საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატიმრებს რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათით მიღება აღარ შეეძლებათ
პატიმრებს რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათით მიღება აღარ შეეძლებათ

პა­ტიმ­რე­ბის­თვის რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი­სა და ტე­ლე­ვი­ზო­რის ამა­ნა­თის სა­ხით გაგ­ზავ­ნა აღარ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მათ აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კის შე­ძე­ნა სა­პა­ტიმ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში მო­უ­წევთ.

ამას "პა­ტიმ­რო­ბის კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ით­ვა­ლის­წი­ნებს, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს გან­სა­ხილ­ვე­ლად მთავ­რო­ბამ წა­რუდ­გი­ნა. პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტროა.

"პა­ტიმ­რო­ბის კო­დექ­სის" არ­სე­ბუ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ის თა­ნახ­მად, ბრალ­დე­ბულს/მსჯავ­რდე­ბულს, გარ­და სა­მარ­ტოო სა­კან­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი პი­რი­სა, შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს სა­მუ­შა­ო­სა­გან თა­ვი­სუ­ფალ დროს, პა­ტიმ­რო­ბის/თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბით დად­გე­ნი­ლი წე­სით, რა­დი­ოტ­რანსლა­ცი­ის მოს­მე­ნის და ტე­ლეტ­რანსლა­ცი­ის ნახ­ვის უფ­ლე­ბა. მას შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს პი­რა­დი რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი და ტე­ლე­ვი­ზო­რი, რო­მე­ლიც შე­უძ­ლია შე­ი­ძი­ნოს სა­კუთ­რი ხარ­ჯით ან მი­ი­ღოს ამა­ნა­თით.

რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბი­სა და პრო­ბა­ცი­ის სა­მი­ნის­ტრო გან­მარ­ტავს, "პრობ­ლე­მუ­რი იყო ტე­ლე­ვი­ზო­რი­სა და რა­დი­ო­მიმ­ღე­ბის სრულ­ფა­სოვ­ნად შე­მოწ­მე­ბა იმგვა­რად, რომ ერ­თის მხრივ, არ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი­ყო ტექ­ნი­კა და მე­ო­რეს მხრივ, აღ­კვე­თი­ლი­ყო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში კა­ნო­ნით აკ­რძა­ლუ­ლი, არა­ნე­ბა­დარ­თუ­ლი ნივ­თის მოხ­ვედ­რა". სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, არ­სე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კის ანა­ლი­ზი ცხად­ყოფს, რომ ტე­ლე­ვი­ზო­რი და რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ყო­ფი­ლა აკ­რძა­ლუ­ლი ნივ­თე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მოხ­ვედ­რის სა­შუ­ა­ლე­ბად.

პარ­ლა­მენ­ტის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი კა­ნონპ­რო­ექ­ტის თა­ნახ­მად, გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მომ­ზა­დე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბულს, ასე­ვე და­ბა­ლი რის­კის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­სა და ნა­ხევ­რად ღია ტი­პის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ მსჯავ­რდე­ბუ­ლებს ენი­ჭე­ბათ უფ­ლე­ბა, ყო­ველ­გვა­რი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე შე­ი­ძი­ნონ პი­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რი და რა­დი­ო­მიმ­ღე­ბი, თუ ამით და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დე­ბუ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი და სხვა ბრალ­დე­ბულ­თა/მსჯავ­რდე­ბულ­თა სიმ­შვი­დე არ ირ­ღვე­ვა. გარ­და ამი­სა, პა­ტიმ­რო­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, ასე­ვე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი რის­კი­სა და და­ხუ­რუ­ლი ტი­პის თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გან­თავ­სე­ბულ ბრალ­დე­ბულს/მსჯავ­რდე­ბულს, და­წე­სე­ბუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის ნე­ბარ­თვით შე­იძ­ლე­ბა მი­ე­ცეს პი­რა­დი ტე­ლე­ვი­ზო­რის და რა­დი­ო­მიმ­ღე­ბის შე­ძე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

პე­ნი­ტენ­ცი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში დად­გე­ნი­ლი რე­ჟი­მის დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის მიზ­ნით, კა­ნონპ­რო­ექ­ტით რა­დი­ო­მიმ­ღე­ბის და ტე­ლე­ვი­ზო­რის შე­ძე­ნა პა­ტი­მარს სა­კუ­თა­რი ხარ­ჯით, მხო­ლოდ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ მა­ღა­ზი­ა­ში შე­ეძ­ლე­ბა.

რო­გორც ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრო­ექ­ტის გან­მარ­ტე­ბით ბა­რათ­შია ნათ­ქვა­მი, მა­ღა­ზია პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია მიმ­წო­დებ­ლის­გან ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის/მსჯავ­რდე­ბუ­ლის­თვის აღ­ნიშ­ნუ­ლი ტექ­ნი­კის შე­ფუ­თულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მი­წო­დე­ბა­ზე. ამას­თან, მა­ღა­ზი­ას­თან და­დე­ბუ­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლია, მა­ღა­ზი­ა­ში პრო­დუქ­ცი­ის გა­სა­ყი­დი ფა­სის სა­ბაზ­რო ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

პატიმრებს რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათით მიღება აღარ შეეძლებათ

პატიმრებს რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათით მიღება აღარ შეეძლებათ

პატიმრებისთვის რადიომიმღებისა და ტელევიზორის ამანათის სახით გაგზავნა აღარ იქნება შესაძლებელი. მათ აღნიშნული ტექნიკის შეძენა საპატიმრო დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში მოუწევთ.

ამას ”პატიმრობის კოდექსში” დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტს განსახილველად მთავრობამ წარუდგინა. პროექტის ავტორი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროა.

”პატიმრობის კოდექსის” არსებული რეგულაციის თანახმად, ბრალდებულს/მსჯავრდებულს, გარდა სამარტოო საკანში მოთავსებული პირისა, შეიძლება მიეცეს სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით, რადიოტრანსლაციის მოსმენის და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება. მას შეიძლება ჰქონდეს პირადი რადიომიმღები და ტელევიზორი, რომელიც შეუძლია შეიძინოს საკუთრი ხარჯით ან მიიღოს ამანათით.

როგორც ამასთან დაკავშირებით სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო განმარტავს, ”პრობლემური იყო ტელევიზორისა და რადიომიმღების სრულფასოვნად შემოწმება იმგვარად, რომ ერთის მხრივ, არ დაზიანებულიყო ტექნიკა და მეორეს მხრივ, აღკვეთილიყო დაწესებულებაში კანონით აკრძალული, არანებადართული ნივთის მოხვედრა”. სამინისტროს განცხადებით, არსებული პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ ტელევიზორი და რადიომიმღები გამოყენებული ყოფილა აკრძალული ნივთების დაწესებულებაში მოხვედრის საშუალებად.

პარლამენტისთვის შეთავაზებული კანონპროექტის თანახმად, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, ასევე დაბალი რისკის დაწესებულებასა და ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულებს ენიჭებათ უფლება, ყოველგვარი ნებართვის გარეშე შეიძინონ პირადი ტელევიზორი და რადიომიმღები, თუ ამით დაწესებულების დებულების მოთხოვნები და სხვა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე არ ირღვევა. გარდა ამისა, პატიმრობის დაწესებულებაში, ასევე განსაკუთრებული რისკისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაწესებულების დირექტორის ნებართვით შეიძლება მიეცეს პირადი ტელევიზორის და რადიომიმღების შეძენის შესაძლებლობა.

პენიტენციურ დაწესებულებაში დადგენილი რეჟიმის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტით რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენა პატიმარს საკუთარი ხარჯით, მხოლოდ დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეეძლება.

როგორც ამასთან დაკავშირებით პროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, მაღაზია პასუხისმგებელია მიმწოდებლისგან ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის აღნიშნული ტექნიკის შეფუთულ მდგომარეობაში მიწოდებაზე. ამასთან, მაღაზიასთან დადებული ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია, მაღაზიაში პროდუქციის გასაყიდი ფასის საბაზრო ღირებულებასთან შესაბამისობა.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ