საზოგადოება
მოზაიკა

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბინების გაქირავებამ 30%-ით იკლო - რა პრობლემები შექმნა ლარის დევალვაციამ უძრავი ქონების ბაზარზე
ბინების გაქირავებამ 30%-ით იკლო - რა პრობლემები შექმნა ლარის დევალვაციამ უძრავი ქონების ბაზარზე

თბი­ლის­ში ბი­ნის ქი­რის ფასი შემ­ცირ­და, მაგ­რამ მო­თხოვ­ნა აღარ არის. რო­გორც გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი" წერს, გი­რა­ოს, ვი­თა­რე­ბა ამ მხრივ კი­დევ უფრო რთუ­ლია, რად­გან ასე­თი გა­რი­გე­ბის სა­ფა­სუ­რი ბი­ნის რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას თით­ქმის უტოლ­დე­ბა.

უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ქი­რა­ზე მო­თხოვ­ნამ, წინა წლის ანა­ლო­გი­ურ პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით, 30%-ით იკლო. ბოლო პე­რი­ოდ­ში მფლო­ბე­ლე­ბი სა­კუ­თარ უძ­რავ ქო­ნე­ბას ლარ­ში აქი­რა­ვე­ბენ, თუმ­ცა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვერც ამან წა­ა­ხა­ლი­სა. პა­სი­უ­რო­ბენ სტუ­დენ­ტე­ბიც. ლა­რის დე­ვალ­ვა­ცი­ის გამო, მათ ია­ფ­ფა­სი­ა­ნი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბაც კი უჭირთ. ხალ­ხს შე­უმ­ცირ­და შე­მო­სა­ვა­ლი, რა­მაც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ვი­თა­რე­ბა გა­არ­თუ­ლა.

ცენ­ტრა­ლუ­რი უბ­ნე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნა­დი სა­ბურ­თა­ლოა. რაც შე­ე­ხე­ბა გა­რე­უბ­ნებს, ამ მხრივ ინ­ტე­რე­სი გლ­და­ნი­სა და ვარ­კე­თი­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაა.

სა­ა­გენ­ტო "კი­ბის" ხელ­მძღვა­ნე­ლი­ნე­ლი გო­გუ­ა­ძე ამ­ბობს, რომ ბა­ზარ­ზე რე­ა­ლუ­რი კლი­ენ­ტი ცო­ტაა, რის გა­მოც ბი­ნის გა­ქი­რა­ვე­ბაც და და­გი­რა­ვე­ბაც ჭირს.

"გაჩ­ნდა ტენ­დენ­ცია, რომ ქი­რის ფასს ბი­ნის მფლო­ბე­ლე­ბი ლარ­ში აფიქ­სი­რე­ბენ, თუმ­ცა კლი­ენ­ტი მა­ინც ნაკ­ლე­ბა­დაა. ჩვენ ყვე­ლა უბან­ზე ვმუ­შა­ობთ, თუმ­ცა ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი ცეტ­რა­ლურ უბ­ნებ­ზე გვაქვს. ამ მხრივ ყვე­ლა­ზე მე­ტად მო­თხოვ­ნა ტრა­დი­ცი­უ­ლად სა­ბურ­თა­ლო­ზეა, მერე მო­დის ვაკე და ვერა. აქ ორო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა 400 დო­ლა­რი ღირს, ეს ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ფა­სია, ხოლო ერ­თო­თა­ხი­ა­ნი ბი­ნის ქი­რის სა­ფა­სუ­რი 250-300 დო­ლა­რის ფარ­გლებ­შია.

მო­თხოვ­ნა უფრო პა­ტა­რა ბი­ნებ­ზეა. ვი­საც ოთხო­თა­ხი­ა­ნი უნდა, ის ითხოვს 2 სველ წერ­ტილს, რაც ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თია. ვი­ღა­ცამ თუ არ გა­და­ა­კე­თა, ასე­თი ბინა თით­ქმის აღარ არის. ზო­გა­დად უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ბა­ზარ­ზე ძა­ლი­ან ცუდი მდგო­მა­რე­ო­ბაა. არც წინა წლე­ბი იყო მა­ინ­ცდა­მა­ინც უკე­თე­სი, თუმ­ცა ახლა მეტი პრობ­ლე­მაა. შარ­შან­დელ­თან შე­და­რე­ბით, მო­თხოვ­ნა ქი­რა­ზე სულ მცი­რე 30%-ით არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი", - აცხა­დებს ნელი გო­გუ­ა­ძე.

გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ბინების გაქირავებამ 30%-ით იკლო - რა პრობლემები შექმნა ლარის დევალვაციამ უძრავი ქონების ბაზარზე

ბინების გაქირავებამ 30%-ით იკლო - რა პრობლემები შექმნა ლარის დევალვაციამ უძრავი ქონების ბაზარზე

თბილისში ბინის ქირის ფასი შემცირდა, მაგრამ მოთხოვნა აღარ არის. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, გირაოს, ვითარება ამ მხრივ კიდევ უფრო რთულია, რადგან ასეთი გარიგების საფასური ბინის რეალურ ღირებულებას თითქმის უტოლდება.

უძრავი ქონების სააგენტოების ინფორმაციით, ქირაზე მოთხოვნამ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 30%-ით იკლო. ბოლო პერიოდში მფლობელები საკუთარ უძრავ ქონებას ლარში აქირავებენ, თუმცა მომხმარებელი ვერც ამან წაახალისა. პასიურობენ სტუდენტებიც. ლარის დევალვაციის გამო, მათ იაფფასიანი ბინის დაქირავებაც კი უჭირთ. ხალხს შეუმცირდა შემოსავალი, რამაც უძრავი ქონების ბაზარზე ვითარება გაართულა.

ცენტრალური უბნებიდან ყველაზე მეტად მოთხოვნადი საბურთალოა. რაც შეეხება გარეუბნებს, ამ მხრივ ინტერესი გლდანისა და ვარკეთილის მიმართულებითაა.

სააგენტო "კიბის" ხელმძღვანელინელი გოგუაძე ამბობს, რომ ბაზარზე რეალური კლიენტი ცოტაა, რის გამოც ბინის გაქირავებაც და დაგირავებაც ჭირს.

"გაჩნდა ტენდენცია, რომ ქირის ფასს ბინის მფლობელები ლარში აფიქსირებენ, თუმცა კლიენტი მაინც ნაკლებადაა. ჩვენ ყველა უბანზე ვმუშაობთ, თუმცა ძირითადი აქცენტი ცეტრალურ უბნებზე გვაქვს. ამ მხრივ ყველაზე მეტად მოთხოვნა ტრადიციულად საბურთალოზეა, მერე მოდის ვაკე და ვერა. აქ ოროთახიანი ბინის დაქირავება 400 დოლარი ღირს, ეს ყველაზე დაბალი ფასია, ხოლო ერთოთახიანი ბინის ქირის საფასური 250-300 დოლარის ფარგლებშია.

მოთხოვნა უფრო პატარა ბინებზეა. ვისაც ოთხოთახიანი უნდა, ის ითხოვს 2 სველ წერტილს, რაც ძალიან იშვიათია. ვიღაცამ თუ არ გადააკეთა, ასეთი ბინა თითქმის აღარ არის. ზოგადად უძრავი ქონების ბაზარზე ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არც წინა წლები იყო მაინცდამაინც უკეთესი, თუმცა ახლა მეტი პრობლემაა. შარშანდელთან შედარებით, მოთხოვნა ქირაზე სულ მცირე 30%-ით არის შემცირებული", - აცხადებს ნელი გოგუაძე.

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"