სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კადრები ადგილიდან, სადაც ტერორისტი "გივი" ააფეთქეს - ბოევიკი თანამებრძოლებმა მოკლეს?
კადრები ადგილიდან, სადაც ტერორისტი "გივი" ააფეთქეს - ბოევიკი თანამებრძოლებმა მოკლეს?

დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის (ДНР) ბო­ე­ვი­კი, ბა­ტა­ლი­ონ "სო­მა­ლის" მე­თა­უ­რი მი­ხა­ილ ტოლსტი­ხი, რო­მე­ლიც თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ში მეტ­სა­ხე­ლით - "გივი" არის ცნო­ბი­ლი, 8 იან­ვარს დო­ნეცკ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა - ამის შე­სა­ხებ დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის უწყე­ბამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

იხი­ლეთ ვი­დეო აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან

გავ­რცელ­და პირ­ვე­ლი კად­რე­ბი აფეთ­ქე­ბის ად­გი­ლი­დან. შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ფორ­მი­რე­ბის შტა­ბ­ბი­ნა, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, მთლი­ა­ნად გა­ა­ნად­გუ­რა აფეთ­ქე­ბის­გან გა­მოწ­ვე­ულ­მა ხან­ძარ­მა. ვი­დეო რუ­სულ­მა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბებ­მა გა­ავ­რცე­ლეს. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გას­რო­ლა რე­აქ­ტი­უ­ლი ცე­ცხლმტყორ­ცნი "შმე­ლი­დან" გან­ხორ­ცი­ელ­და. აფეთ­ქე­ბას მი­ხა­ილ ტოლსტი­ხის გარ­და კი­დევ რამ­დე­ნი­მე ბო­ე­ვი­კი ემსხვერ­პლა.

წა­ი­კი­თხეთ: ტე­რო­რის­ტი "გივი" დო­ნეცკ­ში სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში აა­ფეთ­ქეს

დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კა მომ­ხდარ­ში უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს. თუმ­ცა, სხვა მო­საზ­რე­ბას ავ­რცე­ლებს უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და სამ­ხედ­რო ექ­სპერ­ტი დი­მიტ­რი ტიმ­ჩუ­კი. მისი თქმით, "გი­ვის" ლიკ­ვი­და­ცია გარ­და­უ­ვა­ლი იყო მას შემ­დეგ, რაც ოქ­ტომ­ბერ­ში ცნო­ბი­ლი სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი "მო­ტო­რო­ლა" მოკ­ლეს.

"მო­ტო­რო­ლას ლიკ­ვი­და­ცი­ის შემ­დეგ რიგ­ში გივი იდგა. იგი ძა­ლი­ან ღიად არ­ღვევ­და ზა­ხარ­ჩენ­კოს (ალექ­სან­დრე ზა­ხარ­ჩენ­კო - დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის ე.წ. პრე­მი­ე­რი) მო­ნო­პო­ლი­ას, იჩენ­და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბას კუ­რა­ტო­რე­ბი­სად­მი, მუდ­მი­ვად არ­ღვევ­და ზა­ხარ­ჩენ­კოს ბრძა­ნე­ბებს. თუმ­ცა, ზა­ხარ­ჩენ­კოს აქამ­დე ხელ­საყ­რე­ლი მო­მენ­ტი არ ჩა­უ­ვარ­და ხელ­ში. ავ­დე­ევ­კა­ში ბოლო დროს და­ძა­ბულ­მა ვი­თა­რე­ბამ კი მას შან­სი მის­ცა - "სო­მა­ლის" ბა­ტა­ლი­ონ­ში გივი კი­დევ უფრო შე­ი­ძუ­ლეს, რისი მი­ზე­ზიც მისი სუ­ლე­ლუ­რი ბრძა­ნე­ბე­ბი გახ­და. ამ მო­მენ­ტში, გი­ვის სიკ­ვდი­ლი მის დაქ­ვემ­დე­ბა­რე­ბა­ში მყო­ფებ­საც კი გუ­ლით გა­უ­ხარ­დე­ბო­დათ...

თუმ­ცა, ზა­ხარ­ჩენ­კო ვერ ხვდე­ბა მთა­ვარს - რომ ყვე­ლა მის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ მისი რიგი ახ­ლოვ­დე­ბა. ღმერ­თმა ქნას!" - წერს დი­მიტ­რი ტიმ­ჩუ­კი.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: ვინ იყო სა­ვე­ლე მე­თა­უ­რი "მო­ტო­რო­ლა" და გა­ნახ­ლდე­ბა თუ არა უკ­რა­ი­ნა­ში ომი მისი მკვლე­ლო­ბის გამო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კადრები ადგილიდან, სადაც ტერორისტი "გივი" ააფეთქეს - ბოევიკი თანამებრძოლებმა მოკლეს?

კადრები ადგილიდან, სადაც ტერორისტი "გივი" ააფეთქეს - ბოევიკი თანამებრძოლებმა მოკლეს?

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი, ბატალიონ "სომალის" მეთაური მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში მეტსახელით - "გივი" არის ცნობილი, 8 იანვარს დონეცკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია.

იხილეთ ვიდეო აფეთქების ადგილიდან

გავრცელდა პირველი კადრები აფეთქების ადგილიდან. შეიარაღებული ფორმირების შტაბბინა, სადაც აფეთქება მოხდა, მთლიანად გაანადგურა აფეთქებისგან გამოწვეულმა ხანძარმა. ვიდეო რუსულმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს. მათივე ინფორმაციით, გასროლა რეაქტიული ცეცხლმტყორცნი "შმელიდან" განხორციელდა. აფეთქებას მიხაილ ტოლსტიხის გარდა კიდევ რამდენიმე ბოევიკი ემსხვერპლა.

წაიკითხეთ: ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკა მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს. თუმცა, სხვა მოსაზრებას ავრცელებს უკრაინის ყოფილი დეპუტატი და სამხედრო ექსპერტი დიმიტრი ტიმჩუკი. მისი თქმით, "გივის" ლიკვიდაცია გარდაუვალი იყო მას შემდეგ, რაც ოქტომბერში ცნობილი საველე მეთაური "მოტოროლა" მოკლეს.

"მოტოროლას ლიკვიდაციის შემდეგ რიგში გივი იდგა. იგი ძალიან ღიად არღვევდა ზახარჩენკოს (ალექსანდრე ზახარჩენკო - დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ე.წ. პრემიერი) მონოპოლიას, იჩენდა ლოიალურობას კურატორებისადმი, მუდმივად არღვევდა ზახარჩენკოს ბრძანებებს. თუმცა, ზახარჩენკოს აქამდე ხელსაყრელი მომენტი არ ჩაუვარდა ხელში. ავდეევკაში ბოლო დროს დაძაბულმა ვითარებამ კი მას შანსი მისცა - "სომალის" ბატალიონში გივი კიდევ უფრო შეიძულეს, რისი მიზეზიც მისი სულელური ბრძანებები გახდა. ამ მომენტში, გივის სიკვდილი მის დაქვემდებარებაში მყოფებსაც კი გულით გაუხარდებოდათ...

თუმცა, ზახარჩენკო ვერ ხვდება მთავარს - რომ ყველა მის მიერ განხორციელებული მკვლელობის შემდეგ მისი რიგი ახლოვდება. ღმერთმა ქნას!" - წერს დიმიტრი ტიმჩუკი.

ასევე წაიკითხეთ: ვინ იყო საველე მეთაური "მოტოროლა" და განახლდება თუ არა უკრაინაში ომი მისი მკვლელობის გამო

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა

"პუტინის მზარეულის" საცეცები მსოფლიო სოციალურ ქსელებში - როგორ მუშაობს რუსული "ტროლების ფაბრიკა"