სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისელმა მძღოლებმა ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: "მახეს არ წამოეგოთ... მათი სამიზნე ძირითადად ქალები არიან"
თბილისელმა მძღოლებმა ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: "მახეს არ წამოეგოთ... მათი სამიზნე ძირითადად ქალები არიან"

ფე­ის­ბუქ-მომ­ხმა­რე­ბე­ლი თამ­რი­კო ხო­ტი­ვა­რი პი­რად გვერ­დზე სა­ინ­ტე­რე­სო პოსტს წერს, რომ­ლი­თაც თბი­ლი­სელ მძღო­ლებს აფრ­თხი­ლებს, არ გა­ე­ბან თაღ­ლი­თი ტაქ­სის­ტის მა­ხე­ში.

"დღეს მა­ნიშ­ნებს გვერ­დით მან­ქა­ნი­დან მძღო­ლი, ფან­ჯა­რა ჩა­მო­წი­ეო, ჩა­მოვ­წიე და წყა­ლი გაქვს ადუ­ღე­ბუ­ლი გა­და­ა­ყე­ნე და­გეხ­მა­რე­ბიო. ლურ­ჯი BMW იყო, ტაქ­სი. არა გმად­ლობთთ­ქო გა­ვუ­ღი­მე და გა­ვი­ა­რე. ჩავ­წიე თუ არა ფან­ჯა­რა ვი­ცა­ნი და იმი­ტომ არ გა­და­ვა­ყე­ნე... რამ­დე­ნი­მე თვის წინ ეგრე მა­ნიშ­ნა ვა­ჟა­ზე, მეც გა­და­ვა­ყე­ნე, რა­ღაც ნა­წილ­ზე მი­თხრა ესაა გა­ფუ­ჭე­ბუ­ლიო, წა­მიყ­ვა­ნა იქვე ქავ­თა­რა­ძის ბაზ­რო­ბა­ზე, მა­ყი­დი­ნა და და­მაბ­რუ­ნა უკან ჩემს მან­ქა­ნას­თან, მერე ის ნა­წი­ლი გა­მო­მიც­ვა­ლა, ბევ­რი მად­ლო­ბე­ბი მახ­დე­ვი­ნა, ცხა­დია ფუ­ლიც გა­და­ვუ­ხა­დე და წა­ვი­და.

ამას­წი­ნათ ახალ გზა­ზე, ტვე­რელ­თა­ნაც იგი­ვე მა­ნიშ­ნა და მა­ში­ნაც გა­ვა­ჩე­რე. იგი­ვე მი­თხრა, მარა შეხ­ვედ­რა­ზე გავ­რბო­დი და სა­ღა­მოს მივ­ხე­დავ მაგ ამ­ბავ­სთქო ვუ­თხა­რი და დიდი მად­ლო­ბე­ბით და მე­ტა­ნი­ე­ბით და­ვემ­შვი­დო­ბე.

მოკ­ლედ რა მინ­და ვთქვა. კარ­გად და­ი­მახ­სოვ­რეთ ეს პოს­ტი, მე­გობ­რებ­საც მო­უ­ყე­ვით და ამ დე­ბი­ლურ მა­ხეს არ წა­მო­ე­გოთ" - წერს პოს­ტის ავ­ტო­რი.

რო­გორც კო­მენ­ტა­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, თამ­რი­კო ხო­ტი­ვა­რი ერ­თა­დერ­თი არაა, ვინც "კე­თილ­მა ტაქ­სის­ტმა" გა­ა­ჩე­რა და დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა. კო­მენ­ტა­რებ­ში ძი­რი­თა­დად ქალი მძღო­ლე­ბი აქ­ტი­უ­რო­ბენ და მათ თავ­ზე გა­დახ­დე­ნილ მსგავს ის­ტო­რი­ებს იხ­სე­ნე­ბენ:

"მეც შემ­ხვდა ადრე, უბ­რა­ლოდ მეჩ­ქა­რე­ბო­და და არ გავ­ყე­ვი. მერე გა­და­ვა­მოწ­მე და არა­ფე­რი არ ჭირ­და მან­ქა­ნას. გა­და­ვურ­ჩი აფე­რისტს"

"ჩემს მე­გო­ბარს სამ­სა­ხუ­რის წინ გა­ა­ჩე­რე­ბი­ნა, ამო­უ­ღო რა­ღაც ნა­წი­ლი, ამი­ტომ ას­ხავს წყა­ლიო, უბ­რა­ლოდ, ამ გო­გოს სამ­სა­ხურ­ში ეჩ­ქა­რე­ბო­და და ძლივს წა­არ­თვა უკან თა­ვი­სი მან­ქა­ნის წყლის ხუფი"

"რა კე­თი­ლე­ბი არი­ან. იუს­ტი­ცი­ის სახ­ლთან მეც შე­მომ­თა­ვა­ზეს დახ­მა­რე­ბა. მათი სა­მიზ­ნე ქა­ლე­ბი არი­ან ძი­რი­თა­დად. კე­თი­ლი, აფე­რის­ტი ბი­ძი­ე­ბი"

"მეც შემ­ხვდა ჭავ­ჭა­ვა­ძე­ზე. გა­და­მა­ყე­ნე­ბი­ნა მან­ქა­ნა, ბოლი ამო­დის, წყალს ადუ­ღებ­სო, გახ­სნა, ჩა­ხე­და და ვაი, წვე­თი არ არის და წამო ან­ტიფ­რიზს გა­ყი­დი­ნე­ბო, მე რად­გა­ნაც გროშ-კა­პი­კი არ მქონ­და და ჩემ ფეხს ვი­ყიდ­დი, უარი ვუ­თხა­რი, მე­ო­რე დღეს ვი­ყი­დე და რომ ჩა­ვას­ხი 100 გრა­მი ჩა­ე­ტია მხო­ლოდ. გა­ო­ცე­ბუ­ლი კი ვი­ყა­ვი, თუ ცა­რი­ე­ლია, მეტი რა­ტომ არ ჩა­დის­თქო. სა­შუ­ა­ლო ასა­კის სან­დო­მი­ა­ნი ტაქ­სის მძღო­ლი იყო", - წე­რენ ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რებ­ლე­ბი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

თბილისელმა მძღოლებმა ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: "მახეს არ წამოეგოთ... მათი სამიზნე ძირითადად ქალები არიან"

თბილისელმა მძღოლებმა ეს აუცილებლად უნდა წაიკითხოთ: "მახეს არ წამოეგოთ... მათი სამიზნე ძირითადად ქალები არიან"

ფეისბუქ-მომხმარებელი თამრიკო ხოტივარი პირად გვერდზე საინტერესო პოსტს წერს, რომლითაც თბილისელ მძღოლებს აფრთხილებს, არ გაებან თაღლითი ტაქსისტის მახეში.

"დღეს მანიშნებს გვერდით მანქანიდან მძღოლი, ფანჯარა ჩამოწიეო, ჩამოვწიე და წყალი გაქვს ადუღებული გადააყენე დაგეხმარებიო. ლურჯი BMW იყო, ტაქსი. არა გმადლობთთქო გავუღიმე და გავიარე. ჩავწიე თუ არა ფანჯარა ვიცანი და იმიტომ არ გადავაყენე... რამდენიმე თვის წინ ეგრე მანიშნა ვაჟაზე, მეც გადავაყენე, რაღაც ნაწილზე მითხრა ესაა გაფუჭებულიო, წამიყვანა იქვე ქავთარაძის ბაზრობაზე, მაყიდინა და დამაბრუნა უკან ჩემს მანქანასთან, მერე ის ნაწილი გამომიცვალა, ბევრი მადლობები მახდევინა, ცხადია ფულიც გადავუხადე და წავიდა.

ამასწინათ ახალ გზაზე, ტვერელთანაც იგივე მანიშნა და მაშინაც გავაჩერე. იგივე მითხრა, მარა შეხვედრაზე გავრბოდი და საღამოს მივხედავ მაგ ამბავსთქო ვუთხარი და დიდი მადლობებით და მეტანიებით დავემშვიდობე.

მოკლედ რა მინდა ვთქვა. კარგად დაიმახსოვრეთ ეს პოსტი, მეგობრებსაც მოუყევით და ამ დებილურ მახეს არ წამოეგოთ" - წერს პოსტის ავტორი.

როგორც კომენტარებიდან ირკვევა, თამრიკო ხოტივარი ერთადერთი არაა, ვინც "კეთილმა ტაქსისტმა" გააჩერა და დახმარება შესთავაზა. კომენტარებში ძირითადად ქალი მძღოლები აქტიურობენ და მათ თავზე გადახდენილ მსგავს ისტორიებს იხსენებენ:

"მეც შემხვდა ადრე, უბრალოდ მეჩქარებოდა და არ გავყევი. მერე გადავამოწმე და არაფერი არ ჭირდა მანქანას. გადავურჩი აფერისტს"

"ჩემს მეგობარს სამსახურის წინ გააჩერებინა, ამოუღო რაღაც ნაწილი, ამიტომ ასხავს წყალიო, უბრალოდ, ამ გოგოს სამსახურში ეჩქარებოდა და ძლივს წაართვა უკან თავისი მანქანის წყლის ხუფი"

"რა კეთილები არიან. იუსტიციის სახლთან მეც შემომთავაზეს დახმარება. მათი სამიზნე ქალები არიან ძირითადად. კეთილი, აფერისტი ბიძიები"

"მეც შემხვდა ჭავჭავაძეზე. გადამაყენებინა მანქანა, ბოლი ამოდის, წყალს ადუღებსო, გახსნა, ჩახედა და ვაი, წვეთი არ არის და წამო ანტიფრიზს გაყიდინებო, მე რადგანაც გროშ-კაპიკი არ მქონდა და ჩემ ფეხს ვიყიდდი, უარი ვუთხარი, მეორე დღეს ვიყიდე და რომ ჩავასხი 100 გრამი ჩაეტია მხოლოდ. გაოცებული კი ვიყავი, თუ ცარიელია, მეტი რატომ არ ჩადისთქო. საშუალო ასაკის სანდომიანი ტაქსის მძღოლი იყო", - წერენ ინტერნეტმომხმარებლები.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს