პოლიტიკა
სამართალი

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ მოხიბლა მაკა ასათიანის სილამაზემ კლუბ "ბარსელონას" მფლობელი: "კანში ქუჩაში ხალხი აჩერებდა და ფოტოებს იღებდნენ მასთან"
როგორ მოხიბლა მაკა ასათიანის სილამაზემ კლუბ "ბარსელონას" მფლობელი: "კანში ქუჩაში ხალხი აჩერებდა და ფოტოებს იღებდნენ მასთან"

მაკა ასა­თი­ანს ბევ­რი ქარ­თვე­ლი სი­ლა­მა­ზის ეტა­ლო­ნად მი­იჩ­ნევს, უამ­რავ გა­მო­კი­თხვა­ში მას წლე­ბის მან­ძილ­ზე ყვე­ლა­ზე ლა­მაზ ქა­ლად ასა­ხე­ლე­ბენ. დი­ზა­ი­ნე­რი და ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი მფლო­ბე­ლი ამ­ჟა­მად შვე­ი­ცა­რი­ა­ში ცხოვ­რობს ოჯახ­თან ერ­თად და სამ­შობ­ლოს იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობს.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ყო­ფი­ლი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, ბაია გა­და­ბა­ძე, რო­მე­ლიც მაკა ასა­თი­ა­ნის ახლო მე­გო­ბა­რია, მის შე­სა­ხებ აღ­ფრთო­ვა­ნე­ბით სა­უბ­რობს და იხ­სე­ნებს პე­რი­ოდს, როცა ულა­მა­ზეს მა­კას­თან ერ­თად კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალს სტუმ­რობ­და. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ჟურ­ნა­ლი­დან "თბი­ლი­სე­ლე­ბი":

"მა­კას დიდი ხა­ნია ვიც­ნობ­დი და ბევ­რი სა­ერ­თო მე­გო­ბა­რი გვყავ­და. რო­დე­საც "მა­ესტრო­დან" მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, ამის მერე უფრო დავ­მე­გობ­რდით. ახ­ლაც ძა­ლი­ან ვმე­გობ­რობთ, არა "მა­ესტროს" გამო, ვმე­გობ­რობ მის ქმარ­თან, დე­დას­თან და ასე­ვე არი­ან თვი­თონ ჩემი ოჯა­ხის წევ­რებ­თან. კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ვი­ყა­ვით მე და მაკა საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით სხვა­დას­ხვა კი­ნო­ფილ­მის სა­ყიდ­ლად. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კან­ში უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი ჩა­დის და სი­ლა­მა­ზე არ უკ­ვირთ. მაგ­რამ ქუ­ჩა­ში რომ მივ­დი­ო­დით, ეს იყო სა­ოც­რე­ბა. უცხო ხალ­ხი აჩე­რებ­და მა­კას, კომ­პლი­მენ­ტებს ეუბ­ნე­ბოდ­ნენ და სუ­რა­თებს იღებ­დნენ მას­თან ერ­თად და უკვე ისე გავ­რცელ­და, ტაქ­სი­ში რომ ჩავ­ჯე­ქით, ტაქ­სის მძღოლ­მა ჰკი­თხა, თქვენ­ზე ლა­პა­რა­კო­ბე­ნო?

იხი­ლეთ ვი­დეო| მაკა ასა­თი­ა­ნი კადრს მიღ­მა

სა­ღა­მოს წა­ვე­დით სა­ვახ­შმოდ ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში და ვხე­დავ, წინა მა­გი­დას­თან სხე­დან მა­მა­კა­ცე­ბი და ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი მი­დის, ფო­ტოს იღებს მათ­თან. მივ­ხვდი, რომ სე­ლებ­რი­თე­ბი არი­ან, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ვინ იყ­ვნენ. აღ­ნა­გო­ბის მი­ხედ­ვით და­ვუშ­ვი, რომ ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი იყ­ვნენ. ვართ მე, მაკა, მა­კას მე­უღ­ლე - კოტე და ჩვე­ნი რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი. უცებ მო­დის რეს­ტორ­ნის მფლო­ბე­ლი, რო­მე­ლიც მა­კას იც­ნობ­და და რა­ღა­ცას ეუბ­ნე­ბა ფრან­გუ­ლად. მაკა ცოტა გაშ­რა. ვე­კი­თხე­ბით, რა მოხ­დაო და იმ სუფ­რა­ზე რომ კა­ცია, იმას უნდა მოს­ვლა და კომ­პლი­მენ­ტის თქმა ქალ­ბა­ტო­ნის­თვის, თუ სუფ­რას­თან მსხდო­მი მა­მა­კა­ცე­ბი არ იქ­ნე­ბი­ან წი­ნა­აღ­მდე­გიო. ყვე­ლამ კო­ტეს შევ­ხე­დეთ.

კო­ტე­მაც - არ ვიქ­ნე­ბი წი­ნა­აღ­მდე­გი, თუ კომ­პლი­მენ­ტის თქმა უნდა, მე რა მაქვს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოო, ხან­ში­შე­სუ­ლი მა­მა­კა­ცი მო­ვი­და და და­ი­წყო ლა­პა­რა­კი, რომ მე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი სი­ლა­მა­ზის არა­ვინ მი­ნა­ხავს და მინ­და, ჩემი დიდი მო­წო­ნე­ბა გა­მოვ­ხა­ტოო - და­იღ­ვა­რა კომ­პლი­მენ­ტე­ბად, ლა­მის და­ი­ჩო­ქა და ჩვენც ძა­ლი­ან ამა­ყე­ბი ვართ. ეს კაცი იმ მა­გი­დი­დან მო­ვი­და, სა­დაც ფო­ტო­ებს იღებ­დნენ და ვკვდე­ბი ინ­ტე­რე­სით, ვინ არის. მა­კას ვუ­თხა­რი, და­უ­ძა­ხე რეს­ტორ­ნის მფლო­ბელს, ჰკი­თხე, უნდა "დავ­გუ­გლო", თო­რემ გავ­გიჟ­დე­ბი, რომ არ გა­ვი­გო, ვინ არის ეს კაცი-მეთ­ქი. ვწერ სა­ხელს და გვარს "გუ­გლ­ში" და ვინ აღ­მოჩ­ნდა? - კლუბ "ბარ­სე­ლო­ნას" მფლო­ბე­ლი. მერე კარ­გა ხანს "ბარ­სე­ლო­ნას" ვე­ძახ­დით მა­კას. მინ­და აქვე აღ­ვნიშ­ნო, რომ მაკა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნია, ძა­ლი­ან ღრმა და სა­ინ­ტე­რე­სო ამ სი­ლა­მა­ზეს­თან ერ­თად - ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია ასე­თი ტან­დე­მი".

ხა­თუ­ნა კორ­თხონ­ჯია, "თბი­ლი­სე­ლე­ბი"

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მარიამი
1

შეუდარებელი, სილამაზის ეტალონი მსოფლიოში 💖

ცისანა
6

რა ლამაზია მაკა, შეუცვლელი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

როგორ მოხიბლა მაკა ასათიანის სილამაზემ კლუბ "ბარსელონას" მფლობელი: "კანში ქუჩაში ხალხი აჩერებდა და ფოტოებს იღებდნენ მასთან"

როგორ მოხიბლა მაკა ასათიანის სილამაზემ კლუბ "ბარსელონას" მფლობელი: "კანში ქუჩაში ხალხი აჩერებდა და ფოტოებს იღებდნენ მასთან"

მაკა ასათიანს ბევრი ქართველი სილამაზის ეტალონად მიიჩნევს, უამრავ გამოკითხვაში მას წლების მანძილზე ყველაზე ლამაზ ქალად ასახელებენ. დიზაინერი და ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი მფლობელი ამჟამად შვეიცარიაში ცხოვრობს ოჯახთან ერთად და სამშობლოს იშვიათად სტუმრობს.

ტელეკომპანია "მაესტროს" ყოფილი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე, რომელიც მაკა ასათიანის ახლო მეგობარია, მის შესახებ აღფრთოვანებით საუბრობს და იხსენებს პერიოდს, როცა ულამაზეს მაკასთან ერთად კანის კინოფესტივალს სტუმრობდა. გთავაზობთ ამონარიდებს ჟურნალიდან "თბილისელები":

"მაკას დიდი ხანია ვიცნობდი და ბევრი საერთო მეგობარი გვყავდა. როდესაც "მაესტროდან" მივიღე შემოთავაზება, ამის მერე უფრო დავმეგობრდით. ახლაც ძალიან ვმეგობრობთ, არა "მაესტროს" გამო, ვმეგობრობ მის ქმართან, დედასთან და ასევე არიან თვითონ ჩემი ოჯახის წევრებთან. კანის კინოფესტივალზე ვიყავით მე და მაკა საქმიანი ვიზიტით სხვადასხვა კინოფილმის საყიდლად. მოგეხსენებათ, კანში უამრავი ვარსკვლავი ჩადის და სილამაზე არ უკვირთ. მაგრამ ქუჩაში რომ მივდიოდით, ეს იყო საოცრება. უცხო ხალხი აჩერებდა მაკას, კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ და სურათებს იღებდნენ მასთან ერთად და უკვე ისე გავრცელდა, ტაქსიში რომ ჩავჯექით, ტაქსის მძღოლმა ჰკითხა, თქვენზე ლაპარაკობენო?

იხილეთ ვიდეო| მაკა ასათიანი კადრს მიღმა

საღამოს წავედით სავახშმოდ ერთ-ერთ რესტორანში და ვხედავ, წინა მაგიდასთან სხედან მამაკაცები და ძალიან ბევრი ხალხი მიდის, ფოტოს იღებს მათთან. მივხვდი, რომ სელებრითები არიან, მაგრამ ვერ მივხვდი, ვინ იყვნენ. აღნაგობის მიხედვით დავუშვი, რომ ფეხბურთელები იყვნენ. ვართ მე, მაკა, მაკას მეუღლე - კოტე და ჩვენი რამდენიმე მეგობარი. უცებ მოდის რესტორნის მფლობელი, რომელიც მაკას იცნობდა და რაღაცას ეუბნება ფრანგულად. მაკა ცოტა გაშრა. ვეკითხებით, რა მოხდაო და იმ სუფრაზე რომ კაცია, იმას უნდა მოსვლა და კომპლიმენტის თქმა ქალბატონისთვის, თუ სუფრასთან მსხდომი მამაკაცები არ იქნებიან წინააღმდეგიო. ყველამ კოტეს შევხედეთ.

კოტემაც - არ ვიქნები წინააღმდეგი, თუ კომპლიმენტის თქმა უნდა, მე რა მაქვს საწინააღმდეგოო, ხანშიშესული მამაკაცი მოვიდა და დაიწყო ლაპარაკი, რომ მე ჩემს ცხოვრებაში მსგავსი სილამაზის არავინ მინახავს და მინდა, ჩემი დიდი მოწონება გამოვხატოო - დაიღვარა კომპლიმენტებად, ლამის დაიჩოქა და ჩვენც ძალიან ამაყები ვართ. ეს კაცი იმ მაგიდიდან მოვიდა, სადაც ფოტოებს იღებდნენ და ვკვდები ინტერესით, ვინ არის. მაკას ვუთხარი, დაუძახე რესტორნის მფლობელს, ჰკითხე, უნდა "დავგუგლო", თორემ გავგიჟდები, რომ არ გავიგო, ვინ არის ეს კაცი-მეთქი. ვწერ სახელს და გვარს "გუგლში" და ვინ აღმოჩნდა? - კლუბ "ბარსელონას" მფლობელი. მერე კარგა ხანს "ბარსელონას" ვეძახდით მაკას. მინდა აქვე აღვნიშნო, რომ მაკა არაჩვეულებრივი ადამიანია, ძალიან ღრმა და საინტერესო ამ სილამაზესთან ერთად - ძალიან იშვიათია ასეთი ტანდემი".

ხათუნა კორთხონჯია, "თბილისელები"