საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ აბაშიძე - ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა
ზურაბ აბაშიძე - ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა

ჩვენ იმ­დე­ნი დავ­თმეთ 2008 წელს, რომ და­სათ­მო­ბი არა­ფე­რი დარ­ჩა, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხებ­ში ზუ­რაბ აბა­ში­ძე ოპო­ნენ­ტე­ბის კრი­ტი­კას რუ­სეთ­თან დათ­მო­ბის პო­ლი­ტი­კის თა­ო­ბა­ზე.

რო­გორც აბა­ში­ძემ სა­ბა­ჟო მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ო­ბა­ზე რუ­სეთ­თან 2011 წელს მიღ­წე­უ­ლი შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის სა­კი­თხზე სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში არა­ფე­რი იც­ვლე­ბა.

"და­ა­წყნა­რეთ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი, ქარ­თუ­ლი მხა­რე შე­სა­ბა­მი­სად მოქ­მე­დებს. ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი ხში­რად დათ­მო­ბებ­ზე მი­ა­ნიშ­ნე­ბენ, ჩვენ იმ­დე­ნი დავ­თმეთ 2008 წელს, და­სათ­მო­ბი არა­ფე­რი აღარ არის - ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% გა­და­ი­ფორ­მა რუ­სეთ­მა; ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კა მივ­ყი­დეთ რუ­სებს; წი­ა­ღი­სე­უ­ლი მივ­ყი­დეთ რუ­სეთს; მი­ლის მი­ყიდ­ვა გვინ­დო­და რუ­სე­თის­თვის; თბი­ლი­სის წყა­ლი მივ­ყი­დეთ და ა.შ. ამი­ტომ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბი დათ­მო­ბებ­ზე რო­დე­საც სა­უბ­რო­ბენ, გა­იხ­სე­ნონ, რა მოხ­და 2008 წელს - ქვე­ყა­ნა და­ი­შა­ლა ფაქ­ტობ­რი­ვად მათი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, მოხ­და უახ­ლო­ეს ის­ტო­რი­ა­ში უდი­დე­სი კა­ტას­ტრო­ფა. სა­ნამ ჭკუ­ას გვას­წავ­ლი­ან, რო­გორ უნდა ვი­ლა­პა­რა­კოთ რუ­სეთ­თან, კარ­გად მო­ი­გო­ნონ, რა მემ­კვიდ­რე­ო­ბა დაგ­ვი­ტო­ვეს", - გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ აბა­ში­ძემ.

ზუ­რაბ აბა­ში­ძე არ იზი­ა­რებს მო­საზ­რე­ბას, რომ ქარ­თულ­მა მხა­რემ და­აგ­ვი­ა­ნა 2011 წლის შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ა­ზე მუ­შა­ო­ბა.

"ის მო­საზ­რე­ბე­ბი, რომ და­ვაგ­ვი­ა­ნეთ მუ­შა­ო­ბა, აბ­სო­ლუ­ტუ­რად არას­წო­რია, იმი­ტომ რომ ცალ­მხრი­ვად ჩვენ ამას ვერ და­ვაჩ­ქა­რებ­დით. ჩვენ პა­რა­ლე­ლუ­რად უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, რომ ეს ამოქ­მე­დე­ბუ­ლი­ყო. რუ­სეთს რამ­დე­ნი­მე სა­კი­თხი ჯერ არ აქვს გარ­კვე­უ­ლი და სა­ბო­ლო­ოდ არ არი­ან ამა­ზე ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი. შვე­ი­ცა­რი­ელ­მა კო­ლე­გებ­მაც გვთხო­ვეს, რომ მივ­ცეთ დრო, წა­ი­მუ­შა­ონ რუ­სულ მხა­რეს­თან და სა­ბო­ლო­ოდ მი­ვი­დეთ იმ ეტა­პამ­დე, რო­დე­საც და­ი­წყე­ბა შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცია. ამ­ჯე­რად ჩვენ მი­ვი­ღეთ პა­სუ­ხი, რომ ისი­ნი პრინ­ცი­პუ­ლად მზად არი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის და­სა­წყე­ბად. ვე­ლით, რომ შვე­ი­ცა­რი­ელ კო­ლე­გებ­თან შეხ­ვედ­რის შემ­დეგ გა­ურ­კვევ­ლო­ბე­ბი 2-3 სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით მოგ­ვარ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და აბა­ში­ძემ.

შე­კი­თხვა­ზე, თუ რუ­სეთს 5 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ჰქონ­და მზა­ო­ბა შე­თან­ხმე­ბის იმპლე­მენ­ტა­ცი­ის­თვის, რა შე­იც­ვა­ლა ახლა, აბა­ში­ძე აცხა­დებს: "სა­ერ­თა­შო­რი­სო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ აღე­ბუ­ლი და ეს უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო ან უა­რით, ან და­დე­ბი­თად. ასე გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მუ­შა­ობ­დნენ. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, არა­ორ­დი­ნა­ლუ­რი პრო­ექ­ტია, უამ­რა­ვი ნი­უ­ან­სია, მსგავ­სი გა­მოც­დი­ლე­ბა არ­სად არ­სე­ბობს, ამი­ტომ ამ კონ­ტრაქ­ტზე მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლი იყო. ჩვენ­თვი­საც ბევ­რი სი­ახ­ლე იყო და მათ­თვი­საც, თუმ­ცა ჩვენ უფრო სწრა­ფად წა­ვე­დით და გა­სუ­ლი წლის გა­ზა­ფხულ­ზე და­ვას­რუ­ლეთ დო­კუ­მენ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა", - დას­ძი­ნა აბა­ში­ძემ.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

ზურაბ აბაშიძე - ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა

ზურაბ აბაშიძე - ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა

ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, რომ დასათმობი არაფერი დარჩა, - ასე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე ოპონენტების კრიტიკას რუსეთთან დათმობის პოლიტიკის თაობაზე.

როგორც აბაშიძემ საბაჟო მონიტორინგის თაობაზე რუსეთთან 2011 წელს მიღწეული შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხზე საუბრისას აღნიშნა, ხელშეკრულების პირობებში არაფერი იცვლება.

"დააწყნარეთ ჩვენი ოპონენტები, ქართული მხარე შესაბამისად მოქმედებს. ჩვენი ოპონენტები ხშირად დათმობებზე მიანიშნებენ, ჩვენ იმდენი დავთმეთ 2008 წელს, დასათმობი არაფერი აღარ არის - ჩვენი ტერიტორიების 20% გადაიფორმა რუსეთმა; ჩვენი ენერგეტიკა მივყიდეთ რუსებს; წიაღისეული მივყიდეთ რუსეთს; მილის მიყიდვა გვინდოდა რუსეთისთვის; თბილისის წყალი მივყიდეთ და ა.შ. ამიტომ ჩვენი ოპონენტები დათმობებზე როდესაც საუბრობენ, გაიხსენონ, რა მოხდა 2008 წელს - ქვეყანა დაიშალა ფაქტობრივად მათი ხელისუფლების დროს, მოხდა უახლოეს ისტორიაში უდიდესი კატასტროფა. სანამ ჭკუას გვასწავლიან, როგორ უნდა ვილაპარაკოთ რუსეთთან, კარგად მოიგონონ, რა მემკვიდრეობა დაგვიტოვეს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

ზურაბ აბაშიძე არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ქართულმა მხარემ დააგვიანა 2011 წლის შეთანხმების იმპლემენტაციაზე მუშაობა.

"ის მოსაზრებები, რომ დავაგვიანეთ მუშაობა, აბსოლუტურად არასწორია, იმიტომ რომ ცალმხრივად ჩვენ ამას ვერ დავაჩქარებდით. ჩვენ პარალელურად უნდა წავსულიყავით, რომ ეს ამოქმედებულიყო. რუსეთს რამდენიმე საკითხი ჯერ არ აქვს გარკვეული და საბოლოოდ არ არიან ამაზე ჩამოყალიბებული. შვეიცარიელმა კოლეგებმაც გვთხოვეს, რომ მივცეთ დრო, წაიმუშაონ რუსულ მხარესთან და საბოლოოდ მივიდეთ იმ ეტაპამდე, როდესაც დაიწყება შეთანხმების იმპლემენტაცია. ამჯერად ჩვენ მივიღეთ პასუხი, რომ ისინი პრინციპულად მზად არიან ხელშეკრულების დასაწყებად. ველით, რომ შვეიცარიელ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ გაურკვევლობები 2-3 საკითხთან დაკავშირებით მოგვარდება", - განაცხადა აბაშიძემ.

შეკითხვაზე, თუ რუსეთს 5 წლის განმავლობაში არ ჰქონდა მზაობა შეთანხმების იმპლემენტაციისთვის, რა შეიცვალა ახლა, აბაშიძე აცხადებს: "საერთაშორისო ვალდებულება აქვთ აღებული და ეს უნდა დასრულებულიყო ან უარით, ან დადებითად. ასე გვეუბნებოდნენ, რომ მუშაობდნენ. მოგეხსენებათ, არაორდინალური პროექტია, უამრავი ნიუანსია, მსგავსი გამოცდილება არსად არსებობს, ამიტომ ამ კონტრაქტზე მუშაობა ძალიან რთული იყო. ჩვენთვისაც ბევრი სიახლე იყო და მათთვისაც, თუმცა ჩვენ უფრო სწრაფად წავედით და გასული წლის გაზაფხულზე დავასრულეთ დოკუმენტებზე მუშაობა", - დასძინა აბაშიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."