სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე" - ჩერგოლეიშვილი და გვარამია P.S.-ის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
"სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე" - ჩერგოლეიშვილი და გვარამია P.S.-ის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ტა­ბუ­ლას" დი­რექ­ტო­რი თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გა­და­ცე­მა "პოსტსკრიპ­ტუმ­ში" გი­ორ­გი გა­ბუ­ნი­ას გა­მოს­ვლას ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც გა­და­ცე­მის წამ­ყვან­მა თბი­ლი­სის მერს, და­ვით ნარ­მა­ნი­ას უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა:

"და­ვით ნარ­მა­ნი­ას რო­გორც ჩანს და­ა­ვი­წყდა, რომ ის დე­და­ქა­ლა­ქის მე­რად აირ­ჩი­ეს და ისევ სად­მე სო­ფელ­ში გო­ნია თავი, სა­დაც ტუ­ა­ლე­ტებს დიდი ორ­მო­ე­ბის თავ­ზე აშე­ნე­ბენ. თბი­ლი­სი თქვე­ნი გა­ნავ­ლის და­საგ­რო­ვე­ბე­ლი ად­გი­ლი არ არის, ბა­ტო­ნო და­ვით. თქვენ სა­კუ­თარ სახ­ლში, თქვე­ნი ნე­ბაა, სა­ერ­თოდ ნუ აი­შე­ნებთ ტუ­ა­ლეტს და თუ გინ­დათ, პირ­და­პირ ია­ტაკ­ზე მო­ი­საქ­მეთ..." გა­და­ცე­მა P.S. გი­ორ­გი გა­ბუ­ნია 12/02/2017

აი ამ კა­ტას­ტრო­ფას მო­ვუს­მი­ნე დღეს დი­ლით და ერთი რა­ღაც მინ­და გი­თხრათ:

მე­გობ­რე­ბო, კო­ლე­გე­ბო, "რუს­თა­ვი 2-ელე­ბო", "რუს­თა­ვი ორს" ვი­ცავ­დი, ვი­ცავ და და­ვი­ცავ, არა იმი­ტომ რომ თქვენს სა­რე­დაქ­ციო პო­ზი­ცი­ას ვი­ზი­ა­რებ ყვე­ლა­ფერ­ში, ან თქვე­ნი ყვე­ლა გა­და­ცე­მა მომ­წონს, არა­მედ იმი­ტომ რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ვერ გა­კონ­ტრო­ლებთ და ამ სა­ხელ­მწი­ფოს მო­მავ­ლის­თვის სა­სი­ცო­ცხლოდ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­ვიჩ­ნევ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტროლს მიღ­მა მოქ­მე­დი, (თან პრო­და­სავ­ლუ­რი) მე­დი­ის არ­სე­ბო­ბას.

სწო­რედ იმი­ტომ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან დარ­ტყმის ქვეშ ხართ, ძა­ლი­ან ხში­რად ვი­კა­ვებ თავს თქვე­ნი კრი­ტი­კის­გან, მაგ­რამ არ ვარ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ სწო­რად ვიქ­ცე­ვი.

ასე არ შე­იძ­ლე­ბა!

გარ­და იმი­სა, რომ ასე­თი გა­მოხ­ტო­მა იმ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, რის გა­მოც "რუს­თა­ვი 2"-ს ვი­ცავ, პრაგ­მა­ტუ­ლა­დაც ძა­ლი­ან, ძა­ლი­ან ცუ­დია - ჩეჩ­მა ჩვენს თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს კარ­გი ცხოვ­რე­ბის­გან არ აქვთ, ცუდი ცხოვ­რე­ბის­გან აქვთ! ეს ხალ­ხი თქვე­ნი მა­ყუ­რე­ბე­ლია! მათი შე­უ­რა­ცხყო­ფით თავს ისუს­ტებთ!

ჩემ­თვის, რო­გორც აქ­ტი­ვის­ტის­თვის, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რომ მჯე­რო­დეს იმ საქ­მის, რა­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, რომ რი­სიც მჯე­რა, ხან­და­ხან არას­წო­რია და ვცდე­ბი, მაგ­რამ გარ­წმუ­ნებთ, რომ მჯე­რა და არ ვი­ტყუ­ე­ბი - მჯე­რა ყვე­ლა სი­ტყვის, რა­საც თქვენს, ან სხვა ეთერ­ში ვამ­ბობ, ან ვწერ და ძა­ლი­ან ვბრა­ზობ, რო­დე­საც ამ რწმე­ნას წყა­ლი უდ­გე­ბა.

ვბრა­ზობ, რო­დე­საც ვხე­დავ, რომ პატ­რი­არ­ქით სპე­კუ­ლი­რებთ, ვბრა­ზობ რო­დე­საც ვხე­დავ, რომ ტვ "ობი­ექ­ტი­ვის" გა­და­ცე­მის ავ­ტო­რი და ნუგ­ზარ ფო­ფხა­ძის შე­გირ­დი გა­ი­ხა­დეთ მთა­ვარ სპი­კე­რად და ფიქ­რობთ, რომ ამით ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს აზი­ა­ნებთ - სი­ნამ­დვი­ლე­ში პი­რი­ქით, ლე­გი­ტი­მა­ცი­ას უკე­თებთ ყვე­ლა ჭორს, რაც ამ ქალ­ბა­ტონს მო­უ­ბო­დია და სა­კუ­თარ და­მა­ჯე­რებ­ლო­ბას აყე­ნებთ დარ­ტყმის ქვეშ. ვბრა­ზობ, რო­დე­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან ინ­ტერ­ვი­უს ვის­მენ და "რამ გა­გა­ჩი­ნათ ასე­თი ლა­მა­ზი?" - ესაა ყვე­ლა­ზე კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვა.

მოკ­ლედ, და­ფიქ­რე­ბას გირ­ჩევთ. სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტის გარ­და, თქვენ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის­გან ვე­რა­ფე­რი და­გი­ცავთ - აღარ არ­სე­ბობს სა­სა­მარ­თლო, და­სავ­ლეთს კი უამ­რა­ვი, სა­კუ­თა­რი თა­ვის­ტკი­ვი­ლი აქვს და აღარ ვი­ცით მათი მხარ­და­ჭე­რა სა­დამ­დე იქ­ნე­ბა ეფექ­ტუ­რი.

ნუ გა­უ­ი­ო­ლებთ ადა­მი­ა­ნებს სახ­ლში დარ­ჩე­ნას", - წერს ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, რა­საც კო­მენ­ტა­რებ­ში "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია პა­სუ­ხობს:

იხი­ლეთ ვი­დეო: "თბი­ლი­სი თქვე­ნი გა­ნავ­ლის და­საგ­რო­ვე­ბე­ლი ად­გი­ლი არ არის"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

"სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე" - ჩერგოლეიშვილი და გვარამია P.S.-ის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

"სხვებს უტარე ფსიქოტრენინგები. არაფრის წერას არ ვაპირებ შენს იდიოტობებზე" - ჩერგოლეიშვილი და გვარამია P.S.-ის გამო ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

ტელეკომპანია "ტაბულას" დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე გადაცემა "პოსტსკრიპტუმში" გიორგი გაბუნიას გამოსვლას ეხმაურება, სადაც გადაცემის წამყვანმა თბილისის მერს, დავით ნარმანიას უცენზურო სიტყვებით მიმართა:

"დავით ნარმანიას როგორც ჩანს დაავიწყდა, რომ ის დედაქალაქის მერად აირჩიეს და ისევ სადმე სოფელში გონია თავი, სადაც ტუალეტებს დიდი ორმოების თავზე აშენებენ. თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ადგილი არ არის, ბატონო დავით. თქვენ საკუთარ სახლში, თქვენი ნებაა, საერთოდ ნუ აიშენებთ ტუალეტს და თუ გინდათ, პირდაპირ იატაკზე მოისაქმეთ..." გადაცემა P.S. გიორგი გაბუნია 12/02/2017

აი ამ კატასტროფას მოვუსმინე დღეს დილით და ერთი რაღაც მინდა გითხრათ:

მეგობრებო, კოლეგებო, "რუსთავი 2-ელებო", "რუსთავი ორს" ვიცავდი, ვიცავ და დავიცავ, არა იმიტომ რომ თქვენს სარედაქციო პოზიციას ვიზიარებ ყველაფერში, ან თქვენი ყველა გადაცემა მომწონს, არამედ იმიტომ რომ ხელისუფლება ვერ გაკონტროლებთ და ამ სახელმწიფოს მომავლისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევ ხელისუფლების კონტროლს მიღმა მოქმედი, (თან პროდასავლური) მედიის არსებობას.

სწორედ იმიტომ, რომ ხელისუფლების მხრიდან დარტყმის ქვეშ ხართ, ძალიან ხშირად ვიკავებ თავს თქვენი კრიტიკისგან, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორად ვიქცევი.

ასე არ შეიძლება!

გარდა იმისა, რომ ასეთი გამოხტომა იმ ღირებულებებს ეწინააღმდეგება, რის გამოც "რუსთავი 2"-ს ვიცავ, პრაგმატულადაც ძალიან, ძალიან ცუდია - ჩეჩმა ჩვენს თანამოქალაქეებს კარგი ცხოვრებისგან არ აქვთ, ცუდი ცხოვრებისგან აქვთ! ეს ხალხი თქვენი მაყურებელია! მათი შეურაცხყოფით თავს ისუსტებთ!

ჩემთვის, როგორც აქტივისტისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მჯეროდეს იმ საქმის, რასაც ვემსახურები. არ გამოვრიცხავ, რომ რისიც მჯერა, ხანდახან არასწორია და ვცდები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მჯერა და არ ვიტყუები - მჯერა ყველა სიტყვის, რასაც თქვენს, ან სხვა ეთერში ვამბობ, ან ვწერ და ძალიან ვბრაზობ, როდესაც ამ რწმენას წყალი უდგება.

ვბრაზობ, როდესაც ვხედავ, რომ პატრიარქით სპეკულირებთ, ვბრაზობ როდესაც ვხედავ, რომ ტვ "ობიექტივის" გადაცემის ავტორი და ნუგზარ ფოფხაძის შეგირდი გაიხადეთ მთავარ სპიკერად და ფიქრობთ, რომ ამით ბიძინა ივანიშვილს აზიანებთ - სინამდვილეში პირიქით, ლეგიტიმაციას უკეთებთ ყველა ჭორს, რაც ამ ქალბატონს მოუბოდია და საკუთარ დამაჯერებლობას აყენებთ დარტყმის ქვეშ. ვბრაზობ, როდესაც მიხეილ სააკაშვილთან ინტერვიუს ვისმენ და "რამ გაგაჩინათ ასეთი ლამაზი?" - ესაა ყველაზე კრიტიკული კითხვა.

მოკლედ, დაფიქრებას გირჩევთ. სახალხო პროტესტის გარდა, თქვენ ბიძინა ივანიშვილისგან ვერაფერი დაგიცავთ - აღარ არსებობს სასამართლო, დასავლეთს კი უამრავი, საკუთარი თავისტკივილი აქვს და აღარ ვიცით მათი მხარდაჭერა სადამდე იქნება ეფექტური.

ნუ გაუიოლებთ ადამიანებს სახლში დარჩენას", - წერს ჩერგოლეიშვილი, რასაც კომენტარებში "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პასუხობს:

იხილეთ ვიდეო: "თბილისი თქვენი განავლის დასაგროვებელი ადგილი არ არის"

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს