პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ..." - რას წერს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი
"ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ..." - რას წერს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" 2 გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და რამ­დე­ნი­მე მოქ­მე­დი კონ­სულ­ტან­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვის შემ­დეგ ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს "ბიბ­ლუ­სის" ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, ბლო­გე­რი ლადო გო­გო­ლა­ძე:

#მე­მიყ­ვარსბიბ­ლუ­სი და ავ­ხსნი რა­ტომ

2010 წელს გავ­ხდი ბიბ­ლუ­სე­ლი (არ ვწერ ბრჭყა­ლე­ბით, რად­გან ორ­გა­ნუ­ლად ვი­ყა­ვი სის­ტე­მის ნა­წი­ლი და არა გა­რეგ­ნუ­ლად,სხვის და­სა­ნა­ხად). ვი­ყა­ვი, კონ­სულ­ტან­ტი (რუს­თა­ვე­ლის უსაყ­ვარ­ლეს ფი­ლი­ალ­ში), მერე მე­ნე­ჯე­რი ("ბიბ­ლუ­სის" ყვე­ლა­ზე ფი­ლი­ალ­ში - ვე­რა­ზე), მერე ისევ კონ­სულ­ტან­ტი, იმა­ვე ფი­ლი­ალ­ში სა­დაც მე­ნე­ჯე­რი. დავ­ქვე­ით­დი, მაგ­რამ ეს არა­ვის ბრა­ლი იყო ჩემს გარ­და. მერე იყო ბევ­რი კარ­გი, ბევ­რი ცუ­დიც. ძა­ლი­ან ბევ­რჯერ მით­ქვამს რომ ხელ­ფა­სი მე­ცო­ტა­ვე­ბო­და (ძველ შუ­მე­რებს აქვთ გა­მოთ­ქმა - ხელ­ფა­სით კმა­ყო­ფი­ლი კაცი მა­ნა­ხე და სა­ნაგ­ვე­ზე გა­და­მაგ­დეო), სა­მუ­შაო დროც არ მხიბ­ლავ­და, თუმ­ცა ვმუ­შა­ობ­დი, რად­გან იმ ეტაპ­ზე ეს იყო ჩემ­თვის სა­უ­კე­თე­სო ვა­რი­ან­ტი, ვი­ცო­დი რომ როცა უკე­თე­სი გა­მოჩ­ნდე­ბო­და ხელს არა­ვინ შე­მიშ­ლი­და და ასეც მოხ­და. მა­ნამ­დე იყო ფან­ტას­ტი­უ­რი პე­რი­ო­დი, როცა კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, გავ­ხდი ჩე­მი­ვე მე­გობ­რე­ბის ტრე­ნე­რი. თა­ვი­სუფ­ლად შე­საძ­ლე­ბე­ლია ჩემს ნაც­ვლად სხვა გამ­ხდა­რი­ყო, ამას იმი­ტომ ვამ­ბობ რომ მე გავ­ხდი, არა ნაც­ნო­ბის პრო­ტექ­ცი­ით არა­მედ კომ­პა­ნი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით.

არა­სო­დეს მით­ქვამს (და ვინც ჩემს ტრე­ნინგს დას­წრე­ბია და­მე­თან­ხმე­ბა), რომ მე კარ­გი ტრე­ნე­რი ვარ, თუმ­ცა კომ­პა­ნია მენ­დო და ძა­ლი­ან დიდი ფსო­ნი დადო ჩემ­ზე. არ ვიცი გა­ვა­მარ­თლე თუ არა. ვიცი "ბიბ­ლუ­სის" თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პი­რო­ბე­ბი, არ ვი­ტყვი რომ იდე­ა­ლუ­რია, ალ­ბათ უკე­თე­სიც შე­იძ­ლე­ბა, მაგ­რამ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა არის ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი. გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, მი­წევ­და, თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გაგ­ზავ­ნა, მომ­ზა­დე­ბა და ა.შ. აბ­სო­ლუ­ტუ­რად არა­ფე­რი წე­რია იქ ისე­თი რაც ირ­ღვე­ვა. ზე­გა­ნაკ­ვე­თურ სა­მუ­შა­ო­ზე, რა­ზეც დღეს აპე­ლი­რე­ბა ხდე­ბა, გარ­კვე­ვით წე­რია თუ რო­გორ ხდე­ბა ანა­ზღა­უ­რე­ბა. ასე­ვე, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი, მი­წევ­და გა­სა­უბ­რე­ბა ახალ კად­რებ­თან და როცა ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კითხს ვე­ხე­ბო­დი, გარ­კვე­ვით ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ სტა­ჟი­რე­ბის პე­რი­ოდ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა ხდე­ბა მხო­ლოდ ხელ­ფა­სით და არა ბო­ნუ­სით (ანა­ლო­გი­ურს ეუბ­ნე­ბო­და ეი­ჩა­რიც, ადა­მი­ა­ნი პო­ზი­ტი­ვი) ვე­რა­ვინ მე­ტყვის რომ მე ამას ოფი­სის ექს.თა­ნამ­შრომ­ლის პო­ზი­ცი­ი­დან ვწერ, სასკლოს პე­რი­ოდ­ში ("ბიბ­ლუს­ლე­ბი" კარ­გად გა­ი­გე­ბენ), 1-2 სა­ა­თამ­დეც მიც­დია პრო­დუქ­ცი­ის­თვის და სა­წყობ­შიც არა­ერ­თხელ მი­მუ­შა­ვია. ასე­ვე, მინ­და ბო­დი­ში მო­ვუ­ხა­დო იმ ადა­მი­ა­ნებს, რომ­ლე­ბიც ჩემს ტრე­ნინგს ეს­წრე­ბოდ­ნენ, სა­დაც სა­ბო­ნუსო სის­ტე­მას ერთი სე­სია ეთ­მო­ბო­და. ახ­სნის მერე,ყვე­ლა ამ­ბობ­და რომ გა­სა­გე­ბი იყო, თუმ­ცა აღ­მოჩ­ნდა რომ გა­უ­გე­ბა­რი ყო­ფი­ლა, მა­პა­ტი­ეთ რომ სწო­რად ვერ გიხ­სნი­დით, მაგ­რამ გეთ­ქვათ რომ ვერ გა­ი­გეთ და ეგებ უკეთ ამეხ­სნა და ამით სხვა­საც და­ეხ­მა­რე­ბო­დით.

იხი­ლეთ ვი­დეო: რე­ა­ლუ­რად, რა ანა­ზღა­უ­რე­ბას იღებ­და ვი­დე­ო­მი­მარ­თვის მო­ნა­წი­ლე "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" კონ­სულ­ტან­ტი

"ბიბ­ლუს­ლებ­მა" კარ­გად იცი­ან, რომ არა ვარ ის ადა­მი­ა­ნი ვინ­მეს მო­სა­წო­ნად ვწერ­დე რა­ღა­ცე­ებს (მით უფრო იმ კომ­პა­ნი­ის მო­სა­წო­ნად, ვი­სიც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა არ მაქვს, მე­გობ­რო­ბა მაქვს და მექ­ნე­ბა), თუ სა­ჭი­რო იყო ყო­ველ­თვის იქ ვი­დე­ქი სა­დაც ყვე­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა მომ­წონ­და თუ არა პრო­ტეს­ტის თემა. ამას ვწერ იმი­ტომ რომ ვარ ვალ­დე­ბუ­ლი, რად­გან თუ დღეს ლადო გო­გო­ლა­ძე არ­სე­ბობს, რო­გორც ჟურ­ნა­ლის­ტი და ზო­გა­დად, რო­გორც ადა­მი­ა­ნი რო­მელ­საც შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი შრო­მით არ­ჩი­ნოს ოჯა­ხი, არის "ბიბ­ლუ­სის" დამ­სა­ხუ­რე­ბა. ეს მით­ქვამს ყველ­გან და ვი­ტყვი ყო­ველ­თვის. ვიცი, ბევ­რს გა­უკ­ვირ­დე­ბა ეს სტა­ტუ­სი, მაგ­რამ ამას ვწერ ში­ნა­გა­ნი ვალ­დე­ბუ­ლე­ბის გამო, რო­მე­ლიც ამ კომ­პა­ნი­ას­თან გა­მაჩ­ნია.

პ.ს. პა­ტივს ვცემ იმ ადა­მი­ა­ნებს (თვი­თო­ნაც იცი­ან ეს) რომ­ლებ­მაც პრობ­ლე­მებ­ზე ისა­უბ­რეს, რად­გან თუ თვლი რომ პრობ­ლე­მაა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა თქვა.

პ.ს. ახლა გა­დავ­ხე­დე ნა­წერს და თუ ეს ამ­ხე­ლა რამე ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხეთ გა­მო­დის რომ #შენ­ცგიყ­ვა­რა­ბიბ­ლუ­სი

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" კო­მენ­ტა­რე­ბი ბრალ­დე­ბებ­სა და მო­თხოვ­ნებ­ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ..." - რას წერს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი

"ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ..." - რას წერს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი

"ბიბლუსი გალერის" 2 გათავისუფლებული და რამდენიმე მოქმედი კონსულტანტის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის შემდეგ ვრცელ პოსტს აქვეყნებს "ბიბლუსის" ყოფილი თანამშრომელი, ბლოგერი ლადო გოგოლაძე:

#მემიყვარსბიბლუსი და ავხსნი რატომ

2010 წელს გავხდი ბიბლუსელი (არ ვწერ ბრჭყალებით, რადგან ორგანულად ვიყავი სისტემის ნაწილი და არა გარეგნულად,სხვის დასანახად). ვიყავი, კონსულტანტი (რუსთაველის უსაყვარლეს ფილიალში), მერე მენეჯერი ("ბიბლუსის" ყველაზე ფილიალში - ვერაზე), მერე ისევ კონსულტანტი, იმავე ფილიალში სადაც მენეჯერი. დავქვეითდი, მაგრამ ეს არავის ბრალი იყო ჩემს გარდა. მერე იყო ბევრი კარგი, ბევრი ცუდიც. ძალიან ბევრჯერ მითქვამს რომ ხელფასი მეცოტავებოდა (ძველ შუმერებს აქვთ გამოთქმა - ხელფასით კმაყოფილი კაცი მანახე და სანაგვეზე გადამაგდეო), სამუშაო დროც არ მხიბლავდა, თუმცა ვმუშაობდი, რადგან იმ ეტაპზე ეს იყო ჩემთვის საუკეთესო ვარიანტი, ვიცოდი რომ როცა უკეთესი გამოჩნდებოდა ხელს არავინ შემიშლიდა და ასეც მოხდა. მანამდე იყო ფანტასტიური პერიოდი, როცა კეთილი ადამიანების გადაწყვეტილებით, გავხდი ჩემივე მეგობრების ტრენერი. თავისუფლად შესაძლებელია ჩემს ნაცვლად სხვა გამხდარიყო, ამას იმიტომ ვამბობ რომ მე გავხდი, არა ნაცნობის პროტექციით არამედ კომპანიის გადაწყვეტილებით.

არასოდეს მითქვამს (და ვინც ჩემს ტრენინგს დასწრებია დამეთანხმება), რომ მე კარგი ტრენერი ვარ, თუმცა კომპანია მენდო და ძალიან დიდი ფსონი დადო ჩემზე. არ ვიცი გავამართლე თუ არა. ვიცი "ბიბლუსის" თანამშრომლების პირობები, არ ვიტყვი რომ იდეალურია, ალბათ უკეთესიც შეიძლება, მაგრამ თანამშრომლობა არის ნებაყოფლობითი. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მიწევდა, თანამშრომლებთან ხელშეკრულების გაგზავნა, მომზადება და ა.შ. აბსოლუტურად არაფერი წერია იქ ისეთი რაც ირღვევა. ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, რაზეც დღეს აპელირება ხდება, გარკვევით წერია თუ როგორ ხდება ანაზღაურება. ასევე, გარკვეული პერიოდი, მიწევდა გასაუბრება ახალ კადრებთან და როცა ანაზღაურების საკითხს ვეხებოდი, გარკვევით ვეუბნებოდი, რომ სტაჟირების პერიოდში ანაზღაურება ხდება მხოლოდ ხელფასით და არა ბონუსით (ანალოგიურს ეუბნებოდა ეიჩარიც, ადამიანი პოზიტივი) ვერავინ მეტყვის რომ მე ამას ოფისის ექს.თანამშრომლის პოზიციიდან ვწერ, სასკლოს პერიოდში ("ბიბლუსლები" კარგად გაიგებენ), 1-2 საათამდეც მიცდია პროდუქციისთვის და საწყობშიც არაერთხელ მიმუშავია. ასევე, მინდა ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს ტრენინგს ესწრებოდნენ, სადაც საბონუსო სისტემას ერთი სესია ეთმობოდა. ახსნის მერე,ყველა ამბობდა რომ გასაგები იყო, თუმცა აღმოჩნდა რომ გაუგებარი ყოფილა, მაპატიეთ რომ სწორად ვერ გიხსნიდით, მაგრამ გეთქვათ რომ ვერ გაიგეთ და ეგებ უკეთ ამეხსნა და ამით სხვასაც დაეხმარებოდით.

იხილეთ ვიდეო: რეალურად, რა ანაზღაურებას იღებდა ვიდეომიმართვის მონაწილე "ბიბლუსი გალერის" კონსულტანტი

"ბიბლუსლებმა" კარგად იციან, რომ არა ვარ ის ადამიანი ვინმეს მოსაწონად ვწერდე რაღაცეებს (მით უფრო იმ კომპანიის მოსაწონად, ვისიც ვალდებულება არ მაქვს, მეგობრობა მაქვს და მექნება), თუ საჭირო იყო ყოველთვის იქ ვიდექი სადაც ყველა, მიუხედავად იმისა მომწონდა თუ არა პროტესტის თემა. ამას ვწერ იმიტომ რომ ვარ ვალდებული, რადგან თუ დღეს ლადო გოგოლაძე არსებობს, როგორც ჟურნალისტი და ზოგადად, როგორც ადამიანი რომელსაც შეუძლია საკუთარი შრომით არჩინოს ოჯახი, არის "ბიბლუსის" დამსახურება. ეს მითქვამს ყველგან და ვიტყვი ყოველთვის. ვიცი, ბევრს გაუკვირდება ეს სტატუსი, მაგრამ ამას ვწერ შინაგანი ვალდებულების გამო, რომელიც ამ კომპანიასთან გამაჩნია.

პ.ს. პატივს ვცემ იმ ადამიანებს (თვითონაც იციან ეს) რომლებმაც პრობლემებზე ისაუბრეს, რადგან თუ თვლი რომ პრობლემაა, აუცილებლად უნდა თქვა.

პ.ს. ახლა გადავხედე ნაწერს და თუ ეს ამხელა რამე ბოლომდე წაიკითხეთ გამოდის რომ #შენცგიყვარაბიბლუსი

ასევე წაიკითხეთ: "ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი