მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
პოლიტიკა
კონფლიქტები
Faceამბები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თელავში დაკარგული მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს
თელავში დაკარგული მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

თე­ლავ­ში და­კარ­გუ­ლი 57 წლის მა­მა­კა­ცი 13-დღი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. რო­გორც გარ­დაც­ვლი­ლის მე­ზობ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, და­ვით ხო­კე­რაშ­ვი­ლის კვალს თე­ლა­ვის ჯვარ­პა­ტი­ოს­ნის სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის­კენ მი­მა­ვალ გზა­ზე მი­აგ­ნეს. ცხედ­რის პოვ­ნამ­დე იპო­ვეს ის ღო­რიც, რომ­ლის სა­ძებ­ნე­ლა­დაც და­ვით ხო­კე­რაშ­ვი­ლი ტყე­ში წა­ვი­და.

"დათო გარ­დაც­ვლი­ლი ნა­ხეს ტურ­ბა­ზის ტყე­ში, სა­ი­და­ნაც გზა ჯვარ­პა­ტი­ოს­ნის ტაძ­რის­კენ მი­დის. თა­ვის ქვეშ სა­კუ­თა­რი სამ­ხედ­რო ქურ­თუ­კი ჰქონ­და ამო­დე­ბუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და გარ­დაც­ვლი­ლის ძმამ ვე­ფხო ხო­კე­რაშ­ვილ­მა.

და­ვით ხო­კე­რაშ­ვი­ლი ქა­ლაქ თე­ლავ­ში ცხოვ­რობ­და. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის 25 იან­ვარს და­კარ­გუ­ლი ღო­რის სა­ძებ­ნე­ლად სახ­ლი­დან ცი­ვის მთის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­ვი­და და მას შემ­დეგ მისი კვა­ლი გა­უ­ჩი­ნარ­და. სამ­ძებ­რო სა­მუ­შა­ო­ებ­ში ჩარ­თუ­ლი იყო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სამ­სა­ხუ­რი, პო­ლი­ცია და მო­ნა­დი­რე­თა 15-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფი.

რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 115-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე მიყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ნიკა მელია სასამართლო სხდომაზე გამოცხადებას და გირაოს გადახდას არ აპირებს

თელავში დაკარგული მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

თელავში დაკარგული მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს

თელავში დაკარგული 57 წლის მამაკაცი 13-დღიანი ძებნის შემდეგ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც გარდაცვლილის მეზობლები აცხადებენ, დავით ხოკერაშვილის კვალს თელავის ჯვარპატიოსნის სახელობის ტაძრისკენ მიმავალ გზაზე მიაგნეს. ცხედრის პოვნამდე იპოვეს ის ღორიც, რომლის საძებნელადაც დავით ხოკერაშვილი ტყეში წავიდა.

"დათო გარდაცვლილი ნახეს ტურბაზის ტყეში, საიდანაც გზა ჯვარპატიოსნის ტაძრისკენ მიდის. თავის ქვეშ საკუთარი სამხედრო ქურთუკი ჰქონდა ამოდებული", - განაცხადა გარდაცვლილის ძმამ ვეფხო ხოკერაშვილმა.

დავით ხოკერაშვილი ქალაქ თელავში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის 25 იანვარს დაკარგული ღორის საძებნელად სახლიდან ცივის მთის მიმართულებით წავიდა და მას შემდეგ მისი კვალი გაუჩინარდა. სამძებრო სამუშაოებში ჩართული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, პოლიცია და მონადირეთა 15-კაციანი ჯგუფი.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ