საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას წერს საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებისადმი მიწერილ წერილში - პროკურატურა დოკუმენტებს ასაჯაროვებს
რას წერს საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებისადმი მიწერილ წერილში - პროკურატურა დოკუმენტებს ასაჯაროვებს

მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას გა­აც­ნეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უხე­ში ჩა­რე­ვის შე­საძ­ლო ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის შუ­ა­ლე­დუ­რი შე­დე­გე­ბი.

უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბით, საქ­მე­ზე გრძელ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 364-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით. პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, "2017 წლის 11 იან­ვარს, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა, ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძემ და პა­ა­ტა ქა­თა­მა­ძემ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის მი­სა­მარ­თებ­ზე დ. საყ­ვა­რე­ლი­ძის სა­ხე­ლით მი­ი­ღეს წე­რი­ლო­ბი­თი მი­მარ­თვე­ბი, რომ­ლი­თაც მი­მარ­თვე­ბის ავ­ტო­რი მო­სა­მარ­თლე­ებს სთა­ვა­ზობს გარ­კვე­უ­ლი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას და ამ ქმე­დე­ბე­ბის სა­ნაც­ვლოდ არა­მარ­თლზო­მი­ერ სარ­გე­ბელს. ამავდრო­უ­ლად ხსე­ნე­ბულ­მა მო­სა­მარ­თლე­ებ­მა მათ სარ­გებ­ლო­ბა­ში არ­სე­ბულ მო­ბი­ლურ ტე­ლე­ფო­ნებ­ზე უცხო­უ­რი მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნის ნომ­რი­დან მი­ი­ღეს მსგავ­სი ხა­სი­ა­თის მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი".

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად: პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გან­გე­ბო გან­ცხა­დე­ბა "მო­სა­მარ­თლე­ე­ბის საქ­მე­ზე"

ამას­თან, სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის - ბე­სა­რი­ონ ალა­ვი­ძე­სა და პა­ა­ტა ქა­თა­მა­ძის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი წე­რი­ლე­ბი­სა და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის ამ­სახ­ველ დო­კუ­მენ­ტებს ასა­ჯა­რო­ვებს. ასე­ვე, უწყე­ბა აქ­ვეყ­ნებს გან­ცხა­დე­ბებს, რო­მე­ლიც მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე შე­საძ­ლო ზე­წო­ლის საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბას და­ე­დო სა­ფუძ­ვლად.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ PDF ფა­ი­ლებ­ში არის წე­რი­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც უწყე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით დ. საყ­ვა­რე­ლი­ძის­გან (სა­ვა­რა­უ­დოდ და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე) მი­ი­ღეს მო­სა­მარ­თლე­ებ­მა. წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არ­სი ერ­თნა­ი­რია, შეც­ვლი­ლია ად­რე­სა­ტე­ბის სა­ხე­ლე­ბი. წე­რილ­ში ვკი­თხუ­ლობთ:

ნა­ხეთ დო­კუ­მენ­ტე­ბი ვი­დეო ვერ­სი­ა­ში

"ვა­ფა­სებ და მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დო უღა­ლა­ტო გვერ­დში დგო­მის­თვის. გვა­რა­მი­ას­გან ვი­ცით, რომ ჩვე­ნი და­საყ­რდე­ნი ხართ და ასე­ვე ვი­ცით რა სირ­თუ­ლე­ე­ბიც არის, თუმ­ცა ცო­ტაც და ამა­თი პარ­პა­ში დამ­თავ­რდე­ბა... მა­გა­თი საქ­მე წა­სუ­ლია. თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად და­გი­ფას­დე­ბათ ყვე­ლა­ფე­რი, იუ­რი­დი­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბის სა­თა­ვე­ებ­თან დად­გე­ბით ჩვე­ნი დაბ­რუ­ნე­ბის­თა­ნა­ვე. ეხლა ვხვდე­ბი, რომ თქვენ­ნა­ირ სან­დო ხალ­ხზე უნდა მდგა­რი­ყო სა­სა­მარ­თლო. ასე გა­აგ­რძე­ლეთ. ეხლა კი მთა­ვა­რი: მიშა აფა­სებს თქვენს ასეთ ერ­თგუ­ლე­ბას და ვფიქ­რობ, უკვე სა­ჭი­როა შიგ­ნი­დან ამ თე­მის ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ხეთ­ქვა და მას­თან შე­თან­ხმე­ბით მინ­და გთხო­ვოთ შემ­დე­გი: ეცა­დეთ ნე­ბის­მი­ე­რი, თუნ­დაც უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­კი­თხი გა­ას­კან­და­ლოთ, არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა და­მა­ჯე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბა თუ არა. ნამ­დვი­ლად ჯო­ბია გა­მოხ­ვი­დეთ და ღიად თქვათ, რომ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წნე­ხის ქვეშ გი­წევთ მუ­შა­ო­ბა, გე­მუქ­რე­ბი­ან, გა­ტე­რო­რე­ბენ, გით­ვალ­თვა­ლე­ბენ. რაც გინ­დათ თქვით. და­ნარ­ჩე­ნი უკვე ნი­კამ იცის, ისეთ შავ პი­არს აა­გო­რებს, სა­ბო­ლო­ოდ გა­ნად­გურ­დე­ბა ეგ საქ­მე. თქვენ ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი გმი­რე­ბი იქ­ნე­ბით და მო­მავ­ლის უმაღ­ლე­სი თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი კა­რი­ე­რაც გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი გექ­ნე­ბათ. რაც მთა­ვა­რია, უცხო­ე­ლე­ბიც ნა­ხა­ვენ, რა ხდე­ბა თურ­მე მარ­თლა და და­ნარ­ჩე­ნე­ბი სა­ბო­ლო­ოდ ჩა­ი­რე­ცხე­ბი­ან... მი­ხა­რია, რომ თქვენ­ნა­ი­რი ხალ­ხი გვე­გუ­ლე­ბა და გვე­ლო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში" - ვკი­თხუ­ლობთ წე­რილ­ში.

რას წერს საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებისადმი მიწერილ წერილში - პროკურატურა დოკუმენტებს ასაჯაროვებს

რას წერს საყვარელიძე "რუსთავი 2"-ის საქმის მოსამართლეებისადმი მიწერილ წერილში - პროკურატურა დოკუმენტებს ასაჯაროვებს

მთავარ პროკურატურაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე საზოგადოებას გააცნეს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების შუალედური შედეგები.

უწყების განცხადებით, საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 364-ე მუხლის მე-2 ნაწილით. პროკურატურის ინფორმაციით, "2017 წლის 11 იანვარს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა, ბესარიონ ალავიძემ და პაატა ქათამაძემ საცხოვრებელი სახლის მისამართებზე დ. საყვარელიძის სახელით მიიღეს წერილობითი მიმართვები, რომლითაც მიმართვების ავტორი მოსამართლეებს სთავაზობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას და ამ ქმედებების სანაცვლოდ არამართლზომიერ სარგებელს. ამავდროულად ხსენებულმა მოსამართლეებმა მათ სარგებლობაში არსებულ მობილურ ტელეფონებზე უცხოური მობილური ტელეფონის ნომრიდან მიიღეს მსგავსი ხასიათის მოკლე ტექსტური შეტყობინებები".

წაიკითხეთ ვრცლად: პროკურატურის საგანგებო განცხადება "მოსამართლეების საქმეზე"

ამასთან, საქართველოს მთავარი პროკურატურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის - ბესარიონ ალავიძესა და პაატა ქათამაძისთვის გაგზავნილი წერილებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების ამსახველ დოკუმენტებს ასაჯაროვებს. ასევე, უწყება აქვეყნებს განცხადებებს, რომელიც მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის საქმის გამოძიების დაწყებას დაედო საფუძვლად.

პროკურატურის მიერ გამოქვეყნებულ PDF ფაილებში არის წერილები, რომლებიც უწყების ინფორმაციით დ. საყვარელიძისგან (სავარაუდოდ დავით საყვარელიძე) მიიღეს მოსამართლეებმა. წერილების შინაარსი ერთნაირია, შეცვლილია ადრესატების სახელები. წერილში ვკითხულობთ:

ნახეთ დოკუმენტები ვიდეო ვერსიაში

"ვაფასებ და მინდა მადლობა გადაგიხადო უღალატო გვერდში დგომისთვის. გვარამიასგან ვიცით, რომ ჩვენი დასაყრდენი ხართ და ასევე ვიცით რა სირთულეებიც არის, თუმცა ცოტაც და ამათი პარპაში დამთავრდება... მაგათი საქმე წასულია. თქვენ აუცილებლად დაგიფასდებათ ყველაფერი, იურიდიული მიმართულების სათავეებთან დადგებით ჩვენი დაბრუნებისთანავე. ეხლა ვხვდები, რომ თქვენნაირ სანდო ხალხზე უნდა მდგარიყო სასამართლო. ასე გააგრძელეთ. ეხლა კი მთავარი: მიშა აფასებს თქვენს ასეთ ერთგულებას და ვფიქრობ, უკვე საჭიროა შიგნიდან ამ თემის ხელოვნურად გახეთქვა და მასთან შეთანხმებით მინდა გთხოვოთ შემდეგი: ეცადეთ ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო საკითხი გაასკანდალოთ, არ აქვს მნიშვნელობა დამაჯერებელი იქნება თუ არა. ნამდვილად ჯობია გამოხვიდეთ და ღიად თქვათ, რომ წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ გიწევთ მუშაობა, გემუქრებიან, გატერორებენ, გითვალთვალებენ. რაც გინდათ თქვით. დანარჩენი უკვე ნიკამ იცის, ისეთ შავ პიარს ააგორებს, საბოლოოდ განადგურდება ეგ საქმე. თქვენ ხელშეუხებელი გმირები იქნებით და მომავლის უმაღლესი თანამდებობრივი კარიერაც გარანტირებული გექნებათ. რაც მთავარია, უცხოელებიც ნახავენ, რა ხდება თურმე მართლა და დანარჩენები საბოლოოდ ჩაირეცხებიან... მიხარია, რომ თქვენნაირი ხალხი გვეგულება და გველოდება საქართველოში" - ვკითხულობთ წერილში.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."