მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე
"ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" 2 გათ­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი და 4 მოქ­მე­დი კონ­სულ­ტან­ტის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ზე კო­მენ­ტარს აკე­თებს და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ბრალ­დე­ბებ­სა და მო­თხოვ­ნებს პა­სუ­ხობს. გთა­ვა­ზობთ გან­ცხა­დე­ბას, რო­მე­ლიც "ბიბ­ლუს­მა" ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ავ­რცე­ლა:

"ჩვენ­თვის უაღ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მომ­ხმა­რებ­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზრი და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა "ბიბ­ლუ­სის" მი­მართ. სწო­რედ ამი­ტომ, ვაქ­ვეყ­ნებთ პუნ­ქტობ­რივ და კონ­კრე­ტულ პა­სუ­ხებს რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის მიერ გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბებ­ზე, რომ­ლე­ბიც დღეს გავ­რცელ­და.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" 6 თა­ნამ­შრომ­ლის გან­ცხა­დე­ბის ტექ­სტი:

"ჩვენ, ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რი­ში და­საქ­მე­ბულ კონ­სულ­ტან­ტებს გვინ­და იმ მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მით პი­რო­ბებ­ზე ვი­სა­უბ­როთ, რა­შიც ყო­ველ­დღი­ურ რე­ჟიმ­ში გვი­წევს მუ­შა­ო­ბა.

1. გვაქვს მძი­მე და არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მი. კვი­რა­ში 6 დღე და და­ახ­ლო­ე­ბით 60 სა­ა­თი ვმუ­შა­ობთ. დღის მან­ძილ­ზე სა­შუ­ა­ლოდ 10 სა­ა­თი გვი­წევს მუ­შა­ო­ბა, არ გვაქვს ოფი­ცი­ა­ლუ­რი შეს­ვე­ნე­ბა და ერ­თმა­ნე­თის შეც­ვლის ხარ­ჯზე და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის მან­ძილ­ზე ვა­ხერ­ხებთ სა­მუ­შაო ად­გი­ლის და­ტო­ვე­ბას. არ გვაქვს გა­მო­ყო­ფი­ლი დრო და სივ­რცე კვე­ბის­თვის.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი: სა­მუ­შაო დრო არის 8 სა­ა­თი, და­მა­ტე­ბი­თი დრო­ით, გა­ყიდ­ვე­ბის სე­ზო­ნუ­რი მა­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში დარ­ჩე­ნა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია, რა­შიც კონ­სულ­ტან­ტე­ბი იღე­ბენ ბო­ნუ­სებ­სა და პრე­მი­ებს.

2. არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო რე­ჟი­მის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვე­ნი თვი­უ­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა 300 ლა­რია. იგი­ვე დატ­ვირ­თვის მი­უ­ხე­და­ვად, რე­ზერვში მყო­ფი კონ­სულ­ტან­ტე­ბის 250 ლარი.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი: აქ მოყ­ვა­ნი­ლი ციფ­რე­ბი მხო­ლოდ ხელ­ფა­სია, ამის გარ­და, კონ­სულ­ტან­ტე­ბი იღე­ბენ ბო­ნუ­სებს, რომ­ლე­ბიც ხში­რად ხელ­ფასს 2-ჯერ და მეტ­ჯე­რაც კი აღე­მა­ტე­ბა. რე­ზერ­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი იგი­ვეა, რაც ანა­ზღა­უ­რე­ბა­დი სტა­ჟი­ო­რი (იხ. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში მო­ნა­წი­ლე ორი თა­ნამ­შრომ­ლის უწყი­სის ფო­ტო­ე­ბი)

3. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ გვი­წევს ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი შრო­მა და ღამე მუ­შა­ო­ბა, ად­მი­ნის­ტრა­ცია ამ შრო­მას არ ანა­ზღა­უ­რებს.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი: ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი მუ­შა­ო­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და ხდე­ბა ბო­ნუ­სე­ბის და­რი­ცხვა.

4. კონ­სულ­ტან­ტებს გვი­წევს ყვე­ლა ტი­პის სა­მუ­შა­ოს შეს­რუ­ლე­ბა. ერ­თდრო­უ­ლად ვას­რუ­ლებთ კონ­სულ­ტან­ტის, მო­ლა­რის, დამ­ლა­გებ­ლის, სა­წყო­ბის მიმ­თვლე­ლის და მტვირ­თა­ვე­ბის ფუნ­ქცი­ებს;

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი: "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" შტატ­ში მუ­შა­ო­ბენ დამ­ლა­გებ­ლე­ბი. კონ­სულ­ტან­ტებს არ ევა­ლე­ბათ და­ლა­გე­ბა, ხოლო პრო­დუქ­ცი­ის მით­ვლა და მისი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა კონ­სულ­ტან­ტის მო­ვა­ლე­ო­ბაა.

5. ად­მი­ნის­ტრა­ცია გა­ყიდ­ვე­ბის წარ­მო­უდ­გენ­ლად დიდი გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას გვთხოვს ყო­ველ­თვი­უ­რად, რაც იძუ­ლე­ბულს გვხდის არა­ნორ­მი­რე­ბუ­ლად და მძი­მე დატ­ვირ­თვით ვი­მუ­შა­ვოთ, რად­გან გეგ­მის შეს­რუ­ლე­ბას ებ­მის ჩვენ­თვის ბო­ნუ­სე­ბის და­რი­ცხვა. ბო­ნუ­სი ჩვენ­თვის გა­უმჭვირ­ვა­ლე და გა­ურ­კვე­ვე­ლი კო­ე­ფი­ცი­ენ­ტით ან­გა­რიშ­დე­ბა და შე­საძ­ლოა იყოს თვე­ში 27 ლა­რი­დან 250 ლა­რამ­დე. ამას­თან, თა­ნა­ბა­რი და მძი­მე შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, ბო­ნუ­სებს არ იღე­ბენ რე­ზერვში მყო­ფი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი;

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი: ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მა მარ­ტი­ვი და ძა­ლი­ან გამჭვირ­ვა­ლეა. გა­ყიდ­ვებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი სა­მო­ტი­ვა­ციო სის­ტე­მა აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი და მი­ღე­ბუ­ლია მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბულ სა­ცა­ლო ქსელ­ში. რე­ზერ­ვის (იგი­ვე, სტა­ჟი­რე­ბა­ზე მყო­ფი) თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბო­ნუსს არ იღე­ბენ. რე­ზერ­ვის თა­ნამ­შრო­მე­ლი არის ანა­ზღა­უ­რე­ბად სტა­ჟი­რე­ბა­ზე მყო­ფი პი­როვ­ნე­ბა, რომ­ლის კვა­ლი­ფი­კა­ცი­ის ამაღ­ლე­ბა­ში კომ­პა­ნია დებს ინ­ვეს­ტი­ცი­ებს და მათ ხელ­ფას­საც უხ­დის. ბო­ნუ­სე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი თან­ხა არის არა 250, არა­მედ 1000 ლარ­ზე მე­ტიც.

6. მა­ღა­ზი­ა­ში არ არ­სე­ბობს უსაფრ­თხო­ე­ბის სის­ტე­მა და ამის შე­დე­გებ­ზე პა­სუ­ხის­გებ­ლო­ბა გვე­კის­რე­ბა ჩვენ. ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის და­ნაკ­ლის­სა და ზი­ან­ზე, რაც ათე­უ­ლო­ბით ათას ლარს შე­იძ­ლე­ბა ად­გენ­დეს, ჩვე­ნი პირ­და­პი­რი ბრა­ლე­უ­ლო­ბის არ­ქო­ნის მი­უ­ხე­და­ვად, გვი­წევს მისი ანა­ზღა­უ­რე­ბა ჩვე­ნი­ვე შე­მო­სავ­ლი­დან. კომ­პა­ნია პე­რი­ო­დუ­ლად აკე­თებს და­ნაკ­ლი­სე­ბის აღ­რი­ცხვას, რო­მელ­საც ანა­წი­ლებს ჩვენ­ზე თა­ნაბ­რად და გვიქ­ვი­თავს ბო­ნუ­სი­დან. ჩვენ არ გვაქვს არა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი ავი­ცი­ლოთ და­ნაკ­ლი­სე­ბი ან წი­ნას­წარ გან­ვსა­ზღვროთ რამ­დე­ნი შე­იძ­ლე­ბა დაგ­ვექ­ვი­თოს ბო­ნუ­სე­ბი­დან, რაც კი­დევ ამ­ცი­რებს ჩვენს ყო­ველ­თვი­ურ ანა­ზღა­უ­რე­ბას.

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი: მა­ღა­ზია აღ­ჭურ­ვი­ლია კა­მე­რე­ბის სის­ტე­მით. კონ­სულ­ტან­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­მუ­შაო ად­გილ­ზე იყოს ყუ­რა­დღე­ბით, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­კარ­გვა - ქურ­დო­ბა. და­ნაკ­ლი­სე­ბის ზი­ა­ნი ნა­წილ­დე­ბა კომ­პა­ნი­ა­სა და კონ­სულ­ტან­ტებს შო­რის. ამ სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბამ მთლი­ან ქსელ­ში და­ნაკ­ლი­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 2.5-ჯერ შე­ამ­ცი­რა.

"მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მი­თი პი­რო­ბე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად აუ­ტა­ნე­ლი გახ­და დე­კემ­ბრის თვე­ში, როცა დიდი გა­ყიდ­ვე­ბის გამო კვი­რე­ბის მან­ძილ­ზე დას­ვე­ნე­ბის გა­რე­შე, არა­ა­და­მი­ა­ნურ პი­რო­ბებ­ში ვი­მუ­შა­ვეთ. ჩვე­ნი მძი­მე შრო­მის მი­უ­ხე­და­ვად, კომ­პა­ნი­ამ გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ბო­ნუ­სე­ბი დაგ­ვი­რი­ცხა, რა­საც ჩვენ­გან სა­მარ­თლი­ა­ნი პრო­ტეს­ტი მოჰ­ყვა. სა­პა­სუ­ხოდ, კომ­პა­ნი­ამ ორი კონ­სულ­ტან­ტი სამ­სა­ხუ­რი­დან იმა­ვე დღეს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა და 6 ჩვენ­გა­ნის მი­მართ მი­ი­ღო ქსე­ლის სხვა მა­ღა­ზი­ებ­ში გა­დაყ­ვა­ნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რა­საც პრო­ტეს­ტის ჩახ­შო­ბის მი­ზა­ნი აქვს".

"ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი: დე­კემ­ბერ­ში მა­ღა­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ო­ბა ჩვე­უ­ლი მოვ­ლე­ნაა არა­მარ­ტო "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რი­ში", არა­მედ პრაქ­ტი­კუ­ლად მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა ქსელ­სა თუ მა­ღა­ზი­ა­ში. ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის კონ­სულ­ტან­ტებ­მა აი­ღეს ზუს­ტად გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი, კუთ­ვნი­ლი ბო­ნუ­სე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­სა­ბა­მი­სად, გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლი იყო, ვიდ­რე სხვა თვე­ებ­ში.

ორი კონ­სულ­ტან­ტი გა­თა­ვი­სუფ­ლდა ში­ნა­გა­ნა­წე­სის უხე­ში დარ­ღვე­ვის გამო. კონ­კრე­ტუ­ლად, იქ­ცე­ოდ­ნენ აგ­რე­სი­უ­ლად, მი­ა­ტო­ვეს სა­მუ­შაო პო­ზი­ცია, რა­მაც გა­მო­იწ­ვია მომ­ხმა­რებ­ლის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ თა­ნამ­შრომ­ლებს მა­ნამ­დე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ჰქონ­დათ გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი საყ­ვე­დუ­რე­ბი არა­სა­თა­ნა­დო მუ­შა­ო­ბი­სა და დარ­ღვე­ვე­ბის­თვის. (იხ. ფოტო)

კონ­სულ­ტან­ტე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი და "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რის" პა­სუ­ხი:

1. სამ­სა­ხუ­რი­დან უკა­ნო­ნოდ გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის და­უ­ყოვ­ნებ­ლივ აღ­დგე­ნას;

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­თა­ვი­სუფ­ლდნენ კა­ნო­ნი­ე­რად, ისი­ნი ვერ აღ­დგე­ბი­ან, ვი­ნა­ი­დან მათი მუ­შა­ო­ბა არ იყო და­მაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბე­ლი.

2. მე­ნე­ჯმენ­ტის მხრი­დან ჩვე­ნი პრო­ტეს­ტის შე­ჩე­რე­ბის მიზ­ნით, რო­ტა­ცი­ის პრო­ცე­სის და სა­მუ­შაო ად­გი­ლი­დან გა­დაყ­ვა­ნის თა­ო­ბა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას;

ბიბ­ლუ­სის ქსე­ლი მო­ი­ცავს 52 მა­ღა­ზი­ას. რო­ტა­ცია კომ­პა­ნი­ის დად­გე­ნი­ლი წე­სია, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ხდე­ბა პე­რი­ო­დუ­ლად კონ­სულ­ტან­ტე­ბის გა­და­ნაც­ვლე­ბა ბიბ­ლუ­სის ერთი ფი­ლი­ა­ლი­დან მე­ო­რე­ში და ა.შ. კომ­პა­ნია ვერ გა­ით­ვა­ლის­წი­ნებს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მე­გობ­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს აღ­ნიშ­ნუ­ლი რო­ტა­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­სას, შე­სა­ბა­მი­სად, ეს სის­ტე­მა სა­მარ­თლი­ა­ნია და არ შე­იც­ვლე­ბა.

3. ჩვენ­თან და­დე­ბუ­ლი შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის პი­რო­ბე­ბის გა­და­ხედ­ვას და მის შე­სა­ბა­მი­სო­ბას მოქ­მედ შრო­მით კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან. მო­ვი­თხოვთ რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბის გა­და­ხედ­ვის პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თოს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი­სა და ჩვე­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით;

ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­შია, თუმ­ცა ჩვენ, ისე­ვე რო­გორც ადრე, ახ­ლაც მზად ვართ ნე­ბის­მი­ე­რი სა­კი­თხის საქ­მი­ან გა­რე­მო­ში გან­ხილ­ვი­სათ­ვის.

4. შე­იც­ვა­ლოს მძი­მე და უსა­მარ­თლო შრო­მის პი­რო­ბე­ბი, მათ შო­რის, მოხ­დეს სა­მუ­შაო დრო­ის ნორ­მი­რე­ბა და შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ზე­გა­ნაკ­ვე­თუ­რი და ღა­მის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა გაზ­რდი­ლი ტა­რი­ფით;

სა­მუ­შაო დრო არის 8 სა­ა­თი, და­ნარ­ჩენ დროს, გა­ყიდ­ვე­ბის სე­ზო­ნუ­რი მა­ტე­ბის პე­რი­ოდ­ში ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თია და­მა­ტე­ბით დარ­ჩე­ნა, რა­შიც კონ­სულ­ტან­ტე­ბი იღე­ბენ ბო­ნუ­სებ­სა და პრე­მი­ებს.

5. ბო­ნუ­სე­ბის და­რი­ცხვის სის­ტე­მა გახ­დეს გამჭვირ­ვა­ლე და დათ­ვლის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი იყოს ადეკ­ვა­ტუ­რი და სა­თა­ნა­დო. ასე­ვე ვი­თხოვთ, ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მა გავ­რცელ­დეს რე­ზერვში მყოფ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე;

ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მა მარ­ტი­ვია, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის­თვის უკეთ გა­სარ­კვე­ვად და სის­ტე­მის უკეთ გა­საც­ნო­ბად მსურ­ვე­ლებს შე­უძ­ლი­ათ მი­მარ­თონ მე­ნე­ჯე­რებს ან სა­თაო ოფისს, HR გან­ყო­ფი­ლე­ბას. ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მა ვერ გავ­რცელ­დე­ბა რე­ზერვში მყოფ თა­ნამ­შრომ­ლებ­ზე მა­ნამ, სა­ნამ ისი­ნი წარ­მა­ტე­ბით არ გა­ივ­ლი­ან საკ­ვა­ლი­ფი­კა­ციო ტეს­ტებს და არ გა­და­ი­ნაც­ვლე­ბენ კონ­სულ­ტან­ტე­ბის რან­გში.

6. გა­უქ­მდეს და­ნაკ­ლი­სე­ბის შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბი­დან დაქ­ვით­ვის უსა­მარ­თლო და თვით­ნე­ბუ­რი სის­ტე­მა, ამ მე­ქა­ნიზ­მის გა­მო­ყე­ნე­ბა ჩვენს მი­მართ მოხ­დეს მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ნაკ­ლი­სი ჩვენს მიერ სა­მუ­შა­ოს არა­სა­თა­ნა­დო შეს­რუ­ლე­ბას და უშუ­ა­ლო ბრალს უკავ­შირ­დე­ბა.

მა­ღა­ზია აღ­ჭურ­ვი­ლია კა­მე­რე­ბის სის­ტე­მით. კონ­სულ­ტან­ტი ვალ­დე­ბუ­ლია, სა­მუ­შაო ად­გილ­ზე იყოს ყუ­რა­დღე­ბით, რომ თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის და­კარ­გვა - ქურ­დო­ბა. და­ნაკ­ლი­სე­ბის ზი­ა­ნი ნა­წილ­დე­ბა კომ­პა­ნი­ა­სა და კონ­სულ­ტან­ტებს შო­რის. ამ სის­ტე­მის შე­მო­ღე­ბამ მთლი­ან ქსელ­ში და­ნაკ­ლი­სე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 2.5-ჯერ შე­ამ­ცი­რა. აღ­ნიშ­ნუ­ლი სის­ტე­მა სა­მარ­თლი­ა­ნი, შე­დე­გი­ა­ნია და ვერ შე­იც­ვლე­ბა.

ბიბ­ლუ­სის ქსე­ლის ძი­რი­თა­დი პრო­დუქ­ცია წიგ­ნე­ბია, ეს სფე­რო არ გა­მო­ირ­ჩე­ვა მა­ღა­ლი მომ­გე­ბი­ა­ნო­ბით, თუმ­ცა მე­ნე­ჯმენ­ტი მონ­დო­მე­ბუ­ლია და ცდი­ლობს, თა­ნამ­შრომ­ლებს შე­უქ­მნას არა­თუ ბაზ­რის შე­სა­ბა­მი­სი, არა­მედ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი" - ნათ­ქვა­მია "ბიბ­ლუ­სის" გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

"ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე

"ბიბლუსი გალერის" კომენტარები ბრალდებებსა და მოთხოვნებზე

"ბიბლუსი გალერის" 2 გათვისუფლებული და 4 მოქმედი კონსულტანტის მიერ გავრცელებულ ვიდეომიმართვაზე კომენტარს აკეთებს და თანამშრომლების ბრალდებებსა და მოთხოვნებს პასუხობს. გთავაზობთ განცხადებას, რომელიც "ბიბლუსმა" ოფიციალურად გაავრცელა:

"ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია მომხმარებლისა და საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება "ბიბლუსის" მიმართ. სწორედ ამიტომ, ვაქვეყნებთ პუნქტობრივ და კონკრეტულ პასუხებს რამდენიმე თანამშრომლის მიერ გამოთქმულ ბრალდებებზე, რომლებიც დღეს გავრცელდა.

"ბიბლუსი გალერის" 6 თანამშრომლის განცხადების ტექსტი:

"ჩვენ, ბიბლუსი გალერიში დასაქმებულ კონსულტანტებს გვინდა იმ მძიმე და უსამართლო შრომით პირობებზე ვისაუბროთ, რაშიც ყოველდღიურ რეჟიმში გვიწევს მუშაობა.

1. გვაქვს მძიმე და არანორმირებული სამუშაო რეჟიმი. კვირაში 6 დღე და დაახლოებით 60 საათი ვმუშაობთ. დღის მანძილზე საშუალოდ 10 საათი გვიწევს მუშაობა, არ გვაქვს ოფიციალური შესვენება და ერთმანეთის შეცვლის ხარჯზე დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ვახერხებთ სამუშაო ადგილის დატოვებას. არ გვაქვს გამოყოფილი დრო და სივრცე კვებისთვის.

"ბიბლუსი გალერის" პასუხი: სამუშაო დრო არის 8 საათი, დამატებითი დროით, გაყიდვების სეზონური მატების პერიოდში დარჩენა ნებაყოფლობითია, რაშიც კონსულტანტები იღებენ ბონუსებსა და პრემიებს.

2. არანორმირებული სამუშაო რეჟიმის მიუხედავად, ჩვენი თვიური ანაზღაურება 300 ლარია. იგივე დატვირთვის მიუხედავად, რეზერვში მყოფი კონსულტანტების 250 ლარი.

"ბიბლუსი გალერის" პასუხი: აქ მოყვანილი ციფრები მხოლოდ ხელფასია, ამის გარდა, კონსულტანტები იღებენ ბონუსებს, რომლებიც ხშირად ხელფასს 2-ჯერ და მეტჯერაც კი აღემატება. რეზერვის თანამშრომელი იგივეა, რაც ანაზღაურებადი სტაჟიორი (იხ. ვიდეომიმართვაში მონაწილე ორი თანამშრომლის უწყისის ფოტოები)

3. მიუხედავად იმისა, რომ გვიწევს ზეგანაკვეთური შრომა და ღამე მუშაობა, ადმინისტრაცია ამ შრომას არ ანაზღაურებს.

"ბიბლუსი გალერის" პასუხი: ზეგანაკვეთური მუშაობა ნებაყოფლობითია და ხდება ბონუსების დარიცხვა.

4. კონსულტანტებს გვიწევს ყველა ტიპის სამუშაოს შესრულება. ერთდროულად ვასრულებთ კონსულტანტის, მოლარის, დამლაგებლის, საწყობის მიმთვლელის და მტვირთავების ფუნქციებს;

"ბიბლუსი გალერის" პასუხი: "ბიბლუსი გალერის" შტატში მუშაობენ დამლაგებლები. კონსულტანტებს არ ევალებათ დალაგება, ხოლო პროდუქციის მითვლა და მისი მოვლა-პატრონობა კონსულტანტის მოვალეობაა.

5. ადმინისტრაცია გაყიდვების წარმოუდგენლად დიდი გეგმის შესრულებას გვთხოვს ყოველთვიურად, რაც იძულებულს გვხდის არანორმირებულად და მძიმე დატვირთვით ვიმუშავოთ, რადგან გეგმის შესრულებას ებმის ჩვენთვის ბონუსების დარიცხვა. ბონუსი ჩვენთვის გაუმჭვირვალე და გაურკვეველი კოეფიციენტით ანგარიშდება და შესაძლოა იყოს თვეში 27 ლარიდან 250 ლარამდე. ამასთან, თანაბარი და მძიმე შრომის მიუხედავად, ბონუსებს არ იღებენ რეზერვში მყოფი თანამშრომლები;

"ბიბლუსი გალერის" პასუხი: ბონუსების სისტემა მარტივი და ძალიან გამჭვირვალეა. გაყიდვებზე დამოკიდებული სამოტივაციო სისტემა აპრობირებული და მიღებულია მსოფლიოს ყველა წარმატებულ საცალო ქსელში. რეზერვის (იგივე, სტაჟირებაზე მყოფი) თანამშრომლები ბონუსს არ იღებენ. რეზერვის თანამშრომელი არის ანაზღაურებად სტაჟირებაზე მყოფი პიროვნება, რომლის კვალიფიკაციის ამაღლებაში კომპანია დებს ინვესტიციებს და მათ ხელფასსაც უხდის. ბონუსების მაქსიმალური თანხა არის არა 250, არამედ 1000 ლარზე მეტიც.

6. მაღაზიაში არ არსებობს უსაფრთხოების სისტემა და ამის შედეგებზე პასუხისგებლობა გვეკისრება ჩვენ. ნებისმიერი სახის დანაკლისსა და ზიანზე, რაც ათეულობით ათას ლარს შეიძლება ადგენდეს, ჩვენი პირდაპირი ბრალეულობის არქონის მიუხედავად, გვიწევს მისი ანაზღაურება ჩვენივე შემოსავლიდან. კომპანია პერიოდულად აკეთებს დანაკლისების აღრიცხვას, რომელსაც ანაწილებს ჩვენზე თანაბრად და გვიქვითავს ბონუსიდან. ჩვენ არ გვაქვს არანაირი მექანიზმი ავიცილოთ დანაკლისები ან წინასწარ განვსაზღვროთ რამდენი შეიძლება დაგვექვითოს ბონუსებიდან, რაც კიდევ ამცირებს ჩვენს ყოველთვიურ ანაზღაურებას.

"ბიბლუსი გალერის" პასუხი: მაღაზია აღჭურვილია კამერების სისტემით. კონსულტანტი ვალდებულია, სამუშაო ადგილზე იყოს ყურადღებით, რომ თავიდან აიცილოს ფასეულობების დაკარგვა - ქურდობა. დანაკლისების ზიანი ნაწილდება კომპანიასა და კონსულტანტებს შორის. ამ სისტემის შემოღებამ მთლიან ქსელში დანაკლისები დაახლოებით 2.5-ჯერ შეამცირა.

"მძიმე და უსამართლო შრომითი პირობები განსაკუთრებულად აუტანელი გახდა დეკემბრის თვეში, როცა დიდი გაყიდვების გამო კვირების მანძილზე დასვენების გარეშე, არაადამიანურ პირობებში ვიმუშავეთ. ჩვენი მძიმე შრომის მიუხედავად, კომპანიამ გაცილებით დაბალი ბონუსები დაგვირიცხა, რასაც ჩვენგან სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საპასუხოდ, კომპანიამ ორი კონსულტანტი სამსახურიდან იმავე დღეს გაათავისუფლა და 6 ჩვენგანის მიმართ მიიღო ქსელის სხვა მაღაზიებში გადაყვანის გადაწყვეტილება, რასაც პროტესტის ჩახშობის მიზანი აქვს".

"ბიბლუსი გალერის" პასუხი: დეკემბერში მაღალი დატვირთვით მუშაობა ჩვეული მოვლენაა არამარტო "ბიბლუსი გალერიში", არამედ პრაქტიკულად მსოფლიოს ყველა ქსელსა თუ მაღაზიაში. ბიბლუსი გალერის კონსულტანტებმა აიღეს ზუსტად გათვალისწინებული, კუთვნილი ბონუსები, რომლებიც შესაბამისად, გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე სხვა თვეებში.

ორი კონსულტანტი გათავისუფლდა შინაგანაწესის უხეში დარღვევის გამო. კონკრეტულად, იქცეოდნენ აგრესიულად, მიატოვეს სამუშაო პოზიცია, რამაც გამოიწვია მომხმარებლის უკმაყოფილება. ასევე, აღნიშნულ თანამშრომლებს მანამდე ოფიციალურად ჰქონდათ გამოცხადებული საყვედურები არასათანადო მუშაობისა და დარღვევებისთვის. (იხ. ფოტო)

კონსულტანტების მოთხოვნები და "ბიბლუსი გალერის" პასუხი:

1. სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლების დაუყოვნებლივ აღდგენას;

ზემოთ აღნიშნული თანამშრომლები გათავისუფლდნენ კანონიერად, ისინი ვერ აღდგებიან, ვინაიდან მათი მუშაობა არ იყო დამაკმაყოფილებელი.

2. მენეჯმენტის მხრიდან ჩვენი პროტესტის შეჩერების მიზნით, როტაციის პროცესის და სამუშაო ადგილიდან გადაყვანის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას;

ბიბლუსის ქსელი მოიცავს 52 მაღაზიას. როტაცია კომპანიის დადგენილი წესია, რომლის თანახმადაც, ხდება პერიოდულად კონსულტანტების გადანაცვლება ბიბლუსის ერთი ფილიალიდან მეორეში და ა.შ. კომპანია ვერ გაითვალისწინებს თანამშრომლების მეგობრულ ურთიერთობებს აღნიშნული როტაციების განხორციელებისას, შესაბამისად, ეს სისტემა სამართლიანია და არ შეიცვლება.

3. ჩვენთან დადებული შრომითი ხელშეკრულებების პირობების გადახედვას და მის შესაბამისობას მოქმედ შრომით კანონმდებლობასთან. მოვითხოვთ რომ ხელშეკრულებების გადახედვის პროცესი გაიმართოს დასაქმებულებისა და ჩვენი წარმომადგენლების მონაწილეობით;

ხელშეკრულება კანონთან შესაბამისობაშია, თუმცა ჩვენ, ისევე როგორც ადრე, ახლაც მზად ვართ ნებისმიერი საკითხის საქმიან გარემოში განხილვისათვის.

4. შეიცვალოს მძიმე და უსამართლო შრომის პირობები, მათ შორის, მოხდეს სამუშაო დროის ნორმირება და შესრულებული ზეგანაკვეთური და ღამის შრომის ანაზღაურება გაზრდილი ტარიფით;

სამუშაო დრო არის 8 საათი, დანარჩენ დროს, გაყიდვების სეზონური მატების პერიოდში ნებაყოფლობითია დამატებით დარჩენა, რაშიც კონსულტანტები იღებენ ბონუსებსა და პრემიებს.

5. ბონუსების დარიცხვის სისტემა გახდეს გამჭვირვალე და დათვლის კოეფიციენტი იყოს ადეკვატური და სათანადო. ასევე ვითხოვთ, ბონუსების სისტემა გავრცელდეს რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე;

ბონუსების სისტემა მარტივია, თანამშრომლებისთვის უკეთ გასარკვევად და სისტემის უკეთ გასაცნობად მსურველებს შეუძლიათ მიმართონ მენეჯერებს ან სათაო ოფისს, HR განყოფილებას. ბონუსების სისტემა ვერ გავრცელდება რეზერვში მყოფ თანამშრომლებზე მანამ, სანამ ისინი წარმატებით არ გაივლიან საკვალიფიკაციო ტესტებს და არ გადაინაცვლებენ კონსულტანტების რანგში.

6. გაუქმდეს დანაკლისების შრომის ანაზღაურებიდან დაქვითვის უსამართლო და თვითნებური სისტემა, ამ მექანიზმის გამოყენება ჩვენს მიმართ მოხდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დანაკლისი ჩვენს მიერ სამუშაოს არასათანადო შესრულებას და უშუალო ბრალს უკავშირდება.

მაღაზია აღჭურვილია კამერების სისტემით. კონსულტანტი ვალდებულია, სამუშაო ადგილზე იყოს ყურადღებით, რომ თავიდან აიცილოს ფასეულობების დაკარგვა - ქურდობა. დანაკლისების ზიანი ნაწილდება კომპანიასა და კონსულტანტებს შორის. ამ სისტემის შემოღებამ მთლიან ქსელში დანაკლისები დაახლოებით 2.5-ჯერ შეამცირა. აღნიშნული სისტემა სამართლიანი, შედეგიანია და ვერ შეიცვლება.

ბიბლუსის ქსელის ძირითადი პროდუქცია წიგნებია, ეს სფერო არ გამოირჩევა მაღალი მომგებიანობით, თუმცა მენეჯმენტი მონდომებულია და ცდილობს, თანამშრომლებს შეუქმნას არათუ ბაზრის შესაბამისი, არამედ მნიშვნელოვნად უკეთესი პირობები" - ნათქვამია "ბიბლუსის" განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი