პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პატრიარქის მარჯვენა ხელს ციხეში უკრავენ თავს...ბევრ რამეს დააბრალებენ" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება პატრიარქსა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე
"პატრიარქის მარჯვენა ხელს ციხეში უკრავენ თავს...ბევრ რამეს დააბრალებენ" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება პატრიარქსა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე

კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის შე­საძ­ლო მო­წამ­ვლას­თან და­კავ­ში­რე­ბით გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა და პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ ქარ­თვე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლის ლელა კა­კუ­ლი­ას "ფე­ის­ბუ­ქის" ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე ქვეყ­ნდე­ბა ამო­ნა­რი­დე­ბი წლე­ბის წი­ნან­დე­ლი წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბე­ბი­დან, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ:

"1996 წელი, 28 ნო­ემ­ბე­რი, სა­ღა­მოს 4 სა­ა­თი.

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი იქ­ნე­ბა. ღმერ­თმა ქნას, თო­რემ მხო­ლოდ ეკ­ლე­სი­აა ქრის­ტი­ა­ნუ­ლი, შიგ­ნით კი − არა­ფე­რი. თვით სა­პატ­რი­არ­ქოც იწ­მინ­დე­ბა. ასე­თია ნება ღვთი­სა!

სა­ო­ცა­რი ხედ­ვა გა­მეხ­სნა: სა­პატ­რი­არ­ქო­ში სის­ხლი­ა­ნი გზა ადის. ამ გზა­ზე ცხვა­რი მი­დის, ფე­ხე­ბი და ბეწ­ვი სის­ხლში აქვს ამოს­ვრი­ლი.

შევძრწუნ­დი! რა არის ეს? ღვთის რის­ხვაა და მეტი არა­ფე­რი! ამ შე­ნო­ბას, რო­მელ­საც ღვთის სა­სუ­ფე­ვე­ლი ქვია, სა­ძირ­კვე­ლი სის­ხლი­ა­ნი აქვს, შე­ნო­ბაც ცოდ­ვი­ა­ნია. ამი­ტომ და­ის­ჯე­ბი­ან! ვე­რა­ფერს მო­ი­მოქ­მე­დე­ბენ.

სა­პატ­რი­არ­ქო­ში მოხ­დე­ბა გან­ხეთ­ქი­ლე­ბა, ორ ბა­ნა­კად გა­ი­ყო­ფი­ან. პატ­რი­არ­ქი ამ ყვე­ლა­ფერს ვერ მო­ე­რე­ვა.

ჭყონ­დი­დე­ლი (ამ გვარს მე­უბ­ნე­ბი­ან, ანუ სა­ხელს; მე თვი­თონ, ვინ არის იგი, არ ვიცი. ვწერ რა­საც ვხე­დავ) უპი­რის­პირ­დე­ბა. იწყე­ბა, ესე იგი, დიდი ომე­ბი.

2000 წელი, 15 იან­ვა­რი, დღის 12 სა­ა­თი.

უწ­მი­დესს მძი­მე ოპე­რა­ცია ელის, უკვე ვე­ღარ აიც­დენს ამას. ღვთის ნე­ბით, გა­დარ­ჩე­ბა! ბა­ლა­ხე­ბი არ შვე­ლის უკვე. ექი­მიც ხომ ღმერ­თის მოვ­ლი­ნე­ბუ­ლია?

პატ­რი­არ­ქის ად­გილ­ზე ბევ­რს უჭი­რავს თვა­ლი, გან­სა­კუთ­რე­ბით პო­ლი­ტი­კო­სებს, მაგ­რამ ისი­ნი მო­მა­ვალ­ში და­ის­ჯე­ბი­ან. ღმერ­თი არ აპა­ტი­ებს მათ ასეთ ვაჭ­რო­ბას. ისი­ნი პო­ლი­ტი­კი­დან სა­ერ­თოდ გაქ­რე­ბი­ან, მაგ­რამ პე­რი­ო­დი, როცა ისი­ნი იმოქ­მე­დე­ბენ და ყვე­ლას ნერ­ვებს მო­უშ­ლი­ან, სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­ი­ა­როს.

უწ­მი­დე­სი გა­დარ­ჩე­ბა ღმერ­თის ნე­ბით და კე­თი­ლი ძა­ლე­ბის მეშ­ვე­ო­ბით მარ­თავს ისევ სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ას! ამინ! ამინ! ამინ!

2003 წელი, 15 მარ­ტი, დი­ლის 7 სა­ა­თი.

რაც კი ვი­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, ყვე­ლა­ფე­რი სრულ­დე­ბა.

სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე პე­რი­ო­დე­ბი ელის სარ­წმუ­ნო­ე­ბის მხრივ, მაგ­რამ ყო­ვე­ლი­ვე დას­რულ­დე­ბა ისე, რო­გორც ჯერ კი­დევ 1992-1995 და ა.შ. წლებ­ში ვწი­ნა­სარ­მე­ტყვე­ლებ­დით. ვერც ერთი სექ­ტა ფეხს ვერ მო­ი­კი­დებს სა­ქარ­თვე­ლო­ში. ეს ასეა ასი პრო­ცენ­ტით. პატ­რი­არ­ქი გა­ი­მარ­ჯვებს!!!

2004 წელი, 20 თე­ბერ­ვა­ლი.

იწყე­ბა დიდი ბრძო­ლა მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ, დიდი ბრძო­ლა! პატ­რი­არ­ქს ძა­ლი­ან გა­უც­რუ­ვებს იმე­დებს ეს მთავ­რო­ბა. აი მა­შინ აეხ­დე­ბა ფარ­და ყო­ვე­ლი­ვეს. წა­მოვ­ლენ იე­ღო­ვას მო­ცი­ქულ­ნი, კა­თო­ლი­კე­ე­ბი ფრთებს შლი­ან – ეს არის პა­სუ­ხი ღვთი­სა საქ­ცი­ე­ლი­სა შე­ნი­სა, სა­ქარ­თვე­ლოვ!!!

უფ­ლე­ბე­ბი ეკ­ლე­სი­ი­სა შე­იკ­ვე­ცე­ბა. ლა­პა­რა­კი იქ­ნე­ბა პატ­რი­არ­ქის შეც­ვლა­ზე, სიკ­ვდილს არ უც­დი­ან... ვნა­ხოთ!!!

ევ­რო­პა და ამე­რი­კა უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს. "ცივი წყა­ლი და­ლი­ეთ!" – ეუბ­ნე­ბა პრე­ზი­დენ­ტი. იგი ფიქ­რობს, რომ მისი მომ­რე­ვი კა­ციშ­ვი­ლი არ არის დე­და­მი­წის ზურ­გზე! იგი და­ვით აღ­მა­შე­ნე­ბე­ლია – სი­მაღ­ლი­თაც და სი­სას­ტი­კი­თაც, მაგ­რამ იგი, თუ არ შე­ას­წო­რა ნა­ბი­ჯე­ბი... თუმ­ცა, მა­ინც კრა­ხით და­ამ­თავ­რებს ასი პრო­ცენ­ტით.

2004 წელი, 30 მარ­ტი.

ეკ­ლე­სი­ას ძა­ლი­ან და­უ­პი­რის­პირ­დე­ბი­ან. მათ პატ­რი­არ­ქის შეც­ვლა სურთ, მომ­ზა­დე­ბუ­ლიც ჰყავთ მე­უ­ფე. არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ. უდი­დეს დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს ღმერ­თი, უფა­ლი მწა­რედ დას­ჯის მათ ყვე­ლაფ­რის­თვის. შე­ვიდ­ნენ მახ­ვი­ლით ტა­ძარ­ში და იქვე გა­ნიგ­მი­რე­ბი­ან უფ­ლის ბრძა­ნე­ბით: "ვინც ჩემს სახ­ლს შე­ე­ხე­ბა, მე მას შე­ვე­ხე­ბი! ვინც ჩემ ხალ­ხს შე­ე­ხე­ბა, მას გა­ვუს­წორ­დე­ბი. ამინ!

2004 წელი, 26 ოქ­ტომ­ბე­რი, კუს ტბა, სამ­შა­ბა­თი, დი­ლის 9 სა­ა­თი.

ვხე­დავ, უწ­მი­დე­სის მო­შო­რე­ბა სურთ — ანუ მო­წამ­ლონ! — მაგ­რამ არა­ფე­რი გა­მო­უ­ვათ!

2006 წელი, 21 მარ­ტი.

პატ­რი­არ­ქი ცუ­დად ხდე­ბა, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ვხე­დავ. ძლივს გა­დარ­ჩე­ბა. სა­პატ­რი­არ­ქო­შიც არე­უ­ლო­ბაა, მაგ­რამ ვხე­დავ, ახა­ლი ძა­ლე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბის გა­და­სარ­ჩე­ნად!!! ამას ვე­რა­ვინ შე­ჩე­რებს. დიდი ბრძო­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა. ბევ­რი საქ­მე ამო­ი­წე­ვა.

2006 წელი, 11 მა­ი­სი.

პატ­რი­არ­ქის მარ­ჯვე­ნა ხელი ფრთხი­ლად უნდა იყოს, თო­რემ და­ი­ჭე­რენ ასი პრო­ცენ­ტით.

2006 წელი, 6 ივ­ნი­სი.

სიფრ­თხი­ლე მარ­თებს ქარ­თულ ეკ­ლე­სი­ას. ძა­ლი­ან რთუ­ლი პე­რი­ო­დი და­უდ­გე­ბათ...

ვხე­დავ, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია ინ­ტე­რეს­დე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს ბი­უ­ჯე­ტით...

პატ­რი­არ­ქის მარ­ჯვე­ნა ხელს, ცი­ხე­ში უკ­რა­ვენ თავს. თან­ხე­ბის გა­და­მალ­ვას და ბევრ სხვა რა­მეს და­აბ­რა­ლე­ბენ…

2006 წელი, 9 დე­კემ­ბე­რი.

ფრთხი­ლად, პატ­რი­არ­ქი ცუ­დად ხდე­ბა! ოპო­ზი­ცია იყ­ვი­რებს, რომ იგი მო­წამ­ლეს. ვხე­დავ, რომ პატ­რი­არ­ქი ჩვე­ულ სიფრ­თხი­ლეს კარ­გავს და სა­რის­კო ნა­ბი­ჯებს დგამს. ფრთხი­ლად!

2007 წელი, 17 დე­კემ­ბე­რი.

ვხე­დავ, სა­პატ­რი­არ­ქოს შავი რკა­ლი ეკ­ვრის. ვხე­დავ სიკ­ვდილს... ბევ­რი რამ შე­იც­ვლე­ბა.

მო­მა­ვალ­ში სა­პატ­რი­არ­ქო­ში, ვხე­დავ, სიმ­შვი­დეა...

1995 წელს შევ­ხვდი მე­უ­ფეს, რო­მელ­საც ვუ­წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე, რომ პატ­რი­არ­ქის სა­მო­სელ­ში ვხე­დავ­დი, რომ იგი გახ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი. იქ­ნე­ბა დრო­ე­ბი­თი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ ეს პე­რი­ო­დიც გა­ივ­ლის და აღ­სრულ­დე­ბა წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლე­ბა.

მო­მა­ვა­ლი პატ­რი­არ­ქი – ეს არის მახ­ვი­ლი უფ­ლი­სა, სი­ტყვა მარ­თა­ლი, რაც ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა დღეს სა­ქარ­თვე­ლოს!

2008 წელი, 24 იან­ვა­რი.

მე­უ­ფე, რო­მე­ლიც ხდე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პატ­რი­არ­ქი, ნამ­დვი­ლი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლია, დამ­ცვე­ლი თა­ვი­სი ერი­სა და ქვეყ­ნი­სა! ვხე­დავ, რო­გორ ადებს უფა­ლი მას პატ­რი­არ­ქის ნი­შანს! დიახ, ასე ვხე­დავ. აი ნა­ხავთ!

2010 წელი, 25 იან­ვა­რი, თბი­ლი­სი.

ვხე­დავ დიდი პი­როვ­ნე­ბის სიკ­ვდილს, რა­ზეც ბევ­რს გული და­წყდე­ბა.

სიფრ­თხი­ლე მარ­თებს სა­პატ­რი­არ­ქოს! ვხე­დავ, იგეგ­მე­ბა ახა­ლი შე­ტე­ვე­ბი…

2010 წელი, 14 ნო­ემ­ბე­რი.

დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი, ვი­მე­ო­რებ, სა­პატ­რი­არ­ქო­შიც იქ­ნე­ბა. ფრთხი­ლად, ბევ­რი და­კარ­გავს თა­ვის ად­გილს, დიახ ად­გილს. სამ­ღვდე­ლო­ე­ბას ძა­ლი­ან გა­უ­ჭირ­დე­ბა, ვხე­დავ. დიდი ბრძო­ლე­ბი გა­ი­მარ­თე­ბა, ყვე­ლა გა­ოც­დე­ბა. სი­მარ­თლეს ვე­რაფ­რით და­მა­ლავთ! იქ­ნე­ბა დიდი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი, დიდი შეც­დო­მე­ბი, ორ კურ­დღელს ვერ და­ი­ჭერთ! კოს­მო­სი თვალ­ყურს გა­დევ­ნე­ბენ, რო­გორც არას­დროს. ფრთხი­ლად!

2011 წელი, 6 სექ­ტემ­ბე­რი, ურე­კი.

ვხე­დავ, დიდი ცვლი­ლე­ბე­ბია სა­პატ­რი­არ­ქო­შიც — დიდი სირ­თუ­ლე­ე­ბი, დიდი და­პი­რის­პი­რე­ბე­ბი და.........!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"პატრიარქის მარჯვენა ხელს ციხეში უკრავენ თავს...ბევრ რამეს დააბრალებენ" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება პატრიარქსა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე

"პატრიარქის მარჯვენა ხელს ციხეში უკრავენ თავს...ბევრ რამეს დააბრალებენ" - ლელა კაკულიას წინასწარმეტყველება პატრიარქსა და საპატრიარქოში მიმდინარე პროცესებზე

კათოლიკოს-პატრიარქის შესაძლო მოწამვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციისა და პროკურატურის განცხადების შემდეგ ქართველი წინასწარმეტყველის ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ქვეყნდება ამონარიდები წლების წინანდელი წინასწარმეტყველებებიდან, სადაც ვკითხულობთ:

"1996 წელი, 28 ნოემბერი, საღამოს 4 საათი.

საქართველოს საპატრიარქოში დიდი ცვლილებები იქნება. ღმერთმა ქნას, თორემ მხოლოდ ეკლესიაა ქრისტიანული, შიგნით კი − არაფერი. თვით საპატრიარქოც იწმინდება. ასეთია ნება ღვთისა!

საოცარი ხედვა გამეხსნა: საპატრიარქოში სისხლიანი გზა ადის. ამ გზაზე ცხვარი მიდის, ფეხები და ბეწვი სისხლში აქვს ამოსვრილი.

შევძრწუნდი! რა არის ეს? ღვთის რისხვაა და მეტი არაფერი! ამ შენობას, რომელსაც ღვთის სასუფეველი ქვია, საძირკველი სისხლიანი აქვს, შენობაც ცოდვიანია. ამიტომ დაისჯებიან! ვერაფერს მოიმოქმედებენ.

საპატრიარქოში მოხდება განხეთქილება, ორ ბანაკად გაიყოფიან. პატრიარქი ამ ყველაფერს ვერ მოერევა.

ჭყონდიდელი (ამ გვარს მეუბნებიან, ანუ სახელს; მე თვითონ, ვინ არის იგი, არ ვიცი. ვწერ რასაც ვხედავ) უპირისპირდება. იწყება, ესე იგი, დიდი ომები.

2000 წელი, 15 იანვარი, დღის 12 საათი.

უწმიდესს მძიმე ოპერაცია ელის, უკვე ვეღარ აიცდენს ამას. ღვთის ნებით, გადარჩება! ბალახები არ შველის უკვე. ექიმიც ხომ ღმერთის მოვლინებულია?

პატრიარქის ადგილზე ბევრს უჭირავს თვალი, განსაკუთრებით პოლიტიკოსებს, მაგრამ ისინი მომავალში დაისჯებიან. ღმერთი არ აპატიებს მათ ასეთ ვაჭრობას. ისინი პოლიტიკიდან საერთოდ გაქრებიან, მაგრამ პერიოდი, როცა ისინი იმოქმედებენ და ყველას ნერვებს მოუშლიან, საქართველომ უნდა გაიაროს.

უწმიდესი გადარჩება ღმერთის ნებით და კეთილი ძალების მეშვეობით მართავს ისევ საქართველოს ეკლესიას! ამინ! ამინ! ამინ!

2003 წელი, 15 მარტი, დილის 7 საათი.

რაც კი ვიწინასწარმეტყველე, ყველაფერი სრულდება.

საქართველოს მძიმე პერიოდები ელის სარწმუნოების მხრივ, მაგრამ ყოველივე დასრულდება ისე, როგორც ჯერ კიდევ 1992-1995 და ა.შ. წლებში ვწინასარმეტყველებდით. ვერც ერთი სექტა ფეხს ვერ მოიკიდებს საქართველოში. ეს ასეა ასი პროცენტით. პატრიარქი გაიმარჯვებს!!!

2004 წელი, 20 თებერვალი.

იწყება დიდი ბრძოლა მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, დიდი ბრძოლა! პატრიარქს ძალიან გაუცრუვებს იმედებს ეს მთავრობა. აი მაშინ აეხდება ფარდა ყოველივეს. წამოვლენ იეღოვას მოციქულნი, კათოლიკეები ფრთებს შლიან – ეს არის პასუხი ღვთისა საქციელისა შენისა, საქართველოვ!!!

უფლებები ეკლესიისა შეიკვეცება. ლაპარაკი იქნება პატრიარქის შეცვლაზე, სიკვდილს არ უცდიან... ვნახოთ!!!

ევროპა და ამერიკა უკმაყოფილებას გამოთქვამს. "ცივი წყალი დალიეთ!" – ეუბნება პრეზიდენტი. იგი ფიქრობს, რომ მისი მომრევი კაციშვილი არ არის დედამიწის ზურგზე! იგი დავით აღმაშენებელია – სიმაღლითაც და სისასტიკითაც, მაგრამ იგი, თუ არ შეასწორა ნაბიჯები... თუმცა, მაინც კრახით დაამთავრებს ასი პროცენტით.

2004 წელი, 30 მარტი.

ეკლესიას ძალიან დაუპირისპირდებიან. მათ პატრიარქის შეცვლა სურთ, მომზადებულიც ჰყავთ მეუფე. არაფერი გამოუვათ. უდიდეს დარტყმას მიაყენებს ღმერთი, უფალი მწარედ დასჯის მათ ყველაფრისთვის. შევიდნენ მახვილით ტაძარში და იქვე განიგმირებიან უფლის ბრძანებით: `ვინც ჩემს სახლს შეეხება, მე მას შევეხები! ვინც ჩემ ხალხს შეეხება, მას გავუსწორდები. ამინ!

2004 წელი, 26 ოქტომბერი, კუს ტბა, სამშაბათი, დილის 9 საათი.

ვხედავ, უწმიდესის მოშორება სურთ — ანუ მოწამლონ! — მაგრამ არაფერი გამოუვათ!

2006 წელი, 21 მარტი.

პატრიარქი ცუდად ხდება, საავადმყოფოში ვხედავ. ძლივს გადარჩება. საპატრიარქოშიც არეულობაა, მაგრამ ვხედავ, ახალი ძალები იკრიბებიან მართლმადიდებლობის გადასარჩენად!!! ამას ვერავინ შეჩერებს. დიდი ბრძოლები გაიმართება. ბევრი საქმე ამოიწევა.

2006 წელი, 11 მაისი.

პატრიარქის მარჯვენა ხელი ფრთხილად უნდა იყოს, თორემ დაიჭერენ ასი პროცენტით.

2006 წელი, 6 ივნისი.

სიფრთხილე მართებს ქართულ ეკლესიას. ძალიან რთული პერიოდი დაუდგებათ...

ვხედავ, ფინანსური პოლიცია ინტერესდება საპატრიარქოს ბიუჯეტით...

პატრიარქის მარჯვენა ხელს, ციხეში უკრავენ თავს. თანხების გადამალვას და ბევრ სხვა რამეს დააბრალებენ…

2006 წელი, 9 დეკემბერი.

ფრთხილად, პატრიარქი ცუდად ხდება! ოპოზიცია იყვირებს, რომ იგი მოწამლეს. ვხედავ, რომ პატრიარქი ჩვეულ სიფრთხილეს კარგავს და სარისკო ნაბიჯებს დგამს. ფრთხილად!

2007 წელი, 17 დეკემბერი.

ვხედავ, საპატრიარქოს შავი რკალი ეკვრის. ვხედავ სიკვდილს... ბევრი რამ შეიცვლება.

მომავალში საპატრიარქოში, ვხედავ, სიმშვიდეა...

1995 წელს შევხვდი მეუფეს, რომელსაც ვუწინასწარმეტყველე, რომ პატრიარქის სამოსელში ვხედავდი, რომ იგი გახდება საქართველოს პატრიარქი. იქნება დროებითი შემსრულებელი, მაგრამ ეს პერიოდიც გაივლის და აღსრულდება წინასწარმეტყველება.

მომავალი პატრიარქი – ეს არის მახვილი უფლისა, სიტყვა მართალი, რაც ძალიან სჭირდება დღეს საქართველოს!

2008 წელი, 24 იანვარი.

მეუფე, რომელიც ხდება საქართველოს პატრიარქი, ნამდვილი მართლმადიდებელია, დამცველი თავისი ერისა და ქვეყნისა! ვხედავ, როგორ ადებს უფალი მას პატრიარქის ნიშანს! დიახ, ასე ვხედავ. აი ნახავთ!

2010 წელი, 25 იანვარი, თბილისი.

ვხედავ დიდი პიროვნების სიკვდილს, რაზეც ბევრს გული დაწყდება.

სიფრთხილე მართებს საპატრიარქოს! ვხედავ, იგეგმება ახალი შეტევები…

2010 წელი, 14 ნოემბერი.

დიდი ცვლილებები, ვიმეორებ, საპატრიარქოშიც იქნება. ფრთხილად, ბევრი დაკარგავს თავის ადგილს, დიახ ადგილს. სამღვდელოებას ძალიან გაუჭირდება, ვხედავ. დიდი ბრძოლები გაიმართება, ყველა გაოცდება. სიმართლეს ვერაფრით დამალავთ! იქნება დიდი დაპირისპირებები, დიდი შეცდომები, ორ კურდღელს ვერ დაიჭერთ! კოსმოსი თვალყურს გადევნებენ, როგორც არასდროს. ფრთხილად!

2011 წელი, 6 სექტემბერი, ურეკი.

ვხედავ, დიდი ცვლილებებია საპატრიარქოშიც — დიდი სირთულეები, დიდი დაპირისპირებები და.........!!!

"ვადასტურებ, გვყავს დაინფიცირებული სასულიერო პირი, მას მრევლთან შეხება არ ჰქონია" - ჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსი

"დაახლოებით კიდევ 10 დღე პრე-კრიტიკულ ​ფაზაში ვიქნებით, შემდეგ, შეიძლება, კრიტიკულ ფაზაში შევიდეთ" - ამირან გამყრელიძე

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან ერთ-ერთი თურქეთთან მოგზაურობას უკავშირდება