პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ელა­პა­რა­კე­ბო­და: მა­ლე მო­დი, ოქ­როს­თ­მი­ა­ნო ბი­ჭოო, მართლა ოქროსთმიანი დაიბადა" - უცნობი დეტალები დათუნიკა სხირტლაძის შესახებ

შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ადა­მი­ა­ნი ერ­თხელ მა­ინც გე­ნა­ხათ სცე­ნა­ზე და მი­სი ცეკ­ვით, სიმ­ღე­რით, ლექ­სის კითხ­ვის ოს­ტა­ტო­ბით არ მო­ნუს­ხუ­ლი­ყა­ვით. ის მარ­თ­ლაც, სცე­ნის­თ­ვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. და­თუ­ნი­კა სხირ­ტ­ლა­ძე­ზე მინ­და, გი­ამ­ბოთ. ადა­მი­ან­ზე, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა მარ­თ­ლაც, ქა­რიშ­ხალს ჰგავ­და, სიკ­ვ­დი­ლი - მე­ხის გა­ვარ­დ­ნას.

ვინ იყო და­თუ­ნი­კა და რა დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს მას ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე? - შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ერთ სტა­ტი­ა­ში ილა­პა­რა­კო. მი­სი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი მზია ჯინ­ჭა­რა­ძე და­თუ­ნი­კას ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებ­ზე, დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, ტკი­ვილ­ზე, სი­ხა­რულ­ზე, მხრე­ბით ნა­ტა­რებ სამ­შობ­ლო­ზე, ნა­ქე­რა­ლა­ზე და­კოც­ნილ მი­წა­ზე გვი­ამ­ბობს.

ერ­თად ყოფ­ნის რო­მან­ტი­კა

- 1996 წლის 23 ნო­ემ­ბერს შე­ვუღ­ლ­დით. რა­ტომ­ღაც სულ მომ­წონ­და, ქალს მზი­თევ­ში "ვე­ფხის­ტყა­ო­სა­ნი", ბიბ­ლია და წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი რომ მიჰ­ქონ­და და მეც ასე მო­ვი­ქე­ცი. ის ხა­ტი ჩვენს სახ­ლ­ში, სო­ფელ ხიმ­ში, დღემ­დე გვაქვს. ამ­ბ­რო­ლა­უ­რი­დან (ჩე­მი სახ­ლი­დან) და­ვი­თის სახ­ლამ­დე ფე­ხით წა­ვე­დით, ასე უფ­რო რო­მან­ტი­კუ­ლი იყო. ფე­ხით 3 კი­ლო­მეტ­რი გა­ვი­ა­რეთ.

- მხო­ლოდ თქვენ იყა­ვით და სხვა არა­ვინ?

- დი­ახ. ჩე­მე­ბი დევ­ნი­ლე­ბი რომ გახ­დ­ნენ, რა­ჭა­ში დაბ­რუნ­დ­ნენ. ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში ბი­ნა გვქონ­და. მე თბი­ლი­სი­დან რომ ჩა­ვე­დი, და­ვით­მა მო­მა­კი­თხა და გავ­ყე­ვი.

- მის ოჯახ­ში მის­ვ­ლის წუ­თე­ბი რო­გორ გახ­სოვთ?

- რომ მი­ვე­დით, მშობ­ლებს უთხ­რა, ცო­ლი მო­ვიყ­ვა­ნეო. მა­შინ და­ვი­თი 37 წლის იყო, მე - 33-ის. ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. უნ­დო­დათ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ დედ-მა­მა გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ასეთ დროს, ოჯახ­ში სუფ­რა ხომ იშ­ლე­ბა. მე ვთქვი, არა­ფერ­ზე შე­წუხ­დეთ-მეთ­ქი. ვე­ლი­ე­თის სა­ლო­ცავ­ზე ავე­დით, ვი­ლო­ცეთ. და­ვით­მა დე­დას და­უ­ბა­რა, რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბით, მჭა­დი და ყვე­ლუ­კა დაგ­ვახ­ვედ­რეო.

სხვა­თა შო­რის, ამ დღის შემ­დეგ, ჩვენ ყო­ველ 23 ნო­ემ­ბერს, ერ­თ­მა­ნეთს პა­ე­მანს ვე­ლი­ე­თის სა­ლო­ცავ­ში ვუ­ნიშ­ნავ­დით. იქ ლექ­სებს მი­კი­თხავ­და, მიმ­ღე­რო­და... 20 წე­ლი ვი­ცხოვ­რე ზე­ბუ­ნებ­რივ ადა­მი­ან­თან. მე არა მხო­ლოდ ქმა­რი, დი­დი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე. ძა­ლი­ან დი­დი ადა­მი­ა­ნი იყო. სცე­ნა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად იგო­ნებ­და ახალ ილე­თებს. მა­ყუ­რე­ბელს მი­სი სკა­მი­დან წა­მოდ­გო­მა, მი­სი ერ­თი ხე­ლის აწე­ვაც კი ნუს­ხავ­და.

ტკი­ვი­ლი

- ჩვე­ნი დი­დი ტკი­ვი­ლი იყო უშ­ვი­ლო­ბა, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე საყ­ვე­დუ­რი ერ­თხელ არ დას­ც­დე­ნია. დავ­დი­ო­დით, ვმკურ­ნა­ლობ­დით, ვლო­ცუ­ლობ­დით... ად­რეც მინ­დო­და, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მე­თო­დის­თ­ვის მიგ­ვე­მარ­თა, მაგ­რამ ამას ეკ­ლე­სია ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და. მე­რე რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე. რა­ჭა­ში ვი­ყა­ვი, თოვ­ლი­ა­ნი ამინ­დი იყო, მხო­ლოდ 100 ლა­რი მქონ­და. გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან და ვე­ლი­ე­თის სა­ლო­ცავს ვთხო­ვე, - მივ­დი­ვარ, ამ ნა­ბიჯს გა­დავ­დ­გამ, რომ და­თუ­ნი­კას ნი­ჭი, ჯი­ში, გე­ნი არ გა­და­შენ­დეს-მეთ­ქი. გა­დავ­წყ­ვი­ტე სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ვი­ცო­დი, ამ საქ­მის­თ­ვის 50 ათა­სი იყო სა­ჭი­რო. სახ­ლი­დან გა­მო­ვე­დი 100 ლა­რით და ვგრძნობ­დი, ღმერ­თი და­მეხ­მა­რე­ბო­და... მა­ლე ჩვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი დად­გა. და­თუ­ნი­კა ამ­ბობ­და, - ბავ­შვს მე გავ­ზ­რ­დი, ძი­ძა ვიქ­ნე­ბიო.

დი­დი სი­ხა­რუ­ლი

- თავ­და­პირ­ვე­ლად სუ­რო­გა­ცი­ის თე­მას ჩვენ ორი სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ტო­ვებ­დით. რო­ცა და­ვუ­რე­კე, ბი­ჭის მა­მა გახ­დე­ბი-მეთ­ქი, თურ­მე, იმ წუ­თებ­ში მან­ქა­ნით მგზავ­რობ­და, მძღოლს მიჰ­ყავ­და. უეც­რად და­უყ­ვი­რია, - რომ არ ვთქვა, გუ­ლი ამ სი­ხა­რულს ვე­ღარ იტევს, ბი­ჭის მა­მა ვიქ­ნე­ბიო. მე­რე მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ და უტი­რი­ათ. რა­ჭა­ში ყვე­ლას უნ­დო­და, და­თოს ბი­ჭი ჰყო­ლო­და, მი­სი გე­ნის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო.

ამ ამ­ბის შემ­დეგ, იურ­მა­ლა­ში ჰქონ­და კონ­ცერ­ტი. ამ გა­მოს­ვ­ლას, ჩემს პა­ტა­რა ბიჭს ვუძღ­ვ­ნიო - ასე­თი ჩვე­ვა ჰქონ­და, ყვე­ლა გა­მოს­ვ­ლას ვინ­მეს უძღ­ვ­ნი­და. იმ დღეს კი ისე უცეკ­ვია, მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე მდგა­რა. "ე­გა­რის" ბი­ჭებ­მა მითხ­რეს, იმ სცე­ნას მსგავ­სი რამ არ ახ­სოვ­სო. სცე­ნა­ზე მე­ო­რედ გა­უწ­ვე­ვი­ათ და გაჰ­ყ­ვი­როდ­ნენ: "არ­წი­ვი კავ­კა­სი­ი­დან".

შვილს სა­ხე­ლი თა­ვად შე­ურ­ჩია, - თევ­დო­რე და­ვარ­ქ­ვა­თო. მო­უთ­მენ­ლად ელო­და მის და­ბა­დე­ბას. ელა­პა­რა­კე­ბო­და: მა­ლე მო­დი, ოქ­როს­თ­მი­ა­ნო ბი­ჭო, მა­ლე მო­დი, მა­მა, სად ხა­რო? მარ­თ­ლა ოქ­როს­თ­მი­ა­ნი და­ი­ბა­და, მაგ­რამ მა­მამ ვერ ნა­ხა.

- გა­მოს­ვე­ნე­ბამ­დე 1 სა­ა­თით ად­რე და­ი­ბა­და, არა?

- დი­ახ. მთე­ლი დღე­ე­ბი ვტი­რო­დი. ეტყო­ბა, მეც გა­და­ვი­ღა­ლე და რომ გავ­ჩერ­დი, სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. უეც­რად აღ­მომ­ხ­და, ასე­თი სი­ჩუ­მე რა­ტო­მაა-მეთ­ქი და ამ დროს, სამ­შო­ბი­ა­რო­დან დაგ­ვი­რე­კეს, სა­კე­ის­რო კვე­თა ტარ­დე­ბა, პა­ტა­რა თევ­დო­რე იბა­დე­ბაო. ეზო­ში რომ გა­მო­ას­ვე­ნეს, ბავ­შ­ვის ტი­რი­ლის ხმაც მო­ას­მე­ნი­ნეს. სას­წა­უ­ლი სცე­ნა იყო. მა­მა იმ ქვეყ­ნად მი­დი­ო­და, შვი­ლი იმ წუ­თებ­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, თით­ქოს გზე­ბი გაც­ვა­ლეს.

იმ დღის მე­რე ვცხოვ­რობ ასე უჩ­ვე­უ­ლო გან­ც­დე­ბით. ვზრდი ახალ­შო­ბილს, რო­მელ­საც თა­ვი­სე­ბუ­რი მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა, ამ ტკი­ვილ­სა და მო­ნატ­რე­ბას კი გაძ­ლე­ბა უნ­და.

სუ­რო­გა­ტი ქა­ლი აქ მყავ­და, ვუვ­ლი­დი. და­თო მე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კე­თე, რომ ბავ­შ­ვი ჯან­მ­რ­თე­ლი და­ი­ბა­დო­სო. სუ­რო­გა­ტი ქა­ლის ნახ­ვა არ უნ­დო­და. ამ­ბობ­და, ისე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, შე­მე­ცო­დე­ბა, სულ უნ­და ვდიო და პა­ტი­ვი ვცეო. 30 წლის გო­გო იყო და ეცო­დე­ბო­და, - ასე­თი რა გა­უ­ჭირ­დაო? ის გო­გო მე­უბ­ნე­ბო­და, თქვე­ნა­ი­რი პატ­რო­ნი არც მყო­ლიაო.

ბავ­შ­ვი მა­მის ას­ლია: სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბით, თმი­სა და თვა­ლე­ბის ფე­რით. მას და­ვით-თევ­დო­რე და­ვარ­ქ­ვი.

წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"ელა­პა­რა­კე­ბო­და: მა­ლე მო­დი, ოქ­როს­თ­მი­ა­ნო ბი­ჭოო, მართლა ოქროსთმიანი დაიბადა" - უცნობი დეტალები დათუნიკა სხირტლაძის შესახებ

"ელა­პა­რა­კე­ბო­და: მა­ლე მო­დი, ოქ­როს­თ­მი­ა­ნო ბი­ჭოო, მართლა ოქროსთმიანი დაიბადა" - უცნობი დეტალები დათუნიკა სხირტლაძის შესახებ

შე­უძ­ლე­ბე­ლია, ეს ადა­მი­ა­ნი ერ­თხელ მა­ინც გე­ნა­ხათ სცე­ნა­ზე და მი­სი ცეკ­ვით, სიმ­ღე­რით, ლექ­სის კითხ­ვის ოს­ტა­ტო­ბით არ მო­ნუს­ხუ­ლი­ყა­ვით. ის მარ­თ­ლაც, სცე­ნის­თ­ვის იყო და­ბა­დე­ბუ­ლი. და­თუ­ნი­კა სხირ­ტ­ლა­ძე­ზე მინ­და, გი­ამ­ბოთ. ადა­მი­ან­ზე, რომ­ლის ცხოვ­რე­ბა მარ­თ­ლაც, ქა­რიშ­ხალს ჰგავ­და, სიკ­ვ­დი­ლი - მე­ხის გა­ვარ­დ­ნას.

ვინ იყო და­თუ­ნი­კა და რა დამ­სა­ხუ­რე­ბა აქვს მას ქარ­თუ­ლი კულ­ტუ­რის წი­ნა­შე? - შე­უძ­ლე­ბე­ლია, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ერთ სტა­ტი­ა­ში ილა­პა­რა­კო. მი­სი მე­უღ­ლე, ქალ­ბა­ტო­ნი მზია ჯინ­ჭა­რა­ძე და­თუ­ნი­კას ადა­მი­ა­ნურ თვი­სე­ბებ­ზე, დიდ სიყ­ვა­რულ­ზე, ტკი­ვილ­ზე, სი­ხა­რულ­ზე, მხრე­ბით ნა­ტა­რებ სამ­შობ­ლო­ზე, ნა­ქე­რა­ლა­ზე და­კოც­ნილ მი­წა­ზე გვი­ამ­ბობს.

ერ­თად ყოფ­ნის რო­მან­ტი­კა

- 1996 წლის 23 ნო­ემ­ბერს შე­ვუღ­ლ­დით. რა­ტომ­ღაც სულ მომ­წონ­და, ქალს მზი­თევ­ში "ვეფხის­ტყა­ო­სა­ნი", ბიბ­ლია და წმინ­და გი­ორ­გის ხა­ტი რომ მიჰ­ქონ­და და მეც ასე მო­ვი­ქე­ცი. ის ხა­ტი ჩვენს სახ­ლ­ში, სო­ფელ ხიმ­ში, დღემ­დე გვაქვს. ამ­ბ­რო­ლა­უ­რი­დან (ჩე­მი სახ­ლი­დან) და­ვი­თის სახ­ლამ­დე ფე­ხით წა­ვე­დით, ასე უფ­რო რო­მან­ტი­კუ­ლი იყო. ფე­ხით 3 კი­ლო­მეტ­რი გა­ვი­ა­რეთ.

- მხო­ლოდ თქვენ იყა­ვით და სხვა არა­ვინ?

- დი­ახ. ჩე­მე­ბი დევ­ნი­ლე­ბი რომ გახ­დ­ნენ, რა­ჭა­ში დაბ­რუნ­დ­ნენ. ამ­ბ­რო­ლა­ურ­ში ბი­ნა გვქონ­და. მე თბი­ლი­სი­დან რომ ჩა­ვე­დი, და­ვით­მა მო­მა­კითხა და გავ­ყე­ვი.

- მის ოჯახ­ში მის­ვ­ლის წუ­თე­ბი რო­გორ გახ­სოვთ?

- რომ მი­ვე­დით, მშობ­ლებს უთხ­რა, ცო­ლი მო­ვიყ­ვა­ნეო. მა­შინ და­ვი­თი 37 წლის იყო, მე - 33-ის. ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ. უნ­დო­დათ და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი­ყო, მაგ­რამ დედ-მა­მა გა­ოგ­ნე­ბუ­ლე­ბი იყ­ვ­ნენ. ასეთ დროს, ოჯახ­ში სუფ­რა ხომ იშ­ლე­ბა. მე ვთქვი, არა­ფერ­ზე შე­წუხ­დეთ-მეთ­ქი. ვე­ლი­ე­თის სა­ლო­ცავ­ზე ავე­დით, ვი­ლო­ცეთ. და­ვით­მა დე­დას და­უ­ბა­რა, რომ დავ­ბ­რუნ­დე­ბით, მჭა­დი და ყვე­ლუ­კა დაგ­ვახ­ვედ­რეო.

სხვა­თა შო­რის, ამ დღის შემ­დეგ, ჩვენ ყო­ველ 23 ნო­ემ­ბერს, ერ­თ­მა­ნეთს პა­ე­მანს ვე­ლი­ე­თის სა­ლო­ცავ­ში ვუ­ნიშ­ნავ­დით. იქ ლექ­სებს მი­კითხავ­და, მიმ­ღე­რო­და... 20 წე­ლი ვიცხოვ­რე ზე­ბუ­ნებ­რივ ადა­მი­ან­თან. მე არა მხო­ლოდ ქმა­რი, დი­დი მე­გო­ბა­რი დავ­კარ­გე. ძა­ლი­ან დი­დი ადა­მი­ა­ნი იყო. სცე­ნა­ზე მო­უ­ლოდ­ნე­ლად იგო­ნებ­და ახალ ილე­თებს. მა­ყუ­რე­ბელს მი­სი სკა­მი­დან წა­მოდ­გო­მა, მი­სი ერ­თი ხე­ლის აწე­ვაც კი ნუს­ხავ­და.

ტკი­ვი­ლი

- ჩვე­ნი დი­დი ტკი­ვი­ლი იყო უშ­ვი­ლო­ბა, მაგ­რამ ამ თე­მა­ზე საყ­ვე­დუ­რი ერ­თხელ არ დას­ც­დე­ნია. დავ­დი­ო­დით, ვმკურ­ნა­ლობ­დით, ვლო­ცუ­ლობ­დით... ად­რეც მინ­დო­და, ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის მე­თო­დის­თ­ვის მიგ­ვე­მარ­თა, მაგ­რამ ამას ეკ­ლე­სია ეწი­ნა­აღ­მ­დე­გე­ბო­და. მე­რე რა­ტომ­ღაც, ძა­ლი­ან მო­ვინ­დო­მე. რა­ჭა­ში ვი­ყა­ვი, თოვ­ლი­ა­ნი ამინ­დი იყო, მხო­ლოდ 100 ლა­რი მქონ­და. გა­მო­ვე­დი სახ­ლი­დან და ვე­ლი­ე­თის სა­ლო­ცავს ვთხო­ვე, - მივ­დი­ვარ, ამ ნა­ბიჯს გა­დავ­დ­გამ, რომ და­თუ­ნი­კას ნი­ჭი, ჯი­ში, გე­ნი არ გა­და­შენ­დეს-მეთ­ქი. გა­დავ­წყ­ვი­ტე სუ­რო­გა­ცი­ის მე­თო­დი გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ვი­ცო­დი, ამ საქ­მის­თ­ვის 50 ათა­სი იყო სა­ჭი­რო. სახ­ლი­დან გა­მო­ვე­დი 100 ლა­რით და ვგრძნობ­დი, ღმერ­თი და­მეხ­მა­რე­ბო­და... მა­ლე ჩვენ­თ­ვის სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გი დად­გა. და­თუ­ნი­კა ამ­ბობ­და, - ბავშვს მე გავ­ზ­რ­დი, ძი­ძა ვიქ­ნე­ბიო.

დი­დი სი­ხა­რუ­ლი

- თავ­და­პირ­ვე­ლად სუ­რო­გა­ცი­ის თე­მას ჩვენ ორი სა­ი­დუმ­ლოდ ვი­ტო­ვებ­დით. რო­ცა და­ვუ­რე­კე, ბი­ჭის მა­მა გახ­დე­ბი-მეთ­ქი, თურ­მე, იმ წუ­თებ­ში მან­ქა­ნით მგზავ­რობ­და, მძღოლს მიჰ­ყავ­და. უეც­რად და­უყ­ვი­რია, - რომ არ ვთქვა, გუ­ლი ამ სი­ხა­რულს ვე­ღარ იტევს, ბი­ჭის მა­მა ვიქ­ნე­ბიო. მე­რე მან­ქა­ნა გა­უ­ჩე­რე­ბი­ათ და უტი­რი­ათ. რა­ჭა­ში ყვე­ლას უნ­დო­და, და­თოს ბი­ჭი ჰყო­ლო­და, მი­სი გე­ნის გამ­გ­რ­ძე­ლე­ბე­ლი და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო.

ამ ამ­ბის შემ­დეგ, იურ­მა­ლა­ში ჰქონ­და კონ­ცერ­ტი. ამ გა­მოს­ვ­ლას, ჩემს პა­ტა­რა ბიჭს ვუძღ­ვ­ნიო - ასე­თი ჩვე­ვა ჰქონ­და, ყვე­ლა გა­მოს­ვ­ლას ვინ­მეს უძღ­ვ­ნი­და. იმ დღეს კი ისე უცეკ­ვია, მთე­ლი დარ­ბა­ზი ფეხ­ზე მდგა­რა. "ე­გა­რის" ბი­ჭებ­მა მითხ­რეს, იმ სცე­ნას მსგავ­სი რამ არ ახ­სოვ­სო. სცე­ნა­ზე მე­ო­რედ გა­უწ­ვე­ვი­ათ და გაჰ­ყ­ვი­როდ­ნენ: "არ­წი­ვი კავ­კა­სი­ი­დან".

შვილს სა­ხე­ლი თა­ვად შე­ურ­ჩია, - თევ­დო­რე და­ვარ­ქ­ვა­თო. მო­უთ­მენ­ლად ელო­და მის და­ბა­დე­ბას. ელა­პა­რა­კე­ბო­და: მა­ლე მო­დი, ოქ­როს­თ­მი­ა­ნო ბი­ჭო, მა­ლე მო­დი, მა­მა, სად ხა­რო? მარ­თ­ლა ოქ­როს­თ­მი­ა­ნი და­ი­ბა­და, მაგ­რამ მა­მამ ვერ ნა­ხა.

- გა­მოს­ვე­ნე­ბამ­დე 1 სა­ა­თით ად­რე და­ი­ბა­და, არა?

- დი­ახ. მთე­ლი დღე­ე­ბი ვტი­რო­დი. ეტყო­ბა, მეც გა­და­ვი­ღა­ლე და რომ გავ­ჩერ­დი, სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მოწ­ვა. უეც­რად აღ­მომ­ხ­და, ასე­თი სი­ჩუ­მე რა­ტო­მაა-მეთ­ქი და ამ დროს, სამ­შო­ბი­ა­რო­დან დაგ­ვი­რე­კეს, სა­კე­ის­რო კვე­თა ტარ­დე­ბა, პა­ტა­რა თევ­დო­რე იბა­დე­ბაო. ეზო­ში რომ გა­მო­ას­ვე­ნეს, ბავ­შ­ვის ტი­რი­ლის ხმაც მო­ას­მე­ნი­ნეს. სას­წა­უ­ლი სცე­ნა იყო. მა­მა იმ ქვეყ­ნად მი­დი­ო­და, შვი­ლი იმ წუ­თებ­ში მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას, თით­ქოს გზე­ბი გაც­ვა­ლეს.

იმ დღის მე­რე ვცხოვ­რობ ასე უჩ­ვე­უ­ლო გან­ც­დე­ბით. ვზრდი ახალ­შო­ბილს, რო­მელ­საც თა­ვი­სე­ბუ­რი მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა, ამ ტკი­ვილ­სა და მო­ნატ­რე­ბას კი გაძ­ლე­ბა უნ­და.

სუ­რო­გა­ტი ქა­ლი აქ მყავ­და, ვუვ­ლი­დი. და­თო მე­უბ­ნე­ბო­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­უ­კე­თე, რომ ბავ­შ­ვი ჯან­მ­რ­თე­ლი და­ი­ბა­დო­სო. სუ­რო­გა­ტი ქა­ლის ნახ­ვა არ უნ­დო­და. ამ­ბობ­და, ისე­თი ხა­სი­ა­თი მაქვს, შე­მე­ცო­დე­ბა, სულ უნ­და ვდიო და პა­ტი­ვი ვცეო. 30 წლის გო­გო იყო და ეცო­დე­ბო­და, - ასე­თი რა გა­უ­ჭირ­დაო? ის გო­გო მე­უბ­ნე­ბო­და, თქვე­ნა­ი­რი პატ­რო­ნი არც მყო­ლიაო.

ბავ­შ­ვი მა­მის ას­ლია: სა­ხის ნაკ­ვ­თე­ბით, თმი­სა და თვა­ლე­ბის ფე­რით. მას და­ვით-თევ­დო­რე და­ვარ­ქ­ვი.

წაიკითხეთ სრულად

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი