პოლიტიკა
კონფლიქტები
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო - "5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი"
ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო - "5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი"

ნა­ნუ­კა გუ­ლუა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სე­რი­ალ "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი­დან", დოჩი ალიშ­ბა­ი­ას რო­ლით გა­იც­ნო.

ის პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ მეგ­რე­ლი ქა­ლის თა­მა­ში არ გას­ჭირ­ვე­ბია. ამ­ბობს, რომ დო­ჩის ბევ­რი რა­მით ჰგავს, მა­სა­ვით ხმა­უ­რი­ა­ნი და დე­მა­გო­გია.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1983 წლის 4 ნო­ემ­ბე­რი...

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...მომ­ღე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, მხატ­ვა­რი. ძა­ლი­ან ბევ­რი ოც­ნე­ბა მქონ­და. სა­ბო­ლო­ოდ კი ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რე. ქა­ო­სუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ, სურ­ვი­ლებ­ში ბო­ლომ­დე კარ­გად ვერ ვერ­კვე­ვი, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მი­ჭირს. ცოტა ხნით სტა­ჟი­ო­რად ვმუ­შა­ობ­დი, მერე ერთ-ერთ ჟურ­ნალ­ში ვცა­დე ბედი, შემ­დეგ ერთ-ერთი კომ­პა­ნი­ის პი­არ­ში ვი­ყა­ვი, ეი­ჩა­რის პო­ზი­ცი­ა­ზეც ვი­მუ­შა­ვე. დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში პერ­სო­ნალ­თა მარ­თვის მე­ნე­ჯე­რი გავ­ხდი.

- სე­რი­ალ­ში "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი"...

- ...მოხ­ვედ­რა ძა­ლი­ან დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. ჩემი მე­გობ­რის, თიკო გა­გუ­ას და­ბა­დე­ბის დღე­ზე ვი­ყა­ვი, ის ქეთი დევ­და­რი­ა­ნის მე­გო­ბა­რია. მე და ჩემი და ცნო­ბი­ლი მომლხე­ნე­ბი ვართ. ამ და­ბა­დე­ბის დღე­ზეც მი­ვიქ­ცი­ეთ ყუ­რა­დღე­ბა. ქეთი ჩე­მით და­ინ­ტე­რეს­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში დავ­მე­გობ­რდით, მი­მო­წე­რაც გვქონ­და. მერე მი­თხრა, - ვქმნი პერ­სო­ნაჟს, რო­მელ­საც მგო­ნია, რომ კარ­გად გა­ნა­სა­ხი­ე­რე­ბო. ვი­უ­ა­რე, კა­მე­რას­თან მუ­შა­ო­ბა არ ვიცი-მეთ­ქი. მოკ­ლედ, სა­ბო­ლო­ოდ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა მა­ინც მი­ვი­ღე. ყვე­ლა­ნა­ირ საქ­მეს დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვე­კი­დე­ბი. რა­საც ჩემს თავ­ზე ავი­ღებ, ის აუ­ცი­ლებ­ლად, კარ­გად უნდა გა­ვა­კე­თო, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ხელს სა­ერ­თოდ არ ვახ­ლებ. პირ­ვე­ლი, რი­სიც შე­მე­შინ­და, ის გახ­ლდათ, რომ არ მინ­დო­და, ქეთი იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი და­მე­ტო­ვე­ბი­ნა. კას­ტინგზე არა­ნორ­მა­ლუ­რად ვი­ნერ­ვი­უ­ლე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ ძა­ლი­ან თბი­ლი გა­რე­მო დამ­ხვდა. ეკა მჟა­ვა­ნა­ძე მიხ­ვდა, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან გა­ლურ­ჯე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, ცალ­კე ოთახ­ში შე­მიყ­ვა­ნა და მი­ამ­ბო, რო­გორ ხდე­ბა რო­ლებ­ზე მსა­ხი­ო­ბე­ბის შერ­ჩე­ვა, სტრე­სი მო­მიხ­სნა. სცე­ნა­რი ერ­თად გა­ვი­ა­რეთ. ბუ­ნებ­რი­ვია, მერე სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შეც წარვდე­ქი, მაგ­რამ მათ უკვე ვე­ღარ ვხე­დავ­დი. როცა მი­თხრეს, როლ­ზე და­გამ­ტკი­ცე­თო, მერე შე­მარ­თე­ბა მო­ვი­და. გა­და­ღე­ბა­ზე რომ მი­ვე­დი, ძლი­ე­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა აღარ მქონ­და.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...რომ ძა­ლი­ან ხა­ლი­სი­ა­ნი ვარ და გარ­შე­მო მყო­ფებს ვა­ბედ­ნი­ე­რებ. გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო - "5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი"

ხალისიანი "დოჩი ალიშბაიას" გამხელილი საიდუმლო - "5 წლის წინ, 50 კილოგრამით მეტი ვიყავი"

ნანუკა გულუა საზოგადოებამ სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან", დოჩი ალიშბაიას როლით გაიცნო.

ის პროფესიით ჟურნალისტია, მაგრამ მეგრელი ქალის თამაში არ გასჭირვებია. ამბობს, რომ დოჩის ბევრი რამით ჰგავს, მასავით ხმაურიანი და დემაგოგია.

- დაბადების თარიღი...

- ...1983 წლის 4 ნოემბერი...

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მომღერალი, მსახიობი, მხატვარი. ძალიან ბევრი ოცნება მქონდა. საბოლოოდ კი ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე. ქაოსური ადამიანი ვარ, სურვილებში ბოლომდე კარგად ვერ ვერკვევი, გადაწყვეტილებების მიღება მიჭირს. ცოტა ხნით სტაჟიორად ვმუშაობდი, მერე ერთ-ერთ ჟურნალში ვცადე ბედი, შემდეგ ერთ-ერთი კომპანიის პიარში ვიყავი, ეიჩარის პოზიციაზეც ვიმუშავე. დროთა განმავლობაში პერსონალთა მართვის მენეჯერი გავხდი.

- სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"...

- ...მოხვედრა ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემი მეგობრის, თიკო გაგუას დაბადების დღეზე ვიყავი, ის ქეთი დევდარიანის მეგობარია. მე და ჩემი და ცნობილი მომლხენები ვართ. ამ დაბადების დღეზეც მივიქციეთ ყურადღება. ქეთი ჩემით დაინტერესდა. სოციალურ ქსელში დავმეგობრდით, მიმოწერაც გვქონდა. მერე მითხრა, - ვქმნი პერსონაჟს, რომელსაც მგონია, რომ კარგად განასახიერებო. ვიუარე, კამერასთან მუშაობა არ ვიცი-მეთქი. მოკლედ, საბოლოოდ შემოთავაზება მაინც მივიღე. ყველანაირ საქმეს დიდი პასუხისმგებლობით ვეკიდები. რასაც ჩემს თავზე ავიღებ, ის აუცილებლად, კარგად უნდა გავაკეთო, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელს საერთოდ არ ვახლებ. პირველი, რისიც შემეშინდა, ის გახლდათ, რომ არ მინდოდა, ქეთი იმედგაცრუებული დამეტოვებინა. კასტინგზე არანორმალურად ვინერვიულე, მიუხედავად იმისა, რომ იქ ძალიან თბილი გარემო დამხვდა. ეკა მჟავანაძე მიხვდა, რომ ნერვიულობისგან გალურჯებული ვიყავი, ცალკე ოთახში შემიყვანა და მიამბო, როგორ ხდება როლებზე მსახიობების შერჩევა, სტრესი მომიხსნა. სცენარი ერთად გავიარეთ. ბუნებრივია, მერე სხვა ადამიანების წინაშეც წარვდექი, მაგრამ მათ უკვე ვეღარ ვხედავდი. როცა მითხრეს, როლზე დაგამტკიცეთო, მერე შემართება მოვიდა. გადაღებაზე რომ მივედი, ძლიერი დაძაბულობა აღარ მქონდა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ ძალიან ხალისიანი ვარ და გარშემო მყოფებს ვაბედნიერებ.  განაგრძეთ კითხვა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება