პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - ქართველი ქალი მინისტრების ქონება
ბინები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - ქართველი ქალი მინისტრების ქონება

მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ორი ქალი მი­ნის­ტრია - იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი შე­რი­გე­ბი­სა და სა­მო­ქა­ლა­ქო თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში ქე­თე­ვან ცი­ხე­ლაშ­ვი­ლი. "ბიზ­ნესპრეს­ნი­უ­სი" და­ინ­ტე­რეს­და თუ რა ქო­ნე­ბის მფლო­ბე­ლე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი ქალი მი­ნის­ტრე­ბი.

რო­გორც წუ­ლუ­კი­ა­ნის მიერ 2017 წლის 11 იან­ვარს შევ­სე­ბულ ქო­ნებ­რივ დეკ­ლა­რა­ცი­ა­შია მი­თი­თე­ბუ­ლი, 2016 წლის 1 იან­ვრი­დან 31 დე­კემ­ბრის ჩათ­ვლით, მის­მა ხელ­ფას­მა და­ბეგ­ვრის გა­რე­შე, იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის პოსტზე 75 000 ლარი შე­ად­გი­ნა. დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, გა­სულ წელს მი­ნისტრს პრე­მია არ მი­უ­ღია.

რაც შე­ე­ხე­ბა უძ­რავ ქო­ნე­ბას, 2013 წელს თეა წუ­ლუ­კი­ან­მა 39 840 დო­ლა­რად შე­ი­ძი­ნა 1 900 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი სო­ფელ დი­ღომ­ში. მას­ვე ეკუთ­ვნის ამა­ვე მი­სა­მარ­თზე არ­სე­ბუ­ლი 400 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ფარ­თო­ბის სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და 30 კვ. მეტ­რი ფარ­თო­ბის ავ­ტო­ფა­რე­ხი. ასე­ვე გა­სუ­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში წუ­ლუ­კი­ან­მა 222 519 ევ­როდ გა­ყი­და კუთ­ვნი­ლი ბინა სტრას­ბურ­გში. თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის მფლო­ბე­ლო­ბა­შია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა mini Cooper.

დეკ­ლა­რა­ცი­ის შევ­სე­ბის მო­მენ­ტში მი­ნისტრს "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის" ანა­ბარ­ზე 101 502 ევრო და სა­ხელ­ფა­სო ან­გა­რიშ­ზე 1 428 ლარი აქვს. "კრე­დი ლი­ო­ნეს" მიმ­დი­ნა­რე ან­გა­რიშ­ზე კი 0.67 ევრო ერი­ცხე­ბო­და.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, წუ­ლუ­კი­ანს რამ­დე­ნი­მე სეს­ხიც აქვს. "სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კში" სა­მომ­ხმა­რებ­ლო სეს­ხი ჰქონ­და 13 686 ლა­რის ოდე­ნო­ბით. ამა­ვე ბან­კში ჰქონ­და იპო­თე­კუ­რი სეს­ხი, რომ­ლის შე­დე­გა­დაც გა­სა­ვალ­მა გა­სულ წელს 15 577 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა. გარ­და ამი­სა, მი­ნის­ტრმა გა­სულ წელს სამ­შე­ნებ­ლო/სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე 20 000 ლარი და­ხარ­ჯა.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბინები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - ქართველი ქალი მინისტრების ქონება

ბინები, მიწის ნაკვეთები და საბანკო ანგარიშები - ქართველი ქალი მინისტრების ქონება

მთავრობის დღევანდელ შემადგენლობაში ორი ქალი მინისტრია - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი. "ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა თუ რა ქონების მფლობელები არიან ქართველი ქალი მინისტრები.

როგორც წულუკიანის მიერ 2017 წლის 11 იანვარს შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, მისმა ხელფასმა დაბეგვრის გარეშე, იუსტიციის მინისტრის პოსტზე 75 000 ლარი შეადგინა. დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს მინისტრს პრემია არ მიუღია.

რაც შეეხება უძრავ ქონებას, 2013 წელს თეა წულუკიანმა 39 840 დოლარად შეიძინა 1 900 კვადრატული მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთი სოფელ დიღომში. მასვე ეკუთვნის ამავე მისამართზე არსებული 400 კვადრატული მეტრი ფართობის საცხოვრებელი სახლი და 30 კვ. მეტრი ფართობის ავტოფარეხი. ასევე გასული წლის განმავლობაში წულუკიანმა 222 519 ევროდ გაყიდა კუთვნილი ბინა სტრასბურგში. თეა წულუკიანის მფლობელობაშია მსუბუქი ავტომანქანა mini Cooper.

დეკლარაციის შევსების მომენტში მინისტრს "საქართველოს ბანკის" ანაბარზე 101 502 ევრო და სახელფასო ანგარიშზე 1 428 ლარი აქვს. "კრედი ლიონეს" მიმდინარე ანგარიშზე კი 0.67 ევრო ერიცხებოდა.

დეკლარაციის მიხედვით, წულუკიანს რამდენიმე სესხიც აქვს. "საქართველოს ბანკში" სამომხმარებლო სესხი ჰქონდა 13 686 ლარის ოდენობით. ამავე ბანკში ჰქონდა იპოთეკური სესხი, რომლის შედეგადაც გასავალმა გასულ წელს 15 577 დოლარი შეადგინა. გარდა ამისა, მინისტრმა გასულ წელს სამშენებლო/სარემონტო სამუშაოებზე 20 000 ლარი დახარჯა.

განაგრძეთ კითხვა

კორონავირუსთან ბრძოლის სამოქმედო გეგმის ყველა დეტალი - მთავრობა განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია 13 მარტიდან გარკვეული სერვისების მიწოდებას ზღუდავს

ჯანდაცვის მინისტრის თანაშემწე, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუფიქსირდა, თვითიზოლაციაშია