10 თებერვალს მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მომზადების ბრალდებით დაკავებული დეკანოზის გიორგი მამალაძის წერილის შესახებ, რომლის ავთენტურობა ამ დრომდე არ არის დადგენილი, წყლის კომპანია "სნოში" კომენტარს არ აკეთებენ.
საუბარია, ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის 13 თებერვალს გავრცელებულ წერილზე, რომელიც ტელეკომპანიის ცნობით, სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა.
წერილში საუბარია საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ, ეკლესიების ქონებასა და ამ თვალსაზრისით არსებულ პრობლემებზე. ერთ-ერთი კომპანია, რომელთან დაკავშირებით მომხდარ უკანონო გარიგებებზეც დეკანოზი მედიაში გავრცელებულ წერილში საუბრობს - წყლის კომპანია "სნოა".
"ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მლნ. საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად (იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა), მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა....