მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი დაიკლო
შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი დაიკლო

შარ­ლიზ ტე­რო­ნი არ უფრთხის რა­დი­კა­ლურ ცვლი­ლე­ბებს და მალე ყვე­ლა­ნი დავ­რწმუნ­დე­ბით ამა­ში, რო­დე­საც ფილ­მი Tully გა­მო­ვა დიდ ეკ­რა­ნებ­ზე. სამ­ხრეთ აფ­რი­კელ­მა ლა­მაზ­მან­მა რო­ლის­თვის მსხვერ­პლი გა­ი­ღო - 41 წლის მსა­ხი­ობ­მა 16 კილო მო­ი­მა­ტა და რამ­დე­ნი­მე თვით მის უზა­დო ფი­გუ­რას და­ემ­შვი­დო­ბა.

ფილ­მის სი­უ­ჟე­ტის მი­ხედ­ვით ტე­რო­ნი მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი მარ­ტო­ხე­ლა დე­დაა, რო­მე­ლიც ცდი­ლობს კა­რი­ე­რა და დე­დო­ბა შე­უ­თავ­სოს ერ­თმა­ნეთს. რე­ა­ლის­ტუ­რი ეფექ­ტის მი­სა­ღე­ბად ჰო­ლი­ვუ­დელ­მა ლა­მაზ­მან­მა სა­კუ­თა­რი ტა­ნა­დო­ბა გა­ი­ღო მსხვერ­პლად.

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არაა, რო­დე­საც შარ­ლი­ზი სხე­უ­ლის ტრანსფორ­მა­ცი­ას თან­ხმდე­ბა. ფილ­მის­თვის "ტკბი­ლი ნო­ემ­ბე­რი" ის 40 კი­ლოგ­რა­მი გახ­და, "მონ­სტრში" მთა­ვა­რი რო­ლის მი­ღე­ბის შემ­დეგ კი 14 კი­ლოგ­რა­მით გა­სუქ­და. თუმ­ცა, ეს მსხვერ­პლი ამად ღირ­და: შარ­ლიზ­მა ქა­ლის რო­ლის სა­უ­კე­თე­სო შეს­რუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლი "ოს­კა­რი", კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის "ვერ­ცხლის დათ­ვი" და "ოქ­როს გლო­ბუ­სი" და­იმ­სა­ხუ­რა.

Tully-ის გა­და­ღე­ბე­ბი­დან ნა­ხე­ვა­რი წელი გა­ვი­და და მსა­ხი­ო­ბი უკვე და­უბ­რუნ­და ჩვე­ულ ფორ­მას - ის კვლავ მიმ­ზიდ­ვე­ლი და ათ­ლე­ტუ­რი გა­რეგ­ნო­ბით გა­მოჩ­ნდა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე. რამ­დე­ნი­მე დღის წინ პა­პა­რა­ცებ­მა მო­ა­ხერ­ხეს ტე­რო­ნის­თვის ფო­ტო­ე­ბის გა­და­ღე­ბა, სა­დაც ჩანს, რომ მსა­ხი­ო­ბი უკვე იდე­ა­ლურ ფორ­მა­შია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია elle-ს მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თურქეთში ტყის ხანძარს ებრძვიან - ჰათაის პროვინციაში ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდა, აღნიშნულის გამო კი მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა

შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი დაიკლო

შარლიზ ტერონმა 16 კილოგრამი დაიკლო

შარლიზ ტერონი არ უფრთხის რადიკალურ ცვლილებებს და მალე ყველანი დავრწმუნდებით ამაში, როდესაც ფილმი Tully გამოვა დიდ ეკრანებზე. სამხრეთ აფრიკელმა ლამაზმანმა როლისთვის მსხვერპლი გაიღო - 41 წლის მსახიობმა 16 კილო მოიმატა და რამდენიმე თვით მის უზადო ფიგურას დაემშვიდობა.

ფილმის სიუჟეტის მიხედვით ტერონი მრავალშვილიანი მარტოხელა დედაა, რომელიც ცდილობს კარიერა და დედობა შეუთავსოს ერთმანეთს. რეალისტური ეფექტის მისაღებად ჰოლივუდელმა ლამაზმანმა საკუთარი ტანადობა გაიღო მსხვერპლად.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც შარლიზი სხეულის ტრანსფორმაციას თანხმდება. ფილმისთვის "ტკბილი ნოემბერი" ის 40 კილოგრამი გახდა, "მონსტრში" მთავარი როლის მიღების შემდეგ კი 14 კილოგრამით გასუქდა. თუმცა, ეს მსხვერპლი ამად ღირდა: შარლიზმა ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პირველი "ოსკარი", კანის კინოფესტივალის "ვერცხლის დათვი" და "ოქროს გლობუსი" დაიმსახურა.

Tully-ის გადაღებებიდან ნახევარი წელი გავიდა და მსახიობი უკვე დაუბრუნდა ჩვეულ ფორმას - ის კვლავ მიმზიდველი და ათლეტური გარეგნობით გამოჩნდა საზოგადოების წინაშე. რამდენიმე დღის წინ პაპარაცებმა მოახერხეს ტერონისთვის ფოტოების გადაღება, სადაც ჩანს, რომ მსახიობი უკვე იდეალურ ფორმაშია.

მომზადებულია elle-ს მიხედვით

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება