაც მო­უ­ხა­და, ამე­რი­კა­ში რუ­სე­თის ელჩთან, სერ­გეი კის­ლი­აკ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გამო. ცნო­ბი­ლია, რომ გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერს, ფლი­ნი რუს დიპ­ლო­მატს ტე­ლე­ფო­ნით რამ­დენ­ჯერ­მე ესა­უბ­რა. საქ­მე ის არის, რომ ფლინ­სა და კის­ლი­აკს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა, ტრამ­პის გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბამ­დე კარ­გა ხნით ადრე და­ი­წყო. 29 დე­კემ­ბერს, რო­გორც კი ბა­რაქ ობა­მამ რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახა­ლი სან­ქცი­ე­ბის ამოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა, ფლინ­სა და კას­ლი­აკს შო­რის, სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა.

ამე­რი­კე­ლი სე­ნა­ტო­რე­ბის თქმით, ასე­თი დის­კუ­სია უხე­შად არ­ღვევს შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის კა­ნონს, რომ­ლი­თაც კერ­ძო პი­რებს ეკ­რძა­ლე­ბათ უცხო ქვეყ­ნე­ბის ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან სა­გა­რეო-პო­ლი­ტი­კურ თე­მებ­ზე მო­ლა­პა­რა­კე­ბა.

ბოლო ხა­ნებ­ში, ალექ­სეი კის­ლი­ა­კის სა­უბ­რე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე იქ­მნე­ბო­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ ამე­რი­კა რუ­სე­თის სან­ქცი­ე­ბის მი­მართ შემ­წყნა­რებ­ლუ­რი იყო, - მე­ტიც, ის ხში­რად სა­უბ­რობ­და რუ­სე­თის­თვის და­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის შე­საძ­ლო გა­უქ­მე­ბა­ზე, რა­საც ამე­რი­კუ­ლი პრე­სა სწო­რედ ფლი­ნის­თან სა­უბ­რებს უკავ­ში­რებს. კერ­ძოდ, ის რუს დიპ­ლო­მატს ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ის შემ­დეგ სან­ქცი­ე­ბის გა­და­ხედ­ვას ჰპირ­დე­ბო­და, თუმ­ცა, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რის პეს­კო­ვამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ნა­ცხა­და, რომ ფლინ­სა და კის­ლი­აკს კონ­კრე­ტუ­ლად სან­ქცი­ე­ბის გა­უქ­მე­ბა­ზე არ უსა­უბ­რი­ათ.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ამე­რი­კე­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი მარ­თლაც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ ამ თე­მას, თუმ­ცა ეს კრემლს ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ველს არ აძ­ლევ­და.

2015 წლის ტე­ლე­კომ­პა­ნია RT 10 წლი­სად­მი მი­ძღვნილ მი­ღე­ბა­ზე, მა­იკლ ფლი­ნი ვლა­დი­მირ პუ­ტი­ნის ხელ­მარ­ჯვნივ იჯდა, ამა­ზე ამე­რი­კულ­მა პრე­სამ მა­შინ ბევ­რი იქი­ლი­კა...

ცოტა ხნის წინ, და­სავ­ლუ­რი მე­დია ავ­რცე­ლებ­და ინ­ფორ­მა­ცი­ას, რომ ფლი­ნი ტრამ­პის აბ­სო­ლუ­ტუ­რი ნდო­ბით სარ­გებ­ლობ­და და შარ­შან­დე­ლი წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის დროს, ტრამ­პის ერ­თგულ მხარ­დამ­ჭე­რად ით­ვლე­ბო­და, მაგ­რამ ტრამ­პის გუნ­დის ზოგ წევ­რებ­ში, რუ­სეთ­თან მისი ზედ­მე­ტად ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა შეშ­ფო­თე­ბას იწ­ვევ­და და შიდა გან­ხილ­ვის სა­გა­ნიც არა­ერ­თხელ გამ­ხდა­რა.

ლალი პა­პას­კი­რი

ამ­ბე­ბი. გე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რუსეთთან ახლო ურთიერთობაში შემჩნეული ფლინი გადადგა

რუსეთთან ახლო ურთიერთობაში შემჩნეული ფლინი გადადგა

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, მაიკლ ფლინმა თანამდებობა დატოვა. BBC-ის ინფორმაციით, მან აღიარა, რომ აშშ-ში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს დეკემბრის ბოლოს არასრული ინფორმაცია მიაწოდა და მომხდარის გამო დონალდ ტრამპს ბოდიში მოუხადა.

"პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს გულწრფელ ბოდიშს ვუხდი," - ნათქვამია ფლინის განცხადებაში. მაიკლ ფლინსა და ვაშინგტონში რუსეთის ელჩს, სერგეი კისლიაკს შორის სატელეფონო საუბარი დეკემბერში შედგა. თავდაპირველად, ყოფილი არმიის გენერალმა უარყო ინფორმაცია, რომ საუბარი სანქციებს ეხებოდა, თუმცა, მოგვიანებით, ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა. მოგვიანებით, ფლინმა აღნიშნა, რომ სანქციების საკითხი კვლავ განხილული იქნებოდა...

მაიკლ ფლინს გენერალი ჯოზეფ კელოგი ჩაანაცვლებს. გადადგომამდე მაიკლ ფლინმა აღიარა, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე იმის გამო, რომ მოვლენები სწარაფად ვითარდებოდა, უნებლიედ სატელეფონო საუბრისას რუსეთის ელჩს არასრული ინფორმაცია მიაწოდა.

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში დონალდ ტრამპის მრჩეველი, გენერალი ჯოზეფ კეიტ კელოგი გახდება, რომელსაც მანამდე აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის თანამდებობა ეკავა. მან ჯარში 30 წელზე მეტი იმუშავა. იგი მსახურობდა ვიეტნამში, კამბოჯაში, პანამისა და სპარსეთის ყურეში.

ფლინის გადადგომას, რუსეთის უკმაყოფილება მოჰყვა. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სენატორის ალექსეი პუშკოვის თქმით, შესაძლოა, ამ ფაქტმა სერიოზულად იმოქმედოს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობაზე. ცოტა ხნით ადრე, Fox News წერდა, რომ მაიკლ ფლინმა ბოდიში ამერიკის ვიცე-პრეზიდენტსაც მოუხადა, ამერიკაში რუსეთის ელჩთან, სერგეი კისლიაკთან ურთიერთობის გამო. ცნობილია, რომ გასული წლის დეკემბერს, ფლინი რუს დიპლომატს ტელეფონით რამდენჯერმე ესაუბრა. საქმე ის არის, რომ ფლინსა და კისლიაკს შორის ურთიერთობა, ტრამპის გაპრეზიდენტებამდე კარგა ხნით ადრე დაიწყო. 29 დეკემბერს, როგორც კი ბარაქ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების ამოქმედების შესახებ გააკეთა განცხადება, ფლინსა და კასლიაკს შორის, სატელეფონო საუბარი შედგა.

ამერიკელი სენატორების თქმით, ასეთი დისკუსია უხეშად არღვევს შეერთებული შტატების კანონს, რომლითაც კერძო პირებს ეკრძალებათ უცხო ქვეყნების ოფიციალურ წარმომადგენლებთან საგარეო-პოლიტიკურ თემებზე მოლაპარაკება.

ბოლო ხანებში, ალექსეი კისლიაკის საუბრებიდან გამომდინარე იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამერიკა რუსეთის სანქციების მიმართ შემწყნარებლური იყო, - მეტიც, ის ხშირად საუბრობდა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების შესაძლო გაუქმებაზე, რასაც ამერიკული პრესა სწორედ ფლინისთან საუბრებს უკავშირებს. კერძოდ, ის რუს დიპლომატს ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ სანქციების გადახედვას ჰპირდებოდა, თუმცა, ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრის პესკოვამ მოგვიანებით განაცხადა, რომ ფლინსა და კისლიაკს კონკრეტულად სანქციების გაუქმებაზე არ უსაუბრიათ.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკელი მაღალჩინოსნები მართლაც განიხილავდნენ ამ თემას, თუმცა ეს კრემლს ოპტიმიზმის საფუძველს არ აძლევდა.

2015 წლის ტელეკომპანია RT 10 წლისადმი მიძღვნილ მიღებაზე, მაიკლ ფლინი ვლადიმირ პუტინის ხელმარჯვნივ იჯდა, ამაზე ამერიკულმა პრესამ მაშინ ბევრი იქილიკა...

ცოტა ხნის წინ, დასავლური მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ფლინი ტრამპის აბსოლუტური ნდობით სარგებლობდა და შარშანდელი წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ტრამპის ერთგულ მხარდამჭერად ითვლებოდა, მაგრამ ტრამპის გუნდის ზოგ წევრებში, რუსეთთან მისი ზედმეტად ახლო ურთიერთობა შეშფოთებას იწვევდა და შიდა განხილვის საგანიც არაერთხელ გამხდარა.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე