პოლიტიკა

11

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გადაათრიეს მანქანიდან, დააგდეს ასფალტზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა" - სამართალდამცველებმა ადვოკატი ორსული მეუღლის თვალწინ სცემეს?
"გადაათრიეს მანქანიდან, დააგდეს ასფალტზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა" - სამართალდამცველებმა ადვოკატი ორსული მეუღლის თვალწინ სცემეს?

"სა­ქარ­თვე­ლოს ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს.

ამას­თან, თავ­მჯდო­მა­რე ხვალ, პა­რიზ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წინ, ფრანგ ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად გა­აპ­რო­ტეს­ტებს ქარ­თველ ად­ვო­კა­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს, მათ შო­რის, ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლის მი­მართ "პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი არაჰუ­მა­ნუ­რი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქტს".

"ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს" მი­აჩ­ნია, რომ ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი გახ­და პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბის მხრი­დან არაჰუ­მა­ნუ­რი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი, რა­საც ხელი შე­უ­წყო პრო­კუ­რა­ტუ­რის "და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა უმოქ­მე­დო­ბამ". ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლი სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის - აკა­კი ყუ­რაშ­ვი­ლის, ნი­კო­ლოზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის, და­ვით ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნის და­წყე­ბას მო­ი­თხოვს.

ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გა­ოგ­ნე­ბუ­ლი ვარ სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის ლო­ზუნ­გით მო­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ად­ვო­კა­ტე­ბის დევ­ნით, ცე­მით, და­ში­ნე­ბით და შე­უ­რა­ცხყო­ფით. რაც არის აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლი ფაქ­ტი და მი­უ­თი­თებს სა­ხელ­მწი­ფოს ნე­ბას შექ­მნას ქვე­ყა­ნა­ში რე­ჟი­მი.

2016 წლის 21 დე­კემ­ბერს, და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 19:40 სა­ათ­ზე 8 თვის ორ­სულ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად მყოფ ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილს სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა, მა­ი­ორ­მა აკა­კი ყუ­რაშ­ვილ­მა და მას­თან ერ­თად მყოფ­მა 3-4 პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელ­მა მი­ა­ყე­ნა სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, ად­ვო­კა­ტი გან­მარ­ტავს, რომ იძუ­ლე­ბით გა­და­ათ­რი­ეს მან­ქა­ნი­დან, დაგ­დეს ას­ფალტზე პირ­ქვე და მი­ა­ყე­ნეს სი­ტყვი­ე­რი და ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რის შემ­დე­გაც იძუ­ლე­ბით ამო­უგ­რი­ხეს ხე­ლე­ბი, და­ა­დეს ხელ­ბორ­კი­ლი და და­ა­კა­ვეს. ად­ვო­კა­ტი აღ­რმოჩ­ნდა სა­ში­ნელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მისი მე­უღ­ლე გახ­და შე­უძ­ლოდ ვი­ნა­ი­დან იყო 8 თვის ფეხ­მძი­ე­მე. ქალ­ბა­ტო­ნი ეხ­ვე­წე­ბო­და პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებს, რომ მისი მე­უღ­ლის­თვის და­ე­ნე­ბე­ბი­ნათ თავი. ეუბ­ნე­ბო­და, რომ ორ­სუ­ლად იყო. ასე­ვე ნი­შან­დობ­ლი­ვია ის ფაქ­ტი, რომ ქუ­ჩა­ში მათ ელო­დე­ბო­დათ 11 წლის არას­რულ­წო­ვა­ნი ქა­ლიშ­ვი­ლი. ამის შემ­დეგ, პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა წა­იყ­ვა­ნეს ად­ვო­კა­ტი იქვე სა­ნა­პი­რო­ზე, "ვი­სო­ლის" ბენ­ზინ­გა­სა­მართ სად­გურ­ზე, სა­დაც გა­ა­ჩე­რეს 20-30 წუთი და გა­და­იყ­ვა­ნეს კა­ხე­თის გზატ­კე­ცილ­ზე სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის ეზო­ში.

ად­ვო­კა­ტი რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ითხოვ­და შე­ნო­ბა­ში გა­დაყ­ვა­ნას და ხელ­ბორ­კი­ლის შეხ­სნას, ასე­ვე ტე­ლე­ფო­ნით ზა­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას, თუმ­ცა უშე­დე­გოდ. პი­რი­ქით, ყუ­რაშ­ვი­ლი უხ­სნი­და და არი­გებ­და თა­ვის თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სად და რო­გორ უნდა ეთ­ქვათ. ამის შემ­დეგ შე­ად­გი­ნეს ოქმი (ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი და­კა­ვე­ბის ოქმი # აო 000015513), რო­მელ­შიც და­ფიქ­სირ­და, რომ ად­ვო­კატ­მა სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნა პატ­რულს, რა­საც ად­ვო­კა­ტი არ და­ე­თან­ხმა და და­ე­მუქ­რა სა­მა­არ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­დუ­რე­ბის გან­ხორ­ცი­ლე­ბით ოქ­მის შედ­გე­ნის დროს.

ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი გა­დაყ­ვა­ნი­ლი იქნა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, სა­დაც და­ა­ფიქ­სი­რა არ­სე­ბუ­ლი და­ზი­ა­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია. მე­ო­რე დღეს, და­ახ­ლო­ე­ბით 12 სა­ა­თის­თვის უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი ად­ვო­კა­ტი გა­და­იყ­ვა­ნეს დი­ღომ­ში დაც­ვის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ეზოს­თან, სა­დაც გა­ა­ჩე­რეს და­ახ­ლო­ე­ბით ერთი სა­ა­თი. პირ­და­პირ ცი­ნი­კუ­რია, რომ ად­ვო­კატ­თან მი­ვი­და აკა­კი ყუ­რაშ­ვი­ლი, რო­მელ­მაც წინა დღეს მი­ა­ყე­ნა მას ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა. ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა მი­მარ­თა ყუ­რაშ­ვილს, რომ უსა­მარ­თლო­ბას და კა­ნონ­დარ­ღვე­ვას არ აპა­ტი­ებ­და და კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით მო­ი­თხო­ვა მისი დას­ჯა. ამის გა­გო­ნე­ბა­ზე ყუ­რაშ­ვილ­მა ამო­ი­ღო უკვე ახა­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვის ოქმი#000020444, რო­მელ­შიც ჩა­ა­მა­ტა, რომ თით­ქოს­და ად­ვო­კატ­მა მი­ა­ყე­ნა ფი­ზი­კუ­რი და სი­ტყვი­ე­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა, რაც და­ა­დას­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს სხდო­მა­ზე. სა­სა­მარ­თლომ ყუ­რაშ­ვილს კა­მე­რე­ბის ჩა­ნა­წე­რე­ბი მოს­თხო­ვა. ყუ­რაშ­ვი­ლის გან­მარ­ტე­ბით, არც ერთ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მელს არ ჰქონ­და ჩარ­თუ­ლი კა­მე­რა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი აბ­სურ­დუ­ლი ვერ­სია სა­სა­მარ­თლომ არ გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და მის­ცა ად­ვო­კატს მხო­ლოდ სი­ტყვი­ე­რი შე­ნიშ­ვნა, თა­ნახ­მად ასკ-ის 173-ე მუხ­ლი­სა. სხდო­მის დარ­ბა­ზი­დან გა­მოს­ვლის დროს, საქ­მე­ში ერ­თვე­ბა სხვა სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი, გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და აპი­რებ­დნენ ად­ვო­კა­ტის ხე­ლახ­ლა და­კა­ვე­ბას მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­ნიშ­ნულ­ზე უკვე იმ­სჯე­ლა სა­სა­მარ­თლომ პო­ლი­ცია ამე­ტებ­და უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას, რომ არა მან­და­ტუ­რე­ბის კა­ნონ­შე­სა­ბა­მი­სი მოქ­მე­დე­ბა ად­ვო­კატს ხელ­მე­ო­რედ და­ა­კა­ვებ­დე­ნენ. 2016 წლის 26 დე­კემ­ბერს ად­ვო­კატ­მა ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვილ­მა გან­ცხა­დე­ბით მი­მარ­თა თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რას და მო­ი­თხო­ვა აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე აკა­კი ყუ­რაშ­ვი­ლის და სხვა­თა მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მის აღ­ძვრა და კა­ნო­ნის სრუ­ლი სიმ­კაც­რით დას­ჯა. პრო­კუ­რა­ტუ­რამ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის დას­ჯის ნაც­ვლად მი­ი­ღო სა­მარ­ცხვი­ნო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და ბრა­ლი წა­უ­ყე­ნა ად­ვო­კატს.

ჩემი შე­ფა­სე­ბით, სა­ხე­ზე გვაქვს პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ქმე­დე­ბა, რა­საც ად­გი­ლი ჰქონ­და, ისეთ ქვეყ­ნებ­ში სა­დაც იყო რე­ჟი­მი და გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა სუ­ფევ­და, პრო­კუ­რა­ტუ­რის ამ­გვა­რი ძალ­მომ­რე­ო­ბა ფიქ­სირ­დე­ბო­და საბ­ჭო­ურ ქვეყ­ნებ­ში, რაც წარ­მა­ტე­ბით იქნა გად­მო­ღე­ბუ­ლი სა­ა­კაშ­ვი­ლის და ივა­ნიშ­ვი­ლის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში. "ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის" თავ­მჯდო­მა­რე იმი­ტომ ვი­თხოვ­დი დამ­ნა­შა­ვე პრო­კუ­რო­რე­ბის და­კა­ვე­ბას, რომ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი ეს ხალ­ხი არ მო­იშ­ლი­და უმ­სგავ­სო­ბას და გა­აგ­რძე­ლებ­და სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბის დევ­ნას. პრო­კუ­რა­ტუ­რას, ასე ეზი­ზღე­ბო­დეს სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი, რა­საც ად­გი­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში, ეს არის ჩვემ­თვის სი­ურპრი­ზი. ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა 14 წე­ლია იტანს უმ­სგავ­სო პრო­კუ­რო­რებს, რაც ჩვე­ნი ქვეყ­ნის სირ­ცხვი­ლია.

მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ეს არის ად­ვო­კა­ტის შე­უ­რა­ცხყო­ფის კი­დევ ერთი ფაქ­ტი. სა­ში­ნე­ლე­ბაა რა­საც სა­მა­რათლდამ­ცა­ვე­ბი აკე­თე­ბენ, რო­დე­საც ად­ვო­კატს ასე­თი ფორ­მე­ბით უს­წორ­დე­ბი­ან ძნე­ლი მი­სახ­ვდე­რი არ არის რას უკე­თე­ბენ პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ მო­ქა­ლა­ქეს.

სა­მარ­ცხვი­ნოა პრო­კუ­რა­ტუ­რის მოქ­მე­დე­ბა, რო­მე­ლიც ნაც­ვლად იმი­სა, რომ ჩა­ტარ­დეს ეფექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა, ყვე­ლა­ნა­ი­რად ცდი­ლო­ბენ სა­ვა­რა­უ­დოდ დამ­ნა­შა­ვე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის გა­მარ­თლე­ბას. ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლებს 4 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხელ­ბორ­კი­ლე­ბით დაბ­მუ­ლი, უკა­ნო­ნოდ ჰყავ­დათ და­კა­ვე­ბუ­ლი, სა­ნამ გა­და­იყ­ვან­დნენ დრო­ე­ბი­თი და­კა­ვე­ბის იზო­ლა­ტორ­ში. სა­სა­მარ­თლო­ში პო­ლი­ცი­ამ არ წარ­მო­ად­გი­ნა კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი ად­ვო­კა­ტის მხრი­დან უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის თა­ო­ბა­ზე, რაც ადას­ტუ­რებს ად­ვო­კა­ტის გან­ცა­დე­ბას, რომ მას თავს და­ეს­ხა პო­ლი­ცია. ის­მის კი­თხვა,- რაში გვჭირ­დე­ბა ასე­თი პო­ლი­ცია? შე­იძ­ლე­ბა იმ პო­ლი­ცი­ე­ლებს გა­და­ვუ­ხა­დოთ ხელ­ფა­სი, რო­მე­ლიც გვა­წა­მებს და გვდევ­ნის? სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ცია ნელ-ნელა ემ­სგავ­სე­ბა არა­ფორ­მა­ლურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, რო­მე­ლიც სა­კუ­თა­რი კა­ნო­ნე­ბით მოქ­მე­დებს და არ აინ­ტე­რე­სებს არა­ნა­რი სა­მარ­თლის ნორ­მე­ბი, რა­შიც მას ეხ­მა­რე­ბა "სა­მარ­ცხვი­ნო პრო­კუ­რა­ტუ­რა", რაც არის ამ ქვეყ­ნის სა­მარ­თლებ­რი­ვი გან­ვი­თა­რე­ბის და­სას­რუ­ლი.

ხვალ, 8 თე­ბერ­ვალს, პა­რიზ­ში, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს წინ, ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რე და ფრან­გი ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ვაპ­რო­ტეს­ტებთ ქარ­თველ ად­ვო­კა­ტებ­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ძა­ლა­დო­ბის ფაქ­ტებს, მათ შო­რის ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლის მი­მართ პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბის მხრი­დან ჩა­დე­ნი­ლი არაჰუ­მა­ნუ­რი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის ფაქტს.

ად­ვო­კატ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის თავ­მჯდო­მა­რეს მი­მაჩ­ნია, რომ ად­ვო­კა­ტი ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი გახ­და პო­ლი­ცი­ის მუ­შა­კე­ბის მხრი­დან არაჰუ­მა­ნუ­რი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის მსხვერ­პლი, რა­საც ხელი შე­უ­წყო პრო­კუ­რა­ტუ­რის და­ნა­შა­უ­ლებ­რივ­მა უმოქ­მე­დო­ბამ.

მო­ვი­თხოვ, სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის აკა­კი ყუ­რაშ­ვი­ლის, ნი­კო­ლოზ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლის, გი­ორ­გი ჯო­ხა­ძის, და­ვით ფო­ცხვე­რაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნის და­წყე­ბას, ად­ვო­კატ ალექ­სან­დრე ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი არაჰუ­მა­ნუ­რი და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბის გამო", - ნათ­ქვა­მია ზაზა ხა­ტი­აშ­ვი­ლის გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"გადაათრიეს მანქანიდან, დააგდეს ასფალტზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა" - სამართალდამცველებმა ადვოკატი ორსული მეუღლის თვალწინ სცემეს?

"გადაათრიეს მანქანიდან, დააგდეს ასფალტზე, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა" - სამართალდამცველებმა ადვოკატი ორსული მეუღლის თვალწინ სცემეს?

"საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ამასთან, თავმჯდომარე ხვალ, პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, ფრანგ ადვოკატებთან ერთად გააპროტესტებს ქართველ ადვოკატებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის, ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ "პოლიციის მუშაკების მხრიდან ჩადენილი არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს".

"ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს" მიაჩნია, რომ ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გახდა პოლიციის მუშაკების მხრიდან არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რასაც ხელი შეუწყო პროკურატურის "დანაშაულებრივმა უმოქმედობამ". ზაზა ხატიაშვილი საპატრულო პოლიციის თანამშრომლების - აკაკი ყურაშვილის, ნიკოლოზ ბოჭორიშვილის, გიორგი ჯოხაძის, დავით ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას მოითხოვს.

ზაზა ხატიაშვილის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გაოგნებული ვარ სამართლიანობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების მიერ ადვოკატების დევნით, ცემით, დაშინებით და შეურაცხყოფით. რაც არის აღმაშფოთებელი ფაქტი და მიუთითებს სახელმწიფოს ნებას შექმნას ქვეყანაში რეჟიმი.

2016 წლის 21 დეკემბერს, დაახლოებით საღამოს 19:40 საათზე 8 თვის ორსულ მეუღლესთან ერთად მყოფ ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მაიორმა აკაკი ყურაშვილმა და მასთან ერთად მყოფმა 3-4 პატრულის თანამშრომელმა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ადვოკატი განმარტავს, რომ იძულებით გადაათრიეს მანქანიდან, დაგდეს ასფალტზე პირქვე და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შემდეგაც იძულებით ამოუგრიხეს ხელები, დაადეს ხელბორკილი და დააკავეს. ადვოკატი აღრმოჩნდა საშინელ მდგომარეობაში მისი მეუღლე გახდა შეუძლოდ ვინაიდან იყო 8 თვის ფეხმძიემე. ქალბატონი ეხვეწებოდა პოლიციის თანამშრომლებს, რომ მისი მეუღლისთვის დაენებებინათ თავი. ეუბნებოდა, რომ ორსულად იყო. ასევე ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ ქუჩაში მათ ელოდებოდათ 11 წლის არასრულწოვანი ქალიშვილი. ამის შემდეგ, პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს ადვოკატი იქვე სანაპიროზე, "ვისოლის" ბენზინგასამართ სადგურზე, სადაც გააჩერეს 20-30 წუთი და გადაიყვანეს კახეთის გზატკეცილზე საპატრულო პოლიციის ეზოში.

ადვოკატი რამდენიმე საათი ითხოვდა შენობაში გადაყვანას და ხელბორკილის შეხსნას, ასევე ტელეფონით ზარის განხორციელებას, თუმცა უშედეგოდ. პირიქით, ყურაშვილი უხსნიდა და არიგებდა თავის თანამშრომლებს საჭიროების შემთხვევაში სად და როგორ უნდა ეთქვათ. ამის შემდეგ შეადგინეს ოქმი (ადმინისტრაციული დაკავების ოქმი # აო 000015513), რომელშიც დაფიქსირდა, რომ ადვოკატმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პატრულს, რასაც ადვოკატი არ დაეთანხმა და დაემუქრა სამაართლებრივი პროცედურების განხორცილებით ოქმის შედგენის დროს.

ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გადაყვანილი იქნა დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც დააფიქსირა არსებული დაზიანებების შესახებ ინფორმაცია. მეორე დღეს, დაახლოებით 12 საათისთვის უკანონოდ დაკავებული ადვოკატი გადაიყვანეს დიღომში დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ეზოსთან, სადაც გააჩერეს დაახლოებით ერთი საათი. პირდაპირ ცინიკურია, რომ ადვოკატთან მივიდა აკაკი ყურაშვილი, რომელმაც წინა დღეს მიაყენა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა მიმართა ყურაშვილს, რომ უსამართლობას და კანონდარღვევას არ აპატიებდა და კანონის სრული სიმკაცრით მოითხოვა მისი დასჯა. ამის გაგონებაზე ყურაშვილმა ამოიღო უკვე ახალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი#000020444, რომელშიც ჩაამატა, რომ თითქოსდა ადვოკატმა მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც დაადასტურა სასამართლოს სხდომაზე. სასამართლომ ყურაშვილს კამერების ჩანაწერები მოსთხოვა. ყურაშვილის განმარტებით, არც ერთ პატრულის თანამშრომელს არ ჰქონდა ჩართული კამერა.

აღნიშნული აბსურდული ვერსია სასამართლომ არ გაითვალისწინა და მისცა ადვოკატს მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა, თანახმად ასკ-ის 173-ე მუხლისა. სხდომის დარბაზიდან გამოსვლის დროს, საქმეში ერთვება სხვა საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, გამომძიებელი და აპირებდნენ ადვოკატის ხელახლა დაკავებას მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე უკვე იმსჯელა სასამართლომ პოლიცია ამეტებდა უფლებამოსილებას, რომ არა მანდატურების კანონშესაბამისი მოქმედება ადვოკატს ხელმეორედ დააკავებდენენ. 2016 წლის 26 დეკემბერს ადვოკატმა ალექსანდრე ფირცხალაიშვილმა განცხადებით მიმართა თბილისის პროკურატურას და მოითხოვა აღნიშნულ ფაქტზე აკაკი ყურაშვილის და სხვათა მიმართ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა და კანონის სრული სიმკაცრით დასჯა. პროკურატურამ პოლიციელების დასჯის ნაცვლად მიიღო სამარცხვინო გადაწყვეტილება და ბრალი წაუყენა ადვოკატს.

ჩემი შეფასებით, სახეზე გვაქვს პროკურატურის დანაშაულებრივი ქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა, ისეთ ქვეყნებში სადაც იყო რეჟიმი და განუკითხაობა სუფევდა, პროკურატურის ამგვარი ძალმომრეობა ფიქსირდებოდა საბჭოურ ქვეყნებში, რაც წარმატებით იქნა გადმოღებული სააკაშვილის და ივანიშვილის რეჟიმის პირობებში. "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე იმიტომ ვითხოვდი დამნაშავე პროკურორების დაკავებას, რომ დარწმუნებული ვიყავი ეს ხალხი არ მოიშლიდა უმსგავსობას და გააგრძელებდა სამოქალაქო საზოგადოების დევნას. პროკურატურას, ასე ეზიზღებოდეს საკუთარი მოქალაქეები, რასაც ადგილი აქვს საქართველოში, ეს არის ჩვემთვის სიურპრიზი. ჩვენი ქვეყანა 14 წელია იტანს უმსგავსო პროკურორებს, რაც ჩვენი ქვეყნის სირცხვილია.

მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეს არის ადვოკატის შეურაცხყოფის კიდევ ერთი ფაქტი. საშინელებაა რასაც სამარათლდამცავები აკეთებენ, როდესაც ადვოკატს ასეთი ფორმებით უსწორდებიან ძნელი მისახვდერი არ არის რას უკეთებენ პოლიციის მუშაკები ჩვეულებრივ მოქალაქეს.

სამარცხვინოა პროკურატურის მოქმედება, რომელიც ნაცვლად იმისა, რომ ჩატარდეს ეფექტური გამოძიება, ყველანაირად ცდილობენ სავარაუდოდ დამნაშავე პოლიციელების გამართლებას. ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი პოლიციელებს 4 საათის განმავლობაში ხელბორკილებით დაბმული, უკანონოდ ჰყავდათ დაკავებული, სანამ გადაიყვანდნენ დროებითი დაკავების იზოლატორში. სასამართლოში პოლიციამ არ წარმოადგინა კამერის ჩანაწერები ადვოკატის მხრიდან უკანონო ქმედებების თაობაზე, რაც ადასტურებს ადვოკატის განცადებას, რომ მას თავს დაესხა პოლიცია. ისმის კითხვა,- რაში გვჭირდება ასეთი პოლიცია? შეიძლება იმ პოლიციელებს გადავუხადოთ ხელფასი, რომელიც გვაწამებს და გვდევნის? საქართველოში პოლიცია ნელ-ნელა ემსგავსება არაფორმალურ ორგანიზაციას, რომელიც საკუთარი კანონებით მოქმედებს და არ აინტერესებს არანარი სამართლის ნორმები, რაშიც მას ეხმარება "სამარცხვინო პროკურატურა", რაც არის ამ ქვეყნის სამართლებრივი განვითარების დასასრული.

ხვალ, 8 თებერვალს, პარიზში, საქართველოს საელჩოს წინ, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე და ფრანგი ადვოკატები გავაპროტესტებთ ქართველ ადვოკატებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტებს, მათ შორის ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ პოლიციის მუშაკების მხრიდან ჩადენილი არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის ფაქტს.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეს მიმაჩნია, რომ ადვოკატი ალექსანდრე ფირცხალაიშვილი გახდა პოლიციის მუშაკების მხრიდან არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, რასაც ხელი შეუწყო პროკურატურის დანაშაულებრივმა უმოქმედობამ.

მოვითხოვ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების აკაკი ყურაშვილის, ნიკოლოზ ბოჭორიშვილის, გიორგი ჯოხაძის, დავით ფოცხვერაშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის დევნის დაწყებას, ადვოკატ ალექსანდრე ფირცხალაიშვილის მიმართ განხორციელებული არაჰუმანური და არაადამიანური მოპყრობის გამო", - ნათქვამია ზაზა ხატიაშვილის გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ