ავსტრიაში ჰიტლერის ორეული დააკავეს, რადგან ახალგაზრდა ნაციზმის პროპაგანდას ეწეოდა. 25 წლის მამაკაცი საკუთარ თავს ჰარალდ ჰიტლერს ეძახის. ის დიქტატორის მსგავს ვარცხნილობას და ულვაშს ატარებს.
"ეს არ არის ხუმრობა, ან პერფორმანსი, ამ ახალგაზრდამ ზუსტად იცის, რასაც აკეთებს" - განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა. ავსტრიაში ნაცისტური პერიოდისთვის პატივის მიგება და მისი პროპაგანდა კრიმინალად ითვლება.
მომზადებულია bbc.com-ს მიხედვით