ნამდვილი საოცრება ჯერ კიდევ 1831 წელს მოხდა. საფრანგეთის მედიცინის აკადემიის რამდენიმე პროფესორი არაჩვეულებრივი ეფექტის მოწმე გახდა. ერთ-ერთმა პროფესორმა ალკოლოიდების სასიკვდილო დოზა მიიღო. თვალებს არავინ უჯერებდა - პროფესორი გადარჩა. მან გამოიყენა აქტივირებული ნახშირი, რომელმაც სიცოცხლე შეუნარჩუნა.
დღეს აქტივირებულ ნახშირს სასწრაფო დახმარების სახითაც იყენებენ ტოქსიკური ნივთიერებებით მოწამვლისას. მას შეუძლია 60%-ით შეამციროს მავნე ნივთიერებების შეწოვა.
ის, ასევე, ანეიტრალებს ქიმიური ნივთიერებების ტოქსიკურ მოქმედებას, შეუძლია შეამციროს მეტეორიზმი, იყენებენ ნაბახუსევისა და ორსულებში ნაღვლის ბუშტის სამკურნალოდ.
აქტივირებული ნახშირი შთანთქავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არსებულ მავნე ქოლესტერინს. მეცნიერული კვლევით დადასტურდა, რომ აქტივირებულ ნახშირს შეუძლია დაეხმაროს ხანდაზმულებს თირკმლების დაავადებებთან გამკლავებაში.
როგორც აღვნიშნეთ, აქტივირებული ნახშირი შთანთქავს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, ღვიძლსა და თირკმლებში არსებულ ტოქსინებს.
ეს ამცირებს ტოქსიკურ დატვირთვას და უზრუნველყოფს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოების ნორმალურ მუშაობას.
ასევე, ხელს უწყობს ნაღვლის გადმოდინებას, რაც აძლიერებს ორგანიზმში ტოქსინების ლიკვიდაციას.
როგორ გამოვიყენოთ აქტივირებული ნახშირი?