სტომატოლოგი ადა კუპერი ამბობს, რომ მათეთრებელი კბილის პასტები რეალურად კბილის ფერს არ ცვლის, ის უბრალოდ ზედაპირს ასუფთავებს.
მათეთრებლებში შემავალი ნივთიერებები აშორებს ზედაპირულ ლაქებს, ისეთებს, როგორიცაა ყავის, ან საჭმლის ნადები. იმისთვის, რომ რეალურად გაითეთროთ კბილები, საჭიროა წყალბადის პეროქსიდი, ანუ წყალბადის ზეჟანგი გამოიყენოთ.
სახლის პირობებში შეგიძლიათ კბილის პასტაში ჩააწვეთოთ პეროქსიდის სითხე და ასე დაიტანოთ კბილზე, ან სპეციალური საფენით გადაისვათ კბილზე. წყალბადის ზეჟანგი ასევე დაგიცავთ ბაქტერიებისა და მცირე იარებისგან თუ მის 10 წვეთს 1 წუთით პირის ღრუში გაიჩერებთ. სითხე აგრეთვე დაგეხმარებათ კბილების გათეთრებაში და შეამცირებს კარიესის წარმომშობ ბაქტერიებს.
მაგრამ მთავარია გახსოვდეთ, თუ თქვენი კბილები ჯანმრთელ მდგომარეობაშია, მათი ფერი უკვე მეორეხარისხოვანია.
მომზადებულია uk.businessinsider.com-ს მიხედვით