ტეხასში მდებარე ოსტინის უნივერსიტეტის მკვლევარები, რომლებსაც ფსიქოლოგი კეროლ ჰოლაგანი ხელმძღვანელობდა, იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ სპირტიანი სასმელების სრული უგულებელყოფა ალკოჰოლიზმზე უფრო მეტად დამღუპველია. კვლევის შედეგები, რომელიც ჟურნალ Alcoholism: Clinical and Experimental Research-ში გამოქვეყნდა, 20-წლიანი სამუშაოს ნაყოფია.
ექსპერიმენტში 55-დან 65 წლამდე ასაკის 1800-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, რომლებიც სამ ჯგუფად დაჰყვეს: ალკოჰოლდამოკიდებულები, შეგნებით მსმელნი და ადამიანები, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელი არ გაუსინჯავთ.