პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს
ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს

დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის (ДНР) ბო­ე­ვი­კი მი­ხა­ილ ტოლსტი­ხი, რო­მე­ლიც თა­ნა­მებ­რძო­ლებ­ში ზედ­მეტ­სა­ხე­ლით - "გივი" არის ცნო­ბი­ლი, დო­ნეცკ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ტე­რაქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა - ამის შე­სა­ხებ დო­ნეც­კის თვით­გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის უწყე­ბა იტყო­ბი­ნე­ბა და მომ­ხდარ­ში უკ­რა­ი­ნულ მხა­რეს ადა­ნა­შა­უ­ლებს.

ნა­ხეთ ვი­დეო

"დღეს დი­ლის 06:12 სა­ათ­ზე ტე­რო­რის­ტუ­ლი აქ­ტის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის გმი­რი, ბა­ტა­ლი­ონ "სო­მა­ლის" კო­მან­დი­რი, პოლ­კოვ­ნი­კი მი­ხა­ილ ტოლსტი­ხი, ცნო­ბი­ლი რო­გორც გივი. ეს იმ ტე­რო­რის­ტუ­ლი ომის გაგ­რძე­ლე­ბაა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნელ­მა ძა­ლოვ­ნებ­მა დონ­ბა­სე­ლე­ბის მი­მართ წა­მო­ი­წყეს" - გა­ნუ­ცხა­დეს ჟურ­ნა­ლის­ტებს დო­ნეც­კის სა­ხალ­ხო რეს­პუბ­ლი­კის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში.

რო­გორც იტყო­ბი­ნე­ბი­ან, პოლ­კოვ­ნი­კი სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა.

წინა კვი­რა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ რუსი სე­პა­რა­ტის­ტე­ბის მხა­რეს მებ­რძო­ლი "გივი", დო­ნეც­კის ჩრდი­ლო­ე­თით წარ­მო­ე­ბუ­ლი ბრძო­ლე­ბის დროს მძი­მედ და­იჭ­რა და გარ­და­იც­ვა­ლა. თუმ­ცა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ ის ფეხ­ში დაჭ­რი­ლი იყო და გა­დარ­ჩა...

მი­ხა­ილ ტოლსტი­ხი, იგი­ვე "გივი", უკ­რა­ი­ნი­სა და რუ­სე­თის მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში არა­ერ­თხელ მო­ექ­ცა. ის 1980 წელს დო­ნეც­კის ოლ­ქში, ქა­ლაქ ილო­ვა­ის­კშია და­ბა­დე­ბუ­ლი... მეტ­სა­ხე­ლი "გივი" 1998-2000 წლებ­ში და­ირ­ქვა, რო­დე­საც უკ­რა­ი­ნუ­ლი "დესნას" სას­წავ­ლო ცენ­ტრში მსა­ხუ­რობ­და. ის ტან­კის მე­თა­უ­რი იყო... მი­სი­ვე თქმით, დე­დის მხრი­დან ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბა აქვს. მისი ბა­ბუა მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მო­ნა­წი­ლე იყო და სწო­რედ მის პა­ტივ­სა­ცე­მად აარ­ჩია სა­ხე­ლი - გივი.

ქარ­თუ­ლი წარ­მო­მავ­ლო­ბის ტე­რო­რის­ტმა სა­ხე­ლი ილო­ვა­ის­კის ბრძო­ლებ­ში გა­ით­ქვა, სა­დაც 2014 წლის ზა­ფხუ­ლი­დან მო­ნა­წი­ლე­ობს. იმა­ვე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში ვლა­დი­მირ ჟი­რი­ნოვ­სკის თხოვ­ნით მი­მარ­თა, ე.წ. სა­ხალ­ხო აჯან­ყე­ბუ­ლე­ბის­თვის, დაჭ­რი­ლე­ბის გა­და­საყ­ვა­ნად, ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გა­მო­ე­ყო. რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჟი­რი­ნოვ­სკიმ მათ ორი "ნივა" გა­უგ­ზავ­ნა... 2015 წლის მარ­ტში მას­ზე თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და, რა დრო­საც მან მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მაგ­რამ გა­დარ­ჩა.

ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო| უკა­ნას­კნე­ლი ინ­ტერ­ვიუ დე­დით ქარ­თველ უკ­რა­ი­ნელ სე­პა­რა­ტის­ტთან

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Интерфакс-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს

ქართული წარმომავლობის ტერორისტი "გივი" დონეცკში საკუთარ კაბინეტში ააფეთქეს

დონეცკის სახალხო რესპუბლიკის (ДНР) ბოევიკი მიხაილ ტოლსტიხი, რომელიც თანამებრძოლებში ზედმეტსახელით - "გივი" არის ცნობილი, დონეცკში განხორციელებული ტერაქტის შედეგად დაიღუპა - ამის შესახებ დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის უწყება იტყობინება და მომხდარში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს.

ნახეთ ვიდეო

"დღეს დილის 06:12 საათზე ტერორისტული აქტის შედეგად დაიღუპა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის გმირი, ბატალიონ "სომალის" კომანდირი, პოლკოვნიკი მიხაილ ტოლსტიხი, ცნობილი როგორც გივი. ეს იმ ტერორისტული ომის გაგრძელებაა, რომელიც უკრაინელმა ძალოვნებმა დონბასელების მიმართ წამოიწყეს" - განუცხადეს ჟურნალისტებს დონეცკის სახალხო რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროში.

როგორც იტყობინებიან, პოლკოვნიკი საკუთარ კაბინეტში განხორციელებული აფეთქების შედეგად დაიღუპა.

წინა კვირაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსი სეპარატისტების მხარეს მებრძოლი "გივი", დონეცკის ჩრდილოეთით წარმოებული ბრძოლების დროს მძიმედ დაიჭრა და გარდაიცვალა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ის ფეხში დაჭრილი იყო და გადარჩა...

მიხაილ ტოლსტიხი, იგივე "გივი", უკრაინისა და რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოექცა. ის 1980 წელს დონეცკის ოლქში, ქალაქ ილოვაისკშია დაბადებული... მეტსახელი "გივი" 1998-2000 წლებში დაირქვა, როდესაც უკრაინული "დესნას" სასწავლო ცენტრში მსახურობდა. ის ტანკის მეთაური იყო... მისივე თქმით, დედის მხრიდან ქართული წარმომავლობა აქვს. მისი ბაბუა მეორე მსოფლიო ომის მონაწილე იყო და სწორედ მის პატივსაცემად აარჩია სახელი - გივი.

ქართული წარმომავლობის ტერორისტმა სახელი ილოვაისკის ბრძოლებში გაითქვა, სადაც 2014 წლის ზაფხულიდან მონაწილეობს. იმავე წლის ოქტომბერში ვლადიმირ ჟირინოვსკის თხოვნით მიმართა, ე.წ. სახალხო აჯანყებულებისთვის, დაჭრილების გადასაყვანად, ავტომობილები გამოეყო. რამდენიმე დღეში, ჟირინოვსკიმ მათ ორი "ნივა" გაუგზავნა... 2015 წლის მარტში მასზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო, მაგრამ გადარჩა.

ასევე საინტერესო| უკანასკნელი ინტერვიუ დედით ქართველ უკრაინელ სეპარატისტთან

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით

თუ მკვლელობა გაუმართლებელია, შეიძლება, არსებობდეს გამონაკლისი ლიდერებისთვის? - ბირთვული ომების შემზარავი შედეგები

რა პოსტი წაუშალეს დონალდ ტრამპს Facebook-მა და Twitter-მა?

"ფარმაცევტულ კომპანიებს კორონავირუსის ვაქცინის მილიონობით დოზა, სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისში ექნებათ" - ენტონი ფაუჩი