სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯაბა ბოჯგუა 8 წელია კომაშია: "დედა ისევ ელოდება... დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..."
ჯაბა ბოჯგუა 8 წელია კომაშია: "დედა ისევ ელოდება... დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..."

ჯაბა ბოჯ­გუა უკვე 8 წე­ლია კო­მა­შია. მომ­ღერ­ლის დედა მა­ნა­ნა გვა­სა­ლია იმ დღეს იხ­სე­ნებს, როცა მისი ერ­თა­დერ­თი შვი­ლი კო­მა­ში ჩა­ვარ­და - ეს 8 წლის წინ, სწო­რედ 8 თე­ბერ­ვალს მოხ­და...

"8 თე­ბერ­ვლის დილა იყო მა­ში­ნაც... "თქვე­ნი შვი­ლი ცი­ხი­დან ღუ­დუ­შა­ურ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, კო­მა­შია..."

მერე იყო სა­ა­ვად­მყო­ფოს კედ­ლე­ბი, მკაც­რი ბად­რა­გი, ექი­მე­ბის გა­და­წუ­რუ­ლი დი­აგ­ნო­ზი, ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი, სი­უ­ჟე­ტე­ბი, მე­გობ­რე­ბი, მამა სოკ­რა­ტეს პა­რაკ­ლი­სი.... მხო­ლოდ დე­დას სჯე­რო­და, რომ ჯაბა გა­მო­ვი­დო­და კო­მი­დან.... მას მერე 8 წელი გა­ვი­და... დიახ 8 წელი!!! ჯაბა ისევ კო­მა­შია... დედა ისევ ელო­დე­ბა, დე­დას იმე­დი არ და­უ­კარ­გავს... უვ­ლის, ეფე­რე­ბა. დედა და დე­დის სიყ­ვა­რუ­ლი ხომ ყოვ­ლის­შემ­ძლეა..." - წერს მა­ნა­ნა გვა­სა­ლია ფე­ის­ბუ­ქის პი­რად გვერ­დზე.

მომ­ღე­რა­ლი კო­მა­ში 29 წლის ასაკ­ში ჩა­ვარ­და. ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, რო­მე­ლიც მა­ნა­ნა გვა­სა­ლი­ამ AMBEBI.GE-ს მის­ცა, მან აღ­ნიშ­ნა, რომ ჯა­ბას ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის და ყვე­ლა­ფერს გრძნობს:

"მას ყვე­ლა­ფე­რი ეს­მის, ლა­პა­რა­კით და­წყე­ბუ­ლი, ხე­ლის მო­კი­დე­ბით დას­რუ­ლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს გრძნობს. უბ­რა­ლოდ, კონ­ტაქ­ტში შე­მოს­ვლა არ შე­უძ­ლია. იმე­დი არ და­მი­კარ­გავს და ამ დრომ­დე სი­კე­თეს ვე­ლო­დე­ბი... ჯაბა სა­ერ­თოდ, ისეთ ვარ­სკვლავ­ზეა და­ბა­დე­ბუ­ლი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად გონს მოვა, ხომ გე­უბ­ნე­ბით, მე ამის მჯე­რა! შე­მარ­თე­ბით ვარ. რა­საც თა­ვი­დან ვუ­კე­თებ­დი, იმა­ვეს ვუ­კე­თებ, არა­ფე­რი მო­მიკ­ლია და ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა...

მა­გა­ლი­თად, სი­ნათ­ლის ჩაქ­რო­ბა არ სი­ა­მოვ­ნებს და ამას მაგ­რძნო­ბი­ნებს, უსი­ა­მოვ­ნო თვა­ლე­ბით შე­მომ­ხე­დავს ხოლ­მე, რომ ვლა­პა­რა­კობ, რო­მელ მხა­რე­საც ვდგა­ვარ, იმ მხა­რეს მო­აქვს თავი, სმე­ნით მომ­ყვე­ბა, კა­რის კა­კუნ­ზე აქვს რე­აქ­ცია. ექთა­ნი რომ ვე­ნა­ში კა­თე­ტე­რის და­სა­ყე­ნებ­ლად მო­დის, ან წნე­ვა უნდა გა­უ­ზო­მოს, თუ არ უთხა­რი, რას უკე­თებს, ხელს არაფ­რით მო­გაწ­ვდის, ჭირ­ვე­უ­ლობს. მოკ­ლედ, ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რე­ა­გი­რებს. ტკი­ვი­ლის შეგ­რძნე­ბა აქვს. ჩემ­თვის დღე და დამე გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლია, ყო­ველ 2 სა­ათ­ში ერთხელ, ვაბ­რუ­ნებ, აქამ­დე ისე მო­ვიყ­ვა­ნე, რომ ნა­წო­ლე­ბი არ აქვს.

ღა­მით ყო­ველ ჩემს წა­მოდ­გო­მა­ზე იმის­თვის, რომ დავ­ხე­დო, რო­გორ არის, ხელი გა­და­ვუს­ვა, მი­ვე­ფე­რო, პირს ამოძ­რა­ვებს და თბი­ლი თვა­ლე­ბით მი­ყუ­რებს, თით­ქოს რო­დის ავ­დგე­ბი, მდა­რა­ჯობს" - ამ­ბობს AMBEBI.GE-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში მა­ნა­ნა გვა­სა­ლია.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ჯაბა ბოჯგუა 8 წელია კომაშია: "დედა ისევ ელოდება... დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..."

ჯაბა ბოჯგუა 8 წელია კომაშია: "დედა ისევ ელოდება... დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..."

ჯაბა ბოჯგუა უკვე 8 წელია კომაშია. მომღერლის დედა მანანა გვასალია იმ დღეს იხსენებს, როცა მისი ერთადერთი შვილი კომაში ჩავარდა - ეს 8 წლის წინ, სწორედ 8 თებერვალს მოხდა...

"8 თებერვლის დილა იყო მაშინაც... "თქვენი შვილი ციხიდან ღუდუშაურში გადაიყვანეს, კომაშია..."

მერე იყო საავადმყოფოს კედლები, მკაცრი ბადრაგი, ექიმების გადაწურული დიაგნოზი, ტელევიზიები, სიუჟეტები, მეგობრები, მამა სოკრატეს პარაკლისი.... მხოლოდ დედას სჯეროდა, რომ ჯაბა გამოვიდოდა კომიდან.... მას მერე 8 წელი გავიდა... დიახ 8 წელი!!! ჯაბა ისევ კომაშია... დედა ისევ ელოდება, დედას იმედი არ დაუკარგავს... უვლის, ეფერება. დედა და დედის სიყვარული ხომ ყოვლისშემძლეა..." - წერს მანანა გვასალია ფეისბუქის პირად გვერდზე.

მომღერალი კომაში 29 წლის ასაკში ჩავარდა. ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მანანა გვასალიამ AMBEBI.GE-ს მისცა, მან აღნიშნა, რომ ჯაბას ყველაფერი ესმის და ყველაფერს გრძნობს:

"მას ყველაფერი ესმის, ლაპარაკით დაწყებული, ხელის მოკიდებით დასრულებული, ყველაფერს გრძნობს. უბრალოდ, კონტაქტში შემოსვლა არ შეუძლია. იმედი არ დამიკარგავს და ამ დრომდე სიკეთეს ველოდები... ჯაბა საერთოდ, ისეთ ვარსკვლავზეა დაბადებული, რომ აუცილებლად გონს მოვა, ხომ გეუბნებით, მე ამის მჯერა! შემართებით ვარ. რასაც თავიდან ვუკეთებდი, იმავეს ვუკეთებ, არაფერი მომიკლია და ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად იქნება...

მაგალითად, სინათლის ჩაქრობა არ სიამოვნებს და ამას მაგრძნობინებს, უსიამოვნო თვალებით შემომხედავს ხოლმე, რომ ვლაპარაკობ, რომელ მხარესაც ვდგავარ, იმ მხარეს მოაქვს თავი, სმენით მომყვება, კარის კაკუნზე აქვს რეაქცია. ექთანი რომ ვენაში კათეტერის დასაყენებლად მოდის, ან წნევა უნდა გაუზომოს, თუ არ უთხარი, რას უკეთებს, ხელს არაფრით მოგაწვდის, ჭირვეულობს. მოკლედ, ამ ყველაფერზე რეაგირებს. ტკივილის შეგრძნება აქვს. ჩემთვის დღე და დამე გაერთიანებულია, ყოველ 2 საათში ერთხელ, ვაბრუნებ, აქამდე ისე მოვიყვანე, რომ ნაწოლები არ აქვს.

ღამით ყოველ ჩემს წამოდგომაზე იმისთვის, რომ დავხედო, როგორ არის, ხელი გადავუსვა, მივეფერო, პირს ამოძრავებს და თბილი თვალებით მიყურებს, თითქოს როდის ავდგები, მდარაჯობს" - ამბობს AMBEBI.GE-სთან ინტერვიუში მანანა გვასალია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი