სამართალი
Faceამბები

13

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 16:05-ზე, მთვარე კირჩხიბშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის; ინტიმური ურთიერთობისა და ჩასახვისათვის. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე. ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
პოლიტიკა
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თუ მოკლული ვიქნები, მომკლავს ალექსი ჯარიაშვილი ან ვინმე მისი მოსყიდული..." - ამბები XX საუკუნის ქართული პრესიდან
"თუ მოკლული ვიქნები, მომკლავს ალექსი ჯარიაშვილი ან ვინმე მისი მოსყიდული..." - ამბები XX საუკუნის ქართული პრესიდან

რო­გორ ცხოვ­რობ­დნენ სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში; რა ხდე­ბო­და, რა აწუ­ხებ­დათ და რო­გო­რი იყო მა­შინ­დე­ლი ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა...

ვაგ­რძე­ლებთ რუბ­რი­კას, სა­უ­კუ­ნის წი­ნან­დე­ლი პრე­სა... რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, პო­ლი­ტი­კუ­რი თე­მე­ბის მი­მართ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინ­ტე­რე­სი მა­შინ­დელ ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბაც ჰქო­ნია... გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ეროვ­ნუ­ლი ბი­ბი­ლი­თე­კის არ­ქივ­ში და­ცუ­ლი სხვა­დას­ხვა გა­ზე­თე­ბი­დან - აი, რას წერ­დნენ XX სა­უ­კუ­ნის ქარ­თულ პრე­სა­ში:

"ქურ­დე­ბის შე­პყრო­ბა, 1925 წელი, "სა­ქარ­თვე­ლოს გა­ზე­თი":

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბი.

7 მარტს გა­ქურ­დულ იქნა ია­კოფ აზა­რაშ­ვი­ლის ბინა. სა­ი­და­ნაც წა­ი­ღეს სხვა­დას­ხვა ნივ­თე­ბი. მი­ღე­ბუ­ლი ზო­მე­ბით ბო­როტ­მოქ­მე­დე­ბი შე­პყრო­ბილ იქ­ნენ ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბით.

შე­რე­მი­ე­ტი­ე­ვის #46-ში, სარ­დაფ­ში აღ­მო­ა­ჩი­ნეს ქურ­დე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცია 8 კა­ცით. მათ­თან ერ­თად იქნა ნა­ქურ­და­ლი ნივ­თე­ბი, გა­სა­ღე­ბე­ბი და სა­ო­ჯა­ხო რამ... რო­გორც ამ­ბო­ბენ, ისი­ნი წი­ნას­წარ ად­გენ­დნენ გეგ­მებს და შემ­დეგ მი­დოდ­ნენ სა­ქურ­და­ვად.

23 მარტს, ღა­მის 1 სა­ათ­ზე, მორ­გე­ბუ­ლი გა­სა­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით გა­ქურ­დულ იქნა ივა­ნე შუ­ატ­ბა­ი­ას სა­ხე­ლოს­ნო, მდე­ბა­რე ვე­რის დაღ­მარ­თზე, # 7. წა­ღე­ბუ­ლია 350 მან და ნივ­თე­ბი.

25 მარტს, კა­ლის­ტრა­ტე ჯა­ფა­რი­ძე მცხ. ლე­ნი­ნის ქუ­ჩის # 77, გა­ნა­ცხა­და, რომ მის­მა ამ­ხა­ნაგ­მა და­ვით ჩად­რა­გა­ძემ მო­პა­რა მას ყუ­თი­დან ფული და მი­ი­მა­ლა. და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მის პოვ­ნას ითხოვს."

"კო­მუ­ნის­ტი: 1926 წელი, მარ­ტი"

"მოს­კო­ვი, ლო­თო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა:

მოს­კოვ­ში ალ­კო­გო­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ, ვაჭ­რო­ბის სა­ხალ­ხო კო­მი­სა­რი­ატს მი­მარ­თა იმის შე­სა­ხებ, რომ მო­წეს­რი­გე­ბულ იქ­ნეს კის­ლო­ვოდსკის, ესენ­ტუ­კის, ჟე­ლეზ­ნო­ვო­დის, ბორ­ჯო­მის და სხვა რა­ი­ო­ნე­ბის მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბით ვაჭ­რო­ბა. ალ­კო­გო­ლიზ­მის წი­ნა­აღ­მდეგ მებ­რძოლ სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რით, სა­ჭი­როა დაკ­ლე­ბულ იქ­ნეს ფა­სე­ბი მი­ნე­რა­ლურ წყლებ­ზე, გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მათი გავ­რცე­ლე­ბის საქ­მე და გა­ფა­როვ­დეს მი­ნე­რა­ლუ­რი წყლე­ბის ექ­სპლო­ა­ტა­ცია."

"კუ­ლა­კე­ბის შუ­რის­ძი­ე­ბა. სოფ. ხონი, შო­რაპ­ნის მაზ­რა:

ყვე­ლას­თვის ცხა­დია, რომ სოფ­ლად კუ­ლა­კე­ბი შე­ტე­ვას აწარ­მო­ე­ბენ უღა­რი­ბეს გლე­ხე­ბო­ზე და გლე­ხკო­რებ­ზე, რაც უმე­ტე­სად სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ას­თან არის და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ამ ფაქტს გა­ზე­თე­ბიც ადას­ტუ­რე­ბენ. აი მა­გა­ლი­თად, სოფ. ხონ­ში, შო­რაპ­ნის მაზ­რა, ცხოვ­რობს კუ­ლა­კი ვანო მი­ქე­ლას ძე ქო­ჩი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი თავ­დას­ხმა მო­ახ­დი­ნა კომ­კავ­ში­რელ გლე­ხკორ ვანო სი­ნოს ძე ყიფ­ში­ძე­ზე. კუ­ლაკ ქო­ჩი­აშ­ვილს ვერ მო­ეთ­მი­ნა ყიფ­ში­ძის აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა საბ­ჭო­თა სა­და­რა­ჯო­ზე და ეჭვი მი­ქონ­და მას­ზე (ქო­ჩი­აშ­ვი­ლის შავ სი­ა­ში მო­თავ­სე­ბა და ია­რა­ღი გამ­ჟღავ­ნე­ბა). ამით გაბ­რა­ზე­ბუ­ლი ქო­ჩი­აშ­ვი­ლი ია­რა­ღით ხელ­ში ღა­მით და­ეს­ხა ყიფ­ში­ძეს და ტყვი­ით და­უ­ცხრი­ლა სახ­ლი. ყიფ­ში­ძე რომ ვერ მოკ­ლა, სახ­ლს უპი­რებ­და დაწ­ვას.

ეს ფაქ­ტი ნათ­ლად ამ­ტკი­ცებს, რომ კუ­ლა­კე­ბი ჯერ კი­დევ და­ფარ­ფა­შე­ბენ სოფ­ლად, მაგ­რამ ვინც შემ­ჩნე­უ­ლია იქ­ნე­ბა ასეთ ბო­როტ­მექ­დე­ბა­ში, ისი­ნი მათ სას­ტი­კად დას­ჯის საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თლო."

"ერთი გა­მო­ძი­ე­ბის ის­ტო­რი­ი­დან:

თა­ვის უკა­ნას­კნელ წე­რილ­ში რე­დაქ­ცი­ის მი­სა­მარ­თით, დუ­შე­ლი კო­რეს­პონ­დენ­ტი, "იქა­უ­რი" სხვა­თა შო­რის იტყო­ბი­ნე­ბა: "ვმუ­შა­ობ მაზ­რის სხვა­დას­ხვა თე­მებ­ში და თუ მოკ­ლუ­ლი ვიქ­ნე­ბი, მომ­კლავს, ალექ­სი ჯა­რი­აშ­ვი­ლი ან ვინ­მეს მისი მოს­ყი­დუ­ლი."

რა მოხ­და ასე­თი? რა და­ა­შა­ვა ასე­თი კო­რეს­პონ­დენ­ტმა, რომ მისი არ­სე­ბო­ბა სა­შიშ­რო­ე­ბის ქვეშ მო­ექ­ცა და ის წი­ნას­წა­რი მხი­ლე­ბის გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თოს რე­დაქ­ცი­ას?

ჯა­რი­აშ­ვი­ლი, დუ­შე­თის მაზ­რის ერთ-ერთი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი მუ­შა­კია. მას სხვა­თა შო­რის აბა­რია, მაზ­რის დამ­ზღვევ სა­ლა­როს ხელმღვა­ნე­ლო­ბაც. მიმ­დი­ნა­რე წლის 2 ივ­ლისს, კო­რეს­პოდ­ნე­ტი "იქა­ურ­მა" მო­ა­თავ­სა, ჩვენს გა­ზეთ­ში შე­ნიშ­ვნა, რომ დამ­ზღვევ სა­ლა­როს თავ­მჯდო­მა­რე ჯა­რი­აშ­ვი­ლი სა­ლა­რო­ში მუ­შა­ო­ბას დღე­ში 1-15 წუთს ან­დო­მებს და ამ შრო­მის­თვის, ყო­ველ­თვი­უ­რად 123 მა­ნე­თი ღე­ბუ­ლობ­სო... სა­ლა­რო­ში მისი მუ­შა­ო­ბა კი, მხო­ლოდ ქა­ღალ­დე­ბის მო­წე­რა­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბაო...

ეს პა­ტა­რა შე­ნიშ­ვნა საკ­მა­რი­სი შე­იქ­ნა, რომ დუ­შე­თის მთე­ლი რიგი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი ყალ­ყზე დამ­დგა­რი­ყო...

დუ­შე­თის გამ­გე­ო­ბამ გა­მოგ­ზავ­ნა დე­ლე­გა­ცია, რო­მე­ლიც "იქა­უ­რის" სა­ხელ­სა და გვარს ითხოვ­და. დამ­წერს კი, ამ­გვა­რი ცის­ლის­წა­მე­ბის­თვის გამ­გე­ო­ბა სას­ტიკ საყ­ვე­დურს უცხა­დებ­და. არა­და, ჯერ იმის გა­მო­ძი­ე­ბა არ მომ­ხდა­რა, ეს კაცი ვინ მოკ­ლა სი­ნამ­დვი­ლე­ში და გამ­გე­ო­ბა რე­დაქ­ცი­ას უცხა­დებს "სას­ტიკ საყ­ვე­დურს..."

"კა­თა­ლი­კოს ამ­ბრო­სის გა­სა­მარ­თლე­ბის დას­კვნის ნა­წყვე­ტი:

"ჩვე­ნი უახ­ლე­სი ის­ტო­რი­ი­და­ნაც ვი­ცით, რომ სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ყო­ველ­თვის ქვეყ­ნის მტე­რი იყო. ისი­ნი ხალ­ხს ას­წავ­ლიდ­ნენ ლოც­ვას და ამით რე­ვო­ლუ­ცი­უ­რი მოძ­რა­ო­ბის ჩახ­შო­ბა უნ­დო­დათ. სამ­ღვდე­ლო­ე­ბა ვე­რას­დროს ურიგ­დე­ბო­და საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას და ვერც ეკ­ლე­სი­ის სა­ხელ­მწი­ფოს­გან გა­მო­ყო­ფას შე­უ­რიგ­და, რად­გან მას მო­აკ­ლდა ღვი­ნო და ხა­ჭა­პუ­რე­ბი.

და და­ი­წყო ბრძო­ლა ჯერ რუ­სეთ­ში, შემ­დეგ კი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ტი­ხო­ნი ამ­ბობ­და, - ვინც ხმა­ლი აიღო, ის ხმლით­ვე მოკ­ვდაო. ტი­ხო­ნი, რა­საკ­ვირ­ვე­ლია რუ­სეთ­ში ვერ ან­ხორ­ცი­ე­ლებ­და ამას, მაგ­რამ ის ყო­ვე­ლი­ვე ღო­ნეს ხმა­რობ­და სა­ზღვარ­გა­რეთ, რომ ხელი შე­ე­შა­ლა საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ცნო­ბის­თვის.

გე­ნუ­ის კონ­ფე­რენ­ცი­ას შეს­ცქე­რო­და არა მარ­ტო სა­ქარ­თვე­ლოს სამ­ღვდე­ლო­ე­ბა, არა­მედ რუ­სე­თის სამ­ღვდე­ლო­ე­ბაც, რად­გან გე­ნუ­ის კონ­ფე­რენ­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით ფიქ­რობ­დნენ ისი­ნი, საბ­ჭო­თა რუ­სე­თის ჩახ­შო­ბას და წი­თე­ლი ჯა­რის გაყ­ვა­ნას სა­ქარ­თვე­ლო­დან... მაგ­რამ ბურ­ჟუ­ა­ზი­ულ­მა გეგ­მებ­მა ვერ გა­ი­მარ­ჯვეს, საბ­ჭო­თა სა­სა­მარ­თლო მათ მკაც­რად გა­ა­სა­მარ­თლებს. ქარ­თვე­ლი ხალ­ხი მათ ვერ აი­ყო­ლი­ეს, მაგ­რამ სის­ხლი დაღ­ვა­რეს. ეს და­ნა­შა­უ­ლო­ბა, ეს მო­ღა­ლა­ტე­ო­ბა ჩა­ი­დი­ნეს მენ­შე­ვი­კებ­მა და მათ­მა მიმ­დე­ვარ­მა პარ­ტი­ებ­მა ქარ­თვე­ლი, მშრო­მე­ლი ხალ­ხის წი­ნა­შე..."

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხმაური და გაწევ - გამოწევა საქალაქო სასამართლოში - კადრები ადგილიდან

"თუ მოკლული ვიქნები, მომკლავს ალექსი ჯარიაშვილი ან ვინმე მისი მოსყიდული..." - ამბები XX საუკუნის ქართული პრესიდან

"თუ მოკლული ვიქნები, მომკლავს ალექსი ჯარიაშვილი ან ვინმე მისი მოსყიდული..." - ამბები XX საუკუნის ქართული პრესიდან

როგორ ცხოვრობდნენ საუკუნის წინანდელ საქართველოში; რა ხდებოდა, რა აწუხებდათ და როგორი იყო მაშინდელი ყოველდღიურობა...

ვაგრძელებთ რუბრიკას, საუკუნის წინანდელი პრესა... როგორც აღმოჩნდა, პოლიტიკური თემების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი მაშინდელ ქართულ საზოგადოებაც ჰქონია... გთავაზობთ ამონარიდებს ეროვნული ბიბილითეკის არქივში დაცული სხვადასხვა გაზეთებიდან -  აი, რას წერდნენ XX საუკუნის ქართულ პრესაში:

"ქურდების შეპყრობა, 1925 წელი, "საქართველოს გაზეთი":

განსაკუთრებული შემთხვევები.

7 მარტს გაქურდულ იქნა იაკოფ აზარაშვილის ბინა. საიდანაც წაიღეს სხვადასხვა ნივთები. მიღებული ზომებით ბოროტმოქმედები შეპყრობილ იქნენ ნაქურდალი ნივთებით.

შერემიეტიევის #46-ში, სარდაფში აღმოაჩინეს ქურდების ორგანიზაცია 8 კაცით. მათთან ერთად იქნა ნაქურდალი ნივთები, გასაღებები და საოჯახო რამ... როგორც ამბობენ, ისინი წინასწარ ადგენდნენ გეგმებს და შემდეგ მიდოდნენ საქურდავად.

23 მარტს, ღამის 1 საათზე, მორგებული გასაღების საშუალებით გაქურდულ იქნა ივანე შუატბაიას სახელოსნო, მდებარე ვერის დაღმართზე, # 7. წაღებულია 350 მან და ნივთები.

25 მარტს, კალისტრატე ჯაფარიძე მცხ. ლენინის ქუჩის # 77, განაცხადა, რომ მისმა ამხანაგმა დავით ჩადრაგაძემ მოპარა მას ყუთიდან ფული და მიიმალა. დაზარალებული მის პოვნას ითხოვს."

"კომუნისტი: 1926 წელი, მარტი"

"მოსკოვი, ლოთობის წინააღმდეგ ბრძოლა:

მოსკოვში ალკოგოლიზმის წინააღმდეგ მებრძოლმა საზოგადოებამ, ვაჭრობის სახალხო კომისარიატს მიმართა იმის შესახებ, რომ მოწესრიგებულ იქნეს კისლოვოდსკის, ესენტუკის, ჟელეზნოვოდის, ბორჯომის და სხვა რაიონების მინერალური წყლებით ვაჭრობა. ალკოგოლიზმის წინააღმდეგ მებრძოლ საზოგადოების აზრით, საჭიროა დაკლებულ იქნეს ფასები მინერალურ წყლებზე, გაუმჯობესდეს მათი გავრცელების საქმე და გაფაროვდეს მინერალური წყლების ექსპლოატაცია."

"კულაკების შურისძიება. სოფ. ხონი, შორაპნის მაზრა:

ყველასთვის ცხადია, რომ სოფლად კულაკები შეტევას აწარმოებენ უღარიბეს გლეხებოზე და გლეხკორებზე, რაც უმეტესად საარჩევნო კამპანიასთან არის დაკავშირებული. ამ ფაქტს გაზეთებიც ადასტურებენ. აი მაგალითად, სოფ. ხონში, შორაპნის მაზრა, ცხოვრობს კულაკი ვანო მიქელას ძე ქოჩიაშვილი, რომელმაც გასული წლის დეკემბერში შეიარაღებული თავდასხმა მოახდინა კომკავშირელ გლეხკორ ვანო სინოს ძე ყიფშიძეზე. კულაკ ქოჩიაშვილს ვერ მოეთმინა ყიფშიძის აქტიური მუშაობა საბჭოთა სადარაჯოზე და ეჭვი მიქონდა მასზე (ქოჩიაშვილის შავ სიაში მოთავსება და იარაღი გამჟღავნება). ამით გაბრაზებული ქოჩიაშვილი იარაღით ხელში ღამით დაესხა ყიფშიძეს და ტყვიით დაუცხრილა სახლი. ყიფშიძე რომ ვერ მოკლა, სახლს უპირებდა დაწვას.

ეს ფაქტი ნათლად ამტკიცებს, რომ კულაკები ჯერ კიდევ დაფარფაშებენ სოფლად, მაგრამ ვინც შემჩნეულია იქნება ასეთ ბოროტმექდებაში, ისინი მათ სასტიკად დასჯის საბჭოთა სასამართლო."

"ერთი გამოძიების ისტორიიდან:

თავის უკანასკნელ წერილში რედაქციის მისამართით, დუშელი კორესპონდენტი, "იქაური" სხვათა შორის იტყობინება: "ვმუშაობ მაზრის სხვადასხვა თემებში და თუ მოკლული ვიქნები, მომკლავს, ალექსი ჯარიაშვილი ან ვინმეს მისი მოსყიდული."

რა მოხდა ასეთი? რა დააშავა ასეთი კორესპონდენტმა, რომ მისი არსებობა საშიშროების ქვეშ მოექცა და ის წინასწარი მხილების განცხადებით მიმართოს რედაქციას?

ჯარიაშვილი, დუშეთის მაზრის ერთ-ერთი პასუხისმგებელი მუშაკია. მას სხვათა შორის აბარია, მაზრის დამზღვევ სალაროს ხელმღვანელობაც. მიმდინარე წლის 2 ივლისს, კორესპოდნეტი "იქაურმა" მოათავსა, ჩვენს გაზეთში შენიშვნა, რომ დამზღვევ სალაროს თავმჯდომარე ჯარიაშვილი სალაროში მუშაობას დღეში 1-15 წუთს ანდომებს და ამ შრომისთვის, ყოველთვიურად 123 მანეთი ღებულობსო... სალაროში მისი მუშაობა კი, მხოლოდ ქაღალდების მოწერაში გამოიხატებაო...

ეს პატარა შენიშვნა საკმარისი შეიქნა, რომ დუშეთის მთელი რიგი სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ორგანოები ყალყზე დამდგარიყო...

დუშეთის გამგეობამ გამოგზავნა დელეგაცია, რომელიც "იქაურის" სახელსა და გვარს ითხოვდა. დამწერს კი, ამგვარი ცისლისწამებისთვის გამგეობა სასტიკ საყვედურს უცხადებდა. არადა, ჯერ იმის გამოძიება არ მომხდარა, ეს კაცი ვინ მოკლა სინამდვილეში და გამგეობა რედაქციას უცხადებს "სასტიკ საყვედურს..."

"კათალიკოს ამბროსის გასამართლების დასკვნის ნაწყვეტი:

"ჩვენი უახლესი ისტორიიდანაც ვიცით, რომ სამღვდელოება ყოველთვის ქვეყნის მტერი იყო. ისინი ხალხს ასწავლიდნენ ლოცვას და ამით რევოლუციური მოძრაობის ჩახშობა უნდოდათ. სამღვდელოება ვერასდროს ურიგდებოდა საბჭოთა ხელისუფლებას და ვერც ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფას შეურიგდა, რადგან მას მოაკლდა ღვინო და ხაჭაპურები.

და დაიწყო ბრძოლა ჯერ რუსეთში, შემდეგ კი საქართველოში. ტიხონი ამბობდა, - ვინც ხმალი აიღო, ის ხმლითვე მოკვდაო. ტიხონი, რასაკვირველია რუსეთში ვერ ანხორციელებდა ამას, მაგრამ ის ყოველივე ღონეს ხმარობდა საზღვარგარეთ, რომ ხელი შეეშალა საბჭოთა რუსეთის ცნობისთვის.

გენუის კონფერენციას შესცქეროდა არა მარტო საქართველოს სამღვდელოება, არამედ რუსეთის სამღვდელოებაც, რადგან გენუის კონფერენციის საშუალებით ფიქრობდნენ ისინი, საბჭოთა რუსეთის ჩახშობას და წითელი ჯარის გაყვანას საქართველოდან... მაგრამ ბურჟუაზიულმა გეგმებმა ვერ გაიმარჯვეს, საბჭოთა სასამართლო მათ მკაცრად გაასამართლებს. ქართველი ხალხი მათ ვერ აიყოლიეს, მაგრამ სისხლი დაღვარეს. ეს დანაშაულობა, ეს მოღალატეობა ჩაიდინეს მენშევიკებმა და მათმა მიმდევარმა პარტიებმა ქართველი, მშრომელი ხალხის წინაშე..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"