კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად უნდა შეხვდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად "ვალენტინობას" ისე, რომ კაპიკები დაგეხარჯოთ
სად უნდა შეხვდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად "ვალენტინობას" ისე, რომ კაპიკები დაგეხარჯოთ

ბო­ლოა რამ­დე­ნი­მე დღეა მოს­ვე­ნე­ბა დავ­კარ­გე. უფრო სწო­რად, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ბევ­რს ვფიქ­რობ, რო­გორც ყვე­ლა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცი. ამ ფიქ­რის მი­ზე­ზი კი ტრა­დი­ცი­ად ქცე­უ­ლი 14 თე­ბერ­ვა­ლია, ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი კი­თხვით: ეს დღე, სად და რო­გორ გა­რე­მო­ში უნდა აღ­ვნიშ­ნო საყ­ვა­რელ ადა­მი­ან­თან ერ­თად?! ამ მა­რა­დი­ულ კი­თხვა­ზე ფიქ­რებ­ში, ხან ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე, ხა­ნაც კუს ტბა­ზე და ხა­ნაც ლი­სის ტბა­ზე ვი­მოგ­ზა­უ­რე. მერე ისევ დაბ­ლა და­ვეშ­ვი და თბი­ლი­სურ, ხმა­უ­რი­ან ქუ­ჩებ­ში ვი­ბო­დი­ა­ლე. ბუშ­ტე­ბით თუ ყვა­ვი­ლე­ბით გა­და­პენ­ტი­ლი რეს­ტო­რა­ნი, ბარ-პაბ-ლა­უნ­ჯი (წინა წლებ­ში სულ ასეთ გა­რე­მოს ვა­ნი­ჭებ­დი უპი­რა­ტე­ო­ბას) თუ რა­ღაც სხვა? უფრო ახა­ლი მო­მინ­და.

მივხდი, რომ ახლა, უკვე 30 წლის ასაკ­ში, უფრო გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ამავდრო­უ­ლად სადა და აუ­ცი­ლებ­ლად რო­მან­ტი­უ­ლი გა­რე­მო უნდა მე­პოვ­ნა. ხო, სულ და­მა­ვი­წყდა, სი­ძუნ­წე­ში არ ჩა­მით­ვა­ლოთ და ყვე­ლა­ფე­რი ხომ მა­ინც ჯი­ბე­ში არ­სე­ბულ რუს­თა­ვე­ლის, ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, ილი­ას, შო­თას თუ თა­მა­რის პორ­ტრე­ტე­ბი­ან კუ­პი­უ­რებ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ერთი სი­ტყვით, ზუს­ტად ერთი კვი­რაა, ინ­ტერ­ნეტ სამ­ყა­რო­ში, ქუ­ჩა­ში სი­ა­რუ­ლის დროს, გა­ფარ­თო­ე­ბუ­ლი თვა­ლის გუ­გე­ბით და­ვე­ძებ­დი შე­სა­ფე­რის გა­რე­მოს, სა­დაც მშვიდ, წყნარ და ამავდრო­უ­ლად, სა­ინ­ტე­რე­სო გა­რე­მოს გა­და­ვა­წყდე­ბო­დი... ჩემს სახ­ლთან ახ­ლოს ბევ­რი ბარი და პა­ბია, ყო­ველ­თვის ხალ­ხმრავ­ლო­ბა და ხმა­მა­ღა­ლი მუ­სი­კაა, აი ისე­თი, გვერ­დით მყოფ ადა­მი­ანს ჩვე­უ­ლი ტო­ნით, რომ ვე­რა­ფერს გა­ა­გე­ბი­ნებ.

ინ­ტე­რე­სის გამო, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტე შეს­ვლა და 14 თე­ბერ­ვლის მე­ნი­უ­სა და პროგ­რა­მის გა­გე­ბა. ერთ-ერთ ბარ­ში შე­სულს, ცუდ ხა­სი­ათ­ზე მყოფ­მა ქე­რათ­მი­ან­მა მე­ნე­ჯერ­მა, ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი გეგ­მე­ბი ორი სი­ტყვით, მო­ვა­ლე­ო­ბის მოხ­დის მიზ­ნით, მკაც­რი ტო­ნით გა­მაც­ნო: "ორი პერ­სო­ნა 70 ლარი. მე­ნი­უ­ში შე­დის ერთი ბოთ­ლი შამ­პა­ნუ­რი და ხი­ლის ასორ­ტი..."- სა­ხე­ზე ღი­მი­ლი შე­მე­ყი­ნა. უკან გა­მობ­რუ­ნე­ბუ­ლი "წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის" ბედ­ზე ჩავ­ფიქ­რდი... ეჰ, ჩემო ვა­ლენ­ტინ, ახლა სულ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით წა­მო­გა­ყე­ნა, ერთი თვა­ლით შე­გა­ხე­და, შენი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სამ­ზა­დისს და სა­გან­გე­ბოდ აწე­ულ თბი­ლი­სურ ფა­სებს.

მოკ­ლედ კი­დევ რამ­დე­ნი­მე მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბას ვეს­ტუმ­რე და იქი­და­ნაც იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი გა­მოვ­ბრუნ­დი. მერე ინ­ტერ­ნეტ­ში და­ვი­წყე "ძრო­მი­ა­ლი" და არც თუ ისე დიდი ხნის ძებ­ნის შემ­დეგ ერთ იტა­ლი­ურ რეს­ტო­რანს გა­და­ვა­წყდი. აი ად­გი­ლი, სა­დაც სულ რა­ღაც 30 ლა­რად შე­გიძ­ლია და­ჯავ­შნო მა­გი­და ორ პერ­სო­ნა­ზე და ჯავ­შან­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა, ისევ ჩემი შეკ­ვე­თის დე­პო­ზიტ­ზე გიბ­რუნ­დე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი არ არის, გა­რე­მოც სა­დაა და 21:00 სა­ა­თი­დან – 00:00 სა­ა­თამ­დე ჩვენს გან­წყო­ბა­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი გე­მოვ­ნე­ბის მქო­ნე მუ­სი­კო­სე­ბი იზ­რუ­ნე­ბენ . გა­რე­მო, სა­დაც შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი დღე შე­იძ­ლე­ბა გა­ა­ტა­როთ, ეს "ჩი გუს­ტაა!". ხო, კი­დევ ის და­მა­ვი­წყდა, რომ მეთ­ქვა, ყვე­ლა წყვილს სა­ჩუ­ქა­რი ელო­დე­ბა. მე­ნე­ჯერ­მა მისი გამ­ხე­ლა ბო­ლომ­დე სა­ი­დუმ­ლოდ და­ტო­ვა.

მე უკვე ვიცი, სად აღ­ვნიშ­ნავ ვა­ლენ­ტი­ნო­ბას. ასე რომ, მა­მა­კა­ცე­ბო "ჩი გუს­ტა!"გვაძ­ლევს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, მო­ვუ­წყოთ ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლი ჩვენ შეყ­ვა­რე­ბუ­ლებს და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბა "ჩი გუს­ტა!"ს თბი­ლი­სე­ლი და ბა­თუ­მე­ლი სტუმ­რე­ბის­თვის აქვს. ერთი ილი­ა­სა და ერთი აკა­კის პორ­ტრე­ტე­ბი­ა­ნი ორი კუ­პი­უ­რით მო­მა­ვალ ვა­ლენ­ტი­ნო­ბამ­დე შევ­ძლებთ, ქალ­ბა­ტო­ნე­ბის გა­ხა­რე­ბას!

იმი­სათ­ვის, რომ მარ­ტი­ვად მი­აგ­ნოთ ჩი გუს­ტა!–ს თბი­ლის­სა და ბა­თუმ­ში:

ქ.თბი­ლი­სი / ჭავ­ჭა­ვა­ძის # 7 "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა"

ქ.ბა­თუ­მი / მე­მედ აბა­ში­ძის # 52 "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რეა"

თორ­ნი­კე ყა­ჯრიშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

სად უნდა შეხვდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად "ვალენტინობას" ისე, რომ კაპიკები დაგეხარჯოთ

სად უნდა შეხვდეთ საყვარელ ადამიანთან ერთად "ვალენტინობას" ისე, რომ კაპიკები დაგეხარჯოთ

ბოლოა რამდენიმე დღეა მოსვენება დავკარგე. უფრო სწორად, განსაკუთრებულად ბევრს ვფიქრობ, როგორც ყველა შეყვარებული მამაკაცი. ამ ფიქრის მიზეზი კი ტრადიციად ქცეული 14 თებერვალია, ყველაზე მთავარი კითხვით: ეს დღე, სად და როგორ გარემოში უნდა აღვნიშნო საყვარელ ადამიანთან ერთად?! ამ მარადიულ კითხვაზე ფიქრებში, ხან ფუნიკულიორზე, ხანაც კუს ტბაზე და ხანაც ლისის ტბაზე ვიმოგზაურე. მერე ისევ დაბლა დავეშვი და თბილისურ, ხმაურიან ქუჩებში ვიბოდიალე. ბუშტებით თუ ყვავილებით გადაპენტილი რესტორანი, ბარ-პაბ-ლაუნჯი (წინა წლებში სულ ასეთ გარემოს ვანიჭებდი უპირატეობას) თუ რაღაც სხვა? უფრო ახალი მომინდა.

მივხდი, რომ ახლა, უკვე 30 წლის ასაკში, უფრო განსხვავებული, ამავდროულად სადა და აუცილებლად რომანტიული გარემო უნდა მეპოვნა. ხო, სულ დამავიწყდა, სიძუნწეში არ ჩამითვალოთ და ყველაფერი ხომ მაინც ჯიბეში არსებულ რუსთაველის, ჯავახიშვილის, ილიას, შოთას თუ თამარის პორტრეტებიან კუპიურებზეა დამოკიდებული. ერთი სიტყვით, ზუსტად ერთი კვირაა, ინტერნეტ სამყაროში, ქუჩაში სიარულის დროს, გაფართოებული თვალის გუგებით დავეძებდი შესაფერის გარემოს, სადაც მშვიდ, წყნარ და ამავდროულად, საინტერესო გარემოს გადავაწყდებოდი... ჩემს სახლთან ახლოს ბევრი ბარი და პაბია, ყოველთვის ხალხმრავლობა და ხმამაღალი მუსიკაა, აი ისეთი, გვერდით მყოფ ადამიანს ჩვეული ტონით, რომ ვერაფერს გააგებინებ.

ინტერესის გამო, მაინც გადავწყვიტე შესვლა და 14 თებერვლის მენიუსა და პროგრამის გაგება. ერთ-ერთ ბარში შესულს, ცუდ ხასიათზე მყოფმა ქერათმიანმა მენეჯერმა, ვალენტინობის დღესთან დაკავშირებული გეგმები ორი სიტყვით, მოვალეობის მოხდის მიზნით, მკაცრი ტონით გამაცნო: "ორი პერსონა 70 ლარი. მენიუში შედის ერთი ბოთლი შამპანური და ხილის ასორტი..."- სახეზე ღიმილი შემეყინა. უკან გამობრუნებული "წმინდა ვალენტინის" ბედზე ჩავფიქრდი... ეჰ, ჩემო ვალენტინ, ახლა სულ რამდენიმე საათით წამოგაყენა, ერთი თვალით შეგახედა, შენი გარდაცვალების დღესთან დაკავშირებულ სამზადისს და საგანგებოდ აწეულ თბილისურ ფასებს.

მოკლედ კიდევ რამდენიმე მსგავს დაწესებულებას ვესტუმრე და იქიდანაც იმედგაცრუებული გამოვბრუნდი. მერე ინტერნეტში დავიწყე "ძრომიალი" და არც თუ ისე დიდი ხნის ძებნის შემდეგ ერთ იტალიურ რესტორანს გადავაწყდი. აი ადგილი, სადაც სულ რაღაც 30 ლარად შეგიძლია დაჯავშნო მაგიდა ორ პერსონაზე და ჯავშანში გადახდილი თანხა, ისევ ჩემი შეკვეთის დეპოზიტზე გიბრუნდება. ეს ყველაფერი არ არის, გარემოც სადაა და 21:00 საათიდან – 00:00 საათამდე ჩვენს განწყობაზე გამორჩეული მუსიკალური გემოვნების მქონე მუსიკოსები იზრუნებენ . გარემო, სადაც შეყვარებულთან ერთად დასამახსოვრებელი დღე შეიძლება გაატაროთ, ეს "ჩი გუსტაა!". ხო, კიდევ ის დამავიწყდა, რომ მეთქვა, ყველა წყვილს საჩუქარი ელოდება. მენეჯერმა მისი გამხელა ბოლომდე საიდუმლოდ დატოვა.

მე უკვე ვიცი, სად აღვნიშნავ ვალენტინობას. ასე რომ, მამაკაცებო "ჩი გუსტა!"გვაძლევს შესაძლებლობას, მოვუწყოთ ნამდვილი დღესასწაული ჩვენ შეყვარებულებს და რაც ყველაზე მთავარია, ეს შემოთავაზება "ჩი გუსტა!"ს თბილისელი და ბათუმელი სტუმრებისთვის აქვს. ერთი ილიასა და ერთი აკაკის პორტრეტებიანი ორი კუპიურით მომავალ ვალენტინობამდე შევძლებთ, ქალბატონების გახარებას!

იმისათვის, რომ მარტივად მიაგნოთ ჩი გუსტა!–ს თბილისსა და ბათუმში:

ქ.თბილისი / ჭავჭავაძის # 7 "ბიბლუსი გალერეა"

ქ.ბათუმი / მემედ აბაშიძის # 52 "ბიბლუსი გალერეა"

თორნიკე ყაჯრიშვილი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი