პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ამაღამ მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები
ამაღამ მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები

ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე "ფე­ის­ბუქ­ზე" მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ გვაფრ­თხი­ლებს, რო­მე­ლიც 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის დრო­ით 02:34 იწყე­ბა.

"2017 წლის 11 თე­ბერ­ვალს თბი­ლი­სის დრო­ით 02:34 იწყე­ბა მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა, რო­მე­ლიც გას­ტანს 06:53 წუ­თამ­დე. დაბ­ნე­ლე­ბის პიკი 04.43 წუთ­ზე იქ­ნე­ბა.

დაბ­ნე­ლე­ბა ხდე­ბა მერ­წყუ­ლი­სა და ლო­მის ღერძზე, რომ­ლის გავ­ლე­ნა დაბ­ნე­ლე­ბამ­დე 2-3 დღით ადრე და ასე­ვე, დაბ­ნე­ლე­ბის შემ­დეგ 2-3 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იქ­ნე­ბა საგ­რძნო­ბი.

დაბ­ნე­ლე­ბის თე­მე­ბია - სიყ­ვა­რუ­ლი და მე­გობ­რო­ბა, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვით­რე­ა­ლი­ზე­ბა.

მთვა­რის ნა­წი­ლობ­რი­ვი დაბ­ნე­ლე­ბა ლო­მის ზო­დი­ა­ქო­ში, 23-ე გრა­დუს­ზე ხდე­ბა. ლო­მის ზო­დი­ა­ქო გა­ნა­გებს, შვი­ლებს, სიყ­ვა­რულს, გარ­თო­ბას, აზარტს, შე­მოქ­მე­დე­ბას, თვით­გა­მო­ხატ­ვას. დაბ­ნე­ლე­ბამ შე­საძ­ლოა სწო­რედ ეს თე­მე­ბი გა­აქ­ტი­უ­როს ჩვენს ცხოვ­რე­ბა­ში (გა­აჩ­ნია პი­რად რუ­ქა­ზე ლო­მის ნი­შან­ში რო­მე­ლი სახ­ლის კუს­პი­დი იწყე­ბა).

ამ დაბ­ნე­ლე­ბე­ბის მმარ­თვე­ლად ით­ვლე­ბა მზე. მზე ჩვე­ნი ეგოა, ცნო­ბი­ე­რი, ჩვე­ნი ეგოს გა­მო­სახ­ვა/თვით­გა­მო­ხატ­ვის ყვე­ლა­ნა­ი­რი მხა­რე. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ დაბ­ნე­ლე­ბის ე.წ. წერ­ტი­ლი ჰარ­მო­ნი­ულ ას­პექ­ტებ­შია სო­ცი­ა­ლურ პლა­ნე­ტებ­თან სა­ტურნ­თან და იუ­პი­ტერ­თან, რაც ნიშ­ნავს, რომ სო­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე ამ პლა­ნე­ტებ­თან და მერ­წყულ-ლო­მის სფე­რო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი სა­კი­თხე­ბი და­დე­ბი­თად გა­და­წყდე­ბა, მას შე­საძ­ლოა ჰქონ­დეს გარ­კვე­ულ­წი­ლად ნე­გა­ტი­უ­რი ტენ­დენ­ცი­ე­ბიც, მაგ­რამ ისი­ნი არ იქ­ნე­ბი­ან და­მან­გრე­ვე­ლი ხა­სი­ა­თის.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბე­ბი ელო­დე­ბათ ე.წ. ფიქ­სი­რე­ბუ­ლი ჯვრის წარ­მო­მად­გენ­ლებს - ლო­მებს და მერ­წყუ­ლებს, შემ­დგომ კუ­რო­ებს და მო­რი­ე­ლებს, გან­სა­კუთ­რე­ბით მათ ვი­საც ამ ზო­დი­ა­ქო­ე­ბის მე­სა­მე დე­კა­და­ში ჰყავთ პლა­ნე­ტე­ბი ანუ მერ­წყუ­ლის, ლო­მის, კუ­როს, მო­რი­ე­ლის მე-20 გრა­დუ­სი­დან 30-ე გრა­დუ­სამ­დე.

აუ­ცი­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი კომ­პრო­მი­სი, სა­პი­რის­პი­რო ტენ­დენ­ცი­ე­ბის გო­ნივ­რუ­ლი შე­თავ­სე­ბა. კარ­გი დროა მთელს სამ­ყა­როს აჩ­ვე­ნოთ თქვე­ნი პი­როვ­ნე­ბის უნი­კა­ლუ­რო­ბა, თავი გა­მო­ი­ჩი­ნოთ ახალ სფე­რო­ებ­ში, გა­მო­იწ­ვი­ოთ სხვა­თა ინ­ტე­რე­სი თქვე­ნი პერ­სო­ნის მი­მართ. მთვა­რის ენერ­გი­ე­ბი და­გეხ­მა­რე­ბათ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბის გა­მოვ­ლე­ნა­ში, რის­თვი­საც მრა­ვა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა მო­გე­ცე­მათ.

ეს პე­რი­ო­დი სა­უ­კე­თე­სოა სა­კუ­თა­რი თა­ვის გვერ­დი­დან და­სა­ნა­ხად. მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც სი­ყალ­ბე­სა და უსა­მარ­თლო­ბა­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი, დას­რულ­დეს. ასე­ვე, გა­მოც­დის ჩა­ბა­რე­ბა მო­უ­წევთ წყვი­ლებს და მე­გობ­რებს, რომ­ლე­ბიც ცდი­ლო­ბენ ურ­თი­ერ­თო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას მა­შინ, რო­დე­საც ამ ურ­თი­ერ­თო­ბამ თა­ვი­სი ლი­მი­ტი უკვე ამო­წუ­რა, მით უფრო, რო­დე­საც რე­ა­ლუ­რად არა­ფერს აკე­თე­ბენ ერ­თმა­ნე­თის­თვის, არ ცდი­ლო­ბენ შეც­დო­მე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას, სა­მარ­თლი­ა­ნი, ჰარ­მო­ნი­უ­ლი კავ­ში­რის შექ­მნას.

და­უშ­ვე­ბე­ლია ეგო­იზ­მის გა­მოვ­ლე­ნა, მი­კერ­ძო­ე­ბა, ამ­ბი­ცი­უ­რო­ბა, ამ­პარ­ტავ­ნე­ბა, ანარ­ქი­უ­ლო­ბა, ქა­ო­სუ­რო­ბა.

დაბ­ნე­ლე­ბის დროს სამ­ყა­რო­ში გა­მო­დის უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია, მაგ­რამ, რო­გორ იქ­ნე­ბა ეს ენერ­გია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლია კონ­კრე­ტულ ადა­მი­ა­ნებ­სა და მათ მი­ზან­სწრაფ­ვა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, შე­დე­გიც შე­იძ­ლე­ბა იყოს რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თიც.

ამ პე­რი­ოდ­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია სუ­ლი­ე­რე­ბა­ზე აქ­ცენ­ტი,– და­კავ­დით სუ­ლი­ე­რი პრაქ­ტი­კე­ბით, მე­დი­ტა­ცი­ით, ლოც­ვით - დაბ­ნე­ლე­ბის დრო სა­უ­კე­თე­სოა სწო­რედ ამ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის, შე­ე­ცა­დეთ მი­აღ­წი­ოთ სუ­ლი­ერ ჰარ­მო­ნი­ას სა­კუ­თარ თავ­თან და მთლი­ა­ნად, სამ­ყა­როს­თან.

დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში ადა­მი­ანს შე­უძ­ლია სწრა­ფად გა­თა­ვი­სუფ­ლდეს არა­სა­ჭი­რო კავ­ში­რე­ბის­გან, მოძ­ვე­ლე­ბუ­ლი იდე­ა­ლე­ბი­სა და ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან.

ჩა­ა­ტა­რეთ წმენ­და რო­გორც სა­კუ­თარ თავ­ში, ასე­ვე თქვენს სა­ცხოვ­რე­ბელ­ში - და­უ­ნა­ნებ­ლად გა­და­ყა­რეთ ყვე­ლა­ფე­რი, რაც დრო­მოჭ­მუ­ლი, გა­მო­უ­სა­დე­გა­რი და უფუნ­ქცი­ოა, მათ შო­რის და­ას­წუ­ლეთ დრო­მოჭ­მუ­ლი და და­მამ­ძი­მე­ბე­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი, თუ ეს რა­ღაც მი­ზეზ­თა გამო შე­უძ­ლე­ბე­ლია, და­ი­წყეთ სა­კუ­თარ თავ­ზე და ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე მუ­შა­ო­ბა, გა­მო­ი­ჩი­ნეთ დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და შემ­წყნა­რებ­ლო­ბის უნა­რი, და­ი­წყეთ ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი სუფ­თა ფურ­ცლი­დან.

ასე­ვე, სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ გზებ­ზე, ტრან­სპორ­ტში, ნუ გა­და­ა­მე­ტებთ სიჩ­ქა­რეს. თავი შე­ი­კა­ვეთ ალ­კოჰო­ლის მი­ღე­ბი­სა­გან, მით უფრო ნაკ­ლე­ბად­ნაც­ნობ კომ­პა­ნი­ებ­ში.

მო­უფრ­თხილ­დით ბავ­შვებს. ასეთ დროს მათ ჭირ­ვე­უ­ლო­ბა, არა­მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი აგ­რე­სია, ზედ­მე­ტი აქ­ტი­უ­რო­ბა ახა­სი­ა­თებთ.

ამ პე­რი­ოდ­ში, ანუ დაბ­ნე­ლე­ბი­დან პლუს-მი­ნუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მი­ი­ღებთ მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს სამ­სა­ხურ­ში, კარ­გი იქ­ნე­ბა თუ არა­ფერ მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს არ და­ი­წყებთ (მსხვი­ლი გა­რი­გე­ბე­ბის და­დე­ბა, სა­ყიდ­ლე­ბი, სა­ფი­ნან­სო ოპე­რა­ცი­ე­ბი და სხვ.). ნუ აი­ღებთ სა­კუ­თარ თავ­ზე სე­რი­ო­ზულ ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, თავი შე­ი­კა­ვეთ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­ფორ­მე­ბის­გან. თუ მა­ინც გი­წევთ ამის გა­კე­თე­ბა - მაქ­სი­მა­ლუ­რი ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეთ, კარ­გად გა­ე­ცა­ნით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის სა­განს.

ყუ­რა­დღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ ახალ ნაც­ნო­ბო­ბას და მოვ­ლე­ნებს, რომ­ლე­ბიც დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდს და­ემ­თხვე­ვა! (პლი­უს მი­ნუს 3 დღე)

მო­ე­რი­დეთ ადა­მი­ა­ნებ­თან კა­მათს. სიფრ­თხი­ლე გა­მო­ი­ჩი­ნეთ და თავი აა­რი­დეთ თავ­შეყ­რის ად­გი­ლებს, ნუ წა­მო­ე­გე­ბით პრო­ვო­კა­ცი­ებს. შე­ი­ნარ­ჩუ­ნეთ სიმ­შვი­დე, საღი აზრი.

ლომი გა­ნა­გებს გუ­ლის ჩაკ­რას, ამი­ტომ გულ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სა­კი­თხი აქ­ტუ­ა­ლუ­რი იქ­ნე­ბა მთვა­რის მო­მა­ვალ დაბ­ნე­ლე­ბამ­დე. ვი­საც აწუ­ხებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა და­ა­ვა­დე­ბე­ბი, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა სწო­რედ მათ მარ­თებთ. ასე­ვე, ჰი­პერ­ტო­ნი­ით და­ა­ვა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს, მო­ხუ­ცებს, და­ი­კა­ვეთ თა­და­რი­გი და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ჩა­ი­ტა­რეთ პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი მკურ­ნა­ლო­ბა. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი შე­საძ­ლოა შე­ა­წუ­ხოს თა­ვის ტკი­ვილ­მა, წნე­ვის მო­მა­ტე­ბამ, მო­სა­ლოდ­ნე­ლია ქრო­ნი­კულ­მა და­ა­ვა­დე­ბებ­მა კვლავ იჩი­ნონ თავი.

დაბ­ნე­ლე­ბის დღეს და­კავ­დით ყო­ველ­დღი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბით. შე­ე­ცა­დეთ დღე გა­ა­ტა­როთ მშვიდ ატ­მოს­ფე­რო­ში, ყო­ველ­გვა­რი რის­კი­სა და კონ­ფლიქ­ტის გა­რე­შე.

გა­ით­ვალ­თვა­ლის­წი­ნეთ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და ეს და­ძა­ბუ­ლი პე­რი­ო­დი მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ივ­ლის, რა­საც გუ­ლით გი­სურ­ვებთ!".

ამაღამ მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები

ამაღამ მთვარის ნაწილობრივი დაბნელებაა - ზოდიაქოს რომელ ნიშნებს ელოდებათ მნიშვნელოვანი ცვლილებები

ასტროლოგი ქეთი ვაწაძე "ფეისბუქზე" მთვარის ნაწილობრივი დაბნელების შესახებ გვაფრთხილებს, რომელიც 11 თებერვალს თბილისის დროით 02:34 იწყება.

"2017 წლის 11 თებერვალს თბილისის დროით 02:34 იწყება მთვარის ნაწილობრივი დაბნელება, რომელიც გასტანს 06:53 წუთამდე. დაბნელების პიკი 04.43 წუთზე იქნება.

დაბნელება ხდება მერწყულისა და ლომის ღერძზე, რომლის გავლენა დაბნელებამდე 2-3 დღით ადრე და ასევე, დაბნელების შემდეგ 2-3 დღის განმავლობაში იქნება საგრძნობი.

დაბნელების თემებია - სიყვარული და მეგობრობა, შემოქმედებითი თვითრეალიზება.

მთვარის ნაწილობრივი დაბნელება ლომის ზოდიაქოში, 23-ე გრადუსზე ხდება. ლომის ზოდიაქო განაგებს, შვილებს, სიყვარულს, გართობას, აზარტს, შემოქმედებას, თვითგამოხატვას. დაბნელებამ შესაძლოა სწორედ ეს თემები გააქტიუროს ჩვენს ცხოვრებაში (გააჩნია პირად რუქაზე ლომის ნიშანში რომელი სახლის კუსპიდი იწყება).

ამ დაბნელებების მმართველად ითვლება მზე. მზე ჩვენი ეგოა, ცნობიერი, ჩვენი ეგოს გამოსახვა/თვითგამოხატვის ყველანაირი მხარე. აღსანიშნავია, რომ დაბნელების ე.წ. წერტილი ჰარმონიულ ასპექტებშია სოციალურ პლანეტებთან სატურნთან და იუპიტერთან, რაც ნიშნავს, რომ სოციალურ დონეზე ამ პლანეტებთან და მერწყულ-ლომის სფეროებთან დაკავშირებული საკითხები დადებითად გადაწყდება, მას შესაძლოა ჰქონდეს გარკვეულწილად ნეგატიური ტენდენციებიც, მაგრამ ისინი არ იქნებიან დამანგრეველი ხასიათის.

მნიშვნელოვანი ცვლილებები ელოდებათ ე.წ. ფიქსირებული ჯვრის წარმომადგენლებს - ლომებს და მერწყულებს, შემდგომ კუროებს და მორიელებს, განსაკუთრებით მათ ვისაც ამ ზოდიაქოების მესამე დეკადაში ჰყავთ პლანეტები ანუ მერწყულის, ლომის, კუროს, მორიელის მე-20 გრადუსიდან 30-ე გრადუსამდე.

აუცილებელი იქნება გარკვეული კომპრომისი, საპირისპირო ტენდენციების გონივრული შეთავსება. კარგი დროა მთელს სამყაროს აჩვენოთ თქვენი პიროვნების უნიკალურობა, თავი გამოიჩინოთ ახალ სფეროებში, გამოიწვიოთ სხვათა ინტერესი თქვენი პერსონის მიმართ. მთვარის ენერგიები დაგეხმარებათ შემოქმედებითი უნარების გამოვლენაში, რისთვისაც მრავალი შესაძლებლობა მოგეცემათ.

ეს პერიოდი საუკეთესოა საკუთარი თავის გვერდიდან დასანახად. მოსალოდნელია, რომ ურთიერთობები, რომლებიც სიყალბესა და უსამართლობაზეა დაფუძნებული, დასრულდეს. ასევე, გამოცდის ჩაბარება მოუწევთ წყვილებს და მეგობრებს, რომლებიც ცდილობენ ურთიერთობის შენარჩუნებას მაშინ, როდესაც ამ ურთიერთობამ თავისი ლიმიტი უკვე ამოწურა, მით უფრო, როდესაც რეალურად არაფერს აკეთებენ ერთმანეთისთვის, არ ცდილობენ შეცდომების გამოსწორებას, სამართლიანი, ჰარმონიული კავშირის შექმნას.

დაუშვებელია ეგოიზმის გამოვლენა, მიკერძოება, ამბიციურობა, ამპარტავნება, ანარქიულობა, ქაოსურობა.

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.

ამ პერიოდში აუცილებელია სულიერებაზე აქცენტი,– დაკავდით სულიერი პრაქტიკებით, მედიტაციით, ლოცვით - დაბნელების დრო საუკეთესოა სწორედ ამგვარი საქმიანობისთვის, შეეცადეთ მიაღწიოთ სულიერ ჰარმონიას საკუთარ თავთან და მთლიანად, სამყაროსთან.

დაბნელების პერიოდში ადამიანს შეუძლია სწრაფად გათავისუფლდეს არასაჭირო კავშირებისგან, მოძველებული იდეალებისა და ფასეულობებისგან.

ჩაატარეთ წმენდა როგორც საკუთარ თავში, ასევე თქვენს საცხოვრებელში - დაუნანებლად გადაყარეთ ყველაფერი, რაც დრომოჭმული, გამოუსადეგარი და უფუნქციოა, მათ შორის დაასწულეთ დრომოჭმული და დამამძიმებელი ურთიერთობები, თუ ეს რაღაც მიზეზთა გამო შეუძლებელია, დაიწყეთ საკუთარ თავზე და ურთიერთობებზე მუშაობა, გამოიჩინეთ დიპლომატიისა და შემწყნარებლობის უნარი, დაიწყეთ ურთიერთობები სუფთა ფურცლიდან.

ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან, მით უფრო ნაკლებადნაცნობ კომპანიებში.

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ.

ამ პერიოდში, ანუ დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.

ლომი განაგებს გულის ჩაკრას, ამიტომ გულთან დაკავშირებული ყველა საკითხი აქტუალური იქნება მთვარის მომავალ დაბნელებამდე. ვისაც აწუხებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, განსაკუთრებული ყურადღება სწორედ მათ მართებთ. ასევე, ჰიპერტონიით დაავადებულ ადამიანებს, მოხუცებს, დაიკავეთ თადარიგი და საჭიროების შემთხვევაში ჩაიტარეთ პროფილაქტიკური მკურნალობა. ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი.

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

გაითვალთვალისწინეთ რეკომენდაციები და ეს დაძაბული პერიოდი მშვიდობიანად ჩაივლის, რასაც გულით გისურვებთ!".

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს