მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"15 წელი აღარ ვმკურნალობდით, ხელი ჩაქნეული გვქონდა..." - რას ყვება ქობულეთელი ქალი, რომელიც 59 წლის ასაკში პირველად გახდა დედა
"15 წელი აღარ ვმკურნალობდით, ხელი ჩაქნეული გვქონდა..." - რას ყვება ქობულეთელი ქალი, რომელიც 59 წლის ასაკში პირველად გახდა დედა

ქო­ბუ­ლეთ­ში მცხოვ­რე­ბი ნა­თე­ლა ლა­ზიშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც 59 წლის ასაკ­ში პირ­ვე­ლი შვი­ლი გა­ა­ჩი­ნა, თავს კარ­გად გრძნობს და ჩვილ­ზე ზრუნ­ვი­თაა და­კა­ვე­ბუ­ლი. AMBEBI.GE ნა­თე­ლა ლა­ზიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და 33 წლის ნა­ნატ­რი შვი­ლის და­ბა­დე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ე­ბის შე­სა­ხებ ესა­უბ­რა:

"მე და გუ­რა­მი 33 წლის წინ დავ­ქორ­წინ­დით. შვი­ლის გა­ჩე­ნა თა­ვი­დან­ვე გვინ­დო­და, პირ­ველ წლებ­ში სამ­ჯერ დავ­ფეხ­მძიმ­დი, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სა­მი­ვე­ჯერ მო­მე­შა­ლა მუ­ცე­ლი.

ქორ­წი­ნე­ბი­დან 5 წლის შემ­დეგ და­ვი­წყეთ მკურ­ნა­ლო­ბა. სად აღარ ვი­ყა­ვით, მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო შე­მო­ვი­ა­რეთ. თბი­ლი­სი­სა და ბა­თუ­მის კლი­ნი­კებ­ში უშე­დე­გო მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ კერ­ძო ექი­მებ­თან თუ ექიმ­ბა­შებ­თა­ნაც დავ­დი­ო­დით. ყვე­ლა ხერ­ხი ვცა­დეთ, რაც კი შე­იძ­ლე­ბო­და გვე­ცა­და.

ყვე­ლა მკურ­ნა­ლო­ბის შემ­დეგ იყო ძა­ლი­ან დიდი იმედ­გაც­რუ­ე­ბა. ბოლო 15 წელი ხელი ჩაქ­ნე­უ­ლი გვქონ­და. მე და ჩემი მე­უღ­ლე შე­ვე­გუ­ეთ იმ აზრს, რომ შვი­ლი არ გაგ­ვიჩ­ნდე­ბო­და და სამ­კურ­ნა­ლოდ სი­ა­რულ­საც შე­ვეშ­ვით.

გა­სულ წელს, გა­ვი­გეთ, რომ ბა­თუმ­ში გა­იხ­სნა თურ­ქუ­ლი კლი­ნი­კა, სა­დაც ინ­ვიტ­რო გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო შვი­ლის გა­ჩე­ნა. ექიმ მა­ი­კო ბუ­ცხრი­კი­ძეს­თან მი­ვე­დით სამ­კურ­ნა­ლოდ და ერთი თვის შემ­დეგ გა­ვი­გეთ, რომ ჩვე­ნი ამ­დენ­წლი­ა­ნი ნატ­ვრა, ოც­ნე­ბა და ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი მი­ზა­ნი სრულ­დე­ბო­და - ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი. ეს იყო სას­წა­უ­ლი, შემ­დეგ ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან კარ­გად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ფეხ­მძი­მო­ბის არც ერთ ეტაპ­ზე არ ყო­ფი­ლა გარ­თუ­ლე­ბე­ბი.

გი­ორ­გი სა­კე­ის­რო კვე­თით გაჩ­ნდა, ნარ­კო­ზი­დან რომ გა­მო­ვე­დი და ბავ­შვი მო­მიყ­ვა­ნეს, არ ვუ­ჯე­რებ­დი არც თვა­ლებს და არც გო­ნე­ბას, რომ ეს ნამ­დვი­ლად მოხ­და - სიზ­მარ­ში მე­გო­ნა თავი.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე და ჩემ­მა მე­უღ­ლემ ბევ­რჯერ და­ვა­წყეთ გეგ­მა, თუ რო­გორ გავზრდი­დით შვილს, დღეს უკვე ემო­ცი­ე­ბის­გან დაც­ლი­ლი ვარ, ისე­დაც ყვე­ლა­ფე­რი მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბის­თვი­საა შექ­მნი­ლი, მინ­და ჯან­მრთე­ლი და ბედ­ნი­ე­რი გა­ი­ზარ­დოს, ნო­მერ პირ­ვე­ლი სურ­ვი­ლი ესაა.

ჯერ­ჯე­რო­ბით, ხე­ლოვ­ნუ­რად ვკვე­ბავთ ბავ­შვს, დღეს ვა­პი­რებ ძუ­ძუ­თი გა­მოკ­ვე­ბას. ნარ­კო­ზის შემ­დეგ სამი დღეა სა­ჭი­რო, რომ რძე ჩად­გეს ძუ­ძუ­ში.

მე­ო­რე ბავ­შვსაც თუ გა­ვა­ჩენ, არ მი­ფიქ­რია. ჯერ ეს გავ­ზარ­დო.

ჩემი მა­გა­ლი­თით, უშ­ვი­ლო წყვი­ლებს მო­ვუ­წო­დებ, რომ ხელი არ ჩა­იქ­ნი­ონ, იმ­კურ­ნა­ლონ, მე­დი­ცი­ნა გან­ვი­თარ­და და უკვე ყვე­ლა­ფე­რი შე­საძ­ლე­ბე­ლია. რწმე­ნა არ და­კარ­გონ, იმე­დი არ მო­იკ­ვე­თონ, იბ­რძო­ლონ და ჩა­ი­ხუ­ტონ ნა­ნატ­რი შვი­ლი გულ­ში".

გუ­რამ და ნა­თე­ლა ლა­ზიშ­ვი­ლებს პა­ტა­რა გი­ორ­გი სამი დღის წინ სა­კე­ის­რო კვე­თით გა­უჩ­ნდათ. ნა­თე­ლა ლა­ზიშ­ვი­ლი 59 წლი­საა, ხოლო მისი მე­უღ­ლე გუ­რამ ლა­ზიშ­ვი­ლი 61-ის. ისი­ნი ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ წყავ­რო­კა­ში ცხოვ­რო­ბენ.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

იხი­ლეთ ვი­დეო: რო­გორ მო­ევ­ლი­ნა ქო­ბუ­ლე­თე­ლი წყვი­ლის ნა­ნატ­რი შვი­ლი 33-წლი­ა­ნი ლო­დი­ნის შემ­დეგ - ექ­სკლუ­ზი­უ­რი კად­რე­ბი სამ­შო­ბი­ა­რო­დან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

"15 წელი აღარ ვმკურნალობდით, ხელი ჩაქნეული გვქონდა..." - რას ყვება ქობულეთელი ქალი, რომელიც 59 წლის ასაკში პირველად გახდა დედა

"15 წელი აღარ ვმკურნალობდით, ხელი ჩაქნეული გვქონდა..." - რას ყვება ქობულეთელი ქალი, რომელიც 59 წლის ასაკში პირველად გახდა დედა

ქობულეთში მცხოვრები ნათელა ლაზიშვილი, რომელმაც 59 წლის ასაკში პირველი შვილი გააჩინა, თავს კარგად გრძნობს და ჩვილზე ზრუნვითაა დაკავებული. AMBEBI.GE ნათელა ლაზიშვილს დაუკავშირდა და 33 წლის ნანატრი შვილის დაბადებით გამოწვეული ემოციების შესახებ ესაუბრა:

"მე და გურამი 33 წლის წინ დავქორწინდით. შვილის გაჩენა თავიდანვე გვინდოდა, პირველ წლებში სამჯერ დავფეხმძიმდი, მაგრამ სამწუხაროდ, სამივეჯერ მომეშალა მუცელი.

ქორწინებიდან 5 წლის შემდეგ დავიწყეთ მკურნალობა. სად აღარ ვიყავით, მთელი საქართველო შემოვიარეთ. თბილისისა და ბათუმის კლინიკებში უშედეგო მკურნალობის შემდეგ კერძო ექიმებთან თუ ექიმბაშებთანაც დავდიოდით. ყველა ხერხი ვცადეთ, რაც კი შეიძლებოდა გვეცადა.

ყველა მკურნალობის შემდეგ იყო ძალიან დიდი იმედგაცრუება. ბოლო 15 წელი ხელი ჩაქნეული გვქონდა. მე და ჩემი მეუღლე შევეგუეთ იმ აზრს, რომ შვილი არ გაგვიჩნდებოდა და სამკურნალოდ სიარულსაც შევეშვით.

გასულ წელს, გავიგეთ, რომ ბათუმში გაიხსნა თურქული კლინიკა, სადაც ინვიტრო განაყოფიერებით შესაძლებელი იყო შვილის გაჩენა. ექიმ მაიკო ბუცხრიკიძესთან მივედით სამკურნალოდ და ერთი თვის შემდეგ გავიგეთ, რომ ჩვენი ამდენწლიანი ნატვრა, ოცნება და ცხოვრებისეული მიზანი სრულდებოდა - ფეხმძიმედ ვიყავი. ეს იყო სასწაული, შემდეგ ყველაფერი ძალიან კარგად მიმდინარეობდა, ფეხმძიმობის არც ერთ ეტაპზე არ ყოფილა გართულებები.

გიორგი საკეისრო კვეთით გაჩნდა, ნარკოზიდან რომ გამოვედი და ბავშვი მომიყვანეს, არ ვუჯერებდი არც თვალებს და არც გონებას, რომ ეს ნამდვილად მოხდა - სიზმარში მეგონა თავი.

წლების განმავლობაში მე და ჩემმა მეუღლემ ბევრჯერ დავაწყეთ გეგმა, თუ როგორ გავზრდიდით შვილს, დღეს უკვე ემოციებისგან დაცლილი ვარ, ისედაც ყველაფერი მომავალი თაობისთვისაა შექმნილი, მინდა ჯანმრთელი და ბედნიერი გაიზარდოს, ნომერ პირველი სურვილი ესაა.

ჯერჯერობით, ხელოვნურად ვკვებავთ ბავშვს, დღეს ვაპირებ ძუძუთი გამოკვებას. ნარკოზის შემდეგ სამი დღეა საჭირო, რომ რძე ჩადგეს ძუძუში.

მეორე ბავშვსაც თუ გავაჩენ, არ მიფიქრია. ჯერ ეს გავზარდო.

ჩემი მაგალითით, უშვილო წყვილებს მოვუწოდებ, რომ ხელი არ ჩაიქნიონ, იმკურნალონ, მედიცინა განვითარდა და უკვე ყველაფერი შესაძლებელია. რწმენა არ დაკარგონ, იმედი არ მოიკვეთონ, იბრძოლონ და ჩაიხუტონ ნანატრი შვილი გულში".

გურამ და ნათელა ლაზიშვილებს პატარა გიორგი სამი დღის წინ საკეისრო კვეთით გაუჩნდათ. ნათელა ლაზიშვილი 59 წლისაა, ხოლო მისი მეუღლე გურამ ლაზიშვილი 61-ის. ისინი ქობულეთის სოფელ წყავროკაში ცხოვრობენ.

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

იხილეთ ვიდეო: როგორ მოევლინა ქობულეთელი წყვილის ნანატრი შვილი 33-წლიანი ლოდინის შემდეგ - ექსკლუზიური კადრები სამშობიაროდან

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და რამდენი იმყოფება ხელოვნური სუნთქვის აპარატზე

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 780 ახალი შემთხვევაა, გარდაიცვალა 17 ადამიანი - როგორია მაჩვენებლები რეგიონების მიხედვით

"თქვენ გჭირდებათ აპოკალიფსი, რომ მოსახლეობა აამხედროთ ქვეყნის ხელმძღვანელობის და ექიმების წინააღმდეგ" - თენგიზ ცერცვაძე სერგო ჩიხლაძეს