პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ნასვამია აშკარად..." - ელენე ხოშტარიას ლაივ-ვიდეო პარლამენტიდან და დაპირისპირება დეპუტატებს შორის
"ნასვამია აშკარად..." - ელენე ხოშტარიას ლაივ-ვიდეო პარლამენტიდან და დაპირისპირება დეპუტატებს შორის

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რმა ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ პარ­ლა­მენ­ტში სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში, ბა­ნე­რი წარ­წე­რით "არა მე­დი­ა­ზე შტურმს" გა­აკ­რა, რა­საც ოპო­ნენ­ტე­ბის მხრი­დან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოყ­ვა. თავ­და­პირ­ვე­ლად დე­პუ­ტატს პარ­ლა­მენ­ტის მან­და­ტუ­რებ­მა აღ­ნიშ­ნუ­ლი ბა­ნე­რის გან­თავ­სე­ბის უფ­ლე­ბა არ მის­ცეს, თუმ­ცა ხოშ­ტა­რი­ამ მისი გაკ­ვრა მა­ინც მო­ა­ხერ­ხა იმ ტრი­ბუ­ნე­ბის მხა­რეს, სა­დაც მისი პარ­ტი­ის წევ­რე­ბი სხე­დან.

"პარ­ლა­მენ­ტია სწო­რედ ის ად­გი­ლი, სა­დაც სა­ზო­გა­დო­ე­ბის საზ­რუ­ნა­ვი უნდა გა­ვაჟ­ღე­როთ. ეს არის პრო­ტეს­ტის ფორ­მა იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რაც ხდე­ბა დღეს "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­სა" და "რუს­თა­ვი 2"-ში, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტი დღეს გა­და­იქ­ცა ნო­ტა­რი­უ­სად, სა­დაც მხო­ლოდ პრო­ცე­დუ­რებ­ზე სა­უბ­რო­ბენ, სა­დაც რე­ა­ლუ­რი დე­ბა­ტე­ბი რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე არ არის", - გა­ნა­ცხა­და ხოშ­ტა­რი­ამ.

მის გან­ცხა­დე­ბას და ქმე­დე­ბას "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტა­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა მოჰ­ყვა. კო­ლე­გებს ბა­ნე­რის ჩა­მოხ­სნის­კენ მო­უ­წო­დეს, რა­საც შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოჰ­ყვა "ოც­ნე­ბის" დე­პუ­ტატ მი­ხე­ილ ყა­ვე­ლაშ­ვილ­სა და ოპო­ზი­ცი­ო­ნერ აკა­კი ბო­ბო­ხი­ძეს შო­რის. ამის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ გა­ავ­რცე­ლა, რო­მელ­მაც ფე­ის­ბუქ-ლა­ივ­ში ჩარ­თო და­პი­რის­პი­რე­ბა.

იხი­ლეთ და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი პარ­ლა­მენ­ტი­დან

"ოჯა­ხე­ბი ხო გყავთ? შვი­ლებს რას ეუბ­ნე­ბით, რა გაქვთ გა­კე­თე­ბუ­ლი? სა­ზღვა­რი აქვს ყვე­ლა­ფერს. ეს (უთი­თებს ბა­ნერ­ზე) ბო­დი­ში და..." - მი­მარ­თა ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა ოპო­ზი­ცი­ის წევ­რებს. ყო­ფილ ფეხ­ბურ­თელს თა­ნა­გუნ­დე­ლებ­მა სა­უ­ბა­რი არ და­ას­რუ­ლე­ბი­ნეს და ეცად­ნენ გა­ე­რი­დე­ბი­ნათ "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" ტრი­ბუ­ნე­ბი­დან, რა დრო­საც ყა­ვე­ლაშ­ვილ­მა შე­ნიშ­ნა, რომ ელე­ნე ხოშ­ტა­რია მო­ბი­ლუ­რით იღებ­და და ოპო­ნენტს მი­მარ­თა: "ოპე­რა­ტო­რო­ბა და­ი­წყე?"

ამა­ზე ელე­ნე ხოშ­ტა­რი­ამ კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა: "მგო­ნი ძვე­ლი ბი­ჭე­ბის ად­გი­ლი არ არის პარ­ლა­მენ­ტში... ფხი­ზე­ლი არ არის, ხო?" - მი­მარ­თა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის" წევ­რმა თა­ნა­გუნ­დე­ლებს, რა­ზეც ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი და ოთარ კა­ხი­ძეც და­ე­თან­ხმნენ.

"ნას­ვა­მია აშ­კა­რად, მაგ­რამ ეგ ჩვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტი არ არის, რო­გორ და რა ფორ­მა­ში მოვ­ლენ პარ­ლა­მენ­ტში და არც მთა­ვა­რი პრობ­ლე­მაა. პრობ­ლე­მაა ის, რომ ისი­ნი პარ­ლა­მენტს ხე­და­ვენ გაპ­რა­ვე­ბის ად­გი­ლად" - აღ­ნიშ­ნა ხოშ­ტა­რი­ამ ფე­ის­ბუქ-ლა­ივ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

"ნასვამია აშკარად..." - ელენე ხოშტარიას ლაივ-ვიდეო პარლამენტიდან და დაპირისპირება დეპუტატებს შორის

"ნასვამია აშკარად..." - ელენე ხოშტარიას ლაივ-ვიდეო პარლამენტიდან და დაპირისპირება დეპუტატებს შორის

"ევროპული საქართველოსთვის" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს" გააკრა, რასაც ოპონენტების მხრიდან წინააღმდეგობა მოყვა. თავდაპირველად დეპუტატს პარლამენტის მანდატურებმა აღნიშნული ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს, თუმცა ხოშტარიამ მისი გაკვრა მაინც მოახერხა იმ ტრიბუნების მხარეს, სადაც მისი პარტიის წევრები სხედან.

"პარლამენტია სწორედ ის ადგილი, სადაც საზოგადოების საზრუნავი უნდა გავაჟღეროთ. ეს არის პროტესტის ფორმა იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება დღეს "საზოგადოებრივ მაუწყებელსა" და "რუსთავი 2"-ში, მაგრამ პარლამენტი დღეს გადაიქცა ნოტარიუსად, სადაც მხოლოდ პროცედურებზე საუბრობენ, სადაც რეალური დებატები რეალურ პრობლემებზე არ არის", - განაცხადა ხოშტარიამ.

მის განცხადებას და ქმედებას "ქართული ოცნების" დეპუტატების წინააღმდეგობა მოჰყვა. კოლეგებს ბანერის ჩამოხსნისკენ მოუწოდეს, რასაც შელაპარაკება მოჰყვა "ოცნების" დეპუტატ მიხეილ ყაველაშვილსა და ოპოზიციონერ აკაკი ბობოხიძეს შორის. ამის ამსახველი კადრები ფეისბუქის პირად გვერდზე ელენე ხოშტარიამ გაავრცელა, რომელმაც ფეისბუქ-ლაივში ჩართო დაპირისპირება.

იხილეთ დაპირისპირების კადრები პარლამენტიდან

"ოჯახები ხო გყავთ? შვილებს რას ეუბნებით, რა გაქვთ გაკეთებული? საზღვარი აქვს ყველაფერს. ეს (უთითებს ბანერზე) ბოდიში და..." - მიმართა ყაველაშვილმა ოპოზიციის წევრებს. ყოფილ ფეხბურთელს თანაგუნდელებმა საუბარი არ დაასრულებინეს და ეცადნენ გაერიდებინათ "ევროპული საქართველოსთვის" ტრიბუნებიდან, რა დროსაც ყაველაშვილმა შენიშნა, რომ ელენე ხოშტარია მობილურით იღებდა და ოპონენტს მიმართა: "ოპერატორობა დაიწყე?"

ამაზე ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა: "მგონი ძველი ბიჭების ადგილი არ არის პარლამენტში... ფხიზელი არ არის, ხო?" - მიმართა "ევროპული საქართველოსთვის" წევრმა თანაგუნდელებს, რაზეც ირმა ნადირაშვილი და ოთარ კახიძეც დაეთანხმნენ.

"ნასვამია აშკარად, მაგრამ ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, როგორ და რა ფორმაში მოვლენ პარლამენტში და არც მთავარი პრობლემაა. პრობლემაა ის, რომ ისინი პარლამენტს ხედავენ გაპრავების ადგილად" - აღნიშნა ხოშტარიამ ფეისბუქ-ლაივში.

LIVE - ეთერშია "დღის ნიუსრუმი"

"თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით" - ზურაბ ჯაფარიძე

"რა ვქნათ ახლა, რას ითხოვთ, პოლიციელებთან ერთად ვიაროთ და ჩვენ ჩავერთოთ გამოძიების პროცესში?" - მიხეილ ყაველაშვილი ჟურნალისტებს