სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცხინვალის რეგიონს სახელი ეცვლება - "ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია..."
ცხინვალის რეგიონს სახელი ეცვლება - "ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია..."

"აქე­დან ერთ კი­ლო­მეტრში ცხინ­ვა­ლია" - მი­თხრა ნი­ქო­ზელ­მა მო­ხუც­მა და თი­თით მიჩ­ვე­ნა და­სახ­ლე­ბუ­ლი ად­გი­ლე­ბი, რო­მე­ლიც არც ისე შორს მო­ჩან­და... 2008 წლის ომამ­დე, ყვე­ლა­ფერ­ზე აქეთ გად­მო­დი­ოდ­ნენ და წირ­ვა-ლოც­ვა­საც აქ ჩვენს ტა­ძარ­ში ეს­წრე­ბოდ­ნენ, ბოლო წლებ­ში, რაც მავ­თულხლარ­თე­ბი გა­ავ­ლეს, ყვე­ლა­ფე­რი ჩა­ი­კე­ტაო, მი­თხრეს. არა­და, ძა­ლი­ან ბევრ მათ­განს, თით­ქმის მთელ სო­ფელს, ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავს ცხინ­ვალ­ში, მაგ­რამ ბოლო დროს, მათ­თან კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მავ­თულხლარ­თებს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ოსი ახ­ლობ­ლე­ბიც ერი­დე­ბი­ან...

"ცხინ­ვა­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა სა­ხე­ლის გა­მოც­ვლას აპი­რებს, თქვეს, თით­ქოს სხვა საქ­მე არა­ფე­რი ჰქონ­დეთ... რაც ვი­ცით, უკი­დუ­რეს გა­ჭირ­ვე­ბა­ში არი­ან, არა­ფე­რი იქ არ მუ­შა­ობს. აქ სოფ­ლის სტა­დი­ონ­ზე, ახალ­გაზ­რდე­ბი და ბავ­შვე­ბი იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ სა­თა­მა­შოდ, მაგ­რამ რამ­დენ­ჯერ­მე ბი­ჭებს და­ავ­ლეს ხელი და "სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის" ბრალ­დე­ბით ცხინ­ვალ­ში გა­და­იყ­ვა­ნეს...", - ამ­ბობს ნი­ქო­ზე­ლი მო­ხუ­ცი ქალი, რო­მე­ლის თქმი­თაც, უკი­დუ­რე­სად მძი­მე დგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­სავ­ლად ცხინ­ვა­ლე­ლი ოსე­ბი რუ­სეთ­თან უფრო მეტ და­ახ­ლო­ე­ბას მი­იჩ­ნე­ვენ...

რამ­დე­ნი­მე დღის წინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის სა­ხე­ლის გა­მო­საც­ვლე­ლად ემ­ზა­დე­ბა. ე. წ. პრე­ზი­დენ­ტმა ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლოვ­მა 6 თე­ბერ­ვალს, სა­ღა­მოს, ხელი მო­ა­წე­რა გან­კარ­გუ­ლე­ბას შე­სა­ბა­მი­სი რე­ფე­რენ­დუ­მის ჩა­ტა­რე­ბის თა­ო­ბა­ზე და გა­და­წყდა, რომ რე­ფე­რენ­დუ­მი 2017 წლის 9 აპ­რილს ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად ჩა­ტარ­დე­ბა.

"სამ­ხრეთ ოსეთ­ში", ისე­ვე რო­გორც ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში, სა­მო­მავ­ლოდ ალა­ნი­ის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი რეს­პუბ­ლი­კის და­არ­სე­ბას რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ერ­თობ­ლი­ვად დამ­კვიდ­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვად გა­ნი­ხი­ლა­ვენ...

ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვის ინ­ფორ­მა­ცი­ით, - რო­დე­საც გან­კარ­გუ­ლე­ბას აწერ­და ხელს, ის ოსი ხალ­ხის ის­ტო­რი­უ­ლი მეხ­სი­ე­რე­ბი­თა და ძა­ლი­ან დიდი ხნის სურ­ვი­ლით ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და - და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ "ალა­ნი­ის სა­ხელ­მწი­ფო". სამ­ხრეთ ოსე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტი ამ­ბობს, რომ ამ უკ­ვდავ სა­ხელს - ალა­ნი­ას - ისი­ნი რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში შე­მა­ვალ ძმურ რეს­პუბ­ლი­კას­თან - ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­თან - ძმუ­რად იზი­ა­რე­ბენ და რო­გორც 1994 წლის შემ­დეგ გაჩ­ნდა ჩრდი­ლო­ეთ ოსე­თი-ალა­ნია, ასე­ვე და­არ­სდე­ბა აპ­რი­ლის რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გად სამ­ხრეთ ოსე­თი-ალა­ნია...

ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში მცხოვ­რე­ბი სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე ტა­მერ­ლან ცო­მა­ე­ვის თქმით, "ახლო პერ­სპექ­ტი­ვა­ში ორი ოსე­თის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა გარ­და­უ­ვა­ლია. ამი­ტომ, გა­უ­გე­ბა­რი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის თა­ვი­დან ასა­შო­რებ­ლად, სა­ხე­ლი ოსე­თის სამ­ხრეთ ნა­წილ­საც უნდა გა­და­ერ­ქვას და მისი სა­ხე­ლი უნდა იყოს "სამ­ხრეთ ოსე­თი-ალა­ნია". ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ყვე­ლა შე­კი­თხვა გაქ­რე­ბა. რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ოსე­თი უნდა იყოს. მას, უბ­რა­ლოდ, უნდა ერ­ქვას რეს­პუბ­ლი­კა ოსე­თი-ალა­ნია".

მარ­თა­ლია, ცხინ­ვა­ლე­ლი და ვლა­დი­კავ­კა­ზე­ლი ოსე­ბის ერთი ნა­წი­ლი ლე­ო­ნიდ თი­ბი­ლო­ვის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პი­ა­რის ნა­წი­ლად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა, ისიც უნდა ით­ქვა, რომ თა­ვად ამ იდე­ას საკ­მა­ოდ ბევ­რი მომ­ხრე ჰყავს, რო­გორც სამ­ხრეთ ოსეთ­ში, ასე­ვე ჩრდი­ლო­ეთ ოსეთ­ში. ეს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში დამ­კვიდ­რე­ბის სა­მო­მავ­ლო პერ­სპექ­ტი­ვად გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი რე­გი­ო­ნის­თვის სა­ხე­ლის გა­დარ­ქმე­ვის გან­ზრახ­ვას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ თბი­ლის­ში და მას რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­ის­კენ გა­დად­გმულ მო­რიგ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნე­ვენ.

7 თე­ბერ­ვალს გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო 9 აპ­რი­ლის­თვის და­ნიშ­ნულ რე­ფე­რენ­დუმს სრუ­ლი­ად უკა­ნო­ნოდ მი­იჩ­ნევს და სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბას მო­უ­წო­დებს, "გა­მო­ი­ჩი­ნოს პრინ­ცი­პუ­ლო­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის მი­მართ, მი­ი­ღოს სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი, რათა არ და­უშ­ვას სა­ქარ­თვე­ლოს ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში ვი­თა­რე­ბის ეს­კა­ლა­ცია და ყვე­ლა ღონე იხ­მა­როს ევ­რო­პა­ში უკა­ნო­ნო ანექ­სი­ის კი­დევ ერთი მა­გა­ლი­თის გა­მე­ო­რე­ბის შე­სა­ჩე­რებ­ლად".

თბი­ლო­ვის მიერ გახ­მო­ვა­ნე­ბულ ინი­ცი­ტი­ვას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტიც გა­მო­ეხ­მა­უ­რა. გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, რომ "პლე­ბის­ცი­ტი, არ­ჩევ­ნე­ბი ან რა­ი­მე სხვა ქმე­დე­ბა, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს მო­სახ­ლე­ო­ბის ნე­ბის თა­ვი­სუ­ფალ გა­მო­ხატ­ვას, ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დე­ბა ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბუ­ლია უცხო სა­ხელ­მწი­ფოს მიერ, სა­ი­და­ნაც გა­მო­დევ­ნი­ლია მკვიდ­რი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, სა­დაც ჩა­ტარ­და ეთ­ნი­კუ­რი წმენ­და და დღეს ად­გილ­ზე ეფექ­ტუ­რი კონ­ტრო­ლის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბელ ერ­თა­დერთ ძა­ლად გვევ­ლი­ნე­ბა რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცია..." - ნათ­ქვა­მია პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბა­ში.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

ცხინვალის რეგიონს სახელი ეცვლება - "ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია..."

ცხინვალის რეგიონს სახელი ეცვლება - "ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია..."

"აქედან ერთ კილომეტრში ცხინვალია" - მითხრა ნიქოზელმა მოხუცმა და თითით მიჩვენა დასახლებული ადგილები, რომელიც არც ისე შორს მოჩანდა... 2008 წლის ომამდე, ყველაფერზე აქეთ გადმოდიოდნენ და წირვა-ლოცვასაც აქ ჩვენს ტაძარში ესწრებოდნენ, ბოლო წლებში, რაც მავთულხლართები გაავლეს, ყველაფერი ჩაიკეტაო, მითხრეს. არადა, ძალიან ბევრ მათგანს, თითქმის მთელ სოფელს, ნათესავები და ახლობლები ჰყავს ცხინვალში, მაგრამ ბოლო დროს, მათთან კომუნიკაციას მავთულხლართებს მიღმა დარჩენილი ოსი ახლობლებიც ერიდებიან...

"ცხინვალის ხელმძღვანელობა სახელის გამოცვლას აპირებს, თქვეს, თითქოს სხვა საქმე არაფერი ჰქონდეთ... რაც ვიცით, უკიდურეს გაჭირვებაში არიან, არაფერი იქ არ მუშაობს. აქ სოფლის სტადიონზე, ახალგაზრდები და ბავშვები იკრიბებოდნენ სათამაშოდ, მაგრამ რამდენჯერმე ბიჭებს დაავლეს ხელი და "საზღვრის გადაკვეთის" ბრალდებით ცხინვალში გადაიყვანეს...", - ამბობს ნიქოზელი მოხუცი ქალი, რომელის თქმითაც, უკიდურესად მძიმე დგომარეობიდან გამოსავლად ცხინვალელი ოსები რუსეთთან უფრო მეტ დაახლოებას მიიჩნევენ... 

რამდენიმე დღის წინ გავრცელებული ინფორმაციით, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სახელის გამოსაცვლელად ემზადება. ე. წ. პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა 6 თებერვალს, საღამოს, ხელი მოაწერა განკარგულებას შესაბამისი რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე და გადაწყდა, რომ რეფერენდუმი 2017 წლის 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ჩატარდება.

"სამხრეთ ოსეთში", ისევე როგორც ჩრდილოეთ ოსეთში, სამომავლოდ ალანიის გაერთიანებული რესპუბლიკის დაარსებას რუსეთის შემადგენლობაში ერთობლივად დამკვიდრების პერსპექტივად განიხილავენ...

ლეონიდ თიბილოვის ინფორმაციით, - როდესაც განკარგულებას აწერდა ხელს, ის ოსი ხალხის ისტორიული მეხსიერებითა და ძალიან დიდი ხნის სურვილით ხელმძღვანელობდა - დაებრუნებინათ "ალანიის სახელმწიფო". სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ ამ უკვდავ სახელს - ალანიას - ისინი რუსეთის ფედერაციაში შემავალ ძმურ რესპუბლიკასთან - ჩრდილოეთ ოსეთთან - ძმურად იზიარებენ და როგორც 1994 წლის შემდეგ გაჩნდა ჩრდილოეთ ოსეთი-ალანია, ასევე დაარსდება აპრილის რეფერენდუმის შედეგად სამხრეთ ოსეთი-ალანია...

ჩრდილოეთ ოსეთში მცხოვრები საზოგადო მოღვაწე ტამერლან ცომაევის თქმით, "ახლო პერსპექტივაში ორი ოსეთის გაერთიანება გარდაუვალია. ამიტომ, გაუგებარი სიტუაციების თავიდან ასაშორებლად, სახელი ოსეთის სამხრეთ ნაწილსაც უნდა გადაერქვას და მისი სახელი უნდა იყოს "სამხრეთ ოსეთი-ალანია". ასეთ შემთხვევაში ყველა შეკითხვა გაქრება. რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში გაერთიანებული ოსეთი უნდა იყოს. მას, უბრალოდ, უნდა ერქვას რესპუბლიკა ოსეთი-ალანია".

მართალია, ცხინვალელი და ვლადიკავკაზელი ოსების ერთი ნაწილი ლეონიდ თიბილოვის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნო პიარის ნაწილად მიიჩნევს, თუმცა, ისიც უნდა ითქვა, რომ თავად ამ იდეას საკმაოდ ბევრი მომხრე ჰყავს, როგორც სამხრეთ ოსეთში, ასევე ჩრდილოეთ ოსეთში. ეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში დამკვიდრების სამომავლო პერსპექტივად განიხილება.

ოკუპირებული რეგიონისთვის სახელის გადარქმევის განზრახვას აპროტესტებენ თბილისში და მას რუსეთის მიერ ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ ნაბიჯად მიიჩნევენ.

7 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 9 აპრილისთვის დანიშნულ რეფერენდუმს სრულიად უკანონოდ მიიჩნევს და  საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, "გამოიჩინოს პრინციპულობა რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების მიმართ, მიიღოს სათანადო ზომები, რათა არ დაუშვას საქართველოს ცხინვალის რეგიონში ვითარების ესკალაცია და ყველა ღონე იხმაროს ევროპაში უკანონო ანექსიის კიდევ ერთი მაგალითის გამეორების შესაჩერებლად".

თბილოვის მიერ გახმოვანებულ ინიციტივას საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა. გიორგი მარგველაშვილი აღნიშნავს, რომ "პლებისციტი, არჩევნები ან რაიმე სხვა ქმედება, რომელიც გულისხმობს მოსახლეობის ნების თავისუფალ გამოხატვას, ვერ განხორციელდება ტერიტორიაზე, რომელიც ოკუპირებულია უცხო სახელმწიფოს მიერ, საიდანაც გამოდევნილია მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობა, სადაც ჩატარდა ეთნიკური წმენდა და დღეს ადგილზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ერთადერთ ძალად გვევლინება რუსეთის ფედერაცია..." - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

რუსული თანამგზავრი, რომლითაც ირანი შეძლებს, თვალყური ადევნოს პოტენციურ სამხედრო სამიზნეებს ახლო აღმოსავლეთში - რას გეგმავს რუსეთი?

ჩამოგდებულ "ბოინგში" რუსული "ბუკის" ფრაგმენტები აღმოაჩინეს

როგორი იყო საქართველოს სამხედრო დაზვერვა 1918-1921 წლებში - საინტერესო ცნობები დემოკრატიული რესპუბლიკის სპეცსამსახურებზე