პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ შენდებოდა ფილარმონია და რამდენი ვარსკვლავია გახსნილი შენობის წინ
როგორ შენდებოდა ფილარმონია და რამდენი ვარსკვლავია გახსნილი შენობის წინ

უწინ, როცა დე­და­ქა­ლაქ­ში სულ რამ­დე­ნი­მე ავ­ტო­მან­ქა­ნა მოძ­რა­ობ­და, ხალ­ხის დიდი ნა­წი­ლი ტრამ­ვა­ით გა­და­ად­გილ­დე­ბო­და, ლე­ნი­ნი­სა და მე­ლი­ქიშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის გა­დაკ­ვე­თა­ზე ერთი ქონ­გუ­რე­ბი­ა­ნი, ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რის მსგავ­სი, სამ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სახ­ლი იდგა. ახლა კი ამ ად­გი­ლას თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზი მდე­ბა­რე­ობს. როცა მისი მშე­ნებ­ლო­ბის სა­კი­თხი გა­და­წყდა, სახ­ლი და­ან­გრი­ეს და მის გარ­შე­მო არ­სე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია გაწ­მინ­დეს. ახლა მხო­ლოდ ძვე­ლი ფო­ტო­თი ძლივს თუ იც­ნობ იმ ად­გილს, სა­დაც XX სა­უ­კუ­ნის 60-იან წლე­ბის ბო­ლოს ფი­ლარ­მო­ნი­ის მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყეს...

თბი­ლის­ში, ოპე­რი­სა და ბა­ლე­ტის თე­ატ­რი და სპორ­ტის სა­სახ­ლის დარ­ბა­ზე­ბი ვე­ღარ იტევ­და ამა თუ იმ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე მი­სულ მა­ყუ­რე­ბელს, არც სცე­ნე­ბი გახ­ლდათ კონ­ცერ­ტი­სათ­ვის სა­თა­ნა­დოდ მო­წყო­ბი­ლი და გა­ფორ­მე­ბუ­ლი, ამი­ტომ დე­და­ქა­ლაქ­ში დიდი დარ­ბა­ზის მშე­ნებ­ლო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კი­თხი დად­გა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შე­ნო­ბას არა მარ­ტო ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი უნდა და­ე­ტია, ტექ­ნი­კუ­რა­დაც თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბაც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი იყო _ ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლუ­რი ად­გი­ლი, მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი და ად­ვი­ლად მი­სად­გო­მი თბი­ლი­სის ყვე­ლა უბ­ნის­თვის.

ქი­მი­კო­სი და თბი­ლი­სის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პირ­ვე­ლი რექ­ტო­რის პეტ­რე მე­ლი­ქიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის ქუჩა ვა­კი­სა და რუს­თა­ვე­ლის მთა­ვარ და­მა­კავ­ში­რე­ბელ გზად ით­ვლე­ბა. მისი გა­ფარ­თო­ე­ბა 1949 წელს და­ი­წყო. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სწო­რედ აქ გა­და­წყდა მას­შტა­ბუ­რი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის აგე­ბაც.

რო­გორც ყო­ველ­თვის, ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბამ შე­ნო­ბის მო­ცუ­ლო­ბა­სა და სივ­რცით კომ­პო­ზი­ცი­ა­ზე თა­ვი­სი გავ­ლე­ნა მო­ახ­დი­ნა. შე­იქ­მნა ასი­მეტ­რი­უ­ლად გან­ლა­გე­ბუ­ლი ფარ­თო სა­ზე­ი­მო კიბე, რომ­ლის ბო­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი 8-მეტ­რი­ა­ნი ფი­გუ­რა "მუზა" და­იდ­გა. მისი ავ­ტო­რი მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი გახ­ლდათ, შე­ნო­ბის ვეს­ტი­ბი­უ­ლის ინ­ტე­რი­ე­რიც მხატ­ვრუ­ლად ელ­გუ­ჯა და მე­რაბ ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლებ­მა გა­ა­ფორ­მეს.

პრო­ექ­ტის შე­ნო­ბა­ში გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო ორი დარ­ბა­ზი _ დიდი, რო­მე­ლიც 2317 მა­ყუ­რე­ბელს და­ი­ტევ­და და მცი­რე _ 650-კა­ცი­ა­ნი სივ­რცე, რო­მე­ლიც დიდი დარ­ბა­ზის სცე­ნის ქვე­მოთ მო­ე­წყო­ბო­და. მცი­რე დარ­ბა­ზი ძი­რი­თა­დად, სიმ­ფო­ნი­უ­რი და კა­მე­რუ­ლი ორ­კესტრე­ბის­თვის და კი­ნო­ფილ­მე­ბის საჩ­ვე­ნებ­ლად იქ­ნე­ბო­და გან­კუთ­ვნი­ლი, ხოლო დიდს უნი­ვერ­სა­ლუ­რი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა "და­ე­კის­რა", სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და რო­გორც დიდი კონ­ცერ­ტე­ბი­სა და თე­ატ­რა­ლი­ზე­ბუ­ლი დად­გმე­ბის, ასე­ვე სიმ­პო­ზი­უ­მე­ბის, კონ­ფე­რენ­ცი­ე­ბი­სა და 5 ენა­ზე სინ­ქრო­ნუ­ლი თარ­გმა­ნით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ყრი­ლო­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბა. პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, დარ­ბაზს აქვს მხო­ლოდ პარ­ტე­რი და აი­ვა­ნი, რომ­ლის სი­მაღ­ლე­ზეც გან­ლა­გე­ბუ­ლია ოთხი გვერ­დი­თი ლოჟა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სცე­ნა ნე­ბის­მი­ე­რი წერ­ტი­ლი­დან კარ­გად მო­ჩანს.

დიდი დარ­ბა­ზის ფო­ი­ეს თავ­ზე, უკა­ნას­კნელ სარ­თულ­ზე უნდა გან­თავ­სე­ბუ­ლი­ყო კაფე-ბარი, რო­მე­ლიც ერ­თდრო­უ­ლად 350 კაცს მო­ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ლე­ნი­ნის ქუ­ჩის (დღე­ვან­დე­ლი კოს­ტა­ვა) მხა­რეს კი გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო სა­ლა­რო­ე­ბის, ყვა­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ე­ბი­სა და სამ­ხატ­ვრო სა­ლო­ნის მო­წყო­ბა. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

როგორ შენდებოდა ფილარმონია და რამდენი ვარსკვლავია გახსნილი შენობის წინ

როგორ შენდებოდა ფილარმონია და რამდენი ვარსკვლავია გახსნილი შენობის წინ

უწინ, როცა დედაქალაქში სულ რამდენიმე ავტომანქანა მოძრაობდა, ხალხის დიდი ნაწილი ტრამვაით გადაადგილდებოდა, ლენინისა და მელიქიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ერთი ქონგურებიანი, ძველი ქართული ციხესიმაგრის მსგავსი, სამსართულიანი სახლი იდგა. ახლა კი ამ ადგილას თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი მდებარეობს. როცა მისი მშენებლობის საკითხი გადაწყდა, სახლი დაანგრიეს და მის გარშემო არსებული ტერიტორია გაწმინდეს. ახლა მხოლოდ ძველი ფოტოთი ძლივს თუ იცნობ იმ ადგილს, სადაც XX საუკუნის 60-იან წლების ბოლოს ფილარმონიის მშენებლობა დაიწყეს...

თბილისში, ოპერისა და ბალეტის თეატრი და სპორტის სასახლის დარბაზები ვეღარ იტევდა ამა თუ იმ ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს, არც სცენები გახლდათ კონცერტისათვის სათანადოდ მოწყობილი და გაფორმებული, ამიტომ დედაქალაქში დიდი დარბაზის მშენებლობის აუცილებლობის საკითხი დადგა. რასაკვირველია, შენობას არა მარტო ბევრი მაყურებელი უნდა დაეტია, ტექნიკურადაც თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი უნდა ყოფილიყო. ადგილმდებარეობაც გასათვალისწინებელი იყო _ ქალაქის ცენტრალური ადგილი, მოსახერხებელი და ადვილად მისადგომი თბილისის ყველა უბნისთვის.

ქიმიკოსი და თბილისის უნივერსიტეტის პირველი რექტორის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ქუჩა ვაკისა და რუსთაველის მთავარ დამაკავშირებელ გზად ითვლება. მისი გაფართოება 1949 წელს დაიწყო. მოგვიანებით კი სწორედ აქ გადაწყდა მასშტაბური საკონცერტო დარბაზის აგებაც.

როგორც ყოველთვის, ადგილმდებარეობამ შენობის მოცულობასა და სივრცით კომპოზიციაზე თავისი გავლენა მოახდინა. შეიქმნა ასიმეტრიულად განლაგებული ფართო საზეიმო კიბე, რომლის ბოლოს ხელოვნების თემაზე შექმნილი 8-მეტრიანი ფიგურა "მუზა" დაიდგა. მისი ავტორი მერაბ ბერძენიშვილი გახლდათ, შენობის ვესტიბიულის ინტერიერიც მხატვრულად ელგუჯა და მერაბ ბერძენიშვილებმა გააფორმეს.

პროექტის შენობაში გათვალისწინებული იყო ორი დარბაზი _ დიდი, რომელიც 2317 მაყურებელს დაიტევდა და მცირე _ 650-კაციანი სივრცე, რომელიც დიდი დარბაზის სცენის ქვემოთ მოეწყობოდა. მცირე დარბაზი ძირითადად, სიმფონიური და კამერული ორკესტრებისთვის და კინოფილმების საჩვენებლად იქნებოდა განკუთვნილი, ხოლო დიდს უნივერსალური დანიშნულება "დაეკისრა", სადაც შესაძლებელი იქნებოდა როგორც დიდი კონცერტებისა და თეატრალიზებული დადგმების, ასევე სიმპოზიუმების, კონფერენციებისა და 5 ენაზე სინქრონული თარგმანით უზრუნველყოფილი ყრილობების ჩატარება. პროექტის მიხედვით, დარბაზს აქვს მხოლოდ პარტერი და აივანი, რომლის სიმაღლეზეც განლაგებულია ოთხი გვერდითი ლოჟა. აქედან გამომდინარე, სცენა ნებისმიერი წერტილიდან კარგად მოჩანს.

დიდი დარბაზის ფოიეს თავზე, უკანასკნელ სართულზე უნდა განთავსებულიყო კაფე-ბარი, რომელიც ერთდროულად 350 კაცს მოემსახურებოდა. ლენინის ქუჩის (დღევანდელი კოსტავა) მხარეს კი გათვალისწინებული იყო სალაროების, ყვავილების მაღაზიებისა და სამხატვრო სალონის მოწყობა.  განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი