სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თალაკვაძე უმცირესობას: "ჟურნალისტთა შეურაცხყოფაა, როცა ამბობთ, რომ ყველა მედიასაშუალების თანამშრომელი მართულია და მარტო ბატონი გვარამიაა თავისუფალი"
თალაკვაძე უმცირესობას: "ჟურნალისტთა შეურაცხყოფაა, როცა ამბობთ, რომ ყველა მედიასაშუალების თანამშრომელი მართულია და მარტო ბატონი გვარამიაა თავისუფალი"

"ჩვენ არა­ნა­ი­რი მი­ზა­ნი არ გვაქვს, რომ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზია დავ­ხუ­როთ, - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დერ­მა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ პარ­ლა­მენ­ტის პლე­ნა­რულ სხდო­მა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

თა­ლაკ­ვა­ძემ ქვე­ყა­ნა­ში მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის კუ­თხით არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის სწო­რედ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიღ­წე­ვა.

"მინ­და გა­მო­ვეხ­მა­უ­რო მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხებს. მინ­და ჩვენს ოპო­ნენ­ტებს შე­ვახ­სე­ნო, რომ მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა სა­ქარ­თვე­ლო­ში არის სწო­რედ ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიღ­წე­ვა. მე არ მინ­და ახლა ექ­სკურ­სი გა­ვა­კე­თო და შე­გახ­სე­ნოთ, რო­გორ კონ­ტროლ­დე­ბო­და მე­დია თქვე­ნი მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში და რო­გორ ფა­სა­დუ­რად იყო ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი და­ცუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე­ვე მინ­და მარ­ტი­ვი არ­გუ­მენ­ტი გი­თხრათ, ისი­ნი ვინც ცდი­ლობთ, რომ სპექ­ტაკ­ლი დად­გათ და თქვათ, თით­ქოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას უნდა, "და­ახ­რჩოს" "რუს­თა­ვი 2" და და­ხუ­როს არ­ხე­ბი - ხომ არ გა­ვი­წყდე­ბათ, რომ სწო­რედ "რუს­თა­ვი 2"-ის მა­უ­წყებ­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში ცდი­ლობ­დით გა­მო­გე­ყე­ნე­ბი­ნათ ეს არხი ინ­სტრუ­მენ­ტად არ­ჩევ­ნე­ბის პე­რი­ოდ­ში. ჩვენ მო­ვი­გეთ რამ­დე­ნი­მე არ­ჩევ­ნე­ბი და ეს არ­ჩევ­ნე­ბი კონ­კუ­რენ­ტულ და თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში ჩა­ტარ­და", - გა­ნა­ცხა­და არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის ლი­დე­რის გან­ცხა­დე­ბით, ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუსს უმ­ცი­რე­სო­ბა შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებს, როცა აცხა­დებს, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბა მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ია.

"ჩვენ არა­ნა­ი­რი მი­ზა­ნი არ გვაქვს, რომ რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზია დავ­ხუ­როთ და მე­ტიც, შე­უ­რაცმყო­ფე­ლია უბ­რა­ლოდ მთე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუ­სის­თვის, როცა ამ­ბობთ, რომ ისი­ნი არი­ან კონ­ტრო­ლის ქვეშ და მხო­ლოდ "რუს­თა­ვი 2"-ის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ბა­ტო­ნი გვა­რა­მია არის თა­ვი­სუ­ფა­ლი და ამა­ყი ჟურ­ნა­ლის­ტი. თქვენ ფიქ­რობთ, რომ სხვა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი არი­ან მორ­ჩი­ლე­ბი და მხო­ლოდ ბა­ტო­ნი ნიკა არის თა­ვი­სუ­ფა­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი? - უბ­რა­ლოდ სირ­ცხვი­ლია ასეთ შე­უ­რა­ცხყო­ფას რომ აყე­ნებთ ჟურ­ნა­ლის­ტთა კორ­პუსს", - აღ­ნიშ­ნა არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

თალაკვაძე უმცირესობას: "ჟურნალისტთა შეურაცხყოფაა, როცა ამბობთ, რომ ყველა მედიასაშუალების თანამშრომელი მართულია და მარტო ბატონი გვარამიაა თავისუფალი"

თალაკვაძე უმცირესობას: "ჟურნალისტთა შეურაცხყოფაა, როცა ამბობთ, რომ ყველა მედიასაშუალების თანამშრომელი მართულია და მარტო ბატონი გვარამიაა თავისუფალი"

"ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

თალაკვაძემ ქვეყანაში მედიის თავისუფლების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მედიის თავისუფლება და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში არის სწორედ ”ქართული ოცნების” ხელისუფლების მიღწევა.

”მინდა გამოვეხმაურო მედიის თავისუფლების საკითხებს. მინდა ჩვენს ოპონენტებს შევახსენო, რომ მედიის თავისუფლება საქართველოში და ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოში არის სწორედ ჩვენი ხელისუფლების მიღწევა. მე არ მინდა ახლა ექსკურსი გავაკეთო და შეგახსენოთ, როგორ კონტროლდებოდა მედია თქვენი მმართველობის პერიოდში და როგორ ფასადურად იყო ადამიანის უფლებები დაცული საქართველოში. ასევე მინდა მარტივი არგუმენტი გითხრათ, ისინი ვინც ცდილობთ, რომ სპექტაკლი დადგათ და თქვათ, თითქოს ხელისუფლებას უნდა, ”დაახრჩოს” ”რუსთავი 2” და დახუროს არხები - ხომ არ გავიწყდებათ, რომ სწორედ ”რუსთავი 2”-ის მაუწყებლობის პირობებში ცდილობდით გამოგეყენებინათ ეს არხი ინსტრუმენტად არჩევნების პერიოდში. ჩვენ მოვიგეთ რამდენიმე არჩევნები და ეს არჩევნები კონკურენტულ და თავისუფალ გარემოში ჩატარდა”, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ჟურნალისტთა კორპუსს უმცირესობა შეურაცხყოფას აყენებს, როცა აცხადებს, რომ დამოუკიდებელი მედიასაშუალება მხოლოდ ”რუსთავი 2”-ია.

”ჩვენ არანაირი მიზანი არ გვაქვს, რომ რომელიმე ტელევიზია დავხუროთ და მეტიც, შეურაცმყოფელია უბრალოდ მთელი ჟურნალისტთა კორპუსისთვის, როცა ამბობთ, რომ ისინი არიან კონტროლის ქვეშ და მხოლოდ ”რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელი, ბატონი გვარამია არის თავისუფალი და ამაყი ჟურნალისტი. თქვენ ფიქრობთ, რომ სხვა ჟურნალისტები არიან მორჩილები და მხოლოდ ბატონი ნიკა არის თავისუფალი ჟურნალისტი? - უბრალოდ სირცხვილია ასეთ შეურაცხყოფას რომ აყენებთ ჟურნალისტთა კორპუსს”, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."