თუ ვინმე გარეთ დარჩა და ხელი არ მოკიდეს, ვნახავთ მერე, განახებთ... თუ ვიღაცა რაღაცას აკეთებდა, ის მარტო ვერ გააკეთებდა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა განუცხადა, რომელიც გერმანიაში იმყოფება.
მეუფე იაკობის თქმით, ის არ იცნობს პროკურატურის მიერ გაკეთებულ განცხადებას და შეფასებებისგან თავს იკავებს.
"არ ვიცი, დაკავებულ ადამიანზე რა გელაპარაკოთ? - სანამ გამოძიება მიმდინარეობს, მე არ მინდა, რამე ვთქვა. თუ პროკურატურა აცხადებს, ალბათ, ბოლომდეც გაიხსნებიან", - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მისივე ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან დაცვა გაძლიერებულია.