Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პროკრედიტ ბანკი" "პალიტრა ჯგუფს" სპეციალურ ბიზნესკრედიტს გამოუყოფს
"პროკრედიტ ბანკი" "პალიტრა ჯგუფს" სპეციალურ ბიზნესკრედიტს გამოუყოფს

"პა­ლიტ­რა ჯგუფ­სა" და "პროკ­რე­დიტ ბანკს" შო­რის 9 თე­ბერ­ვალს, 12 სა­ათ­ზე, თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­დე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, "პროკ­რე­დიტ ბან­კი" "პა­ლიტ­რა ჯგუფს", რო­გორც სი­ახ­ლე­ებ­ზე, გან­ვი­თა­რე­ბა­სა და სტა­ბი­ლუ­რო­ბა­ზე ორი­ენ­ტი­რე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას 8 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის სესხს გა­მო­უ­ყოფს. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა მოხ­მარ­დე­ბა რო­გორც მიმ­დი­ნა­რე, ასე­ვე ახა­ლი პრო­ექ­ტე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას.

"გვქონ­და მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი "პროკ­რე­დიტ ბანკთან". გა­ვი­ა­რეთ ბევ­რი პრო­ცე­დუ­რა და გერ­მა­ნულ­მა მხა­რემ ჩვენ­თან, რო­გორც თა­ნა­მედ­რო­ვე, სან­დო, სტა­ბი­ლურ და სწრა­ფად გან­ვი­თა­რე­ბად კომ­პა­ნი­ას­თან, თა­ნამ­შრომ­ლო­ბა გა­და­წყვი­ტა. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლია, რომ ასე­თი დიდი კომ­პა­ნია "პა­ლიტ­რა ჯგუფ­თან" თა­ნამ­შრომ­ლო­ბით და­ინ­ტე­რეს­და და ჩვე­ნი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო. კრე­დი­ტი ქარ­თულ ბა­ზარ­თან შე­და­რე­ბით ძა­ლი­ან და­ბალ, ევ­რო­პულ პრო­ცენ­ტში მი­ვი­ღეთ. ეს ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, რად­გან ბევ­რი ახა­ლი იდე­ის და პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას შევ­ძლებთ. "პა­ლიტ­რა ჯგუ­ფი" პროგ­რე­სუ­ლად გან­ვი­თა­რე­ბა­დი ჰოლ­დინ­გია, რო­მელ­საც აქვს ძა­ლი­ან ბევ­რი ახა­ლი წა­მო­წყე­ბა, ინო­ვა­ცია და კომ­პა­ნია ყო­ველ­დღი­უ­რად ვი­თარ­დე­ბა," - აცხა­დებს "პა­ლიტ­რა ჯგუ­ფის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი ლაშა დევ­და­რი­ა­ნი.

კონ­ტრაქ­ტი ხვალ, "პა­ლიტ­რა ჯგუფ­ში", 12:00 სა­ათ­ზე გა­ფორმ­დე­ბა. ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას ხელს "პა­ლიტ­რა ჯგუ­ფის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ირაკ­ლი თევ­დო­რაშ­ვი­ლი, "პროკ­რე­დიტ ბანკ სა­ქარ­თვე­ლოს" დი­რექ­ტო­რი ალექს მა­ტუა და "პროკ­რე­დიტ ბანკ გერ­მა­ნი­ის" მე­ნე­ჯმენ­ტის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე კრის­ტოფ რე­ი­ტა­გი მო­ა­წე­რენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

"პროკრედიტ ბანკი" "პალიტრა ჯგუფს" სპეციალურ ბიზნესკრედიტს გამოუყოფს

"პროკრედიტ ბანკი" "პალიტრა ჯგუფს" სპეციალურ ბიზნესკრედიტს გამოუყოფს

"პალიტრა ჯგუფსა" და "პროკრედიტ ბანკს" შორის 9 თებერვალს, 12 საათზე, თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება, რომლის თანახმადაც, "პროკრედიტ ბანკი" "პალიტრა ჯგუფს", როგორც სიახლეებზე, განვითარებასა და სტაბილურობაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას 8 მილიონი დოლარის ოდენობის სესხს გამოუყოფს. აღნიშნული თანხა მოხმარდება როგორც მიმდინარე, ასევე ახალი პროექტების განვითარებას.

"გვქონდა მოლაპარაკებები "პროკრედიტ ბანკთან". გავიარეთ ბევრი პროცედურა და გერმანულმა მხარემ ჩვენთან, როგორც თანამედროვე, სანდო, სტაბილურ და სწრაფად განვითარებად კომპანიასთან, თანამშრომლობა გადაწყვიტა. ძალიან მნიშვნელოვანი და მისასალმებელია, რომ ასეთი დიდი კომპანია "პალიტრა ჯგუფთან" თანამშრომლობით დაინტერესდა და ჩვენი პროექტების ხელშეწყობის გადაწყვეტილება მიიღო. კრედიტი ქართულ ბაზართან შედარებით ძალიან დაბალ, ევროპულ პროცენტში მივიღეთ. ეს ძალიან გვახარებს, რადგან ბევრი ახალი იდეის და პროექტის განხორციელებას შევძლებთ. "პალიტრა ჯგუფი" პროგრესულად განვითარებადი ჰოლდინგია, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი ახალი წამოწყება, ინოვაცია და კომპანია ყოველდღიურად ვითარდება," - აცხადებს "პალიტრა ჯგუფის" ფინანსური მენეჯერი ლაშა დევდარიანი.

კონტრაქტი ხვალ, "პალიტრა ჯგუფში", 12:00 საათზე გაფორმდება. ხელშეკრულებას ხელს "პალიტრა ჯგუფის" გენერალური დირექტორი ირაკლი თევდორაშვილი, "პროკრედიტ ბანკ საქართველოს" დირექტორი ალექს მატუა და "პროკრედიტ ბანკ გერმანიის" მენეჯმენტის საბჭოს თავმჯდომარე კრისტოფ რეიტაგი მოაწერენ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი