მსოფლიო
პოლიტიკა
კულტურა/შოუბიზნესი

24

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:47-ზე, მთვარე ტყუპშია – შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი, ხილი და ბოსტნეული. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ უნდა ამოიცნოთ კარგი ყველი - ხრიკები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება
როგორ უნდა ამოიცნოთ კარგი ყველი - ხრიკები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება

ყვე­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დია, მის­გან მომ­ზა­დე­ბუ­ლი კერ­ძე­ბი კი უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს მთელს მსოფ­ლი­ო­ში. გემ­რი­ელ­თან ერ­თად, ყვე­ლი უამ­რა­ვი სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვა.

თუმ­ცა, გემ­რი­ე­ლი ყვე­ლის არ­ჩე­ვა არც ისე იოლი საქ­მეა. "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "არ­ცოდ­ნა აკ­რძა­ლუ­ლია" იმ ძი­რი­თად ნიშ­ნებს გას­წავ­ლით, რომ­ლი­თაც კარ­გი ყვე­ლის არ­ჩე­ვას შეძ­ლებთ.

  • იმის გა­სარ­კვე­ვად არის თუ არა ყველ­ში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბი, მო­ჭე­რით ნა­ჭე­რი და და­დეთ ოთა­ხის ტემ­პე­რა­ტუ­რა­ზე - თუ ყველ­მა წვე­თე­ბი გა­ი­კე­თა, მას­ში მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მე­ბია.
  • ხში­რად იმის­თვის, რომ ყველს წონა მო­ე­მა­ტოს, "კრახ­მალს" ამა­ტე­ბენ. ასე­თი ყვე­ლის მირ­თმე­ვა კი არა­სა­სურ­ვე­ლია. ამი­ტომ, მო­ჭე­რით თქვენს მიერ ნა­ყი­დი ყვე­ლის ნა­ჭე­რი და წა­უს­ვით იოდი, თუ ყვე­ლი გა­ლურ­ჯდა, ეს ნიშ­ნავს, რომ მას­ში ბევ­რი "კრახ­მა­ლია".
  • კარ­გად მო­უ­ჭი­რეთ ხელი ყველს - ის არ უნდა იყოს პლას­ტე­ლი­ნი­ვით დამ­ყო­ლი. არ უნდა იც­ვლი­დეს მარ­ტი­ვად ფორ­მას.
  • რო­გორ შე­ვა­მოწ­მოთ ჩე­ჩი­ლი ყვე­ლი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან გემ­რი­ე­ლია და გან­სა­კუთ­რე­ბით უყ­ვართ ბავ­შვებს. უნდა აი­ღოთ მისი პა­ტა­რა დე­ტა­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით ისე­თი­ვე, რო­გო­რიც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­კე­რა­ვი ძა­ფია - ის სწო­რედ ძა­ფი­ვით უნდა გა­ე­ტი­ოს ნემ­სის ყუნ­წში.
  • თუ მა­გა­რი ყვე­ლი ფშვნა­დია, ესე იგი ის გა­ყი­ნუ­ლი იყო, ან და­ბალ­ხა­რის­ხი­ა­ნია. არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სუნი, თეთ­რი ნა­ფიფ­ქი და აფუ­ე­ბა - პრო­დუქ­ტის გა­ფუ­ჭე­ბა­ზე მი­ა­ნიშ­ნებს.

  • ხა­რის­ხი­ა­ნი, მა­გა­რი ყვე­ლის თხე­ლი ნა­ჭე­რი მო­ღუნ­ვის დროს არ უნდა ტყდე­ბო­დეს. თუმ­ცა, არც მე­ო­რე უკი­დუ­რე­სო­ბა ვარ­გა - ის უნდა იყოს ელას­ტი­უ­რი, მაგ­რამ არა რე­ზი­ნის მსგავ­სი. ნას­ვრე­ტე­ბი ყველს ცენ­ტრში უფრო მეტი უნდა ქონ­დეს, კი­დის­კენ მათი ოდე­ნო­ბა უნდა მცირ­დე­ბო­დეს.
  • და ბო­ლოს, მო­ა­თავ­სეთ ყვე­ლი მიკ­რო­ტალ­ღურ ღუ­მელ­ში, ჩარ­თეთ და და­ე­ლო­დოთ - თუ რამ­დე­ნი­მე წუთ­ში ყვე­ლი გად­ნა და წელ­ვა­დი გახ­და, ის ნა­ტუ­რა­ლუ­რია. თუ ყველ­მა ფორ­მა არ შე­იც­ვა­ლა, ის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლია.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკვე შე­ძე­ნი­ლი ყვე­ლის შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბის დაც­ვა: ყვე­ლი, სახ­ლის პი­რო­ბებ­ში, მისი გაჭ­რი­დან მაქ­სი­მუმ 10 დღე ინა­ხე­ბა. შე­ნახ­ვის ტემ­პე­რა­ტუ­რა არ უნდა იყოს 8 გრა­დუს­ზე მა­ღა­ლი. თუ მა­გარ ყველს მო­ა­თავ­სებთ ფოლ­გა­ში და არა პო­ლი­ე­თი­ლენ­ში, ასეთ პი­რო­ბებ­ში ის ოთხი თვეც კი გაძ­ლებს. რბი­ლი ყვე­ლის შე­ნახ­ვის ვადა რამ­დე­ნი­მე დღეა. რაც შე­ე­ხე­ბა წა­თხის ყველს, ის ყვე­ლა­ზე კარ­გად 5 გრა­დუს­ზე, სა­კუ­თარ წა­თხში ინა­ხე­ბა. შე­ნახ­ვის ვადა პირ­და­პი­რაა და­მო­კი­დე­ბუ­ლი მა­რი­ლის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, თუმ­ცა სა­შუ­ა­ლოდ ის 2 თვეს შე­ად­გენს.

გა­ი­გეთ მეტი ყვე­ლის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბის შე­სა­ხებ

როგორ უნდა ამოიცნოთ კარგი ყველი - ხრიკები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება

როგორ უნდა ამოიცნოთ კარგი ყველი - ხრიკები, რომელიც ყველა დიასახლისს გამოადგება

ყველი რძის პროდუქტებიდან ყველაზე მოთხოვნადია, მისგან მომზადებული კერძები კი უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მთელს მსოფლიოში. გემრიელთან ერთად, ყველი უამრავი სასარგებლო თვისებითაც გამოირჩევა.

თუმცა, გემრიელი ყველის არჩევა არც ისე იოლი საქმეა. "პალიტრანიუსის" გადაცემა "არცოდნა აკრძალულია" იმ ძირითად ნიშნებს გასწავლით, რომლითაც კარგი ყველის არჩევას შეძლებთ.

  • იმის გასარკვევად არის თუ არა ყველში მცენარეული ცხიმები, მოჭერით ნაჭერი და დადეთ ოთახის ტემპერატურაზე - თუ ყველმა წვეთები გაიკეთა, მასში მცენარეული ცხიმებია.
  • ხშირად იმისთვის, რომ ყველს წონა მოემატოს, "კრახმალს" ამატებენ. ასეთი ყველის მირთმევა კი არასასურველია. ამიტომ, მოჭერით თქვენს მიერ ნაყიდი ყველის ნაჭერი და წაუსვით იოდი, თუ ყველი გალურჯდა, ეს ნიშნავს, რომ მასში ბევრი "კრახმალია".
  • კარგად მოუჭირეთ ხელი ყველს - ის არ უნდა იყოს პლასტელინივით დამყოლი. არ უნდა იცვლიდეს მარტივად ფორმას.
  • როგორ შევამოწმოთ ჩეჩილი ყველი, რომელიც ძალიან გემრიელია და განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს. უნდა აიღოთ მისი პატარა დეტალი, დაახლოებით ისეთივე, როგორიც ჩვეულებრივი საკერავი ძაფია - ის სწორედ ძაფივით უნდა გაეტიოს ნემსის ყუნწში.
  • თუ მაგარი ყველი ფშვნადია, ესე იგი ის გაყინული იყო, ან დაბალხარისხიანია. არასასიამოვნო სუნი, თეთრი ნაფიფქი და აფუება - პროდუქტის გაფუჭებაზე მიანიშნებს.

  • ხარისხიანი, მაგარი ყველის თხელი ნაჭერი მოღუნვის დროს არ უნდა ტყდებოდეს. თუმცა, არც მეორე უკიდურესობა ვარგა - ის უნდა იყოს ელასტიური, მაგრამ არა რეზინის მსგავსი. ნასვრეტები ყველს ცენტრში უფრო მეტი უნდა ქონდეს, კიდისკენ მათი ოდენობა უნდა მცირდებოდეს.
  • და ბოლოს, მოათავსეთ ყველი მიკროტალღურ ღუმელში, ჩართეთ და დაელოდოთ - თუ რამდენიმე წუთში ყველი გადნა და წელვადი გახდა, ის ნატურალურია. თუ ყველმა ფორმა არ შეიცვალა, ის ფალსიფიცირებულია.

მნიშვნელოვანია უკვე შეძენილი ყველის შენახვის პირობების დაცვა: ყველი, სახლის პირობებში, მისი გაჭრიდან მაქსიმუმ 10 დღე ინახება. შენახვის ტემპერატურა არ უნდა იყოს 8 გრადუსზე მაღალი. თუ მაგარ ყველს მოათავსებთ ფოლგაში და არა პოლიეთილენში, ასეთ პირობებში ის ოთხი თვეც კი გაძლებს. რბილი ყველის შენახვის ვადა რამდენიმე დღეა. რაც შეეხება წათხის ყველს, ის ყველაზე კარგად 5 გრადუსზე, საკუთარ წათხში ინახება. შენახვის ვადა პირდაპირაა დამოკიდებული მარილის რაოდენობაზე, თუმცა საშუალოდ ის 2 თვეს შეადგენს.

გაიგეთ მეტი ყველის სასარგებლო თვისებების შესახებ

თორნიკე შენგელია ესპანეთის ჩემპიონია! - კალათბურთელი ფარზე საქართველოს დროშით ავიდა

PechaKucha Night Tbilisi საინტერესო სიახლეებით ბრუნდება

ზიდანების ოჯახის მთავარი ქალი - 4 შვილის დედა, 48 წლის ვერონიკა, რომლის იდეალური ფორმები აღფრთოვანებას იწვევს (+ფოტოები)