მას შემდეგ, რაც ბექა ხოფერია მომღერალ თიკა ჯამბურიას მეუღლე გახდა, მის მიმართ ყვითელი პრესის ინტერესი არ განელებულა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ბექას თიკასთან მხოლოდ შვილი - ნინა აკავშირებს, მისი პირადი ცხოვრების დეტალებით მკითხველი მაინც ინტერესდება.
მოგეხსენებათ, ბექა 2015 წელს ასირიელ, ულამაზეს გოგონაზე დაქორწინდა. წყვილს 2016 წლის 6 იანვარს შვილიც შეეძინა, გოგონას ალექსანდრა დაარქვეს.