პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვრცელდება წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა
ვრცელდება წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა

ტე­ლე­კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი2" წე­რილს ავ­რცე­ლებს, რო­მე­ლიც სა­ვა­რა­უ­დოდ დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ პატ­რი­არ­ქს რამ­დე­ნი­მე თვის წინ მის­წე­რა. ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, წე­რი­ლის ავ­თენ­ტუ­რო­ბა ჯერ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა დო­კუ­მენ­ტი­დან ირ­კვე­ვა, რომ ამ­ჟა­მად და­კა­ვე­ბულ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ შე­საძ­ლოა პატ­რი­არ­ქს იმ პრობ­ლე­მე­ბის შე­სა­ხებ მის­წე­რა, რომ­ლე­ბიც სა­პატ­რი­არ­ქოს შიგ­ნით და მის გა­რეთ ვი­თარ­დე­ბო­და.

წე­რილს, რო­მე­ლიც მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სა­ვა­რა­უ­დოდ პატ­რი­არ­ქს გა­და­უგ­ზავ­ნა, უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ!

მო­გე­სალ­მე­ბით, მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ჩემს მო­სას­მე­ნად გა­მო­ყო­ფი­ლი დრო­ის­თვის და სა­წყის­ში­ვე გი­დას­ტუ­რებთ ჩემს მორ­ჩი­ლე­ბას წმინ­და მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­შე...

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის 2015 წლის 14 სექ­ტემ­ბერს შე­იქ­მნა ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი, ხოლო მე და­ვი­ნიშ­ნე სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად.

2015 წლის დე­კემ­ბრის სი­ნო­დის სხდო­მა­ზე, რო­მელ­ზე­დაც მე სურ­ვი­ლი მქონ­და წარ­მო­მედ­გი­ნა სამ­სა­ხუ­რის 3 თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის ან­გა­რი­ში, გარ­კვე­უ­ლი ჯგუ­ფის მიერ ხე­ლოვ­ნუ­რად იქნა დაბ­ლო­კი­ლი ამ მოხ­სე­ნე­ბის წარ­დგე­ნა. ყო­ვე­ლი­ვე ამის შემ­დეგ, ამ ძა­ლე­ბის დიდი მცდე­ლო­ბე­ბის შე­დე­გად, მე გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, თუმ­ცა მუ­შა­ო­ბა გა­ვაგ­რძე­ლე ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და კვლა­ვაც ხელი მი­მიწ­ვდე­ბო­და მა­სა­ლებ­ზე.

რო­გორც მო­გახ­სე­ნეთ, დე­კემ­ბრის სი­ნო­დის­თვის მე მქონ­და მომ­ზა­დე­ბუ­ლი 3-თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შე­დე­გე­ბის მოხ­სე­ნე­ბა. რო­მელ­საც შე­ვეც­დე­ბი მოკ­ლედ გად­მოგ­ცეთ დღეს და იმ სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ შე­გიქ­მნათ წარ­მოდ­გე­ნა, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ის ქო­ნე­ბებს ეხე­ბა....

სამ­სა­ხურ­მა უმოკ­ლეს პე­რი­ოდ­ში მო­ახ­დი­ნა სა­ხელ­მწი­ფო რე­ესტრში არ­სე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის ამო­ღე­ბა და შეს­წავ­ლის და­წყე­ბა. არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა ძალ­ზედ სა­ვა­ლა­ლო აღ­მოჩ­ნდა. სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქოს 100 % წი­ლით და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის სი­ა­ში აღ­მოჩ­ნდა სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი (შპს), რომ­ლე­ბიც წლე­ბია ეწე­ვი­ან სხვა­დას­ხვა საქ­მი­ა­ნო­ბას.: მაგ.: ნავ­თობ პრო­დუქ­ტე­ბის შე­მო­ტა­ნა-რე­ა­ლი­ზა­ცია-გა­და­მუ­შა­ვე­ბას, არა­ლე­გა­ლუ­რი ტექ­ნი­კუ­რი სპირ­ტის წარ­მო­ე­ბა, სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ე­ბი, რაგ­ბის და სხვა სპორ­ტუ­ლი კლუ­ბე­ბი და ა.შ.

ასე­ვე არა­სა­მე­წარ­მეო არა­მომ­გე­ბი­ა­ნი იუ­რი­დი­უ­ლი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი (ააიპ), რომ­ლე­ბიც კა­ნო­ნის უხე­ში დარ­ღვე­ვით ეწე­ვი­ან სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას.

სა­კითხს არ­თუ­ლებს ის, რომ ვერ ვარ­კვევთ კომ­პა­ნი­ე­ბი სად და­რე­გის­ტრირ­და, რად­გა­ნაც მოქ­მე­დი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის მიერ გა­ცე­მუ­ლი მინ­დო­ბი­ლო­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მინ­დო­ბილ პირს უფ­ლე­ბა აქვს და­ა­რე­გის­ტრი­როს ნე­ბის­მი­ე­რი კომ­პა­ნია... სამ­წუ­ხა­რო კი გახ­ლავთ ის რომ მღვდელთმთავ­რე­ბი­სა და რიგი სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის გარ­და მინ­დო­ბი­ლი პი­რე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან სა­ე­რო პი­რე­ბი, რო­მელ­თა სა­ხე­ლე­ბი სამ­წუ­ხა­როდ ბევრ გახ­მა­უ­რე­ბულ სა­კითხს ეხე­ბა რაც ეკ­ლე­სი­ის იმიჯ­ზე ნამ­დვი­ლად არ ისა­ხე­ბა კარ­გად... სა­კი­თხის სირ­თუ­ლე მდგო­მა­რე­ობს იმა­შიც, რომ ეს დღემ­დე გა­ურ­კვე­ვე­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი ხშირ შემ­თხვე­ვა­ში სა­ხელ­მწი­ფოს წი­ნა­შე იმ­ყო­ფე­ბი­ან ფი­ნან­სურ და­ვა­ლი­ა­ნე­ბებ­ში და მათი სა­ბუ­ღალ­ტრო აღ­რი­ცხვი­ა­ნო­ბა შე­სას­წავ­ლია რაც სა­ბო­ლოო ჯამ­ში ეკ­ლე­სი­ის ზო­გად ქო­ნე­ბას უქ­მნის საფრ­თხეს.

ყუ­რა­დღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც ეხე­ბა სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო მი­წებს, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­ის მფლო­ბე­ლო­ბა­შია იუ­რი­დი­უ­ლად, მაგ­რამ და­ტა­ცე­ბუ­ლია... დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით კი სა­ხელ­მწი­ფოს­გან გა­მო­თხო­ვა­დი 3000 სა­კი­თხი შე­ჩე­რე­ბუ­ლია. უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ათა­სო­ბით ჰექ­ტა­რი მიწა გას­ხვი­სე­ბუ­ლია ბუნ­დო­ვა­ნი გა­რი­გე­ბე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რომ­ლი­თაც სა­პატ­რი­არ­ქოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი სარ­გე­ბე­ლი არ აქვს. სამ­წუ­ხა­როდ იკ­ვე­თე­ბა კერ­ძო პი­რე­ბის სარ­გე­ბე­ლი.

მაგ.: თბი­ლი­სის #1 პო­ლიკ­ლი­ნი­კის შე­ნო­ბა, კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი კლი­ნი­კის შე­ნო­ბა, ყაზ­ბე­გის სას­ტუმ­რო ღOOMშ-ის შე­ნო­ბა, არა­მი­ან­ცის თე­რა­პი­უ­ლი კორ­პუ­სი დღემ­დე სა­პატ­რი­არ­ქოს სა­კუთ­რე­ბად ით­ვლე­ბა, მაგ­რამ მას­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი კერ­ძო კლი­ნი­კა, რომ­ლის­გა­ნაც სა­პატ­რი­არ­ქო არა­ნა­ირ სარ­გე­ბელს ღე­ბუ­ლობს.

ასე­ვე ყუ­რადსა­ღე­ბია მი­ღე­ბუ­ლი ქო­ნე­ბე­ბის იუ­რი­დი­უ­ლი თუ ფი­ნან­სუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბაც მა­გა­ლი­თის­თვის არ­სე­ბობს ფაქ­ტე­ბი, რო­დე­საც ფი­ნან­სუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბის მქო­ნე მი­წის ნაკ­ვე­თე­ბი თუ შე­ნო­ბა ნა­გე­ბო­ბე­ბი გად­მო­ე­ცე­მა ეკ­ლე­სი­ას და ეს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ავ­ტო­მა­ტურ რე­ჟიმ­ში გად­მოყ­ვე­ბა ხოლ­მე. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა რომ ეკ­ლე­სია გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია ქო­ნე­ბის გა­და­სა­ხა­დი­სა­გან მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ეკ­ლე­სი­ას არ ათა­ვი­სუფ­ლებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა­გან რაც სა­ეკ­ლე­სიო ქო­ნე­ბებს საფრ­თხეს უქ­მნის. ძალ­ზედ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სა­ხელ­მწი­ფოს­გან გად­მო­ცე­მუ­ლი ქო­ნე­ბე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბაც, რო­მელ­თა შეს­წავ­ლაც არ ხდე­ბა და ეკ­ლე­სია ძალ­ზედ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ­დე­ბა, რაც ვფიქ­რობ, ეკ­ლე­სი­ის იმი­ჯის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია და ასე­ვე მა­ვან­თა ხე­ლის მოთ­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაა. ასე­ვე აღ­სა­ნიშ­ნა­ვია წავ­კი­სის თავ­შე­სა­ფა­რი. ეს წავ­კი­სის სახ­ლი ეკუთ­ვნო­და ბა­ტონ სულ­ხან მო­ლაშ­ვილს. მად­ლო­ბა ღმერ­თს ამ სახ­ლის გა­და­ცე­მა მოხ­და მე­პატ­რო­ნე­ზე მაგ­რამ ფაქ­ტი მრა­ვა­ლი კი­თხვის ნიშ­ნებს ბა­დებს. ასე­ვე დე­ლი­სი 2 ყო­ფი­ლი სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბოს კუთ­ვნი­ლი ბინა ვაჟა-ფშა­ვე­ლას ქუ­ჩა­ზე, რო­მე­ლიც მო­ქა­ლა­ქემ გა­მო­ის­ყი­და ნა­წი­ლობ­რივ და ამ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ცვლი­ლე­ბის გამო სა­ხელ­მწი­ფომ სა­პატ­რი­არ­ქოს­თან შე­თან­ხმე­ბით რომ ეკ­ლე­სი­ა­ზე გად­მო­ცე­მის მერე ეკ­ლე­სია და­უბ­რუ­ნებ­და ამ ქალ­ბა­ტონს უკან პრო­ცე­დუ­რა უფრო მარ­ტი­ვი რომ ყო­ფი­ლი­ყო ეს ოჯა­ხი ამა­ოდ ელის რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამ ბი­ნის უკან დაბ­რუ­ნე­ბას... (ამ ოჯახს შე­სა­ბა­მი­სი გა­დახ­დე­ბის დო­კუ­მენ­ტა­ცია გა­აჩ­ნია, ხოლო ოჯახს მე­უ­ფე­თა უმ­რავ­ლე­სო­ბა იც­ნობს და შე­უძ­ლი­ათ გა­და­მოწ­მე­ბა). ასე­ვე ბო­ბოყ­ვა­თის რე­ზი­დენ­ცია, რო­მელ­საც მი­ღე­ბის დროს სო­ლი­დუ­რი კო­მუ­ნა­ლუ­რი და­ვა­ლი­ა­ნე­ბა ჰქონ­და. მი­უ­ხე­და­ვად ჩემი გაფრ­თხი­ლე­ბი­სა არ იქნა გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ეს ფაქ­ტი და ქო­ნე­ბა და­ვა­ლი­ა­ნე­ბი­თურთ მი­ვი­ღეთ. და­ვა­ლი­ა­ნე­ბის გამო დღეს იქ მცხოვ­რებ დე­დებს არ მი­ე­წო­დე­ბათ ბუ­ნებ­რი­ვი აირი და ელექტრო ენერ­გია.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მინ­და გა­ვა­მახ­ვი­ლო სა­კი­თხზე, რო­მე­ლიც ამ ბოლო დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ძალ­ზედ აქ­ტუ­ა­ლუ­რია. ეს ეხე­ბა სა­პატ­რი­არ­ქოს კლი­ნი­კის სა­კითხს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ მრა­ვა­ლი სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე ჩვენ ფი­ნან­სუ­რი შე­მოწ­მე­ბა ჩა­ვა­ტა­რეთ სა­პატ­რი­არ­ქოს კლი­ნი­კა­ში სა­დაც აღ­მოჩ­ნდა 5 მლნ. ლა­რამ­დე და­ვა­ლი­ა­ნე­ბა რო­მე­ლიც დაგ­რო­ვი­ლი იყო არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­ნე­ჯმენ­ტის თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბის მეშ­ვე­ო­ბით და სა­დაც სა­ვა­რა­უ­დოდ გა­მო­იკ­ვე­თა სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლე­ბიც (სამ­წუ­ხა­როდ არ ხდე­ბა ამ ადა­მი­ან­თა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­კი­თხის და­ყე­ნე­ბა). ამ სა­კი­თხის ჩემი მხრი­დან დას­მის­თა­ნა­ვე სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ფი­ნან­სო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რემ ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა კა­ტე­გო­რი­უ­ლად მომ­თხო­ვა არ გა­მეხ­მა­უ­რე­ბი­ნა ეს სა­კი­თხი. ბუ­ნებ­რი­ვია მე გა­ვაგ­რძე­ლე ამ სა­კი­თხე­ბის მოკ­ვლე­ვა.

ამას და­ე­მა­ტა სნოს წყლის სა­კი­თხიც, რო­მე­ლიც ასე­ვე ბუნ­დო­ვა­ნია, რო­მელ­შიც გარ­კვე­ვა უშუ­ა­ლოდ თქვენ­მა უწ­მინ­დე­სო­ბამ და­მა­ვა­ლა. მო­გეხ­სე­ნე­ბათ სნოს წყა­ლი შე­იქ­მნა 50-50% მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­პატ­რი­არ­ქო­სა და ვ. ლი­პარ­ტი­ა­ნის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით. მოგ­ვი­ა­ნე­ბით 25 მლნ. სა­წარ­მოს 30 პრო­ცენ­ტი გას­ხვის­და 150 ლა­რად (იმ პი­რო­ბით, რომ 3 თვე­ში ის ისევ სა­პატ­რი­არ­ქოს და­უბ­რუნ­დე­ბო­და), მაგ­რამ გა­სუ­ლი წლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ქო­ნე­ბა არ დაბ­რუნ­და.... უწ­მინ­დე­სის და­ვა­ლე­ბით მო­ვი­თხო­ვეთ კუთ­ვნი­ლი 30 % მაგ­რამ ამა­ოდ, რის შემ­დე­გაც უწ­მინ­დე­სის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით დარ­ჩე­ნი­ლი 20 % უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცა და­ნარ­ჩე­ნი 80%–ის მფლო­ბელს. მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სნოს წყა­ლი ისევ ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რე­ბად რჩე­ბა, რად­გან ზუს­ტად 1 წე­ლია, გას­ხვი­სე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სა­პატ­რი­არ­ქომ არ გა­ა­კე­თა გან­ცხა­დე­ბა დღეს არ­სე­ბუ­ლი 100% წი­ლის მფლო­ბელ­თა გუ­ლის მო­სა­გე­ბად. ამ სა­კი­თხშიც ნათ­ლად ჩანს უკა­ნო­ნო გა­რი­გე­ბის ფაქ­ტე­ბი.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, სამ­წუ­ხა­როდ უნდა მო­გახ­სე­ნოთ, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის მოკ­ვლე­ვი­სას გა­მო­იკ­ვე­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ზო­გი­ერ­თი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნი­სა და სა­პატ­რი­არ­ქოს წარ­მო­მად­გენ­ლის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი ინ­ტე­რე­სე­ბი სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. ასე­ვე იყო ჩემს მი­მართ მუ­ქა­რა, რა­ზეც პი­რა­დად მინ­და გე­სა­უბ­როთ. ხელთ მაქვს ძა­ლი­ან ბევ­რი მა­სა­ლა რაც ეკ­ლე­სი­ის მი­მართ ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­უ­ლებს გა­მო­ავ­ლენს.

ამ და მრა­ვა­ლი სხვა სა­კი­თხის გა­და­საჭ­რე­ლად ქო­ნე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი გთხოვთ თქვე­ნი ლოც­ვა–კურ­თხე­ვით ჩა­ტარ­დეს სა­პატ­რი­არ­ქოს ქო­ნე­ბი­სა და ფი­ნან­სე­ბის აუ­დი­ტი, რათა მო­იხ­სნას ბევ­რი სა­კი­თხის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა. ჩვე­ნი თვალ­თა­ხედ­ვით ძა­ლი­ან ბევ­რი ფაქ­ტი შე­იძ­ლე­ბა შე­ი­ცავ­დეს და­ნა­შა­ულს, რომ­ლის კვა­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ე­რო და სა­სუ­ლი­ე­რო მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბამ­დე მი­დის.

ასე­ვე მინ­და გთხო­ვოთ სი­ნო­და­ლუ­რად გა­და­წყვი­ტოთ პატ­რი­არ­ქის ყვე­ლა მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­უქ­მე­ბა (სა­ნამ ბუნ­დო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბი არ გა­ირ­კვე­ვა) რო­მე­ლიც ეხე­ბა ქო­ნებ­რივ სა­კითხს შე­სა­ბა­მის ნო­ტა­რი­უ­სებ­თან.

თქვე­ნო უწ­მინ­დე­სო­ბავ, მაქვს თქვე­ნი პრინ­ცი­პუ­ლო­ბის იმე­დი, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­კი­თხე­ბის ბუნ­დო­ვა­ნე­ბა აღარ და­ა­ზა­რა­ლებს ეკ­ლე­სი­ის იმიჯს.მუ

დამ­ლო­ცეთ!

დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე", - ნათ­ქვა­მია წე­რილ­ში, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ, დე­კა­ნოზ­მა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ პატ­რი­არ­ქს რამ­დე­ნი­მე თვის წინ მის­წე­რა.

ვრცელდება წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა

ვრცელდება წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა

ტელეკომპანია "რუსთავი2" წერილს ავრცელებს, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.

წერილს, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ სავარაუდოდ პატრიარქს გადაუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ:

"თქვენო უწმინდესობავ!

მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩემს მოსასმენად გამოყოფილი დროისთვის და საწყისშივე გიდასტურებთ ჩემს მორჩილებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე...

მოგეხსენებათ, კათოლიკოს პატრიარქის 2015 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა ქონების მართვის სამსახური, ხოლო მე დავინიშნე სამსახურის უფროსად.

2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე, რომელზედაც მე სურვილი მქონდა წარმომედგინა სამსახურის 3 თვიანი მუშაობის ანგარიში, გარკვეული ჯგუფის მიერ ხელოვნურად იქნა დაბლოკილი ამ მოხსენების წარდგენა. ყოველივე ამის შემდეგ, ამ ძალების დიდი მცდელობების შედეგად, მე გამათავისუფლეს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა მუშაობა გავაგრძელე ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და კვლავაც ხელი მიმიწვდებოდა მასალებზე.

როგორც მოგახსენეთ, დეკემბრის სინოდისთვის მე მქონდა მომზადებული 3-თვიანი მუშაობის შედეგების მოხსენება. რომელსაც შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ დღეს და იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ შეგიქმნათ წარმოდგენა, რომელიც ეკლესიის ქონებებს ეხება....

სამსახურმა უმოკლეს პერიოდში მოახდინა სახელმწიფო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ამოღება და შესწავლის დაწყება. არსებული მდგომარეობა ძალზედ სავალალო აღმოჩნდა. საქართველოს საპატრიარქოს 100 % წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (შპს), რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას.: მაგ.: ნავთობ პროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები, რაგბის და სხვა სპორტული კლუბები და ა.შ.

ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

საკითხს ართულებს ის, რომ ვერ ვარკვევთ კომპანიები სად დარეგისტრირდა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია... სამწუხარო კი გახლავთ ის რომ მღვდელთმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა მინდობილი პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები სამწუხაროდ ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება რაც ეკლესიის იმიჯზე ნამდვილად არ ისახება კარგად... საკითხის სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს დღემდე გაურკვეველი კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე იმყოფებიან ფინანსურ დავალიანებებში და მათი საბუღალტრო აღრიცხვიანობა შესასწავლია რაც საბოლოო ჯამში ეკლესიის ზოგად ქონებას უქმნის საფრთხეს.

ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომელიც ეკლესიის მფლობელობაშია იურიდიულად, მაგრამ დატაცებულია... დღეის მდგომარეობით კი სახელმწიფოსგან გამოთხოვადი 3000 საკითხი შეჩერებულია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული ათასობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია ბუნდოვანი გარიგებების საფუძველზე, რომლითაც საპატრიარქოს ოფიციალური სარგებელი არ აქვს. სამწუხაროდ იკვეთება კერძო პირების სარგებელი.

მაგ.: თბილისის #1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო ღOOMშ-ის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებული კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს ღებულობს.

ასევე ყურადსაღებია მიღებული ქონებების იურიდიული თუ ფინანსური მდგომარეობაც მაგალითისთვის არსებობს ფაქტები, როდესაც ფინანსური დავალიანების მქონე მიწის ნაკვეთები თუ შენობა ნაგებობები გადმოეცემა ეკლესიას და ეს ვალდებულებები ავტომატურ რეჟიმში გადმოყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ ეკლესია განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან მსგავსი ფაქტები ეკლესიას არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან რაც საეკლესიო ქონებებს საფრთხეს უქმნის. ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონებების მდგომარეობაც, რომელთა შესწავლაც არ ხდება და ეკლესია ძალზედ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდება, რაც ვფიქრობ, ეკლესიის იმიჯის საწინააღმდეგოდ სპეციალურად გადადგმული ნაბიჯია და ასევე მავანთა ხელის მოთბობის საშუალებაა. ასევე აღსანიშნავია წავკისის თავშესაფარი. ეს წავკისის სახლი ეკუთვნოდა ბატონ სულხან მოლაშვილს. მადლობა ღმერთს ამ სახლის გადაცემა მოხდა მეპატრონეზე მაგრამ ფაქტი მრავალი კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე დელისი 2 ყოფილი საყოფაცხოვრებოს კუთვნილი ბინა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მოქალაქემ გამოისყიდა ნაწილობრივ და ამ საკანონმდებლო ცვლილების გამო სახელმწიფომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით რომ ეკლესიაზე გადმოცემის მერე ეკლესია დაუბრუნებდა ამ ქალბატონს უკან პროცედურა უფრო მარტივი რომ ყოფილიყო ეს ოჯახი ამაოდ ელის რამდენიმე წელია ამ ბინის უკან დაბრუნებას... (ამ ოჯახს შესაბამისი გადახდების დოკუმენტაცია გააჩნია, ხოლო ოჯახს მეუფეთა უმრავლესობა იცნობს და შეუძლიათ გადამოწმება). ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, რომელსაც მიღების დროს სოლიდური კომუნალური დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა არ იქნა გათვალისწინებული ეს ფაქტი და ქონება დავალიანებითურთ მივიღეთ. დავალიანების გამო დღეს იქ მცხოვრებ დედებს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ მრავალი საჩივრის საფუძველზე ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში სადაც აღმოჩნდა 5 მლნ. ლარამდე დავალიანება რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად მომთხოვა არ გამეხმაურებინა ეს საკითხი. ბუნებრივია მე გავაგრძელე ამ საკითხების მოკვლევა.

ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მლნ. საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად (იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა), მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა.... უწმინდესის დავალებით მოვითხოვეთ კუთვნილი 30 % მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით დარჩენილი 20 % უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%–ის მფლობელს. მაგრამ საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად 1 წელია, გასხვისების მიუხედავად, საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100% წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები.

თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემს მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს.

ამ და მრავალი სხვა საკითხის გადასაჭრელად ქონების მართვის სამსახური გთხოვთ თქვენი ლოცვა–კურთხევით ჩატარდეს საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტი, რათა მოიხსნას ბევრი საკითხის ბუნდოვანება. ჩვენი თვალთახედვით ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულს, რომლის კვალიც საპატრიარქოს საერო და სასულიერო მაღალჩინოსნებამდე მიდის.

ასევე მინდა გთხოვოთ სინოდალურად გადაწყვიტოთ პატრიარქის ყველა მინდობილობის გაუქმება (სანამ ბუნდოვანი საკითხები არ გაირკვევა) რომელიც ეხება ქონებრივ საკითხს შესაბამის ნოტარიუსებთან.

თქვენო უწმინდესობავ, მაქვს თქვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს.მუ

დამლოცეთ!

დეკანოზი გიორგი მამალაძე", - ნათქვამია წერილში, რომელსაც სავარაუდოდ, დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს რამდენიმე თვის წინ მისწერა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი