პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორია პატრიარქის მდგომარეობა ოპერაციამდე - მიტროპოლიტი დიმიტრი უახლესი ინფორმაციით
როგორია პატრიარქის მდგომარეობა ოპერაციამდე - მიტროპოლიტი დიმიტრი უახლესი ინფორმაციით

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია და მას ოპე­რა­ცი­ას ბერ­ლინ­ში დღეს გა­უ­კე­თე­ბენ. ამის შე­სა­ხებ "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უ­ბარ­ში მიტ­რო­პო­ლიტ­მა დი­მიტ­რიმ გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, "ოპე­რა­ცი­ის წინა მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ი­მე­დოა და ექი­მე­ბი კარგ შე­დე­გებს პროგ­ნო­ზი­რე­ბენ".

"08:00 სა­ათ­ზე და­ი­წყე­ბა ოპე­რა­ცია (თბი­ლი­სის დრო­ით 11:00 სა­ა­თი) მო­ნა­ცე­მე­ბი სა­ი­მე­დოა, რა­მე­თუ ჩა­უ­ტარ­და გა­მოკ­ვლე­ვე­ბი და ექი­მე­ბი გვა­ი­მე­დე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად დამ­თავ­რდე­ბა. კონ­ტაქ­ტზე გა­მო­დის და ჩვე­უ­ლებ­რი­ვად გვაქვს პატ­რი­არ­ქთან ურ­თი­ერ­თო­ბა ", - გა­ნა­ცხა­და მიტ­რო­პო­ლიტ­მა დი­მიტ­რიმ.

რაც შე­ე­ხე­ბა მამა გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის და­კა­ვე­ბას, რო­გორც მიტ­რო­პო­ლიტ­მა აღ­ნიშ­ნა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მღვდელმთავ­რე­ბი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ისი­ნი "ყვე­ლა­ნა­ირ ნდო­ბას უცხა­დე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას".

ბერ­ლინ­ში ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ქარ­თვე­ლი ექი­მე­ბიც, რომ­ლებ­საც ოპე­რა­ცი­ის წარ­მა­ტე­ბუ­ლად ჩა­ტა­რე­ბის იმე­დი აქვთ.

"პატ­რი­არ­ქს ჰქონ­და გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მის მხრივ. ამი­ტომ ჩა­ტარ­და კარ­დი­ო­ლო­გი­უ­რი პრო­ფი­ლის კვლე­ვე­ბი. შე­დე­გე­ბი და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლია. პროგ­ნო­ზის გა­კე­თე­ბა ცოტა რთუ­ლია, მაგ­რამ ვი­მე­დოვ­ნებთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა, რად­გან ყვე­ლა გა­მოკ­ვლე­ვამ კარ­გი შე­დე­გი გვაჩ­ვე­ნა", - გა­ნა­ცხა­და კარ­დი­ო­ლოგ­მა შალ­ვა პეტ­რი­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

როგორია პატრიარქის მდგომარეობა ოპერაციამდე - მიტროპოლიტი დიმიტრი უახლესი ინფორმაციით

როგორია პატრიარქის მდგომარეობა ოპერაციამდე - მიტროპოლიტი დიმიტრი უახლესი ინფორმაციით

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას ოპერაციას ბერლინში დღეს გაუკეთებენ. ამის შესახებ "რუსთავი 2"-თან საუბარში მიტროპოლიტმა დიმიტრიმ განაცხადა.

მისივე თქმით, "ოპერაციის წინა მონაცემები საიმედოა და ექიმები კარგ შედეგებს პროგნოზირებენ".

"08:00 საათზე დაიწყება ოპერაცია (თბილისის დროით 11:00 საათი) მონაცემები საიმედოა, რამეთუ ჩაუტარდა გამოკვლევები და ექიმები გვაიმედებენ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდება. კონტაქტზე გამოდის და ჩვეულებრივად გვაქვს პატრიარქთან ურთიერთობა ", - განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ.

რაც შეეხება მამა გიორგი მამალაძის დაკავებას, როგორც მიტროპოლიტმა აღნიშნა, ამასთან დაკავშირებით მღვდელმთავრები ინფორმირებულები არიან და ისინი "ყველანაირ ნდობას უცხადებენ გამოძიებას".

ბერლინში ასევე იმყოფებიან ქართველი ექიმებიც, რომლებსაც ოპერაციის წარმატებულად ჩატარების იმედი აქვთ.

"პატრიარქს ჰქონდა გარკვეული პრობლემები გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ. ამიტომ ჩატარდა კარდიოლოგიური პროფილის კვლევები. შედეგები დამაკმაყოფილებელია. პროგნოზის გაკეთება ცოტა რთულია, მაგრამ ვიმედოვნებთ, ყველაფერი კარგად იქნება, რადგან ყველა გამოკვლევამ კარგი შედეგი გვაჩვენა", - განაცხადა კარდიოლოგმა შალვა პეტრიაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი