პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ვოლსკი პროკურატურის განცხადებაზე - ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს
გია ვოლსკი პროკურატურის განცხადებაზე - ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს

ეს მთლი­ა­ნი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის რა­ღაც ფრაგ­მენტს ჰგავს, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის დღე­ვან­დელ გან­ცხა­დე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი.

ვოლ­სკი იმე­დოვ­ნებს, რომ ყვე­ლა კი­თხვას უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ე­ცე­მა პა­სუ­ხი.

"ეს მთლი­ა­ნი მზაკ­ვრუ­ლი გეგ­მის რა­ღაც ფრაგ­მენტს ჰგავს. მე ვფიქ­რობ, რომ უბე­დუ­რე­ბას გა­დავ­რჩით. რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ეს უბე­დუ­რე­ბა, რა ადას­ტუ­რებს, რომ ეს შე­საძ­ლოა რე­ა­ლუ­რად მომ­ხდა­რი­ყო და მთელ რიგ შე­კი­თხვებ­ზე პა­სუ­ხი, რაც პრო­კუ­რა­ტუ­რამ დღეს ღიად და­ტო­ვა გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში იქ­ნე­ბა ნა­თე­ლი",- გა­ნა­ცხა­და ვოლ­სკიმ.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე მკვლე­ლო­ბის მომ­ზა­დე­ბის ფაქ­ტზე და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო 2017 წლის 2 თე­ბერ­ვალს ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქის გან­ცხა­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, რო­მელ­მაც მო­მარ­თა სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რას და მი­უ­თი­თა, რომ მის­მა ნაც­ნობ­მა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძემ სთხო­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­ში­ში შხა­მი­ა­ნი ნივ­თი­ე­რე­ბის - ცი­ა­ნი­დის მო­ძი­ე­ბა­ში დახ­მა­რე­ბა, რომ­ლის გა­მო­ყე­ნე­ბი­თაც ამ უკა­ნას­კნელს, რო­გორც შეხ­ვედ­რი­სას განმცხა­დე­ბელ­მა გა­არ­კვია, უნდა მო­ეხ­დი­ნა მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პი­რის სი­ცო­ცხლის ხელ­ყო­ფა. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში არ აკონ­კრე­ტე­ბენ, იყო თუ არა ეს მა­ღა­ლი იერ­არ­ქი­ის სა­სუ­ლი­ე­რო პირი სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს- პატ­რი­არ­ქი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

გია ვოლსკი პროკურატურის განცხადებაზე - ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს

გია ვოლსკი პროკურატურის განცხადებაზე - ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს

ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს, - ასე გამოეხმაურა პროკურატურის დღევანდელ განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი.

ვოლსკი იმედოვნებს, რომ ყველა კითხვას უახლოეს მომავალში გაეცემა პასუხი.

"ეს მთლიანი მზაკვრული გეგმის რაღაც ფრაგმენტს ჰგავს. მე ვფიქრობ, რომ უბედურებას გადავრჩით. რაში გამოიხატება ეს უბედურება, რა ადასტურებს, რომ ეს შესაძლოა რეალურად მომხდარიყო და მთელ რიგ შეკითხვებზე პასუხი, რაც პროკურატურამ დღეს ღიად დატოვა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, უახლოეს მომავალში იქნება ნათელი",- განაცხადა ვოლსკიმ.

მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე მკვლელობის მომზადების ფაქტზე დააკავეს. გამოძიება დაიწყო 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე, რომელმაც მომართა საქართველოს პროკურატურას და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების - ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს, როგორც შეხვედრისას განმცხადებელმა გაარკვია, უნდა მოეხდინა მაღალი იერარქიის სასულიერო პირის სიცოცხლის ხელყოფა. პროკურატურაში არ აკონკრეტებენ, იყო თუ არა ეს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."