ვალენტინობას საქართველოში უამრავი წყვილი აღნიშნავს. როგორც წესი, დიდად არავინ კითხულობს ამ დღის წარმომავლობას და სიყვარულის დღედ გამოცხადების მიზეზს - ადამიანებს უბრალოდ მოსწონთ და ეზეიმებათ სიყვარულის დღე, თუმცა იქვეა "ანტივანტინისტების ბანაკიც" - მათ სასაცილოდ არ ჰყოფნით ამ თარიღის დღესასწაულად გამოცხადება და აპროტესტებენ კიდეც. საიდან "გამოგვეცხადა" ეს თარიღი, ვინ იყო წმინდა ვალენტინი და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ მას. გვესაუბრებავ წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია).
- წმინდა ვალენტინი რეალური პიროვნება გახლდათ, მესამე საუკუნეში მოღვაწეობდა და მოწამეობრივად აღესრულა. ამბობენ, რომ ვალენტინობა შეყვარებულებისთვის დააწესა კათოლიკურმა ეკლესიამ, რაც არასწორია. წლების წინ კათოლიკური ეკლესიის ეპისკოპოსმა და გენერალურმა მდივანმა მოსკოვში, განაცხადა: კათოლიკური ეკლესია "შეყვარებულთა დღეს" არ აღნიშნავს, ანუ არ დღესასწაულობს. ამ დღეს კათოლიკური ეკლესია კირილესა და მეთოდეს ხსენებას აღნიშნავს. ბროკქაუზისა და ეფრონის ენციკოპედიაში ვკითხულობთ: " წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით, იკრიბებოდნენ ახალგაზრდები და დიდ ყუთში ყრიდნენ ბარათებს, სადაც წარწერილი იყო გოგონების სახელები. შემდეგ იქიდან იღებდნენ ბარათს ბიჭები. ბარათზე დაწერილი სახელი, რომელიც შეხვდებოდა ბიჭს ის გახდებოდა მის წლის "ვალენტინი". ერთწლიანი ურთიერთობისთვის ემზადებოდნენ როგორც ბიჭები, ასევე გოგოები. შეყვარებულობის საწინდარი იყო სახელი, დაახლოებით ისე, როგორც შუასაუკუნეების რომანებშია აღწერილი. 1969 წელს კათოლიკურმა ეკლესიამ, საერთოდ ამოიღო წმინდა ვალენტინის ხსენების დღე, მიზეზად ის დასახელდა, რომ მის შესახებ არ არსებობს რაიმე ჰაგიოგრაფიული თხრობა ზოგიერთის აზრით ამ თევს წყვილდებიან ფრინველები, შესაბამისად ჩვენც უნდა აღვნიშნოთ სასიყვარულო დღე. ჩვენ ვიცით, რომ თუ რაიმე განსაკუთრებით იმკვიდრებს ერში "ბიზნეს პროექტების სახით", მას აუცილებლად "მოუძებნიან" ტრადიციულ სარჩულს. სინამდვილეში, სარფიანი მოგების საწინდარია, იყიდება ყვავილები, იყიდება საჩუქრები. ახალგაზრდებს კი მეტი რა სურს: "სიყვარულის დღეა". რაც სიყვარულს უკავშირდება, მათთვის ყველაფერი მნიშვნელოვანია და არც აინტერესებთ ისტორიის წარმომავლობა, რამდენად რეალურია. ყველა არხი ამის ტირაჟირებას ახდენს და ძნელია არ ცდუნდეს "სიყვარულით" აღსავსე გული. ფართოდ ცნობილია, რომ ამერიკაში შობისა და აღდგომის დღესასწაულებს შორის იყო სიცარიელე, გახდა საჭირო კომერციული თვალსაზრისით რამის მოფიქრება და, მართლაც დააწესე "Valentine's Day", კომერციული ნიშნით მართლაც ყველაზე სარფიანი დღე გამოდგა.
- თუკი კათოლოკე წმინდანია და ამ დღეს მართლმადიდებლები აღნიშნავენ ეს სწორია თუ არა? განაგრძეთ კითხვა