სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში და როგორი სახის პროდუქიას უნდა ქმნიდეს არხი
რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში და როგორი სახის პროდუქიას უნდა ქმნიდეს არხი

ჟურ­ნა­ლის­ტი ნინო დად­ვა­ნი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. ჟურ­ნა­ლის­ტი წერს, თუ რა თე­მე­ბის გა­შუ­ქე­ბა­ზე უნდა იყოს ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი და რა სა­ხის პრო­დუქ­ცია უნდა შექ­მნას:

"კი­თხვა­ზე - რა იქ­მნე­ბა ფა­სე­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში, წე­სით პა­სუ­ხიც კი არ უნდა გას­ცეს ადა­მი­ან­მა, მაგ­რამ მე მა­ინც და­ვუშ­ვებ, რომ რა­ღაც ობი­ექ­ტუ­რი მი­ზე­ზე­ბის გამო არ იცის კაც­მა, ვინც აქ ტე­ლე­ვი­ზი­ის სა­მარ­თა­ვად მო­დის, რა ტი­პის პრო­დუქ­ცი­ას­თან აქვს საქ­მე და გა­ვუ­წევ დახ­მა­რე­ბას...

ჰკი­თხეთ "ტე­ლებ­ლო­გის " მა­ყუ­რე­ბელს, შე­ზღუ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბის პი­რებს, ომის ვე­ტე­რა­ნებს, გა­რე­მოს დაც­ვის­თვის მებ­რძო­ლებს, მი­უ­სა­ფარ ცხო­ვე­ლებ­ზე მზრუნ­ვე­ლებს, დევ­ნი­ლებს, სა­მა­ჩაბ­ლო­ში სა­ზღვრის­პი­რას მა­ცხოვ­რებ­ლებს, გლე­ხებს, დან­გრე­უ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს, მზრუნ­ვე­ლო­ბა მოკ­ლე­ბულ ბავ­შვებს, ფა­სე­უ­ლია მათ­ზე შექ­მნი­ლი ფილ­მე­ბი? ჰკი­თხეთ "ეპო­ქის" გმი­რებს, მა­გა­ლი­თად დი­მიტ­რი ერის­თავს ან ოთარ იო­სე­ლი­ანს, ფა­სე­უ­ლია მათი ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბი? ფა­სე­უ­ლია რე­ა­ლურ სივ­რცე­ში გა­შუ­ქე­ბუ­ლი მა­ღა­რო­ე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბის წარ­მო­ჩე­ნა? იქ­ნებ მარ­თლა არა ღირს გა­ვაგ­რძე­ლოთ სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რია და თურ­ქულ სე­რი­ა­ლებ­ში რა­საც გვი­ამ­ბო­ბენ, მხო­ლოდ ის ვი­ცო­დეთ წარ­სულ­ზე? "წი­თე­ლი ზონა" ალ­ბათ უხა­რის­ხო პრო­დუქ­ტია…იქ­ნებ სუ­ლაც არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვინ რას დას­თეს და რას მო­იმ­კის , რა­ღად გვინ­და ჩვე­ნი ფერ­მა? უსას­რუ­ლოდ შე­მიძ­ლია გა­ვაგ­რძე­ლო!. . . იმ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც და­ბა­ლი რე­ი­ტინ­გი აქვს იგი­ვე "ბან­ქოს სახ­ლს", ხოლო მა­ღა­ლი, ინ­დურ სე­რი­ა­ლებს, რე­ი­ტინ­გი ხა­რის­ხის სა­ზო­მად არ გა­მოდ­გე­ბა! ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში ვმუ­შა­ობ 2000 წლი­დან, მი­მუ­შა­ვია რო­გორც ძა­ლი­ან რე­ი­ტინ­გულ, ისე ნაკ­ლე­ბად ცნო­ბილ პრო­ექ­ტებ­ზე, სცე­ნა­რის­ტად, რე­ჟის­ო­რად, რე­დაქ­ტო­რად. ძა­ლი­ან კვა­ლი­ფი­ცი­ურ და ნაკ­ლე­ბად საქ­მი­ან ადა­მი­ა­ნებ­თან, არას­დროს ვყო­ფილ­ვარ ისე­თი წელ­გა­მარ­თუ­ლი იმ საქ­მის გამო რა­საც ვა­კე­თებ, რო­გორც აქ, სა­ზო­გა­დობ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში! მთა­ვა­რი სა­დაო სა­კი­თხი დღეს რე­ი­ტინ­გე­ბით სპე­კუ­ლა­ცია მგო­ნია, მგო­ნია კი არა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ! კერ­ძო ტე­ლე­ვი­ზი­ას უფ­ლე­ბა აქვს იყოს მო­გე­ბა­ზე ორინ­ტი­რე­ბუ­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელს ამის უფ­ლე­ბა არ აქვს! მან ხა­რის­ხი­ა­ნი და აუ­ცი­ლე­ბე­ლი პრო­დუქ­ცია უნდა შექ­მნას.

ბევ­რის­გან გა­ვი­გე ამ დღე­ებ­ში, კი მაგ­რამ რო­გორ უნდა გან­ვსა­ზღვროთ ესა თუ ის პრო­დუქ­ტი ხა­რის­ხი­ა­ნია, თუ არა, ეს ხომ სუ­ბი­ექ­ტუ­რია, შენ ეს მოგ­წონს, მე ის. უამ­რა­ვი ხა­რის­ხი­ა­ნი რამ მი­ნა­ხავს, რაც პი­რა­დად მე, სუ­ბი­ექ­ტუ­რად არა­სო­დეს და­მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხა­რის­ხის სა­ზო­მე­ბი არ­სე­ბობს, კვა­ლი­ფი­ცი­ურ­მა მუშა ხალ­ხმა, ხალ­ხმა ვინც ჭი­ან­ჭვე­ლე­ბი­ვით თავ­წა­ღუ­ნუ­ლე­ბი ვქმნით ხა­რისხს, ეს ვი­ცით. ეს არის გა­მარ­თუ­ლი დრა­მა­ტურ­გია და თხრო­ბა, კად­რის კომ­პო­ზი­ცია და მონ­ტა­ჟის სი­სუფ­თა­ვე, კი­დევ უამ­რა­ვი რამ, რა­შიც სკო­ლებ­ში, ინ­სტი­ტუ­ტებ­ში და სას­წავ­ლებ­ლებ­ში ნიშ­ნე­ბი იწე­რე­ბა! მაგ­რამ უმ­თავ­რე­სი ეს არის ში­ნა­არ­სი, იდეა! სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის იდეა არის, ასა­ხოს იმ ადა­მი­ან­თა ინ­ტე­რე­სე­ბი, რო­მელ­საც სა­ვა­რა­უ­დოდ არას­დროს და­უთ­მობს დროს კერ­ძო, მო­გე­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი თუ პო­ლი­ტი­კუ­რად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ტე­ლე­ვი­ზია. შე­ი­ტა­ნოს სა­კუ­თა­რი წვლი­ლი კულ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა­ში, უან­გა­როდ და არა რეკ­ლა­მის­თვის! მი­ა­ნი­ჭოს უპი­რა­ტე­სო­ბა არა სკან­და­ლურს არა­მედ რე­ა­ლუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვანს! აქ ვმუ­შა­ობ 2013 წლი­დან! ამ საქ­მეს ვემ­სა­ხუ­რე­ბი! მე­გობ­რებ­თან ერ­თად შევ­ქმე­ნი დო­კუ­მე­ტუ­რი სე­რი­ა­ლი "ტე­ლებ­ლო­გი" რო­მე­ლიც ნამ­დვი­ლად კონ­კუ­რენ­ცი­ას გა­უ­წევ­და სა­უ­კე­თე­სო ევ­რო­პულ ტე­ლეპ­რო­დუქ­ცი­ას, თუ­დაც შე­სა­ბა­მი­სი რეკ­ლა­მა რომ ჰქო­ნო­და! უკვე რამ­დე­ნი­მე თვეა ვმუ­შა­ობ სტუ­დია "ეპო­ქა­ში" რო­მე­ლიც ყვე­ლამ იცის რო­გო­რი სუ­პერპრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის შქმნი­ლია. . . მე ახლა მოვ­ნიშ­ნავ ჩემს მე­გობ­რებ­ში ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, ვინც ერთხელ მა­ინც მი­თხრა, რომ ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს ვქმნი­დი სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­ში და გთხოვთ კო­მენ­ტა­რებ­ში აუხ­სნათ მა­უ­წყებ­ლის ახალ მმარ­თვე­ლებს, რა იქ­მნე­ბა აქ ღი­რე­ბუ­ლი!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში და როგორი სახის პროდუქიას უნდა ქმნიდეს არხი

რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში და როგორი სახის პროდუქიას უნდა ქმნიდეს არხი

ჟურნალისტი ნინო დადვანი "ფეისბუქის" პირად გვერდზე საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ პოსტს აქვეყნებს. ჟურნალისტი წერს, თუ რა თემების გაშუქებაზე უნდა იყოს ფოკუსირებული საზოგადოებრივი მაუწყებელი და რა სახის პროდუქცია უნდა შექმნას:

"კითხვაზე - რა იქმნება ფასეული საზოგადოებრივ მაუწყებელში, წესით პასუხიც კი არ უნდა გასცეს ადამიანმა, მაგრამ მე მაინც დავუშვებ, რომ რაღაც ობიექტური მიზეზების გამო არ იცის კაცმა, ვინც აქ ტელევიზიის სამართავად მოდის, რა ტიპის პროდუქციასთან აქვს საქმე და გავუწევ დახმარებას...

ჰკითხეთ "ტელებლოგის " მაყურებელს, შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, ომის ვეტერანებს, გარემოს დაცვისთვის მებრძოლებს, მიუსაფარ ცხოველებზე მზრუნველებს, დევნილებს, სამაჩაბლოში საზღვრისპირას მაცხოვრებლებს, გლეხებს, დანგრეული თეატრის მსახიობებს, მზრუნველობა მოკლებულ ბავშვებს, ფასეულია მათზე შექმნილი ფილმები? ჰკითხეთ "ეპოქის" გმირებს, მაგალითად დიმიტრი ერისთავს ან ოთარ იოსელიანს, ფასეულია მათი ინტერვიუები? ფასეულია რეალურ სივრცეში გაშუქებული მაღაროელების პრობლემების წარმოჩენა? იქნებ მართლა არა ღირს გავაგრძელოთ საქართველოს ისტორია და თურქულ სერიალებში რასაც გვიამბობენ, მხოლოდ ის ვიცოდეთ წარსულზე? "წითელი ზონა" ალბათ უხარისხო პროდუქტია…იქნებ სულაც არ არის მნიშვნელოვანი საქართველოში ვინ რას დასთეს და რას მოიმკის , რაღად გვინდა ჩვენი ფერმა? უსასრულოდ შემიძლია გავაგრძელო!. . . იმ ქვეყანაში, სადაც დაბალი რეიტინგი აქვს იგივე "ბანქოს სახლს", ხოლო მაღალი, ინდურ სერიალებს, რეიტინგი ხარისხის საზომად არ გამოდგება! ტელევიზიაში ვმუშაობ 2000 წლიდან, მიმუშავია როგორც ძალიან რეიტინგულ, ისე ნაკლებად ცნობილ პროექტებზე, სცენარისტად, რეჟისორად, რედაქტორად. ძალიან კვალიფიციურ და ნაკლებად საქმიან ადამიანებთან, არასდროს ვყოფილვარ ისეთი წელგამართული იმ საქმის გამო რასაც ვაკეთებ, როგორც აქ, საზოგადობრივ მაუწყებელში! მთავარი სადაო საკითხი დღეს რეიტინგებით სპეკულაცია მგონია, მგონია კი არა დარწმუნებული ვარ! კერძო ტელევიზიას უფლება აქვს იყოს მოგებაზე ორინტირებული, საზოგადოებრივ მაუწყებელს ამის უფლება არ აქვს! მან ხარისხიანი და აუცილებელი პროდუქცია უნდა შექმნას.

ბევრისგან გავიგე ამ დღეებში, კი მაგრამ როგორ უნდა განვსაზღვროთ ესა თუ ის პროდუქტი ხარისხიანია, თუ არა, ეს ხომ სუბიექტურია, შენ ეს მოგწონს, მე ის. უამრავი ხარისხიანი რამ მინახავს, რაც პირადად მე, სუბიექტურად არასოდეს დამაინტერესებს, მაგრამ საბედნიეროდ, ხარისხის საზომები არსებობს, კვალიფიციურმა მუშა ხალხმა, ხალხმა ვინც ჭიანჭველებივით თავწაღუნულები ვქმნით ხარისხს, ეს ვიცით. ეს არის გამართული დრამატურგია და თხრობა, კადრის კომპოზიცია და მონტაჟის სისუფთავე, კიდევ უამრავი რამ, რაშიც სკოლებში, ინსტიტუტებში და სასწავლებლებში ნიშნები იწერება! მაგრამ უმთავრესი ეს არის შინაარსი, იდეა! საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა არის, ასახოს იმ ადამიანთა ინტერესები, რომელსაც სავარაუდოდ არასდროს დაუთმობს დროს კერძო, მოგებაზე ორიენტირებული თუ პოლიტიკურად დაინტერესებული ტელევიზია. შეიტანოს საკუთარი წვლილი კულტურის განვითარებაში, უანგაროდ და არა რეკლამისთვის! მიანიჭოს უპირატესობა არა სკანდალურს არამედ რეალურად მნიშვნელოვანს! აქ ვმუშაობ 2013 წლიდან! ამ საქმეს ვემსახურები! მეგობრებთან ერთად შევქმენი დოკუმეტური სერიალი "ტელებლოგი" რომელიც ნამდვილად კონკურენციას გაუწევდა საუკეთესო ევროპულ ტელეპროდუქციას, თუდაც შესაბამისი რეკლამა რომ ჰქონოდა! უკვე რამდენიმე თვეა ვმუშაობ სტუდია "ეპოქაში" რომელიც ყველამ იცის როგორი სუპერპროფესიონალების შქმნილია. . . მე ახლა მოვნიშნავ ჩემს მეგობრებში ყველა იმ ადამიანს, ვინც ერთხელ მაინც მითხრა, რომ ხარისხიან პროდუქტს ვქმნიდი საზოგადოებრივ მაუწყებელში და გთხოვთ კომენტარებში აუხსნათ მაუწყებლის ახალ მმართველებს, რა იქმნება აქ ღირებული!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი