პოლიტიკა
საზოგადოება

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გააჩუმე ახლა ენა...; თქვენ ხართ ცილისმწამებელი" - ბესელიას და კახიძის დაპირისპირება პარლამენტში
"გააჩუმე ახლა ენა...; თქვენ ხართ ცილისმწამებელი" - ბესელიას და კახიძის დაპირისპირება პარლამენტში

პარ­ლა­მენ­ტის ორი კო­მი­ტე­ტის გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სხდო­მა­ზე ე.წ. ფა­რუ­ლი მოს­მე­ნე­ბის სა­კი­თხის გან­ხილ­ვას, დე­პუ­ტა­ტებს - ეკა ბე­სე­ლი­ა­სა და ოთარ კა­ხი­ძეს შო­რის ცხა­რე კა­მა­თი მოჰ­ყვა.

კა­მა­თი უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტის, ოთარ კა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბას მოჰ­ყვა, რო­მელ­მაც ე.წ. მოს­მე­ნე­ბის შე­სა­ხებ ახა­ლი სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტი გა­აკ­რი­ტი­კა. ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა დაც­ვის კო­მი­ტე­ტი და­ინ­ტე­რეს­და, რო­გო­რი სტან­დარ­ტი იყო მოს­მე­ნე­ბი­სა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პე­რი­ოდ­ში, რა­ზეც კა­ხი­ძემ უპა­სუ­ხა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა ხდე­ბო­და რუ­სე­თის ჯა­შუ­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ.

იხი­ლეთ და­პი­რის­პი­რე­ბის კად­რე­ბი

"ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო კი­თხვაა - გან­ვი­ხი­ლოთ რო­გორ იყო ეს ჩვენს წინა დროს, ბა­ტო­ნი კობა ნარ­ჩე­მა­შივ­ლის დროს, კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს რო­გორ იყო? - ჩვენ ახლა ვმსჯე­ლობთ იმა­ზე, ვის დროს რო­გორ იყო? ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­სა­უბ­რო თემა შე­მო­ი­ტა­ნეთ ახლა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" დროს მი­დი­ო­და რა­ლუ­რად ბრძო­ლა რუ­სე­თის ჯა­შუ­შე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. თქვენ რომ პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის სტა­ტუ­სით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეთ ბა­ტო­ნო ირაკ­ლი, იმათ წი­ნა­აღ­მდეგ ხდე­ბო­და სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. აი, ეს იყო გან­სხვა­ვე­ბა", - გა­ნა­ცხა­და კა­ხი­ძემ, რა­საც ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი დე­პუ­ტა­ტის მი­სა­მარ­თით კა­ნონპ­რო­ექ­ტის მომხსე­ნებ­ლის, ეკა ბე­სე­ლი­ას რეპ­ლი­კა მოჰ­ყვა: "ყვე­ლა­ფერს ნუ მიედ-მო­ე­დე­ბი, ძა­ლი­ან გთხოვ, თე­მა­ზე ილა­პა­რა­კე". ამის შემ­დეგ დე­პუ­ტა­ტებს შო­რის ცხა­რე კა­მა­თი გა­ი­მარ­თა.

"არ ვი­ყა­ვი სხდო­მა­ზე (გუ­შინ­დე­ლი სხდო­მა) და ვერ ვთქვი, რამ­დე­ნი მე­ო­მა­რი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბის­თვის იბ­რძო­და, გა­მო­ა­ცხა­დეთ ჯა­შუ­შად", - მი­მარ­თა ბე­სე­ლი­ამ კა­ხი­ძეს, რის სა­პა­სუ­ხო­დაც უმ­ცი­რე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა მას გია ცერ­ცვა­ძის საქ­მე გა­ახ­სე­ნა.

"თავი და­ა­ნე­ბე ყალბ მოთ­ქმას ცერ­ცვა­ძე­ზე. სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ამომ­ჟუ­ჟა­ვი ხარ. შენც ხარ იმ სის­ტე­მის ნა­წი­ლი. შენ და ადე­იშ­ვილს ვინც გა­და­გირ­ჩათ, ისი­ნი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლეთ ჩვენ", - გა­ან­ცხა­და უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტატ­მა, რის სა­პა­სუ­ხო­დაც ოთარ კა­ხი­ძემ მას ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი უწო­და.

"თქვენ ხართ ცი­ლისმწა­მე­ბე­ლი. ცი­ლის­წა­მე­ბით გა­ი­კე­თეთ პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა", - გა­ნა­ცხა­და ოთარ კა­ხი­ძემ.

დე­პუ­ტა­ტებს შო­რის შე­კა­მა­თე­ბა რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. სა­ბო­ლო­ოდ, ეკა ბე­სე­ლი­ამ, რო­მე­ლიც ე.წ. ფა­რულ მოს­მე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხის მომხსე­ნე­ბე­ლია, აღ­ნიშ­ნა, რომ ოთარ კა­ხი­ძის არც ერთ შე­კი­თხვას არ უპა­სუ­ხებს.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"გააჩუმე ახლა ენა...; თქვენ ხართ ცილისმწამებელი" - ბესელიას და კახიძის დაპირისპირება პარლამენტში

"გააჩუმე ახლა ენა...; თქვენ ხართ ცილისმწამებელი" - ბესელიას და კახიძის დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ე.წ. ფარული მოსმენების საკითხის განხილვას, დეპუტატებს - ეკა ბესელიასა და ოთარ კახიძეს შორის ცხარე კამათი მოჰყვა.

კამათი უმცირესობის დეპუტატის, ოთარ კახიძის განცხადებას მოჰყვა, რომელმაც ე.წ. მოსმენების შესახებ ახალი საკანონმდებლო პაკეტი გააკრიტიკა. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი დაინტერესდა, როგორი სტანდარტი იყო მოსმენებისა "ნაციონალური მოძრაობის" პერიოდში, რაზეც კახიძემ უპასუხა, რომ წინა ხელისუფლების დროს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების გამოყენება ხდებოდა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ.

იხილეთ დაპირისპირების კადრები

"ძალიან საინტერესო კითხვაა - განვიხილოთ როგორ იყო ეს ჩვენს წინა დროს, ბატონი კობა ნარჩემაშივლის დროს, კომუნისტების დროს როგორ იყო? - ჩვენ ახლა ვმსჯელობთ იმაზე, ვის დროს როგორ იყო? ყველაზე კარგი სასაუბრო თემა შემოიტანეთ ახლა. "ნაციონალური მოძრაობის" დროს მიდიოდა რალურად ბრძოლა რუსეთის ჯაშუშების წინააღმდეგ. თქვენ რომ პოლიტპატიმრების სტატუსით გაათავისუფლეთ ბატონო ირაკლი, იმათ წინააღმდეგ ხდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემების გამოყენება. აი, ეს იყო განსხვავება", - განაცხადა კახიძემ, რასაც ოპოზიციონერი დეპუტატის მისამართით კანონპროექტის მომხსენებლის, ეკა ბესელიას რეპლიკა მოჰყვა: "ყველაფერს ნუ მიედ-მოედები, ძალიან გთხოვ, თემაზე ილაპარაკე". ამის შემდეგ დეპუტატებს შორის ცხარე კამათი გაიმართა.

"არ ვიყავი სხდომაზე (გუშინდელი სხდომა) და ვერ ვთქვი, რამდენი მეომარი, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის იბრძოდა, გამოაცხადეთ ჯაშუშად", - მიმართა ბესელიამ კახიძეს, რის საპასუხოდაც უმცირესობის დეპუტატმა მას გია ცერცვაძის საქმე გაახსენა.

"თავი დაანებე ყალბ მოთქმას ცერცვაძეზე. საკუთარი მოქალაქეების ამომჟუჟავი ხარ. შენც ხარ იმ სისტემის ნაწილი. შენ და ადეიშვილს ვინც გადაგირჩათ, ისინი გავათავისუფლეთ ჩვენ", - გაანცხადა უმრავლესობის დეპუტატმა, რის საპასუხოდაც ოთარ კახიძემ მას ცილისმწამებელი უწოდა.

"თქვენ ხართ ცილისმწამებელი. ცილისწამებით გაიკეთეთ პოლიტიკური კარიერა", - განაცხადა ოთარ კახიძემ.

დეპუტატებს შორის შეკამათება რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. საბოლოოდ, ეკა ბესელიამ, რომელიც ე.წ. ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული საკითხის მომხსენებელია, აღნიშნა, რომ ოთარ კახიძის არც ერთ შეკითხვას არ უპასუხებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."